შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-147 - 1941 წელი


1941. 29 აპრილი.
კომუნისტი - ბიძინას - ლექსი აქვს.
ტელეგრამა სამტრედიას.
ხვალ საღამოს მწერალთა კავშირი.
ხვალ დამირეკავს აბრამია.

საჯარო ბიბლიოთეკაში კორნელი - ბიბლიოგრაფიისათვის.

1. როდის აპირებენ მოსკოვში გამგზავრებას.
2. ვინ არის ის კაცი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა და იქ ჩვენს საღამოს აწყობს?
3. რა საჭიროა მაინც და მაინც ორ-ორი პოეტის (რევოლიუციამდელის და შემდეგის) ერთად გამოფენა?

*
ივლისში, ან ივნისში.
მზადებაა საჭირო.
აბადაური! აბადაშვილი, აბაკელია? აბაზაძე...?

*
სერგო კლდიაშვილი.
1917. ხალხი.
სერებრიაკოვს გადაუცია რადიოსთვის ჩემი ლექსების რუსული თარგმანები. თუ უნდა დაამზადოს?

მახსოვს შენი სავსე უბე -
ახალგაზრდა შენი ტანი,
თითქო დილა გადაგუბე -
მშვენიერი ლაზისტანი!

ტკბილია მისი ლექსები,
ტკბილია, გულს ჩამწვდენია.
.....................................................

*
ა. აბალაური.
გენია გალაქტიონის
ჩვენი სახალხო მგოსანი
ჩვენი ეპოქის მშვენია,
სახალხო საქმეს უმღერის
გალაქტიონის გენია.

თუ როსმე მწუხარებაში
ცრემლები ღვარად სდენია,
ლენინ-სტალინის დროშის ქვეშ
მგოსანი აღნადგენია.

ჩვენ მასთანა ვართ მშრომელნი,
მისი გულისთქმაც ჩვენია -
კვლავ მრავალს გვეტყვის სიმღერას
გალაქტიონის გენია.

*
ახალი ხევი - ყაზბეგი. კომუნიზმის გზით - მცხეთა.

17-ს მაისი. კოლია კანდელაკი 12 საათზე. მეორე ირიბის ქ. №10.

*
მე ველი გალაქტიონის ძვირფას ლექსს - პიანისტის შესახებ, რომელიც დაეცა.
ვ. იელიძე
 
* * *
- აჰა, შენ გგონია - პიანისტი დაეცა.
კიდევ, გგონია რომ... დაიცა, დაიცა!

იგი აღსდგება და შეარყევს შენს ბალანს -
დაჰკრავს: შიქასტას და არშინ მალ ალანს.

მართლაც, იმ წამშივე პიანისტი წამოდგა და დაუკრა არშინ მალ ალანი.

*
„წითელ-არმიელი“, 1932, 10 დეკ. №284 (ყოველდღიური გაზეთი).
ცნობა (ლიტქრონიკა) [იმის შესახებ, რომ] სამხედრო მწერალთა ცენტრალური წრის თავმჯდომარედ გალაკტიონ ტაბიძის დამტკიცების შესახებ.

*
ერ. ასტვაცატუროვმა სიტყვა-სიტყვით ასე მიამბო:
- დაიბეჭდა ჩემი წერილი.
- მე არა ვიცოდი რა, თურმე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდენ ჩემს წინააღმდეგ: ირ. აბაშიძე, ს. ეული, ს. ჩიქოვანი და სხვ.
- დამიბარეს ცეკაში - თურმე ასე დაესვათ საკითხი: მთელი მწერლობა აღელვებულიაო. მე იქ ვთქვი, რაც მითქვამს იმ აზრისა ვარ-მეთქი.
- იყო დიდი გაფართოებული სხდომა პრეზიდიუმისა ამის შესახებ (როდესაც მე ვთქვი, რომ მე ეგ არ ვიცოდი, მან სთქვა: დიდი კრება იყოო). მე არ მიმიწვევდენ, ცხადია.
- ლეო ქიაჩელი დიდი უსინდისო კაცი ყოფილაო. მასზე არაფერია ცუდი, მარა რაღაც პოლიტიკას აწარმოებსო (მე ეს განა არ ვიცოდი?).
ეს საინტერესოა.

