შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-614-31 - 1940-იანი წლები


ბინაში საჭიროა:
1. შირმა, რომელიც შუა გაყოფს საწერ მაგიდასა და წიგნებისა და ხელნაწერების კუთხეს.
2. კარგი რადიო-აპარატი.
3. ზარი, რომელიც მოემსახურება კაბინეტს შიგნიდან.
4. რაიმე უმჯობესი ტაშტის მაგიერ.
5. გამოყენება რკინის ყუთისა და სხვა ყუთების.
6. კიბე წიგნების და ხელნაწერების პოლკებისათვის.
7. მტვრისამკრები (пылесос).
8. ზარის შეცვლა (ძალიან ხმაურობს და მოქმედებს ნერვებზე).
9. გასაღებთა საბოლოო მოწესრიგება (რგოლები).
10. სკამების მოწესრიგება (შეძენა ახლების).
11. ვანნა. აუცილებელია. აქაც. წყნეთშიაც.
12. ერთი კარადა მედიკამენტებისათვის და სურსათ-სანოვაგისთვის.
13. სამგზავრო შკატულკა (ჩიჩიკოვისებური).
14. ტელეფონის ფული სამის თვით.
15. მუსიკალური ინსტრუმენტი (კომპოზიტორებისათვის).
16. პატარა ჩანთა კალენკორისა. საპ.
17. შაქარი, შაქარი და კიდევ შაქარი.