შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-141 - 1941 წელი


1941.
ახალი წელი! დღევანდელი დღე უეჭველი გამარჯვებაა. სამი დიდი გა¬ზე¬თი: „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“, „ლიტერატურული საქართველო“- თით¬ქმის მე მეკუთვნის. I. „ლიტერატურულ საქართველოში“ - პირველ გვერდზე და¬ბეჭდილია ჩემი ლექსი „საახალწლო მისალმება ესტონეთის ხალხს“. მესამე გვერ¬დზე - ახლად გამოსული წიგნის, მე-III ტომის, ანოტაცია და კლიშე. მე¬ოთ¬ხე გვერდზე - ჩემი წიგნის „ლირიკის“ ბიბლიოგრაფია (შ. რადიანი). II. „კო¬მუ¬ნისტში“ - მრავალი მწერ¬ლის, მსახიობის, რეჟისსორის, მუსიკოსის, კომ¬პო¬ზიტორის და სხვ. ანკეტაა. თავში კი, თვალსაჩინო ადგილას ჩემი ანკეტა. III. „ზარია ვოსტოკაში“ - მესამე გვერ¬დზე - ცენტრალურ ადგილას, შე¬სა¬ფე¬რი¬სი დეკორუმით - მოთავსებულია ჩემი ლექსის „EEesti“-ს (ესტონეთის) კარგი თარ¬გმანი. მეოთხე გვერდზე კი ცნობა იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში გა¬საბჭოების 20 წლის თავზე გამოდის ქართველი მწერლების წიგნი. და¬სა¬ხე¬ლე¬ბულია მწერლები, სულ პირველად მე, მთელი სახელითა და გვარით, შემდეგ კი სხვები ასე: შ. დადიანი და სხვები. მილოცავდენ ბევრნი: ვ. ბე¬ბუთოვი, ირაკ¬ლი აბაშიძე, ვასო გორგაძე და სხვ. მთავარი ჩემი საზრუნავი ეხლა არის - „კავ¬კასიონის ქარი“.

*
Янв. 14.
1937 - Прием декады груз. искусства в больш. Кремл. дворце - ლექსი - „ყვე¬ლას საქმე აქებს“.
1924 - 21 янв. Умер Ленин.: 26. Переименование Петр. в Ленинг.
1934 - 13 февр. В Чукотск. море затонул парох. Челюск. Ком. выс. на лед. В ап¬реле летчики спасли их.
1938 - 19 февр. Снятие со льдины героич. зимовников. Папанин и др. ლექსი „დრე¬იფი მიდის“.
1921 - 25 февр. Совет. Грузии. 18 март. День Парижс. Комунны.
1917 - 16 апр. Возвр. Ленина из эмигр. в Петр.
1934 - 30 июль. Пуск Рионгесса. Самой мощн. в Зак. электрост.
Авг. 1939. Открытие сельско-хоз. выставки.
Авг. 1935. Начало Стаханов. движения.
 
*
8-ში პიონერთა...
ეპოქა. პაციფიზმი. რევ. საქართველო. საუბარი ლირიკის შესახებ. აკაკი წე¬რეთელი.
ნეტტე - 127.
 
1915.
1. ნუ ჰქვითინებს ჭიანური. 2. ეგდო კიბეზე ოქროს კანკელი. 3. სანგრების სიმ¬ღერა, არ ბრწყინვალებ. 4. ცეცხლი. 5. აღმოსავლეთი. 6. აკაკის [წერეთელი] ლან¬დი.
1923.
ეპოქა იშვა და გაიზარდა. დაიძინე, ალვის ტანა.
 
1935 წ. - 57 ლექსი. 1938 წ. - 16 ლექსი. 1908-1930 წ. - 163. მე-III ტომი - 15.
251 ლექსი. 3450 სტრიქონი.
შრომა, მეცნიერება.
260. 319 გვერდი.

ორი არწივი - გვ. 168 - 1909. ჩვენ შევქმენით - 24 - 1914. რევ. ჰანგების მღე¬რა - 24 - 1917. ციხე არაგვის პირად - 72 - 1908. არა გაქვს კუთხე - 48 - 1916. საიდუმლო ბარათი - 112 - 1910. კორნილოვი, ალექსეევი - 84 - 1922. კვლა¬ვინდებურად - 112 - 1927. 344.
იმათი პრესა - 44 - 1927. აი, განიბნენ ღრ. - 16 - 1927. და განათლდა ახალ სხ. - 38 - 1928. რა კარგია დასვენება - 60. ჩვენ ღარიბები ვიყავით - 42 - 1936. ფაბრიკებისა და ქარხნების - 28 - 1922. ო, სიხარულო, სიხარულო. - 28 - 1922. 256.
15 ლექსი.
344 + 256 = 600. 4100.
 