„ჩვენი თაობის“ ეს (2) ნომერი გასასყიდათ არ გამოსულა.
გამოვიდა 2-3 ნომერი და ეს წერილი არ არის. მას სცვლის ჯაბუშანურის ტრაბახით სავსე წერილი.

ხაზგასმულია ჩემს შესახებ - და სიმონის შესახებ.

*
1. პეტრენკოს რვეული - ცალკე. 2. ლენინგრადის საღამო. 3. „პოდსტროჩნიკები“. 4. დაუბეჭდავი თარგმანები. 5. თარგმანები გაზეთებში. 6. ლენინის ორდენის საქმეები. 7. ბორის ბრიკი. 8. „პრავდის“ ნომერი სურათით. 9. მაქსიმ გორკი ცალკე. 10. ცალკე წიგნების ისტორია (I, II, III ტ., ეპოქა და სხვ.).

*
სიმონ ხუნდაძე. ნარკვევები. ფედერაცია. თბილისი. 1941 წ. გალაკტიონ ტაბიძე - (წერილი). 352-370.
ბესარიონ ჟღენტი. [სიმონ ხუნდაძე.] წინასიტყვაობა ნარკვევებისა. თბილისი. ფედ. 1941 - გვ. 3.
აკაკი გაწერელია. წიგნები და ავტორები. ლიტერატურული ნარკვევების კრებული (1938-1940). ფედერაცია. 1941. თბილისი. „გალაქტიონ ტაბიძე“. გვ. 201-212.

* * *
იფრთხიალა,
           ფრთა გაშალა,
და გაფრინდა გესი.

*
1941 წ. მაისი.
1. ვაპირებთ მოსკოვში გამგზავრებას, მაგრამ როდის?
2. ვინ არის ის კაცი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოსულა - იქ მოსაწყობი ჩვენი საღამოს გამო? მოხერხდება თუ არა იმ კაცის ნახვა? (არასგზით კაჩალოვი და ტრეტიაკოვსკაია ამ საქმეში არ უნდა ჩაერიონ).
3. საჭიროა ორ-ორი პოეტის (რევოლიუციამდელის და თანამედროვეის) ცალკე საღამოები? თითქო რევოლიუციამდელი სხვა იყოს რევოლიუციის შემდეგ. თითქო რევოლიუციის შემდეგი პოეტი სჯობდეს რევოლიუციამდელს, და პირველმა, რევოლიუციამდელმა დაასრულა თავისი შემოქმედებითი გზა.
4. „Красная Новь“ რედაქციაში - სადაა სევერიანინი?
5. ალბად, დიდი ხანია ემზადებოდნენ სხვები... ჩუმჩუმად... მე კი სრულიად მოუმზადებლად მიხდება წასვლა.

*
Тунгусский метеорит упал в 7 час. утра 30 июня 1908 г. Падение метеорита наблюдалось по всей территории центр. Сибири. Он в течение около 10 сек. пролетел по небу в виде огненного шара такой яркости, что был виден даже при солнечном освещении. Метеорит с огромной скоростью ударился о зем…

*
გამსახურდია, გაწერელია და სხვანი...

*
Народный комисарiацосьiтi УРСР. Науково-методичн. библиотеков.. масов.. Библиографиi. Шкiлна библiотека. Пособие для шкiльни библиотекорiв.
Видавицiво „Гадианска школа“. Киев – 1941 г.

Стр. 12. Обязательной в школьной библ. в числе 25 писат. Сов.

