შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-150 - 1941 წელი


მე თვალს ვერ ვაშორებდი ამ გაქვავებული ადამიანის სახეს - არაჩვეულებრივად დიდებულ სახეს.. იგი იწვევდა ჩემში განუსაზღვრელი გაკვირვების, [და] გაოცების და უნებური აღტაცების გრძნობებს: იგი მაგონებდა ძველისძველ ანტიურ ქანდაკებას, რომელიღაც წიგნში ნახულ სახეს. იმის შუბლს ამ დროს აშუქებდა მზე, ჭაღარა თმები ოქროს შარავანდედით. იგი ამ დროს იყო დიდებული, იმდენად დამმორჩილებელი დიდებით, რომელიც იდუმალ დაფარულიყო თვით მასში, როგორც სუნთქვა დაფნის, რომლის სურნელება აჯადოებდა გამვლელს. თუმცა ეს დაფნა არსაიდან არა სჩანდა. მე შევამჩნიე, რომ ეს დიდებული ქანდაკება თვალით, ცალი თვალით რაღაცას მანიშნებდა, მაგრამ მე იმდენად მოჯადოებული ვიყავი ამ დუმილით, რომ ამ ნიშანს არავითარი ყურადღება არ მივაქციე. მართლაც და, რა უნდა ენიშნებია ჩემთვის თვალით ამ მონუმენტად გადაქცეულ მოხუცს?
საქმე კი აი [რაში] როგორ იყო: ოთახში [რომელშიდაც] ვსაუბრობდით მე და აკაკი, უეცრად შემოვიდა სამი ჟანდარმი... და მათ შემოსვლისთანავე გახდა აკაკი - დუმილად, კერპივით. წეღან, ეს-ეს იყო გაცხოველებით საუბრობდა, ეხლა კი, შეხედეთ... აი, ამ გარემოებით იყო გამოწვეული ჩემი განუსაზღვრელი გაკვირვება და გაოცება - მისი სახის ასეთი უეცარი ცვლილებით იყო გამოწვეული ჩემი უნებური და ენით გამოუთქმელი აღტაცების გრძნობები. ბოლოს კი მივხვდი, თუ რას მანიშნებდა ამ მონუმენტის ცალი თვალი: „მოახერხე როგორმე ამ ოთახიდან გასვლა, ე. ი. თავს უშველე. მე კი ამათი იმდენი მეშინია, რამდენიც შარშანდელი თოვლისო“.
კარგი დაგემართოსთ - გავიფიქრე, - კარგი საქმე ეგ იქნება! მე როგორმე მოვახერხო ოთახიდან გასვლა, ე. ი. თავი დავაღწიო ჟანდარმებს და მათ ხელში ჩავუტოვო აკაკი. ჯერ ერთი, ძვირფასო აკაკი, ეგ ყოვლად შეუძლებელია, მეორეც ისა, რომ ამ სამარცხვინო საქმეს არ ჩავიდენ, თუნდაც... და რაც უმთავრესია - მეც იმათი იმდენი მეშინია, რამდენიც შარშანდელი თოვლის.
ჟანდარმებიც რომ კერპებივით დადგენ. ეს იყო დუელი აკაკი წერეთელსა და ჟანდარმებს შორის. ასეთი იდუმალი დაძაბულობით სავსე წუთები მე ბევრი არ მახსოვს ჩემს ცხოვრებაში. ორი მკაცრი მოწინააღმდეგე იდგა პირისპირ. ერთი - პოეტი, ხალხის მიერ გაღმერთებული; პოეტი, რომლის ადამიანური ძლიერება - სულიერ ძლიერებასთან ერთად გამოხატავდა ისეთ სიამაყეს, რომლისთვისაც თვალის გასწორება ძნელი იყო თვით ჟანდარმისთვისაც კი. და ჟანდარმი, რომელიც კვალდაკვალ მოსდევდა, ალბად, სადგურიდან, დიდებულ პოეტს, რომელმაც იცოდა თუ რისთვის მოსდევდა, იცოდა ისიც, თუ ვის მოსდევდა - ის ჟანდარმი - დიდებული პოეტის წინაშე რაღაც დაბნეულობასა და უხერხულობას იჩენს... საზიზღარი ჟანდარმი! იგი ვერ ბედავს, რამე ჰკითხოს თვით აკაკის - და დიდის დაბნეულობით ოთახს ზვერავს თვალებით.
ოთახი კი ჩვეულებრივი ოთახია. კედლებზე ტოლსტოის, ჩეხოვისა და გორკის სურათები ჰკიდია. ქვევით გაკრულია პლაკატი: „იმერეთი“ მოუწოდებს მნახველებს - იყიდონ წიგნაკები ომში დაჭრილ-დასახიჩრებულთა სასარგებლოდ. სდგას ორი თარო წიგნებით: [ერთ მათგანზე] ერთი მათგანის ყდაზე გამოხატულია ახალგაზრდა რომანტიული ქალი ხელში ქნარით და გარე-ხვეული წარწერით: გ. ტაბიძე. ლექსები. ტ. I, ე. ი. ჩემი პირველი წიგნი.
ჟანდარმი მაინც ვერ ბედავს რაიმე ჰკითხოს თვით აკაკის, და იმის მაგიერ მე მომმართავს:
- ვინ არის ეს მოხუცი?
- აკაკი წერეთელი! - ვუპასუხე...
ჟანდარმმა თითქო რაღაც გამოსავალი გზა იპოვა. „აა, - წამოიძახა მან [გახარებულმა] თითქო ბოდიშის მოხდით, - არ ვიცოდით“...
და სამივე ჟანდარმი - სწრაფად მოტრიალდა და დეზების წკარუნით ოთახიდან გავიდა.
აკაკიმ მიაყურა კარებს და როდესაც დეზების წკარუნი შესწყდა - იკითხა: "წავიდნენო"?
- წავიდნენ, - უპასუხა ნინამ, რომელიც ამ დროს მეორე ოთახიდან შემოვიდა.
- მერე, შენ რამ გაგაფითრა ეგრე, შე ქალო! - მიმართა აკაკიმ ნინას, - არაფერია; გადმოიღე აი ის წიგნი... არა, აი ისა, ქალი რომ არის ხელში ქნარით...
ნინამ გადმოიღო წიგნი.
- წამიკითხე სულ პირველი სტრიქონი!
და ნინამ დაიწყო კითხვა:
„ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?“
აკაკიმ შეაჩერა ნინა. მან შემდეგ რამდენიმეჯერ განამეორებინა იგი სტიქონები.
მე ვეღარ ვცნობილობდი აკაკის: ეხლა იგი ისე ცოცხლად საუბრობდა, თითქო მონუმენტი გამოერკვა ლეტარგიიდან.