*
გაწერელიას რვეულში - 2319 (99 გვ.).
მიემატა მესამე ტომიდან - 641.
მიემატა 1938 წლის - 160.
„მშობლიური მიწა“ - 78.
„გორი“ - 96.
სულ - 3294.
2 მაისს დილით მიემატა (ქარი, ეპოქა, საუბარი ლირიკის შესახებ, აკაკი წე¬რე¬თელი) - 623. 3917.

შევადგინოთ სია.
1908-1913 - 22 ლექსი : 7 = 3 ლექსი.
1915-1917 - 63 : 3 = 11 ლექსი.
1917-1924 - 58 : 7 = 8 ლექსი.
1924-1933 - 22 : 9 = 2 ლექსი (რჩება 4 ლ.).
1933-1941 - 16 : 8 = 14 ლექსი (?).
მათ აქვთ:
1. 1908-1913 - 22 ლექსი.
2. 1914-1916 - 63 ლექსი.
3. 1917-1924 - 58 ლექსი.
4. 1924-1933 - 22 ლექსი.
5. 1933-1941 - 116 ლექსი.
ჩემგან ემატება 116 ლექსი.
სულ 281 ლექსია.

*
1908 - ხომლი; ხელოვნება; მუხა; ვარსკვლავიანი კამარა ბრწყ.; სად?
1909 - წუხელი ღამით; ყვითელი ფოთოლი; ხშირად ვოცნებობ; უდაბნო; შო¬რი გაზაფხული.
1910 - მალე ფერგ.; დაღლილ წ.; ის ჩამომშ.; საღამო [იბობოქრე].
1911 - ქალი და ხელოვნ.; მე და ღამე; მესაფლავე.
1912 - ახალციხე; დარიალისა კედ.; დიდი ხანია.
1913 - სიმღერა; გურიის მთები.
1914 - ორი არწივი; იბობოქრე.
1915 - [აკაკის ლანდი; შერიგება] ანგელოზი პერგამენტით; საუბარი ედ¬გარ¬ზე; მოვა, მაგრამ როდის? პოეტი ბრბოში; პირიმზე; რომელი საათია? ავ¬დრის მოლო¬დინში; ი. ა.; მივარდნილი აივანი; ახალი მოსახლეობა; სახლი ტყის პი¬რად; პარა¬ლელი.
1916 - მთაწმინდის მთვარე; სროლის ხმა მთაში; სილაჟვარდე ანუ; არ ბრწყინ¬¬ვალებ, არ ენთები; კარგია წყაროს წყალი გემოთი; ეგდო კიბეზე ოქროს კან¬კელი.
1917 - სიმღერის მინდა მე წამ.; დროშები ჩქარა; ათრობდა ხალხთა მწ.; მარ¬მარილო; ჭიანურები; მარმარილოს ქვეშ; საქართველოში შენ ერთი მაინც; მფარ¬ველი იალქნები; ალუჩა, 7 წლ. ბავში; ბავშები კაფეში; რუს პოეტს; მე მარ¬წმუ¬ნებენ, თითქო; არ დაღუპულა; შერიგება; მე მოვალ; აღემატება ყო¬ველ¬გვარ ძალას; ხელთ აყვანილი მივყევართ ტაშით.
1919 - მას გახელილი დარჩა თვალები; რამდენიმე დღე პეტროგრადში; გე¬მი დალანდი; დაბრუნება; ერთი მწუხარე არის არია; ურიცხვ დროშებში; ტფი¬ლისი; როგორ ებრძოდენ ზარებს ზარები.
მხარი მხარს? აღმოსავლეთი? პაციფიზმი?

1940-1930. 1930-1920. 1920-1915. 1915-1910. 1910-1908.

