შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-17 - 1940 წელი


                                                               ნონეშვილი

     1. ერთი ორგანიზატორთაგანი ჩემი უნივერსიტეტის საღამოის არის ახალ­გაზ­რ­და პოეტი ნონეშვილი.
     2. იგი არც მწერალთა კავშირის წევრია, არც კანდიდატი, მაინც ყოველ­თვის მწე­რალთა კავშირშია.
სწავლობს, სტუდენტია. ეტყობა, ძალიან გულწრფელია ეს ახალგაზრდა კა­ცი. თავმ­დაბალი, მორიდებული.
     იგი ძალიან გამხდარია. შეიძლება ავადაა ტუბერკულიოზით? უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან იგი მოგზავნეს ჩემთან საღამოს თაობაზე მოსალაპარაკებლად, მაგ­რამ მე სახლ­ში არ ვიყავი. შევხვდი მწერალთა კავშირში 10. IX. 40.
     მან მითხრა:
     – უნივერსიტეტის კომკავშირმა გადასწყვიტა, მოაწყოს თქვენთან შეხ­ვედ­რა. უნ­დოდათ 13-ს, მაგრამ შემდეგ დიმიტრი დავითანხმე 15-ისათვის. ყვე­ლაფერს მო­აწ­ყობს კომკავშირი.
     - მე თანახმა ვარ, - ვუთხარი, - მხოლოდ უნდა მოეწყოს რიგიანად. ჩემი სა­ღამო იყო 1933 წ. უნივერსიტეტში - ძალიან დიდი და იშვიათი. ეს საღამოც კარ­გი უნდა იყოს.
     - ყველაფერზე კომკავშირი იზრუნებს. მაშ, შევთანხმდით...
     - შევთანხმდით.
     - 15-ს?
     - 15-ს!

                                                        დიმიტრი ბენაშვილი

     იგი რამდენჯერმე ტელეფონით დაგველაპარაკა. სახლში არ ვიყავი. წე­რი­ლი გა­­მოგზავნა ნონეშვილის ხელით, სახლში არ ვიყავი. მწერალთა კავშირში რომ მი­ვე­დი - ეხლა ის არ იყო.
     ბენაშვილი დიმიტრი - ბარნოვის ქ. 42. ტელეფონი მწ. კ.-ში - 3-71-84.
     ბარნოვის ქუჩაზე ცხოვრობს (42) ბახტიარლი გუსეინ. ბენაშვილი არის „ჩვე­­ნი თაო­­ბის“ რედაკტორი. ჩემს შესახებ დაწერილი აქვს მონოგრაფია. კიდევ ამუ­შავებს. ამ­ბობს, რომ ეს იქნება მისი უმთავრესი, კაპიტალური შრომა... ჩემს სა­იუბილეო სა­ღამოზე (38 წ.) მშვენიერი სიტყვით გამოვიდა. მეგებება ყოველ­თვის გულწრ­ფე­ლად. ენტუზიასტია.