*
თითები - ნელა მუშაობდნენ.
კონვერტი - ჩემს წინ იდო ჯერ კიდევ გაუხსნელი მესამე წერილი, ჩემდამი მოწერილი. მე ძალისძალათი და უხალისოდ ავიღე იგი, ჩემი თითები ნელა მუშაობდნენ - მისი გახსნისას.
წერილი - და წავიკითხე გასაკვირველად გარკვეული, წვრილი და ლამაზი ხელით ნაწერი წერილი.
შემთხვევა - მე მომეცა შემთხვევა გავცნობოდი მას, ლიტერატურული გენიის ყოველი ნიჭით უხვად დაჯილდოებულს.
წერილი - მე ერთხელ კიდევ გადავიკითხე ის წერილი; იგი საკმარისად უბრალოდ დაწერილი ბარათი იყო. ნათელი და ზრდილობიანი წერილი. არაფერი მასში შესანიშნავი არ ყოფილა. სრულიად არაფერი; ამავე დროს იგი მეჩვენებოდა მრავალმნიშვნელოვანად. და ვერასგზით ვერ გამომერკვია, თუ რად მეჩვენებოდა იგი ასეთ ნაირად.
ჟანდარმის შემოსვლა - ჩვენ ჯერ კიდევ გართულნი ვიყავით საუბარში, როცა ეს საუბარი ერთმა გარემოებამ შესწყვიტა. მე ავდექი და ყური მივუგდე. მეორე ოთახში რაღაცა ჩოჩქოლისებური ხმაურობა გამოისმა. მე მესმოდა ახალგაზრდა დიასახლისი ქალის ნერვიული ინტონაცია, შერეული მამაკაცის ხმის ძლიერ ნოტებთან და მტკიცე, მაგარი ნაბიჯი უახლოვდებოდა ჩვენი ოთახის კარებს.
ფიგურა - კარები გაიღო და მაღალი ფიგურა კარებში შეჩერდა. მე კარგად მახსოვს ის უცნაური შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე მოახდინა.
წაბლის ხე. ...Чем южнее, тем каштаны лучше. Родом каштан, вероятно, из Азии, но уже в глубокой древности, распространился и одичал по всему южному побережью Европы. Он произростает во всем Закавказском крае... может достигать возраста в 200, 300 и даже 1000 лет. А к. (лесовод.) успешнее всего произростает в умеренном климате на свежей, рыхлой, плодородной и глубокой почве... Древесина его белая, мягкая, пористая, ...разводится у нас в Крыму и Туркестане, но дико произростает и в Закавказье (Имеретии, Мингрелии, Рача, Абхазия, Гурии, Черноморском округе, Батумской области, Кахетии, Карабахе и Тамыше) ...Встречается преимущественно в смеси с грабом, буком и дубом, и отличаясь быстрым ростом в молодости, достигает в Закавказии в 200-300 летнем возрасте до 100 футов высоты и 5-7 футов толщины, но доживает до 500 и более лет. Влажность воздуха и почвы главные условия для успешного его произростания. Хотя каштан предпочитает плодородные почвы, но произростает на каменистых и даже песчаных средней добротности (сильное развитие корней вглубь). Древесина К. тверда, не тяжела (средний удельный вес 0,60), легко и гладко колется, хорошо полируется, и отличается большою прочностью, особенно в сырых местах, отчего она употребляется как строевой, бочарный (в Италии предпочтительно перед дубом) и столярный лес... (ენციკლოპედია, 28). წაბლის ხის იყო ჩვენი სახლი.
რიონი (ძველი ფაზისი). Берет начало на высоте 7.000 футов, из ледников вершины Главного Кавказского хребта Пасис-Мта, находящейся на границе Рачинского и Лечхумского у.у. в виде горной речки Геби-цхали, которая соединившись с Глола-Цхали, другой горной речкой, истоки коей находятся невдалеке от Мамисонского перевала (см.) на Военно-Осетинской дороге (ენციკლოპედია, 52), принимает название Рион. Направляясь по рачинскому уезду, среди лесистых гор, в общем на ЮЗ. Р. у ст. Алпано поворачивает на Ю. Протекает мимо Кутаиса и покинув на линии Зак. Ж. Д. - горы, вступает на равнину (Рионская низменность), по которой и направляется на 3. к Черному морю, куда впадает двумя рукавами около г. Поти. До Кутаиса Рион течет быстро и имеет характер горной реки, ниже этого города - сравнительно медленно и несет массу ила, который осаждаясь в устье, загромождает последнее мелким бором и выдвигает в море его дельту. Судоходство по Р. ограничивается лодками (каюками), но плавание мелкосидящих пароходов возможно до Орпири. Из притоков Р. замечательны: с правой стороны Цхенис-Цхали (Конская вода по груз., Hippos- древних), берущая начало невдалеке от той-же вершины Пасис-Мта Кавк. хребта и имеющая в длину до 150 в. Техур и Губис-Цкали и с левой Квирила, начинающаяся на западных склонах Сурамских гор, на высоте около 5 1/2 тыс. фут. и впадающая в Р. после 120 в. течения у сел. Варцихе; В древности Квирила, считающаяся тогда верховьем Р. была судоходна до Шарапани, где было складочное место для товаров, направлявшихся через Сурамские горы на В. По ущелью Квирилы и ее притока Дри-Руна проходит 33Д. Длина Р. 295 верст, поверхность бассейна 9061 кв. в. Рионская низменность представляет вид треугольника... Западная часть изобилует болотами и лесами, на В. она несколько повышается и среди лесов имеется довольно много обработанной земли.

*
Народный поэт ССР Грузии.