*
1921 - ჩვენ, პოეტები საქართველოსი; ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ.
1922. 1923.
1924 - ეს ლექსი ნანახს იგონებს 8 ოკტ.; აღმოსავლეთი; ქარი.
1925 - ასი ლექსი.
1926 - დიდი წიგნიდან.
1927 - ეპოქა; ო, ვისაც გახარეთ.
1928 - ეპოქა.
1929 - რევოლიუც. საქართველო.
1930 - პაციფიზმი.
1931 - ჩვენ ერთად ვართ...
1932 - დღევანდელი დღის თვალი და ფიქრი.
1933.
 
„ლექსნი, თქმულნი მშვიდობიანობის მოყვარულთათვის“.
ეს ლექსი.
რევ. საქართველო - „მნათობი“, 11-12, 1930 წ. [დაწ.] 1929 წ.
ეპოქა - „მნათობი“, 11-12. 1928, 1927 წ.
პაციფიზმი - „მნათობი“, №1, 1930, იანვ., დაწ. 1929.
ასი ლექსი - №10. 1925.
 
*
 [ყველაფერი.] ყოველივე - რაც კი საამაყო დამრჩენია - შეძენილია არა მარ¬ტო კაბინეტური შრომით, არამედ ხალხში ყოფნით. იქ მე ვარ გენიალური, საყ¬ვარელი, ძვირფასი ყველასათვის. იქიდან მოდის დიდება, იქიდანაა შუქი სიყ¬ვარულის, ძლევამო¬სილების, იერის, თაყვანისცემის, იქიდანაა ეს სიტ¬ყვე¬ბი აღტაცებისა და სიხარულის. იქიდანაა ხმა მაღალი ძახილი ჩემს შესახებ. იქი¬დანაა ჩემი წარსული, ჩემი აწმყო, ჩემი მომავალი... მაგრამ მე არასდროს არა ვყოფილვარ მთვრალი ამ გარემოებით იმ¬გვარად, რომ არ მცოდნოდა, სა¬დაა ნამდვილი სიმართლე და სადაა სიყალბე. თავბრუდახვევა ჩემთვის უც¬ნო¬ბი იყო ყოველთვის. [რატომ ჰგონიათ, რომ] ყოვე¬ლივე ემორჩილებოდა ანა¬ლი¬ზის გრძნობას (თუმცა არა ყოველთვის). იქიდან მესალ¬მებოდა აკაკი წე¬რე¬თელი, იქიდან ჩემთვის უცნობი პიროვნება - აკადემიკოსი ნიკო მარი, იქი¬დან იყვნენ დაბრმავებულნი ჩემი გამარჯვებებით ყველანი. იქიდან დამარ¬ცხდენ ყანწელები ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაში, იქიდან დამარცხდა გრი¬შაშ¬ვი¬ლი ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაში, იქიდან დამარცხდა შანშიაშვილი, ქუ¬ჩიშ¬ვი¬ლი ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაში, იქიდან დამარცხდა პროლეტარული მწერ¬ლო¬ბა, იქიდან დამარცხდენ მაშაშვილები, მოსაშვილები, პო¬ლუ¬მორ¬დვი¬ნო¬ვე¬ბი, აბაშიძეები, - იქიდან დამარცხდენ სხვები - არა ერთი, არა ორი, არა სა¬მი... ს. ჩიქოვანი?
მაგრამ დამარცხებაც არის და დამარცხებაც... ისეთი, როგორიც ყან¬წე¬ლებ¬მა განიცადეს - ლიტერატურის ისტორიას არ ახსოვს... საბრალო ტიციან, შენ გეგონა... რომ შარ¬ლატანობით გაიტანდი... საბრალო პაოლო... შენ გეგონა, რომ გიხსნიდა რაღაც იდუმალი ბედი, ფანტასმაგორია. საბრალო გაფ¬რინ¬დაშ¬ვი¬ლო, შენ გეგონა, არასა¬მარ¬თლიანი ორგანიზატორული საქციელებით გა¬ი¬მარ¬ჯვებდი. ალი არსენიშვილო, დიდხანს ფიქრობდი, რომ ჩემი ყინვაზე გა¬ცუ¬რებით მოახერხებდი ჩემს დაცემას. ივიკა, შენ მეხუმრებოდი. ნიკოლო, შენ ორ სკამზე იჯექი და ამით გაიტანე თავისი თავი ცოტა ხნით მაინც. ცი¬რე¬კი¬ძე! საბრალობელო, შენ ფიქრობდი, რომ გაფრინდა¬შვილის გვერდით შენ მო¬ახერხებდი ჩემზე დაცინვის გავლას... საზიზღარო გრიგოლ ლაღიძე, როგორ მო¬მიშხამეთ ახალგაზრდობა. შენ, შოთა დადიანო, ნეტავი სადაა შენი გარ¬ყვნი¬ლი სახე. შენ, შენ... ყველაზე უსაზიზღრესო დათიკო მესხო, ნუთუ ისევ ცოც¬ხალი ხარ და აყროლებ დედამიწას? სადაა შენი დათეშიძე? ოჰ, რაჟდენ და¬თეშიძე - როდის გადაგიხადოთ ჩემდამი პატივისცემა? შარლატანებო!