ბიბლიოთეკათმცოდნეობის კაბინეტი. III სართული. გუია ქუთარის ასული ბერულავა. 3 საათიდან 8-მდე.

ფაშალიშვილი ს. სალამი საქართველოდან. „რემედას“.
მეგრელიძე ლ. „ცოტა რამ ფოთის თეატრის ისტორიისათვის" - საბჭოთა ხელოვნება 2-3. 1940

Гост. „Палас“, к. 29, тел. 30063, д. 29, Громан С.С.

*
1939.
შალვა დადიანზე სწერდენ: ასტვაცატუროვი. რადიანი შალვა. სახელოვანი იუბილიარი "პიონერი". ხალხის საყვარელი მწერალი, ალკა სულავა. ქვარიანი სიმონ (შალვა დადიანი). ლექსი ოქტომბ.

ტაბიძე გ. „საახალწლო“ (ლექსი), „ოქტომბრელი“, №1, გვ. 1, იანვარი 39.
ტაბიძე გ. „საუბარი ლირიკის შესახებ“ (ლექსი), „მნათობი“, 1940, №2, გვ. 3-19.
ტაბიძე გ. „სიხარულით გავალ ხალხში“ (ლექსი უმცროსი ასაკისათვის), „ოქტომბრელი“, 1940, №11, გვ. 1.
ტაბიძე გ. „ლირიკა ხალხისათვის“ (ლექსი), „ჩვენი თაობა“, 1940, №3, აპრილი, გვ. 3.
ტაბიძე გ. „აკაკი წერეთელი“ (ნაწყვეტი პოემიდან „აკაკი წერეთელი“), სტალინის სახელობის თბ. სახ. უნივერსიტეტი, "საიუბილეო კრებული", 1940, გვ. 1-2.
ტაბიძე გ. „აკაკი წერეთლის ბავშობა და ყრმობა“ (ნაწყვეტი პოემიდან), „პიონერი“, 1940, №6, გვ. 16.
ტაბიძე გ. „აკაკი წერეთელი“ (პოემა), მნათობი, 1940, №5-6, გვ. 67-110.

1. ცაიშვილი ს. - გალაქტიონ ტაბიძე (ორდენოსანი სახალხო პოეტი. სამწერლო მოღვაწეობის 30 წლისთავი), ოქტომბრელი, №1, გვ. 12-33, იანვარი, 39 წ.
2. აბაშელი ა. - გალაკტიონ ტაბიძეს (ლექსი), მნათობი, №4, გვ. 5, აპრილი, 39 წ.
3. ქეთევან ირემაძე - წინასიტყვაობა მარსელ პრევოს „მანონ ლესკოს შესახებ“.
4. ჟღენტი ბ. - „ბელადს“, ქართველ მწერალთა კრებული მიძღვნილი დიდი სტალინისადმი. თბილისი, 1939 წ. (რეცენზია), „ახალგაზრდა ბოლშევიკი“, 1940, №1, გვ. 45-7.
5. გელოვანი მირზა - „გალაკტიონს“ (ლექსი), „ჩვენი თაობა“, 1940, №2, გვ. 14.
6. რადიანი შალვა - „ლენინი ქართულ პოეზიაში“, „მნათობი“, 1940, №4, გვ. 3-5.
7. ჩარკვიანი კ. ნ. - ხელოვნება და ლიტერატურა (საქ. კ.პ.(ბ) ცენტრ. კომიტეტის საანგარიშო მოხსენებიდან საქ. კ.პ.(ბ) XIII ყრილობაზე 1940 წლის 16 მარტს, „ჩვენი თაობა“, 1940, №4, გვ. 7-11.
8. რადიანი შალვა - (შემოქმედების კრიტიკული განხილვა), „მნათობი“, 1940, №7, გვ 85-99.

ჟურნალის სტატიების მატიანე.
1940 წ. №№1-12. 1939 წ. №№1-12. გადათვალიერებულია.