შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-149 - 1941 წელი


1.ჟურნალ „ჩვენი თაობის“ 1938 წლის დეკემბრის თვის გამოცემაში ნახსენები ყოფილა, რომ გ. ტაბიძემ აღადგინა რომანტიკულ-სიმბოლისტური პოეტური ხმა, ნიკოლოზ ბარათაშვილისებური (sic!), ხოლო 1941 წ. 9 ოკტომბრის თარიღით მე მივიღე ა.ა.ს.ს.რ. ოჩემჩირის რაიონის ახალი კინდღის სრულ საშუალო სკოლის მე-VIII კლასის მოსწავლის დათიკო წოწონავას [შეკითხვა] წერილი; კორესპონდენტი მეკითხება: „მართალია, მაგრამ კერძოდ XX საუკუნის ქართველ მწერლების ლიტერატურას შორის არის თუ არა, როგორც ფორმით, ისე შინაარსით განსხვავება?“ რა უნდა მეპასუხნა? ჰაი, ჰაი, რომ არის და არც შეიძლება არ იყოს.. მაგრამ ცხოვრებაცა და კრიტიკაც ისეა მოწყობილი, როგორც არის, და არა ისე, როგორც უნდა იყოს. მეც ავიღე და სწორედ ამ ტონით ვუპასუხე ჩემს აბხაზ კორესპონდენტს. არ ვიცი, მიიღო თუ არა მან ჩემი წერილი.

1940