შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-489-14 - 1940 წელი


19 იანვარი.
გადავიდეთ ახალ ამბებზე. ასეთ ნაირზე: შალვა დადიანი გაიძახის: მაღალგონიერი მეომარი. მეომებიან სტალინზე, დიაღ, მეომებიან სტალინზე, იმ ადამიანზე!

20 იანვარი.
ყველაფერი რიგზეა! რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ, გალაკტიონ!

*
1. კინოში.
2. გრიპის საშინელებანი.
3. ხელის გაფუჭება შეშაზე (ერთი თვე).
4. ისევე გრიპით.
5. ეპიგრამის ისტორია.
6. ჩამოშორება მწერალთა კავშ.
7. მწერალთა დაჯილდოება.
8. ქაოსი სახლში.
9. გამწარებული სმა: ღვინის, კონიაკის, არაყის, ლუდის და არანორმალური საზრდოობა.
10. შეწყვეტა სურათებისა: მაკრ. და ნიკ.
11. ქალი, რომელიც...
12. დანარჩენები: 1. საათის დაკარგვა. 2. „უკანასკნელი იყო ეს ლხინი“.
13. კონფლიკტი თავისთავთან: აპატია ყველაფრისადმი. საშინელი განზრახვები.
14. ერთხელ საღამოთი - რესტორანში და მეორე დღე.
15. მიხ. საავადმყოფოში.
16. ის ქალი „იურიევნა“: 1. ცოცხი. 2. დარეცხვა. 3. დასუფთავება. 4. დალაგება წიგნების. 5. ერთგვარი რეჟიმის შემოღება (გიოტე, გოგოლი, სტივენსონი, გეგელი, პუშკინი, ლერმონტოვი, მისი ხატვა. ლაინე).
17. პლევრიტი. 29 მაისიდან 15 ივნისამდე.
18. ნევრალგია. 19 დღე საწოლში.
19. წიგნის მზადება.
20. ექიმი ტერ-მარტიროსოვი.
21. კარების ჩაკეტვა.
22. გაჯანმრთელების გზით: Нет худа без добра.
23. წიგნის გადაცემა.

მასწავლებლის გაზეთი. „Правда“. სომხური ანტოლოგია. რადიოთი რომ ლაპარ. „რა ემართება ამ კაცს? ასეთი ჯეელია და დახეთ...“