შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-486-2 - 1940 წელი


წიგნი შეიძლება 4 დღეში დაიბეჭდოს, თუ...
ქეთო ტელეფონით?
რადიანი: ვერ ვნახეო... ბიუროს სხდომაო.. ბოლოს წამოცდა, რომ...
ვიღაცა ტელეფონით: ცეკაში? რა უნდათ? რა შუაშია? იყო „მნათობში“ - ისეთი...? (საიდანაა ინტრიგა). გალაკტიონი აქაა (სჩანს, საუბარია ლექსზე ქრესტომატიაში).
ალ. ჭეიშვილი: არის რეფრენი - რაღაცა ისეთ... მანონი.
ეგ საქმე მოეწყობა. ის არაფერი არაა (კარიკატურა, სხვა ხომ არაფერი საქმეა?).
საუბარი საზღვარ გარეთის ამბებზე: გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, დანია, ნორვეგია და სხვ. კაკაბაძე და ლაქია წვერავა - ჩემკენ.
ეხლა აკაკით არიან გატაცებულიო. აკაკის ციებ-ცხელებაო.
ვუთხარი მაიაკოვსკიზე.
14 - მთელი წიგნი  მზად იქნება. 14 თ. აწყობილია (ტელეფონით).
მარად ისმის, მარადისი სიყვარული ძნელია.
ისევ ქეთო... რაშია საქმე?
ოლგა იურევნა თავდადებით მუშაობს აკაკი წერეთელზე.