შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-490-10 - 1940 წელი


აივნიდან:
რამ სიშორეზეა? რა მოსჩანს? სახლების გარდა.  ხეების გარდა. ქანი. აღმოსავლეთით. დასავლეთით. სამხრეთით. ჩრდილოეთით. სჩანს თუ არა არაგვის ხეობა. სჩანს თუ არა მუხრანის ველი. ხეები მაღალი. ხეები დაბალი.
- თავადები გამოასახლეს. Только я, ваш покорный слуга.
- წავიდეთ თუ არა ექსკურსიით ნახატანში. აქ ახლოა ნახატანი.
- როგორ? ყოფილხართ თქვენ ნახატანში? - კითხულობს упрямый чорт.

ზედაზენი.
არქიმანდრიტი მიხეილი. აზმაიფარაშვილი.  დაახლოებით 15 კაცი. ახალგაზრდა ქალები.
ფესვების ფილოსოფია.
გზა აღმართია - მთის [უმაღლეს] მაღალ მწვერვალზე - ზედაზენი.
ზედაზენს - აღმოსავლეთით ცოტათი დაფენილი ხევი - დასავლეთით ხევი. სამხრეთით ფერდობი. ჩრდილოეთით ფერდობი.
აღმოსავლეთი ციხის კედელი. იშვიათი ნაგებობის ციხის ბასტიონი - ციხე დანგრეულია.
დასავლეთით - არაგვი. არაგვის ხეობა. მცხეთა მაღალ ხეებში ჩაფლული.
გალავანიც, ციხეც დაზიანებულია.
წარწერა კედელზე.
ეზო კოპიტებით.
გადასახედი სამხრეთით: ესაა რაღაც იშვიათი, რომლის მსგავსი მე არა მახსოვს რა.

მესაფლავე.  მერი. ატმის ყვავილები. ლუჩიო. ევა. აკაკი წერეთელი. ილია.

*
ხერკი.
ხერკინა - Parrotia persica – железное дерево. რუსულად: რკინის ხე.
ხეკრო (ზ. იმ.) - შინდ-ანწლა: Кизил-бузина.
მუხრანის (ისტ. მუხრანი) ველი.
Mantis religiosa.

ახატანის პრობლემა
საგურამოს ოდენა ხალხი არ არისო. საგურამოში  200 კომლია, ახატანში ასი კომლი თუ იქნება.
ილია ჭავჭავაძის სახლის აივნიდან მოსჩანს ახატანი.
გზა როგორ არის? მხოლოდ საურმე გზაა. ხშირად ადის საბარგო მანქანები.
შარშან ჩვენები იყვენ იქ ავტოთიო.
ახატანი დუშეთის რაიონს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი სოფელი იყო წინად მცხეთის რაიონისა.
ახატანი - ახალტანი? აჰა - ტანი? ტანა (მდინარეა ქართლში); ტანი - ზრდა, рост.; ტანი - კორპუსი, ტანი, შტამბი ხისა -  ствол; ტანიანი - შტამბიანი ხე - штамбовое дерево; ტანი - ადამიანის და სხვ. არის თუ არა ეს სახელწოდება წარმოშობილი ძირიდან „ტანი“?
ა-ხატ-ანი - შეიძლება წარმოშობილია იგი ძირიდან „ხატი“.
ნ-ახატ-ი-ანი? მახლობლად კიდევ არის სოფელი.
ბიწმინდა (ისევე რელიგიური წარმოშობის) ან „ბიცობი“ (cолонеи), ან ბიცი, ბიციანი ნიადაგი, ბიცნარი ნიადაგი, ბიცნარის მცენარეები, ბიცობიანი, ბიცობნარი? მაგრამ აქ არის „წმინდა“? აქვს თუ არა კავშირი ახატანთან? შეიძლება.
ნახატარი? არიან ცვლანი. პ. ინგოროყვა - იყო მთა, სადაც იდგა კერპი ზადენი და ძველი სიტყვა - ზადენი - შემდეგ შეიცვალა - ზედაზენად. ახლანდელი ზედაზენი.