ყდა №1.
I. Пантелеймон Петренко (ხელნაწერი თარგმანები. პატარა რვეული): 1. Голубые кони. 2. Мэри. 3. Мэри (второй вариант). 4. Два берега (отрывок). 5. Из поэмы „Плечо к плечу“ - 20, с примечанием: „У Фоляна - 2-4-6-10-11-19 - и „Тридцать третий год“. 6. Из книги „Революционная Груз.“ глава 14. 7. Снег. 8. По Гурии. 9. Первое Мая. 10. Из книги „Революционная Грузия“ гл. 52 („По высоким выступам Сваны проходили“). 11. Колокольня в пустыне.
II. План Бебутова: Г. Табидзе. Избранное.
III. Подстрочник стих. „Спой мне что нибудь“.
IV. 1. „Я и Ночь“ - перевод Валер. Гаприндашвили. 2. Танец с кинжалами пер. А. N. 3. Осенью пер. А. N. 4. Nocturne - пер. Щерб...
V. Восток - пер. Шерр.
VI. Осенний фрагмент - пер. И. Черкезова.
VII. Поэт и октябрь (Моск. 69??) - Рюрик Ивнев.
VIII. Горизонт же волнуется - пер. Богдановского (კარგია).
IX. Идут легионы - пер. Бор. Серебр. (Вечер. Тбил.). 1936 г., 6 ноября. კარგი თარგმანია.
X. Родной ветер Кахетии - пер. Богд. კარგი თარგმანია.
XI. Плечом к плечу. 13 (Кулак <...>) - пер. Петренко. კარგი თარგმანია.
XII. Голубые кони - Петренко (ცალკე).
XIII. 1. Голубые кони. 2. Мэри (Петр.). 3. Колокольня в Пустыне. 4. Мэри. 5. Два берега (отрывок). 6. „Рев. Гр.“ гл. 14. „Кто не помнит“. 7. По Гурии. 8. Первое Мая.
XIV. 10. ფოტო ლენინგრადის (როსტრ. და სხვ.). მოგონება 1934 წლ.
XV. ოლია. ნახ. პეტრენკოსი.
XVI. ოლია და მე. ნახ. პეტრენკოსი.
XVI. „ამხანაგების ჯგუფი“ - პეტრენკო (კომუნისტი).
 XVII. Памяти Петр. (Вечерний Тбилиси).
 XVIII. 112 ნაწარმოები პეტრენკოსი (აკლია რატომღაც (?) ვიღაცას ამოუღია. ამოუხევია. მაგ. ჭიჭინაძის სურათი და სხვ.).
 XIX. ექვსი დეპეშა 33 წ. გამ. ზაკგიზის წერილი. წერილები (პუშკინის გამო).
 XX. გორკის წერილი - პუშკინის გამო.
XXI. სამი საინტერესო ამონაჭერი გაზეთებიდან, აზერბეიჯანსა და სომხეთში მოგზაურობაზე.
 XXII. ბრიკის ლექსი ჩემს შესახებ.
 XXIII. ლენინგრადის მოსაგონარი ფოტოები.
XXIV. მისაწვევი ბარათი ჩეხოვზე ტაგანროგიდან.
XXV. მისაწვევი ბარათი ჩემს საღამოზე ლენინგრად. 1934.
XXVI. საინტერესოზე საინტერესო კარიკატურა: ტოლსტოი, პუშკინი, გოგოლი დამწყებლებთან.
XXVII. ქრონიკა „წითელარმიელის“. 1932 წ. („ლიტ. ქრონიკა - შორს თავმჯდომარეობა“).
XXVIII. „На Рубеже Вост“. ჩემი ლექსის თარგმანი ტიხონოვის მიერ „მთაწმინდა“.
XXIX. სიტყვა-სიტყვითი თარგმანი „ეს იყო ოკტომბრის დამლევს“. ო. ო. (Подстр.).
 XXX. „У баррикады мира“ (რუსული გაულექსავი სტრიქონები).
 XXXI. Народный поэт ССР Гр. в Ленинграде (რადიო, პოპოვის).
 XXXI. დავით კლდიაშვილის წერილის რუსული თარგმანი.
 XXXII. სანდრო შანშიაშვილის წერილის რუსული თარგმანი.
 XXXIII. Астафьева - „პოეტი არის მებრძოლის“ თარგმანი.
 XXXIV. ვიაჩესლავ ივანოვის „Серебряно горския“. 1919 წლის.
 XXXV. ბრიკის გეგმა - ჩემი ლექსების გამოცემისთვის - ფოლიანს.
 XXXVI. „Правда“ 1936 წ. 4 სეკტ. ჩემის პორტრეტით.
 XXXVII. ტექსტი (რუსული) ერთი ლექსისა.
XXXVIII. ტექსტი რუსული „მე ჩამოვედი“.
დასკვნა. გამოსადეგია: I. პეტრენკოს რვეულები. V. აღმოსავლეთი - შერრის. VI. შემოდგომის ფრაგმენტი - ჩერქეზიშვილი. VII. პოეტი და ოკტომბერი - ივნევის. VIII. ჰორიზონტი ოდნავ ღელავს - ბოგდანოვსკის. IX. მოდიან ლეგიონები - სერებრიაკოვის. X. ეს მშობლიური ქარია - ბოგდიხანის. XI. Плечом к плечу - პეტრენკო. XVI და XVI - პეტრენკოზე. XX. წერილების ნაწილი. XXI. გორკის წერილი. XXI. ამონაჭრები სომხეთში მოგზაურობაზე. XXII. ბრიკის ლექსი ჩემს შესახებ. XXIV. მოსაწვევი ბარათი ჩემს საღამოზე ლენინგრადში. XXVI. ქრონიკა „წითელარმიელისა“. XXXII. ტიხონოვის ლექსი. XXXI. Нар. поэт в Ленинграде. XXXIII. ასტაფიევა. XXX. Правда. 1936 წ. სულ თვრამეტი ექსპონანტი.
დანარჩენები დასამუშავებელია.

*
რადიო-საღამო.
I. შესავალი სიტყვა დიქტორის.
II. 1. თოვლის დიაგანალი. 2. ბაყაყი მსგავსი დელაროკისა. 3. არ დაგელევა. 4. მისი ბუნება. 5. ორი ძალა. 6. კრიზისისგან თავის დაღწევა. 7. გასტელოს ხსოვნას. 8. ორდენოსანი საქართველო. 9. ერთა მეგობრობას. 10. სტალინი. 11. უპირველეს ყოვლისა! ჩანგო... რასაც სარაცინი წინად!
III. 1. ლაშქრული, მუსიკა გოკიელისა. 2. მშობლიურო ჩემო მიწავ (თაქთაქიშვილისა). 3. გულთა კავშირი, მუსიკა ბალანჩივაძის.
IV. უკანასკნელი სიტყვა დიქტორის.

გადასაწერია:
1. სარაცინი, 2. უპირველეს ყოვლისა, 3. გასტელო, 4. ერთა მეგობრობა, 5. სტალინი.

მუსიკალური განყოფილება:
1. ტექსტი დიმიტრი არაყიშვილისათვის. 2. ტექსტი თამარ შავერზაშვილისათვის. 3. ტექსტი ვალერი ჯვარიძის „მე და ღამე“. 4. ტექსტი მასსენეს მერისათვის. 5. ტექსტი ანდრია ბალანჩივაძისთვის (მიცემულია). 6. ტექსტი ცაგარეიშვილის. 7. ტექსტი ხოროსთვის, რომელიც გამოდის ყოველი ლექსის შემდეგ. 8. ტექსტი იშხნელებისათვის (დებისთ.) 9. ტექსტი გოკიელისათვის. 10. ტუსკია. ტუსკიასი - „მანონ ლესკო“. 9. გიორგი სვანიძე. 10. გაბიჩვაძე (ყვარელაშვილისათვის).

