შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-145 - 1941 წელი


 1941 .

ანბანიდან „B“.

V. 2 ლექსი.

04-64 - მნათობი. გაბიჩვაძე.

*

1941 .

3-11-55 - კორნელი.

1. ვინ იყო რაზმაძე ალექსანდრე სოლომონის ძე? ენციკლოპედიაში მოკლედაა აღნიშნული - როგორც კომპოზიტორი და მუსიკ. განყ. რედაკტორი გაზეთებში. გარდაიცვ. 1896 წ.

2. რა წერილი აქვს ჩემს შესახებ ნეტავ გ. ჭუმბურიძეს, რომელიც უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს?

3. ვინ არის ელენე რუხაძე - რომელმაც ჩემს შესახებ უნდა ჩააბაროს ნაშრომი უნივერსიტეტში შ. რადიანს?

4. რა გვარი არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც „მნათობში“ მუშაობს? იგი ასე კარგად მეპყრობა.

5. რა გვარია სახელგამის კიოსკის გამგე – სიმპატიური ახალგაზრდა კაცი, რომელიც ყოველთვის მეუბნება: ო, როგორ იყიდება თქვენი წიგნები, სხვები კი არაო.

6. 3-35-82 - ჭავჭავაძის სახელობის სკოლა №3. ვ. ძიძიგური.

7. როდისთვის გვითხრა უნივერმაღის საკანცელიარიო განყ. გამგემ ქაღალდი?

8. შეუძლია თუ არა სავლე აბულაძეს თვითონ გადათარგმნოს ლექსი?

9. „Комсомолец Украины“.

 

*

„სდგას სილენი – მარად მძლავრი

ხმოვანების მიზეზი,

[მარად მთვრალი] განუყრელი თანამგზავრი

ღმერთის – დიონისესი.

ის მაგონებს [კომუნარის] პარიზელი

[კომუნარებს] სახებას.

ეხლა მხნე და ხმა-ფხიზელი

იწვევს აცახცახებას“.

 

*

Два попа служили обедню. Один был пьян и никак не мог припомнить следующие за словами „Иде господь-ка“… Иде господь ка... повторяет он. Другой поп тихо подсказывает: в Канну Галлилейскую… Первый не хочет повторить его, самолюбие такое… И опять: Иде Господь в Ка… Другой поп опять ему тихо подсказывает „в Канну Галлилейскую“. Тогда первый поп нарочито грубо произносит: „Иде Господь в Капернаум“. И злорадно второму тихо показывает комбинацию трех пальцев: „на-кося, кушай“…

А соврал. Нужно было сказать: „в Канну Галлилейскую“.

 

*

Киев, ред. Комс. Украины.

Уважаемый тов. редактор.

Мне передали, что в Вашей газете от 25-го февраля 1941 г. помещено мое стихотворение „Bitчiзнi“ (в пер. М. Начнибида). Не откажите выслать мне два номера этой газеты, и если [что-нибудь] причитается то и гонорар.

С уважением Галактион Табидзе

Адрес мой:

 

*

კარგი.

დღეს პირველი აპრილია, მოტყვილება ადვილია.

- ვინ არის ტელეფონთან?

- მე.

- ვინ მე?

- პროკლე ტაბიძის მოწაფე. დღეს ჩამოვედი სამტრედიიდან. შემოგითვალათ, რომ ბავში კარგად არისო.

- კი მაგრამ, რომელი ბავში? ბავში ხომ აქ არის... არ მესმის.

- რას დამაბარებთ, რომ გადავცე?

- გადაეცით, რომ აქ მშვიდობაა...

- კარგი ძალიან. შემდეგ გაიცინა.

დღეს პ...

 

*

სოფიუშკამ ძველი წიგნის შესახებ შენიშნა: ო, რა მშვენიერი წიგნია!

- უთუოდ წინად ვერცხლის „Застежки“ ჰქონდა...

- ო, როგორი წვრილი ხელით ნაწერია.

- შეხედეთ... პირველ ფურცლებზე დაღვენთილია თაფლის სანთლის ლაქები. უთუოდ ღამ-ღამობით გულმოდგინეთ კითხულობდენო...

 

დოდო თოდრია – წიგნი და სურათი. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი... ორის ნახევარზე, 7 [მარტს] აპრილს. წაიღო სურათი და წიგნი.

 

*

„З. В.“, „კომ“.