წელზევით ვერ ახტები.
იგი დაშორდა....
Такой. Как Галактион!

Кто, выступая, объявляет себя учеником кого-либо - побеждает: так Христос - сын Бога, Маркс - воспроизводитель идеи Гегеля в известном смысле, Энгельс - [продолжитель] друг Маркса. Дальше все ученики Маркса. Однако ви¬до¬из¬ме¬ня¬ется структура Марксизма. Она упирается во что-то иное, объясняемое - каж¬дым по своему. Как, положим Плеханов плохой ученик Маркса, настоящий у нас Ле¬нин. Однако поблекнут Ленин или же Плеханоff и т. д. Но что такое ученичество?

*
[ვარდი] ყვავილი.
გა მო ყვა ვი ლე ბულ თა გან ის ამ ებრ ივ იანი.
გამოცურდა [ცაზე] ღრუბ. მთვარე [ელვარე] მოფარფატე და ფრთიანი -

სიზმრები, რომლის სიმშვენიერეს ადამიანის ვერ ასწერს ენა.
ვარდები, რომლის სიმშვენიერეს ადამიანის ვერ ასწერს ენა.

*
ხელი გაანძრიე, ნიჩაბი მოუსვი და გადარჩენილი იქნებიო.
დაუბეჭდავი მასალები: დ. ახვლედიანის, ლ. მაჭავარიანის, ეთიმ გურჯის, აბა¬ლაურის, ეკ. გაბაშვილის.

*
Размышления Лены о воине.

Лена высокая, исхудавшая поденщица, старая безграмотная баба подошла к карте Европы, ткнула пальцем в Германию и сказала: Вот она Германия! Давно мы весь этот план предвидели. На нас б... пошла! Не глядеть свинье на небо, так и ей не глянуть на Россею! Пущай только поближе подойдет, так ей шею свернут. Ишь какой он там у них хитрый, все Европы захватил, так эти Европы ей теперь по¬кажут! Давно тетка Лена говорила: пущай пройдет Болгарию, да на нас нар¬вет¬ся, тут ей и крышка. Поняла! Так вот.
 