*
ნუ გეშინის ქარისა და თოვლისა,
მომავლისთვის [ჩვენ იმედათ] იავარდათ გვექნება,
უდიდესი [სიხარულის] გამარჯვების შეგნება -
[სამშობლოს მზე] [ქართლის] მამულს გული - უპირველეს ყოვლისა.
                             უპირველეს ყოვლისა.
[მისთვის] მზისთვის ბრძოლა, გრძნობა მისი მოვლისა,
ეხლა ყველა ჩვენთაგანის ვალია!
[დიდება მას] უკვდავია, ვინაც სული დალია!
სამშობლოსთვის - უპირველეს ყოვლისა -
                            უპირველეს ყოვლისა!

*
ჰე! მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
[ეხლა] მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
[უკვდავია - ვინაც სული დალია]
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: სამშობლო უპირველეს ყოვლისა,
                            უპირველეს ყოვლისა!
[არ გვეშინის] ნუ გეშინის ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს პირველ [მცნებად] [საგნად] მიზნად ექნება,
[მამულისთვის] მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება: -
[სიყვარული] მამულს გული უპირველეს ყოვლისა,
                            უპირველეს ყოვლისა!
[მზე ამოვა [მშვენიერი] ნაცვლად წვიმა-თოვლისა,]
მზე ჩაჰქრება ყველა სისხლის მწოვლისა,
                            მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა -
                            წამლად იქნეს [შენი] ყოველ დაჭრილ გულისა -
                            გამარჯვება - უპირველეს ყოვლისა,
                            უპირველეს ყოვლისა!
ჰე, მამულო, [გული] ზრახვა თვითოულისა
იმარჯვებდეს როგორც...
სიყვარულის [ერთა] ძმობა თანასწორობის
დიდი დროშა - უპირველეს ყოვლისა!
                            უპირველეს ყოვლისა!
დე ბრწყინავდეს...

*
ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „სამშობლო უპირველეს ყოვლისა!“
                            უპირველეს ყოვლისა.
ნუ გეშინის ქარისა და თოვლისა!
ყოველ ჩვენგანს [პირველ] ურყევ მიზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება: -
მამულს გული უპირველეს ყოვლისა!
                            უპირველეს ყოვლისა!
მზე ჩაჰქრება ყველა სისხლის მწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნეს ყოველ დაჭრილ გულისა
გამარჯვება უპირველეს ყოვლისა!
                            უპირველეს ყოვლისა!
[მტკიცე] [იყოს ზრახვად ყველა თვითეულისა]
დე, ბრწყინავდეს [უწინარეს ყო] გულში თვითეულისა,
საქართველოს მკერდი ორდენოსანი -
მისი [გული] მიწა, მისი მზე სხივოსანი.
[მისი ბედი] [ის გვიყვარდეს] ჩვენ მისნი ვართ უპირველეს ყოვლისა,
                            უპირველეს ყოვლისა.

*
მანონ ლესკო.
„რევ. საქ.“: 1. ჩვენ არ გვინდა სხვისი რბევა - 124. 2. ქვეყნად ბევრი არმიაა - 125. 3. განა მისთვის ამშვენებს - 126.
დიდი წიგნ.:
რწმენით იარ. ჩემი სიმღერა - 7. სამშობლოს - 37. ჩანგო - 61. მხარი მხარს - გვ. 59.
აფხაზის გოგონა.

*
წაიღო ცხოვრებამ ოცნება,
მოსილი ლაჟვარდი კორდებით.
თანდათან, თანდათან, თანდათან
ყოველდღე იმ წარსულს ვშორდებით.

გზებიდან მიიჭრა ანძასთან
ტრიერით, ბენზინით, ფორდებით.
თანდათან, თანდათან, თანდათან
ყოველდღე რუტინას ვშორდებით.

ხარაჩოც ქცეული ლანდათა
და კერა, რომელიც ენთება.
თანდათან, თანდათან, თანდათან
ახალი ქვეყნისთვის შენდება.

სასახლე, რომელიც სჩანდა თან,
ჩაგრულის სისხლი და ოფლია.
თანდათან, თანდათან, თანდათან
ახალის გახდება მსოფლიო.

თან მიჰყავს რიონჰესს ეპოქა,
გესების ახალი ნორდებით.
თანდათან, თანდათან, თანდათან
ყოველდღე სიბნელეს ვშორდებით.

ხელებით, ასეთი ხელებით,
როცა ალებრივ შრომა ენთება.
თანდათან, თანდათან, თანდათან
ახალი საქართველო შენდება.

*
ბორკილებს ხრიდა
და ჰესებს ქმნიდა.

ხრიდა. სცრიდა.

ყოველი მხრიდან
[წარმოდგა ხალხი ვით ერთი კაცი (ქუდზე კაცი),
სამშობლოსათვის ყველა ქედს ხრიდა.
როდესაც მტერთა მოვარდა ურდო
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან].

ყოველი მხრიდან ბერავდა ქარი,
მაგრამ ქართლი ქედს არა ხრიდა.
[როს საქართველოს] როცა სამშობლოს [ეხვია] [მოაწყდა] გარს ერტყა მტერი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

[გასაოცარი ირაკლის ხმალი]
და ხმალს მივარდა მეფე ირაკლი,
ირაკლის ხმალი ელვასებრ სჭრიდა -
ერთ [ქართველს] მებრძოლს, ასი ეხვია მტერი -
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

ლომივით იბრძვის ირაკლი მეფე,
არასდროს ლომგულს ბედი არ სცრიდა.
[მაგრამ მეტისმეტ ბევრია] რაგინდ ურიცხვი ეხვიოს მტერი -
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

[დიდი სახელი] მრისხანე სტვენა ირაკლის [მეფის] ხმალის
მტერს და მუხანათს შიშის ზარს გვრიდა.
და გაისმოდა სიტყვა: „ირაკლი“,
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.
 
გამარჯვებული ბრუნდება ჯარი.
მზე ელვარებად იფრქვევა ციდან.
შენი, სამშობლოვ, ქუხდეს სახელი
ყოველ მხარეში - ყოველი მხრიდან.
 
 [კალენდარი - 100, პენსია - 300, ზ. ვ. - 150, კომუნ. - 350. 1,106].
 სარაცინი - წინად.
 
*
კომუნისტისთვის.
 
[პასუხი ქართველ სტუდენტებს]
[ვარაზისხევის ქარიდან
ბევრ რამეს ნაზიარები
ქარიშხლის სტვენას ხვდებოდენ
[სემინარიის ზარები] ჩვენი წითელი ჯარები.
მინდორი მახსოვს ტრიალი,
მიყრუებული შარებით -
არქიმანდრიტი პიმენი
გვეტყოდა: სად ეჩქარებით?
- მივეჩქარებით, მამაო,
ხატს ვუნთოთ კელაპტარები.
მივადგებოდით [საწყალ ქოხს] ერთ მშვიდ სახლს,
- [გუგა,] ჩვენ ვართ, გაგვიღე კარები].
 