 

V. ეს წინად იყო, [როდესაც ძმა-ძმას] ოდეს მრავალი,

                            საქართველოსა მოადგა ჭირი,

                          დღეს მქუხარეა ხმა აღმავალი:

                            „გულთა კავშირი, გულთა კავშირი!“

 

*

ხედავ, გაშლილი სივრცეა წინა,

[ღელავს ათინა და ლანკაშირი]

ზვირთების რღვევა ისმის ხშირ-ხშირი,

სხვა და სხვა ჭირმა წაისისინა -

და მიაძინა გულთა კავშირი.

 

სად შეაჩერა - მერანმა ფრენა -

სად ჩაესვენა ბარათაშვილი?

მესმის, ვით მაშინ, ციურთა ენა,

რაშიც ესვენა გულთა კავშირი.

 

*

1942. 11 თებერვალი.

1. საჭიროა, შეძენილ იქნას წიგნები „სამშობლოსათვის, სტალინისათვის“ და „ჩვენ გავიმარჯვებთ“. კარგი იქნება, საუბრებიც იყვეს მათი, რომლებიც ამ წიგნებში მონაწილეობენ.

2. კარგია პლაკატი „შვილო, სამშობლო გეძახის“. ქალს თითებში უჭირავს ქაღალდი „ფიცი“. ეს ფურცელი გამოყენებული უნდა იქნას ლექსისთვის „რასაც ბარბაროსი წინად“...

3. კარგია ყდა წიგნისა „Москва“. გამოდგება გამოფენისათვის.

 

*

მძლედ შეასრულებს საქართველო ორდენოსანი

                                                                      მოვალეობას ფრონტის წინაშე -

რომ გამარჯვების გვინათებდეს მზე სხივოსანი.

 

*

ფრონტის წინაშე

საქართველო ორდენოსანი

მტკიცედ, [ძლიერად] პირნათლად

შეასრულებს მოვალეობას.

[რომ გამარჯვებით აშუქებდეს მზე სხივოსანი

საბჭოთა ქვეყნის] -

ორდენოსანი საქართველოს მზე სხივოსანი...

 

*

1. გოკიელის მუსიკა. 2. სერებრიაკოვის - მწერალი გრიმში. 3. ჩვენ გავიმარჯვებთ. 4. წითელ არმიელთა კრებული. 5. „Заря В“. ახალი წელი. 6. ახალი წლის ნომერი მნათობის. 7. გასაბჭოების ნომერი მნათობის. 8. კრეიტანის თარგმანი „წ. არმ“. 9. მირზოევის პლაკატი „ორდენოსანი საქართველო“. 10. ლექსი - ახალი ადამიანი.

 

*

 [Народный.]

1. საფრანგეთის ენციკლოპედია (ფერადი).

2. ტ. X. საფრ. ენციკლოპედია. წითელი და შავი.

3. Encyclopedie Francaise Permanente.

 

* * *

ფრონტის წინაშე

საქართველო ორდენოსანი

მტკიცედ, პირნათლად

[შეასრულებს] ასრულებდა მოვალეობას.

გამარჯვებისთვის

ბრწყინავს მისი მზე სხივოსანი -

ვაშა ფრონტისთვის

თავდადებას, შრომას, მხნეობას!

       

გათავდა ომი,

               [დადგა ხანა მშვიდობიანი]

ელტვის ხანა სხვაგვარ [მხნეობას] მძლეობას.

დაბრუნდა გმირი

სამშობლოში, თავის ბინაში,

[მოვალეობას შასრულებს,]

[ის სულ სხვას]

აწ მშვიდობიანს

შასრულებს მოვალეობას,

მტკიცედ, პირნათლად,

ისე როგორც ფრონტის წინაშე..

1942, 22 თებერვ.

 

*

ზანდუკელი მიხ. ახალი ქართული ლიტერატურა. ტ. I. გვ. 36-37. ბათუმი 1935.

3-04-64 - „მნათობი“.

„კომუნისტი“: - Заведывающий - 3-65-41. მთ. ბუჰღალტერი - 3-51-81. ბიძინა აბულაძე - 3-80-84. კეკელიძე კორნელი - 3-11-55.

ყვარელაშვილი მიხეილ - 3-38-49.

საბჭოთა აჭარა - საღამო 25/IX-36.

 

*

1. Красная Армия. 2. Военно-Морской флот. 3. Партизаны и армия. 4. Родина, ее свобода, ее незав. 5. Партия. 6. Знамя великого Ленина. 7. Вперед, на раз. 8. Орденоносная грузия. Честь. 9. Освобожденный герм. народ.