100 ლექსი
- ასი ლექსი? - წამოიძახა მოსემ, - ბრავო! რამ დაგაწერინა, შე კაცო, ასი ლექ¬¬სი.. ძვირფასი ამბავია. მაგრამ ასი ლექსი... ამას ხომ ჟურნალის ასი გვერ¬დი მო¬¬უნდება. აჰა... არა, შენ ამბობ, რომ მხოლოდ თორმეტი გვერდი იქ¬ნებაო.. ძა¬ლიან კარ¬გი.. რანაირად მოახაზირე ახლა შენ მაი... ა?
- მოვახაზირე [კი] სულ უბრალოდ: - ოთხ-ოთხი სტრიქონი - ერთ სტრი¬ქო¬ნად გადავაქციე...
 - მერე რეიზა ჰქენი მაი საქმე.. დარჩენილიყო ოთხ-ოთხ სტრიქონად.. მე შენს ადგილზე ასე მოვიქცეოდი: ნელ-ნელა ვბეჭდავდი თითო ლექსს თ[ვ]ითო ნო¬მერში: ესეც შენი ასი ნომერი „მნათობის“. ეხლა კი ასი ლექსია - და ჰო¬ნო¬რარს კი მიიღებ ერთი ლექსისას.. რეიზა შობი ახლა მაგ საქმეს, ა?
- იმისთვის, ჩემო მოსე, რომ - ჩემთვის უმჯობესია ლექსები დაიბეჭდოს ეხ¬¬ლავე, თორემ სულ ერთია - დამეკარგება, ან გადამავიწყდება. მეორეც ისა, რომ ლექსების ჰონორარით არავის უცხოვრია ჩვენში და მე როგორ შევ¬ძლებ, რომ ვიცხოვრო? დეე, ასი ლექსი ერთ ლექსად ჩაითვალოს. არაფერია, გავ¬¬ძლებთ. მესამე კიდევ...
- დაიცა, დაიცა. რას ამბობ, ვერ გავიგე.. ეს როგორაა, რომ სხვები თითო ლექსს ათ-ათჯერ ბეჭდავენ, ერთი ლექსი ათ ლექსად გამოჰყავთ.. შენ კი ასი ლექ¬¬სი გინდა ერთ ლექსად ჩაგითვალონ? კარგი, შენი ნებაა... მესამე - კიდევ რაო?
- მესამე ისა კიდევ, ჩემო მოსე, რომ კიდევ ბევრი ასი მაქვს დასაბეჭდი - და თუ თითო-თითოდ ვბეჭდე, ძაან ადრე კი მოვრჩები საქმეს - აი?!
- ორიგინალური კია, სთქვა მოსემ.. ასი ლექსი ერთად ვისმეს რომელიმე ჟურ¬¬ნალში რომ დაებეჭდოს, არ მაგონდება.. მოიცა, როგორია „პროლოგი“?.. „რა საოცარი დასრულდა წლები, მეფეთა წყება გაჰქრა, ვით ლანდი“... მშვე¬ნი¬ე¬რია, იშვიათია... მაშ, შენ ამბობ, რომ კიდევ ბევრი ასი გაქვს დასაბეჭდი.. მე კი, სულო ცოდვილო, მეგონა, რომ შენ ეფეკტის მოყვარული კაცი ხარ, გინ¬დოდა გა¬გეოცებია ხალხი - ორიგინალური სათაურით: ასი ლექსი!
- არა, ჩემო მოსე, შეცდომაში არავინ შეგიყვანოს. რა დროს ორიგინალობა და ეფეკტებია, შეიძლება ხვალ მოვკვდე და ეს ლექსები მაინც დარჩეს - და¬¬ბეჭ¬დილნი. შეიძლება შთამომავლობამ - შეაფასოს ისე, როგორც საჭიროა. უმ¬¬ჯობესია ეხლავე დაიბეჭდოს, თორემ მე თუ „მნათობი“-ს კიდევ ას ნომერის გა¬¬მოსვლას ვუ¬ცადე... სად წაგვიყვანს..