ვარაზის ხევის სახლიდან
კარს ქალი [აღებს] მიღებს მზიანი,
ისეთი ლამაზი [არის] იყო,
ისეთი ალერსიანი.
ვარაზის ხევის ხიდესთან
მე, ქარი, ვდგევარ ხმიანი,
- რაგვარი ბოროტება ჰქუხს,
რაგვარად განგებიანი.
ვარაზისხევის ხიდიდან
ძირს გადაცვივდენ იანი -
გადაიჩეხა, დაიმსხვრა
შვენება ოცნებიანი.
ვარაზისხევის ხიდეო,
გიყურებ თვალცრემლიანი,
საცოდაობას შველისას
სწუხს მოგონება გვიანი.

[კვლავ ისეთ ქარმა დაბერა]
[შარშან - ისეთი დღე იყო]
განვლიეთ იმნაირი გზა -
ქვეყანას რომ არ სმენია,
ისეთ სიმაგრეს მიაწყდა,
ზღვიდან ზღვას რომ გასწვდენია.
[მოჰქრის] ჰქროდა ისეთი ალალი,
[ღმერთს] ცას რომ არ გაუჩენია,
[იღვრება] იღვროდა იმდენი სისხლი,
ძარღვებს რამდენიც შთენია.

*
ჰკარ, შეიპყარი, ჩაჰკალი. გადანაკალი. კაკალი. მზახალი. გადანახალი. აყალმაყალი. მაღალი. ვერ დანაღალი. ეს წელიწადი ახალი.

ეს წელიწადი ახალი
1942 წ.
ეს წელიწადი ახალი -
    მოდის [ვით ქარი] ქარიშხალხმიანი:
[ხედავს, ხედავს, რაც იყო ლამაზი]
[ბევრი უნახავს, რაც იყო ალერსიანი]
[მას ბევრი ახსოვს, დღეები მას ენატრება
        ლამაზი, ალერსიანი.]
[მაგრამ ყველაფერს ჩრდილი სდევს]
დუშმანს სურს ჩრდილით შემოსოს,
        რაც კი რამ [იყო] არის მზიანი.
[ამ ქვეყნად] სურს ბოროტება [ჰქუხს] დაფუძნდეს
        მკაცრი და განგებიანი.
კვლავ გადალეწონ მინდორში
        ვარდნი [დამჭკნარან] დაკიკნონ, იანი.
საცოდაობას ხალხისას
        [სწუხს მოგონება გვიანი]
        უცქერდეს ღიმილიანი.
[გადაჩეხილა, დაშლილა] გადაჩეხოს და დალეწოს
        შვენება ოცნებიანი.
[ერები] ერთა კერები [და] [გამქრალან] გააქროს,
        [ხალხი სდგას თვალცრემლიანი]
        დაჩაგროს ადამიანი.
მაგრამ [კვლავ] მძლედ აღიმართება -
        სიმართლის დროშა მაღალი.
ბევრს გამარჯვებას მოიტანს
        ეს წელიწადი ახალი!

* * *
შარაზე [ჰგდია] ეგდო ყმაწვილი
აკვნიდან გადანახალი.
შურისძიებას იძახის
ეს წელიწადი ახალი.

*
[ვარაზისხევის ხიდეო,
დაგცქერი თვალცრემლიანი,
საცოდაობას შველისას
სწუხს მოგონება გვიანი.]

[გაწითლდა ცა და ხმელეთი,
ცის კიდეს სისხლი ფენია]
ალმური ცასა და ხმელეთს
კიდით-კიდემდე ჰფენია,
ოკეანემდე მისულა,
კიდეებს გადადენია,
გადაულეკავს ნაპირი,
ყველგან [აწმყოსი] სიახლის მჩენია,
[ჯოჯოხეთსა] შეხედეთ, რას ჰგავს ქვეყანა,
[სხვისი არის თუ ჩვენია?]
როგორად განაჩენია!
[ვარაზის ხევის ხიდეო,
დაგცქერი თვალცრემლიანი,
საცოდაობას შველისას
სწუხს მოგონება გვიანი.]

ბევრს უძლებს, ბევრსაც გაუძლებს,
სამშობლო [ვერ-დანაღალი] [კვლავ] სდგას ქედმაღალი.
ახალ იმედათ გვინათის -
ეს წელიწადი ახალი.

უძვირფასესი ყველაზე,
რაც ადამიანს შთენია
ეს სიცოცხლეა. მის მეტი,
მის მერე რა დაგვრჩენია?
მაგრამ თუ მშობელ ქვეყანას
მტრის ხელი გადასწვდენია,
თავი რად გვინდა ცოცხალი,
სიცოცხლე რა საყრდენია?
[ვარაზის ხევის ხიდეო,]

[სიცოცხლე ერთი წუთია.]
უკვდავი სიმართლისათვის
მტრისაგან ვერ დანაღალი,
გამარჯვებისთვის მოსულა
ეს წელიწადი ახალი.

სტალინის დროშით მაღალით,
მძლავრნი მკლავით და გონებით -
არწივნი, ვეფხვნი, ლომგულნი
სავსენი ზეშთაგონებით -
მტერთან საომრად მიდიან -
მიდიან ლეგიონები -
და გამარჯვებაც ჩვენია
მედგრად და თავმოწონებით,
იმგვარად, ვით ერთი კაცი
წამოდგნენ მილიონები.
მტრის [გასასრესად] მიდიან,
მიდიან ლეგიონები.

მიდიან პარტიზანები
ქურა, ხვედა და ნამგალი.
აღფრთოვანებას მიჰყვება -
ეს წელიწადი ახალი.
[მილიონები წამოდგნენ,
რათა დაიცვან მართალი
მოპოებული ბრძოლებით
სამშობლოს მიწა და წყალი.
შურისძიებას იძახის
ეს წელიწადი ახალი.]

*
[თუ მოსკოვთან თრთის] სოხუმზე გაჩნდა ყინვაში
მიხაკისფერი ფრინველი -
კლანჭ-დაბასრული, ფრთაბასრი,
ცივი ხმით გულგამყინველი.
[თუ] თხრილებშია, თუ გზაში -
სასტიკი და გამწირველი.
ხრამში აგდია მანქანა,
ულევი, განა პირველი? -
მილიონები წამოდგნენ,
გუგუნებს შრომა მართალი:
ახალ მანქანებს გვიმზადებს
ეს წელიწადი ახალი.

[მანქანებს რომ ეფერება
შრომის გუგუნი ზვიადი,
ეს არის ბედნიერება
განუსაზღვრელი, დიადი.]
თუ როგორც გრგვინვა ქარისა,
გვეძახის ომის დროება,
მანქანებს რომ ეფერება
ყანების მოოქროვება,
აკრეფა ნაამაგარის,
ველად დოვლათის გროვება,
ამისი შესადარისი
ჯილდო არ მოიპოვება.
გამარჯვებისთვის - მიიწევს,
[ყოველი] აქ თვითეული მარცვალი.
დიდს გამარჯვებას მოგვიტანს
ეს წელიწადი ახალი!

