შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-507-7 - 1940 წელი


სალიტ. გაზეთის რედაქციას!
იმ სახით დაბეჭდვა იმ წერილის არ შეიძლება, რაც იქ ლეონიძის ალიტერაციებზეა ნათქვამი, ის ჩვენი მიღწევა გახლავს: და ჩვენება - თითქო მისი ალიტერაციები ბუნებრივი იყოს და ჩვენი არაბუნებრივი - ეს მიქარვაა და მე ვუთხარი კიდეც (გაბრიელ) მის ავტორს.
კომუნიზმისათვის ჩვენი ძვირფასი სამშობლოს პირველ [მეომართაგანს] მებრძოლთაგანს - ამხ. ფილიპე მახარაძეს.
უღრმესი პატივისცემით გალაკტიონ ტაბიძე
1940 წ., ქ. ტფილისი
წვლილი.

*
არ დამთავრებული საქმეები.
1. რემედასთან (დავამთავრო). 2. მუსიკალური პროგრამა. 3. რადიოში ვერასგზით ვერ ჩატარდა საღამო.

გეგმები:
წიგნები. რადიოში. საღამო მასწავლებელთა სახლში. საღამო ცეკავშირში. საღამო საჯარო ბიბლიოთეკაში. იაკობ ნიკოლაძე - მარმარილო. სემიონოვის პორტრეტი. გაღრმავება იდეის: „ქართული კოლორიტი“. ლექსი ოქტომბრელისთვის. ლექსი სერებრიაკოვისთვის. ვარდების დამთავრება. წიგნების საკითხები. ა.ლ.კ. [არსებობს]  წრე.