შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-3 - 1940 წელი


[დემნა. სამშ.].
                                                            ისევ ის ამბები

ლიტერატურულ საქართველოს (№27, 1940) პირველ გვერდზე მოთავსებულია დემნა შენგელაიას „თავი“ რომანიდან „შთაგონება“. ამ ნაწყვეტის სათაურია - „ღამე“ (უფრო უკეთესად რომ ვთქვათ, „ნაწყვეტი თავის“).
აი, ადგილები ამ ნაწყვეტი თავიდან:
1. „...მაგიდაზე მიგდებულ პიესას ისევ დასწვდა, ისევ კითხვა დაიწყო, მაგრამ თავში არაფერი შედიოდა“.
2. „...ნაძალადევში ისევ სიწყნარე იყო...“
3. „ბავშს ისევ ეძინა, მისი რძისებური სუნი გულს ისევ ისე ესალბუნებოდა“.
4. „ირგვლივ ისევ სიწყნარე იყო“.
5. „ალუბლის ბაღებსა და გორაკებზე შეფენილ ტყეს ისევ ტკბილად ეძინათ“.
6. „აი, ვიღაცამ ჩაახველა და იმანაც ისევ რბილად გაირბინა“.
7. „ფეხმორთხმული ისევ ისე იატაკზე იჯდა და სროლას ყურს უგდებდა“.
8. „- მესმის, - სქვა მარინემ ისევ ისე, როგორც წეღან“.
9. „ბოლოს ისიც მისწყდა. ისევ დუმილი, ისევ სიწყნარე“.
10. „ღია კარებში ბავშის ბადიანი ლოგინი ისევ ისე სჩანდა“.
11. „- მაშ ისევ მონობა, ისევ უსამართლობა, ტანჯვა, წამება, - აღმოხდა უსასოოდ“..
აქ, რა თქმა უნდა, ისევ ის ამბავი განმეორდება. მკითხველი ისევ დასწვდება ამ რომანს, ისევ კითხვას დაიწყებს, მაგრამ თავში არაფერი შეუვა და... (ისევ ისე, როგორც წეღან!) იტყვის: ეჰ, [ისევ ის ამბები!] ისევ ის დრო სჯობდა - როცა რომანებს არ ვკითხულობდი, ეხლა კი ისევ ისა სჯობია, რომ დავიძინოო.

[მკითხველი]
გ. ტაბიძე
10 ოკტომბერი, 1940

[200, 100, 300] 322.