*
[დაწყება დასასრულისა] მიხაკისფერი [ავანტიურის] საშინელების დასასრულის მოახლოვება.

*
მე დამესიზმრა მწარე სიზმარი, მაგრამ მთლად როდი იყო სიზმარი.
უეცრად ჩაჰქრა მზე ელვარებით და სიდიადით მოთილისმარი.
უსაზღვრო სივრცის სიმაღლეებში, სადაც მარადი იყო ბინდ-ბუნდი,
უშუქოთ, ყოველ მიზანს გარეშე, ხეტიალობდა ვარსკვლავთა გუნდი.

*
დღეს შემისრულდა ორმოცდაათი წელი.
[ჩემი ბავშობის დღეების გაოცება.]

*
 [სცენაზე] არტისტები [თავს მშვენივრად იჭერდნენ] კარგად თამაშობდენ, მაინც ლოჟაში გარკვევით გვესმოდა სუფლიორის [კარნახი] ხმა. და არა მარტო ლოჟაში. ქუთაისის სახელგანთქმულმა ქანდარამ ხშირად, ერთხმად და ენერგიულად იგრიალა: - წყნარად, სუფლიორო! ხმადაბლა, სუფლიორო! ეს სიტყვები მიმართული იყო პოეტის ბეგლარ ახოსპირელისადმი, რომელიც ამავე დროს იყო მოკარნახე-პროფესიონალი, და მშვენიერადაც [იცოდა] მიჰყავდა თავისი საქმე; ხოლო იმ დღეს ასე იყო: მსახიობებს ვერ მოესწროთ როლების კარგად დაზეპირება. ეს იყო თბილისიდან ქუთაისში ჩამოსული რომელიღაც დასი. პიესის უკანასკნელ მოქმედებაში (ყურებს არ ვუჯეროდი) არტისტებს დაბნეულობა შეეტყოთ, ვინაიდან მიუხედავად ჩვეულებისა, სუფლიორის ხმა არ ისმოდა, ან თუ ისმოდა, ძალიან მისუსტებით. ასე, რომ, ქანდარიდან ვიღაცაის დამცინავი ხმა გაისმა: ხმა ამოიღე, სუფლიორო, [რამაც] ვაი შენს პატრონს, სუფლიორო. გავიფიქრე, თუ ბეგლარს ეს რა მოსვლია, ალბად შიმშილისაგან ჩაწყვეტია ხმა-მეთქი. და გადავწყვიტე წარმოდგენის გათავების შემდეგ წავიყვან და კარგად გავუმასპინძლდები-მეთქი. ბეგლარს [როგორც პოეტს, რა თქმა უნდა] წიგნებიდან ვიცნობდი, მხოლოდ პირადათ არსად შევხვედრივარ და ამიტომ, დაეშვა თუ არა ფარდა, გავეშურე პირდაპირ სცენისაკენ. ბეგლარიც ის-ის იყო [ამოსულიყო] ამოსვლას აპირებდა თავისი "ეშმაკის ხარო"-დან, [საკარნახო] და უნებურად გამახსენდა ერთ-ერთი მხატვრის [პასტერნაკის მშვენიერი] არტისტიული ნახატი: "სუფლიორი ბუდკა"-ში: იგივე პროფესიონალი, რომელიც იყურება თავის ბუდკიდან და [წინ უდგას ანთებული] ოდნავ მბჟუტავი შანდლის წინ გაუშლია როლი: და უჩურჩულებს იქიდან... ეს იყო შუახნის, დაბალ-დაბალი, ჩია კაცი, დაღალული სახის კაცი. ზედვე ემჩნეოდა, რომ ბევრი რამ გადახდენოდა ცხოვრებაში...
ღამის 12 საათი იქნებოდა, [რომ] თეატრიდან გამოვედით. გადავწყვიტეთ აღგვენიშნა პირველი შეხვედრა. [შეხვედრის აღსანიშნავად] ერთად [გვევახშმნა] გავსწიეთ სავახშმოთ მახლობელ [რესტორანში] ადგილას, [იქ შევუკვეთეთ საცივი და ღომი] სადაც საუკეთესო ღვინო გვეგულებოდა. მოვატანინე საცივი, ღომი; შევაწვევინეთ სულგუნი, შემდეგ კიდევ მწვადები. თანდათან ბეგლარი გამოცოცხლდა, თვალებში რაღაცნაირი [ცეცხლი] სინათლე მოემატა... იგი ამბობდა:
- ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთი უნდა გვცოდნოდა. მაგრამ თქვენზე რას არ ამბობენ: დღეს [თბილისშია] აქ არის, ხვალ - პეტროგრადში, ზეგ მოსკოვშიო, მაზეგ - კიევში.. [და ისიც ამნაირ დროს.. კარგია ყოველივე ეს.]
- მართალია, ასე მოეწყო ჩემი ცხოვრება.
- და რა კი მართალია, მართლაც, როგორ უნდა შევხვედროდით... მე ერთი მეგობარი მყავდა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასეთნაირ ხეტიალში... მის შესახებაა ეს ჩემი სტრიქონებიც (მან ჯერ გადაჰკრა ღვინო და დაიწყო): ჯერ დავლიოთ სადღეგრძელო მეზღვაურთა და მოგზაურთა.

ზღვის ტალღას წაჰყევ, ნიავსა წყნარსა, თუ ქარიშხალსა, არ ვიცი, არა!
ჩამომეცალე გულსევდიანი და შენი სახე თვალს მიეფარა.
ერთად ვებრძოდით ცხოვრების ტალღებს, ხალხის ვაებას, ხალხის ტანჯვა-ჭირს,
მხოლოდ შენ ჰყავდი თანამოსანგრეთ ჩემსა იდუმალ კვნესა-გასაჭირს...
ეხლა აღარ ხარ... დაობლებული, ობოლის სული ობლად ვალალებს
და რისხვა ჩემს თავს, რაღად გიგონებ, როს მოგონების ცრემლი მწვავს თვალებს.

მართლაც, მის თვალებზე მე შევამჩნიე ცრემლი.
- შემდეგ აღარ მახსოვს, - მოწყენილად სთქვა მან, - ეჰ, დავლიოთ სადღეგრძელო მოგზაურთა და მეზღვაურთა. ოდა.
მისი კითხვა - რაღაც სხვაგვარი გულწრფელობით იყო სავსე. მან შეამჩნია რომ ეს ლექსი მომეწონა.
(შემდეგ სადღეგრძელოები).