 ამ საუბარში რომ ვიყავით, შემოვიდა პაოლო. მან იმ წამშივე მოჰკრა თვა¬¬ლი სათაურს, ასი ლექსი... იცნო ჩემი ხელიც... თვალები გაუფართოვდა, ცხვი¬¬რის ნეს¬ტო¬ები დაებერა.
- მიჩვენე, თუ ძმა ხარ. - შეეხვეწა მოსეს..
- ა-პა, პა, პა... არა მაქვს უფლებაო - და მოსემ ხელნაწერი თავის უზარ¬მა¬¬ზარ პორთფელში გადაუშვა (რედაქცია - ეს პორთფელი იყო).. თან კა¬რე¬ბის¬¬კენ წავიდა ბუტბუტით: „რა საოცარი დასრულდა წლები“ და სხვ.
მეორე დღეს ასი ლექსი სტამბაში იყო.. გაგზავნილი ასაწყობად.. [იმ ხა¬ნებ¬ში] მე¬ორე თუ მესამე დღეს საგურამოში მომიხდა წასვლა. როდესაც ჩა¬მო¬ველი - ჟურ¬ნალის მე-10 ნომერი აწყობილი დამხვდა. ჟურნალი გამოსული იყო და ჩე¬მი ასი ლექსი - დაბეჭდილი.
- ბრავო! ასი ლექსი! - გაიძახოდენ მკითხველები!
- ასი ლექსი! - გრიალებდა ქუჩაში გიგლა მებუკე.
- რა საოცარი დასრულდა წლები! - იმეორებდა მხატვარი ირაკლი ტო¬ფა¬ძე..
- რა დიდებულია ბავშების ამბავი, - უმატებდა ირაკლი.. - რა ძვირფასი სა¬ხეებია.
 ახალგაზრდა პოეტები ზეპირად სწავლობდენ ლექსებს: „შინდისის ჭად¬რე¬ბი“... „იარე, კაცი შენ აღარ გქვიან“, „წარბ-გადახრილი მიდის შემოდგომისა ჩრდი¬ლი“, „წიწამურში რომ მოჰკლეს ილია“, „ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრა¬ვების“...
- არ ღირს იმ ერთ ცრემლად - ამბობდა აგარელი.
- „როდესაც მთვარე ანათებს დღისით“...
 ხარიტონ ვარდოშვილი: „მთები აჭრელდა როგორც ჟირაფი, მატარებელი მიჰ¬ქრის ბინდებათ. ეხლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინ¬დე¬ბათ?“
- ვარ გენია რიმანელი... ვინ არის ეს რიმანელი? - ჰკითხულობდა გრ. რო¬¬ბაქიძე.
- ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის...
- ო, ქალო, ძვირფასო, ნაზო, ვით ფერია... მწამს მხოლოდ ალერსი, არ მწამს ისტერია. ქალავ...
მარტოდ მარტო - პაოლოს თითქო სწყინდა რაღაცა... იგი დადიოდა ხალ¬ხში და ებრძოდა საერთო განწყობილებას... მე მითხრეს, რომ ის გა¬აფ¬თრე¬ბუ¬ლიაო... როდესაც რუსთველის პროსპეკტზე შევხვდი - მან მითხრა...
- აი, როგორ შეგყავს ხალხი შეცდომაში...
- როგორ თუ შეცდომაში?
პაოლომ გადიხარხარა:
- შენ დაბეჭდილი გაქვს არა ასი, არამედ ოთხმოცდათვრამეტი ლექსი... ორი ლექსი აკლია.
- როგორ?
- აი, ნახე...
დავითვალე. მართლაც, არა ასი, არამედ ოთხმოცდათვრამეტი ლექსი იყო.
იმ¬წამ¬შივე სტამბაში გავექანე. მოვითხოვე ჩემი ხელნაწერი.. და იქ, მარ¬თლაც, ამოგლეჯილი იყო ერთი ლექსი.