(ქუთაისის ღამე...).
- ბატონებო! თქვენ წესრიგს არღვევთ... - მოგვმართა უცნობმა...
- მტერი ვარ ყოველგვარი წესრიგის, - უპასუხა ახოსპირელმა, თან ამ ჩია კაცმა არსენას პათოსით შესძახა: - „მაგ შენსა აპელატებზე შენით აიღე ხელია“, - და უცნობ პოლიციელს სწვდა აპელატებში.
- მტერი ვარ ისეთი წესრიგის, როგორსაც თქვენ იცავთ, ბატონო პოლიციელო.
პოლიციელმა იმ წამში რატომღაც გაცლა არჩია. ჩვენ კი ავყევით ბაღს ზევით ქუჩას, რომელსაც სახელად პოლიციისავე ქუჩა ერქვა, და სადაც მოთავსებული იყო თვით პოლიცმეისტერის სამმართველო. გავუთანასწორდით თუ არა სამმართველოს, უეცრად, თითქო მიწიდან ამოძვრაო, ჩვენს წინ აღიმართა ისევ ის წყეული პოლიციელი [რომელსაც წეღან შევხვდით]. თურმე მეორე მხრიდან კვალდაკვალ მოგვდევდა. სინათლეზე შევამჩნიეთ, რომ ცალი აპელატი ჩამოგლეჯილი ჰქონდა.
- ოჰო... მიცანით? [არა?] ეხლა კი მობრძანდით ჩემთან სამმართველოში...
მიცანითო? როგორ ვერ ვიცანით: ეს იყო ლავრენტი მახარაძე, პოლიცმეისტერი. რისხვა დასავლეთ საქართველოის. სწორედ თავისი სამმართველოს წინ გაგვაჩერა და მეტი რაღა გზა იყო, შევყევით. „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.
იმ ღამეს იქ გვამყოფეს. დილით მახარაძემ გუბერნატორთან წარსადგენად შეადგინა ოქმი და ჩვენ გაგვანთავისუფლა: დავუსახელეთ ფიქტიური ბინები - და იმ დღიდან აღარ გამოვჩენილვართ...
ველით, რითი გათავდება საქმე.
საგუბერნიო სამმართველოში ერთი პატიოსანი კაცი [იყო] მსახურობდა, დადიანი. სწორედ მას მიუვიდა ის ჩვენი ოქმი, გუბერნატორთან წარსადგენად. „ეს რა მოსვლია[თ] ჩვენს [პოეტებსო] გალაკტიონსო“, უფიქრია და მახარაძის ოქმი, რომელშიდაც აწერილია, ალლაჰმა უწყის, რა ამბები არა - ამოუდვია უამრავი ქაღალდების ქვეშ - რათა დაგვიანებოდა საქმეს, და შემდეგ შესაძლებელია, სულ მივიწყებას მისცემოდა. მართლაც, მთელმა კვირანახევარმა, ორმაც გაიარა. ერთს დღეს დადიანს იბარებს გუბერნატორი: ეხლა ჩემთან პოლიცმეისტერი იყოო, მას ჩემთან დასასკვნელად ოქმი გამოუგზავნიაო, მე კი ის ოქმი თვალითაც არ მინახავსო. ეხლავე საქმეებს გადავხედავო, უპასუხნია დადიანს. მეტი რომ საქმეს აღარ ეშველებოდა, აიღო და ის ოქმიც წარუდგინა გუბერნატორს, მან კიდევ ზედ წააწერა რეზოლიუცია ჩემისა და ახოსპირელის დაპატიმრების შესახებ. დადიანმა იმწამშივე ეტლი დაიქირავა, [ჩაჯდა შიგ] მოვიდა ჩემთან და გამაფრთხილა, თუ როგორც იყო საქმე. მაშინ ბინად გადავედი ერთ მეგობარ მხატვართან [თედორე ჩუდეცკისთან] და ქუჩაზე დღე აღარ ვჩნდებოდი. ასევე მოიქცა ახოსპირელიც. ჩუმად შეიპარებოდა თეატრის სცენაზე საკარნახოდ - საღამოობით. მაგრამ მალე მოხდა ისეთი მოვლენა, რომელმაც არათუ ასეთ უბრალო, ბევრ მომტან ხიფათს გადაგვარჩინა: ეს იყო რევოლიუცია!

*
არა ამაოდ საბჭოთა გმირში არის წესრიგი სავსე ძალღონით,
არა ამაოდ შთანერგილია მასში ძალსრული გამბედაობა -
სანამდე მტერი გარე გვადგია საბჭოთა გმირი არ ჩააგებს ხმალს.
აბჯარასხმული სდგეხარ, რათა სასტიკ მახვილით გამოაფხიზლო
[მსოფლიო ომის გამჩაღებელი,]
[ომის, მკვლელობის] ომის მოყვარე, თავხედი მტერი.
შენ შეასრულებ ყველაფერს, რასაც შენგან მოითხოვს სამშობლო მხარე.
რასც გიკარნახებს თანამედროვე დღეების რთული მოვალეობა.
ამით შენ ბოლოს მოუღებ ომის ბოროტებას..

*
რიჩარდინის წიგნით:
70. ადამიანი გამოიცდება უეცრად თავს დამტყდარი საშიშროების დროს. ვინც მას აიტანს, გაუძლებს, წინაღუდგება, მას ჭეშმარიტად შეუძლია დაარქვას თავის თავს მაგარ და უშიშარ ადამიანად.
1. ღამღამობით მარტო რომ მტოვებდა დედა.
2. ღამღამობით გავლა სასაფლაოზე, სიბნელეში.
3. გამოწვევა ღმერთის...
4. ერთხელ მთვრალი დარაჯები რომ დაგვესხნენ თავს.
5. ერთხელ რომ გავბედე ადიდებულ მდინარეში ნავის შ. დედის გამო.
6. აგრაფენა ხელიდან აცლიდა რევოლვერს მთვრალს.
7. გოგია წიქვაძემ ხელიდან გააგდებინა ხანჯალი ჯოხით.
8. ერთხელ მამადავითის ქუჩაზე - ყაჩაღები რომ დამესხენ.
9. უნივერსიტეტის ქუჩაზე 1917 წ. ოკტ. სროლაში.
10.    ამბ. ად. რომ ერთი მიდიოდა შეიარაღებული 50 წინააღ.
11.    „Кто здесь будет Курчишвили?“
12.    ტყვია, რომელმაც გაიზუზუნა 1915 წ.
13.    თავდასხმა მატარებელზე... 1918.
14.    ერთხელ, ზღვაში ცურვის დროს რომ დავიღალე.
15.    ერთხელ ცქიტიშვილმა რომ შეურაცხყოფა მომაყენა.
16.    ერთხელ - უეცარი წყალდიდობის დროს სხვენზე.
17.    „ვერაფერსაც ვერ მიზამ“ - შესძახა პ-მ შეიარაღებულს.
18.    „მაგ რევოლვერი რომ დაგიკიდნია“. კ. დ.
19.    საშიშროება, სემინარიაში არ გაგზავნის. ტ. ჯ. და მ. ჩ.
20.    საშიშროება შიმშილისა 1917 წ.
21.    ლიტერატურული გზის არჩევა განა ჩემთვის უდიდეს საშიშროებას არ წარმოადგენდა?

71. თებერვლის რევოლიუცია: იყო დასაწყისი ნგრევის. მე ვამბობ: დასაწყისი: ბევრისთვის იგი მოულოდნელი იყო.. ჩემთვის კი არასოდეს: მე მას მოველოდი, როგორც აუცილებელს რამეს, ვინაიდან ღრუბლები ჩამოწოლილნი იყვნენ დიდი ომისა და მის მიერ გამოწვეული კრიზისების სახით. აქ არ შეიძლებოდა შემცდარიყავი თუნდაც ვადის დასახელებით, იმდენად ცხადი იყო ჩემთვის ყველაფერი. თუ ჩვეულებრივად სხვაგვარი მოძრაობა სხვადასხვა მიზეზების გამო, მიდის გაცილებით უფრო ნელა, ვიდრე ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ, რევოლიუციით იგივე მოძრაობა ჯერარნახული სისწრაფით მიეშურებოდა წინ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი დაბრკოლებები ეღობებოდა წინ.

*
1. Можно уловить биение сердца этой горы, если уметь прислушиваться к нему.
2. ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის, გულს ცეცხლი არ ნელდებოდა.
მაგრამ რაღაც მანქანებით გული ისევ მრთელდებოდა.
მოვა დრო და...
3. შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია -
„ამირანია“? - მივმართავ ტყეებს, და ტყე გუგუნებს: - ამირანია!
4. ჩემი სალამი, მძლავრო კავკასიონის მთებო!
5. ხალხური ლექსები და გადმოცემები ამირანზე.
6. გიოტე. 7. გრ. ორბელიანი. 8. ნ. ბარათაშვილი. 9. ილია ჭავჭავაძე. 10. ყაზბეგი. 11. ვაჟა-ფშაველა. 12. მამია გურიელი. 13. ს. ს. ორბელიანი „სიბრძნე - სიცრუისა“. 14. ა. შანშიაშვილი. 15. რუსსო.
„ამირანია?“
[შვენოდა იგი შვიდკაბა წელზედა ვით ალვა რგული.]

*
1. თესლი - გესლი. 2.

1. მდინარის პირად მდგარ რთულფოთლოვანი ნეკერჩხლიდან შავი მერცხალი [ხალივით] ძირს ხალივით დაგებულ წყალზე დასრიალებდა.
2. ეს უკვე აღარ იყო თესლის ზემოსვლის ხანა, არამედ ხანა მარგვლისა, გესლიანი სარეველებისაგან განწმენდის.
3. ბაისფერი ბია, ფერით მალარიასთან ომში მყოფი კომშები, ჩვეულებრივი კომშები.
4. ეზოს ბოლოში იდგა ეკლის ხე, უბრალო ეკლის ხე, რომელსაც აგრონომმა ფხაკაძემ აკაცია უწოდა, რის გამოც დედაჩემმა, რომელმაც არ იცოდა, რა არი აკაცია, ფხაკაძეზე ლექსი გამოსთქვა:
„აი კაცი რა კაცია,
კაცია თუ აკაცია?
უკაცრავად თუ არ ვიყო,
აგრონომი ფხაკაძეა“.
5. ტყეში უხვად იხლართებოდა შქერი, რომლის ტოტები ჩემთვის მშვენივრად ასრულებდენ გამაკის [როლს] მაგიერობას; ამ ფანტასტიური გამაკის ძირთან, უხვად იყო სინამაქის ფოთოლი, წამალი, რომელსაც ეძებდნენ.
6. ზაფხულობით სიცხე ალკოჰოლივით აბრუებდა ადამიანს და მოდარაჯე თვალი ჰაერში მართლაც იგრძნობდა ალკოჰოლურ დუღილს. და იმ ჰაერის სუნთქვა ალკოჰოლიანი სასმელის სმასა ჰგავდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელ ჭალაზე ზაფხულის შუადღის არაჩვეულებრივი სიკაშკაშე და სიჩაღე გაჩაღდებოდა.
7. გზის გადმოღმა პაპაჩემის [დროინდელი] მიერ დარგული ხეივანი იდგა, აჰ, ის ხეივანი.
8. ეზოში გვედგა ექვსი ძირი ალუჩა, მუდამ წელს ხშირი ნაყოფით. ალუჩას მუჭა-მუჭა ვაგროვებდით - შემოდგომაზე: მშვენიერი არაყი გამოდიოდა, არაყის სახდელი ქვაბი კი დედაჩემს - მაზლისაგან გაყოფის დროს ერგო წილად.
9. მაშინ მთელი ჭალის ნიადაგი - ფარდაგივით [ამწვანდებოდა] იქარგებოდა.
10. გაღმა გვქონდა საძოვრები - ჭრელი ძროხებით. მთელი სოფლის მცხოვრები, ქალები ხელში ძუძუმწოვრებით - საღამოობით აქ იყრიდა თავს. აქ დამყავდა ხოლმე ჩვენი ლამაზი ძროხა - „წაბულა“ - ჩვენი მარჩენალი, როგორც იტყოდა დედაჩემი. წაბულა ერქვა იმის გამო, რომ წაბლისფერი იყო (მეც ბავშობისას წაბლის ფერი თმა მქონდა, შემდეგში რატომღაც გაშავდა).

კავშირი გულთა შორის
1. აღმაშენებლის ციხე.
    ეს <გაფალია> ქორის (ქლორის)
და ოქროს ხანას ქმნიდა
        კავშირი გულთა შორის.
2. ძველო ციხეო გორის.
3. სადაც წყალია წნორის.
4. მქვნელი ფოლადთა დენის და ყვავილების ტბორის.
5. და ისტორიის მდორის.
6. ვინაც დაეცა ველად, მსხვერპლი სისხლიან...
7. შრომა მჭედელი რკინის, ან მტკვარს მიმცემი მორის.
8. მტერი მტარვალის ტორის,
9. ღირსი ქვისა და ყორის.
10. ქართა გუგუნის, მეხის, ნისლის, წვიმათა თქორის / ან უნუგეშო თქორის.
11. ცილის წამების, ჭორის..
12. ქვეყანას შორით შორისს.
13. დენა ყვავილთა მჭორის.
14. ამბავი სცნო რის??
15. მსგავსი ხეების, (შქერების) ჩქორის...
16. ყველა ძაღლის და ღორის.
17. მთაზე გაშლილი ცხორის.
18. - მთოვრის.

1
[შენ მედიდურად დგეხარ]
ვრცელო ასპინძის ველო,
ძველო ციხეო გორის...
[ძეგლი,] მკერდით გიცავდათ მარად
კავშირი გულთა შორის.

1941