*
1933 წ.
მგლური კანონია.

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ.

გიასელი - გ. ტაბიძეს სახ. მწ.; მედუზა - „ნიანგი“; ვ. შავგულიძე - „მსოფ¬ლიო მომენტი“; ე. ჭანიშვილი - ლექსი; ვერა შუბლაძე - ლექსი „წ. არმ.“; გუგ. ნა¬სარიძე - ჭიათურის მაღარ.; სევო-მ-ძე - ლექსი „უღმ. მებრ.“; მ. უზნაძე - ლექ¬სი „უ. მ.“; საფო მგელაძე - ლექსი კომუნისტ.; გ. ქუჩიშვილი - კომუნისტ. ლექ¬სი.
10 ლექსი.
 
ლ. ასათიანის წერ. (გამოფენა 1933 წ.).
1. ჟურნალის ბლანკი. „გ. ტ. ჟურნალი“. 2. რუსთველის თეატრის გეგმა. 3. ჯონ რიდი. გამრეკელის ყდა. 4. „Лит. Закавк.“ შ. რად. წერ. 1933. 5. პაციფიზმი. ყდა. 6. სომხეთში მოგზაურობის გეგმა. 7. სოხუმის საღამოის აფიშა. 8. მარრი - „Тр. Яф. Сем.“ 9. 30 дней. Пресса (1932). 10. დამკვრელი გაზ. 1930. 11. გ. ტა¬ბიძე. წერ. კრებ. 1933. 12. რუსთველის თეატრის აფიშა. 13. ოპერის თეატრ. აფ. (1933). 14. 15 წლის აღსანიშნავი წ. 1923. 15. „ხვალემ იზრ. ხვალისა“ - ავ¬ტოგრ. ტუში. 16. გალაკტიონი. 1927. 17. საქ. მწერალთა მე-2 ყრილობისთვის, სა¬დაც მე არა ვარ აღნიშნული. 18. „ტფილისი“ ალმანახი. 19. „სალიტ. გაზ.“ 1933. სმ. „თავდ. კომ.“ 20. „ახ. კომ.“ 1930. „ეპოქა“ დ. ბენაშვილი. 21. „კომ.“ 1923. „პატ. ფული“. გაძარცვა. 22. „დროშა“. ეპოქა. მებუკე. 23. კომუნისტი. 1931. „ეპოქა“. გ. მ. 24. „Рост“. 1932. „ეპოქას“ ყდა. 25. „თოლაბულისის სარ¬ტყე¬ლი“. 1919 ანგ. პერ. 26. „На Р. В.“ 1930. Энтузиаст рев. 27. „სოს. აფიშა“ (გვ.-ძე, მე, ქუჩიშ.). 28. „ტარტაროზი“. №133. მონოლოგი და მოვალეობა. 29. „მუშა“. 1930. №152. უწყება ავტოგრ. 30. „ტარტ.“ 1930. „ლიტ. ნობათი.“ 31. „ტარტ.“ გა¬იოზ ყირიმელის კარიკატ. 32. „ტარტ.“ 1927. ანტოლოგია და კარიკატ. 33. „Сов. Абх.“ 1930. Веч. Поэт. 34. „Бакинск. Раб.“ 1929. Анк. 35. „Бакинск. Раб.“ 1929. Ак. Ф. 36. „სომხ. გაზ“. 1929. 37. „მწერლები წარმოებაში“. 38. დ. შენგელაია „გ. ტაბიძე“. ილიონი. 39. პოეზ. დღე. 1928. „ცეცხლ. ქ.“ 40. „Сов. Абх.“ 1927. Веч. Т. Т. 41. „პროლეტ. მწერლ.“ 1930. გ. ნ. ეპ. 42. მზადება ოქტ. „კომ“. 1932. 43. „ახ. კომ.“ 32. „სამხ. მწერალი“. 44. „წით. არმიის საღ“. კომ. 1933. 45. ჟიუნ-მავრი. 46. ტრიბუნა. 1922. მთელ გვ. 47. „მოწაფის ხმა“. ლ. გაბუნია და აკ. გ. 1925. 48. „ახ. კომ.“ 1930. „მწერ. ბრიგ.“ 49. „ახ. კომ.“ 1930. №223 (გამარჯ.). 50. „დაეხმარე ინ¬ვალიდს“. ჩემი ლექსი. 51. ლიტ. გაზ. 1931. №3. ქრონიკა. 52. ლიტ. გაზ. 1931. „მწერ¬ლები ქარხანაში“. 53. კომუნ. 1926. თედო ბეგიაშვილი. 54. „ტრიბ. 1922“. გ. ტ. ჟ. 55. ფ. მახარაძის და სტ. მოსაწვევი ბარ. 10 წლის გამო. 56. ეპოქის ყდა. 57. გ. ტ. ჟურნ. №7. 58. კომ. 1930. გვერდი ლიტ. „ფედერაციის“ რევ. ენტ. 59. „ლ. საქ.“ 1933, 16 ივნისი. 60. „კომ.“ ეპიზოდი წარს. 61. „ლიტ. გ.“ 1932. მაშაფა. 62. „ლიტ. გ.“ 1931. ათი წ. 63. პასუხი - ამაზე (1932. №1). 64. მიწვევა სტ. სახ. ლე¬გიონში. 65. სალიტ. გ. 1932. №4. სამი შენიშვნა. 66. ყდა №6 - გ. ტაბ. 67. კომ. იუბილეის დღეს. 1933. 68. ბათუმის ჟურნ. ყდა. 69. Классов. Б. в гр. Л. „Лит. Г.“ 1930 г. 70. ახ. კომ. 1933. მთელი გვერდი. 71. ტრიბუნა. იასამანი და სხვ. 72. მოს¬კოვის საღამოს აფიშა. 73. ტრიბუნა. შ. მღვიმელის ლექსი. 74. „გ. ტ. ჟურნ.“ №8. გამრეკელი.

ფოტო (საერთო რიცხვი) 84. 21 - ხელით ნახატები. ასვლა იალბუზზე (სე¬რია). საგურამოში (სერია). ფოტოები.

*
სხვადასხვა პირთა ხელშია:
1. პორტრეტი ზაზიაშვილისა. 2. პორტრეტი გველესიანის. 3. პორტრეტი კროტ¬კოვის. 4. პორტრეტი კულეშის. 5. პორტრეტი გაბუნიას ქალის. 6. ქეთო მა¬ღალაშვილის ეტიუდი. 7. პორტრეტი ტოფაძის.  8. პორტრეტი გვეტაძის. 9. ნი¬კოლაძის ბიუსტი. 10. კანდელაკის ბიუსტი. 11. სიხარულიძის ბიუსტი. 12. კ. ქავ¬თარაძის პორტრეტი. 13. დ. კაკაბაძის პორტრეტი. 14. რევაზიშვილის პორ¬ტრე¬ტი. 15. ნ. ჩერნიშკოვი. 16. ოლგა იურიევნასი. 17. ლ. გუდიაშვილის. 18. ს. სუ¬დეიკინის (მგ. დაკარგ.). 19. ვეფხვაძის ეტიუდი. 20. სემიონოვის პორტრ. 21. ჩუდეცკის (ლადო სირბილაძე). 22. Огонек. 23. ყდა. მამულო სიცოცხლეო.

*
Стихи - эпические в своей основе, но окрашенные лирически.

 „ვისაც ბრძოლა უნდა, ყველაზე უწინ ჯერ თავისთავს უნდა ებრ¬ძო¬ლოს“-ო.
„ბრძოლა გამოცხადებულია“ - უთხრა თავისთავს ბაიდომ: ნიშნად სა¬ო¬მა¬რი განწყობილებისა ხელები დაიკარწახა, ნაბიჯი წინ წადგა და მჭექარე ხმით დაიძახა: ბრძოლა გამოცხადებულია.. ეს ხმა ზარბაზნის დაქუხებასა ჰგავ¬და: ფანჯრებმა ზანზარი დაიწყეს, აწკარუნდა ელეკტროკანკელის შუ¬შე¬ბი, სახლის [მდგმურები ფანჯრებს მიცვ.] მდგმურებს საჰაერო თავდასხმა ეგო¬ნათ და [შიშით] თავდაცვის მიზნით იატაკზე გაწვნენ... მათ ყურებში გუ¬გუ¬ნებდა საშინელი ხმა: „ბრძოლა გამოცხადებულია“.
- ეს ბაიდო ყოფილა, - გაიცინა არისტომ, როდესაც შიშმა გაუარა და ფან¬ჯა¬¬რაში გაიხედა, - რამ ააღრიალა ეს პატიოსანი კაცი ასე ბელთაძესავით.. - [ბა¬იდო, კაცო, ეს შენა ხარ?] რა ამბავია, ბაიდო, რა მოგივიდა? - ბაიდო ხმას არა სცემდა. არისტომ კი გაიფიქრა, ხომ არ შევსცდიო - და ხელმეორედ შე¬ე¬კითხა:
- ბაიდო, კაცო, ეს შენა ხარ?
- მე ვარ, შე კაცო, რავა, ვერ მიცანი თუ?
- შენა ხარ? ხე, ხე, ხე! მე კი რადიო-გადმოცემა მეგონა..
- რა გეგონა? რადიო! რისი რადიო, რომელი რადიო, - სთქვა ბაიდომ და გულ¬ში კი გაიფიქრა: "ბრძოლა გამოცხადებულია. ვისაც ბრძოლა უნდა, ყვე¬ლა¬ზე უწინ ჯერ თავისთავს უნდა ებრძოლოსო". ეს ნიშნავს თავის სურ¬ვი¬ლე¬ბის წინააღ¬მდეგ წავიდეს, ე. ი. ებრძოლოს თავისთავს; უკანასკნელ სისხლის წვე¬თამდე, ესე იგი, მტრის სრულ განადგურებამდე, მის მოსპობამდე. აი, მა¬გა¬ლითად, ეს ჩემი მეგო¬ბარი და [პირის ზიარება] ძმა არისტო - მე მინდა, მო¬ვეხ¬ვიო მას, გულითად ჩემს ძმას: მაგრამ მე წავალ ჩემის სურვილის წი¬ნა¬აღმ¬დეგ: და ჩავიდენ სრულიად წინააღ¬მდეგს: ამ ჩემს ძმასა და პირის ზიარებას ერთს ლაზათიანად მივბეგვავ.
- [რაო] რადიო? - შეუტია ბაიდომ - რადიოო? რადიოსი ხმა მესმის! შენ თა¬ვისგდებას კიდევ არ გადაეჩვიე? [დამაცადე].
და ამ სიტყვებთან ერთად ლაზათიან გაუშალა სახეში - [თავის] თქვენს „პი¬რის ზიარებას“ არისტოს.
(ბოქსი პოემიდან).