შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-423 - 1940-იანი წლები


1908 წ.
1. მგზავრობა ქუთაისიდან ტფილისისაკენ.. იმედები. ოცნებანი.
2.     ჩამოსვლა ტფილისში. პირველი შთაბეჭდილებანი.
3.     ტფილისის სემინარია (მოკლე ისტორია).
4. პანსიონი სემინარიისა (მესამე სართული).
5. სემინარიის ადმინისტრაცია და პედაგოგები.
6. ყოფა-ცხოვრება სემინარიელებისა - სემინარიელები სხვადასხვა კუთხიდან.
7. „Господин“.
8. სემინარიის სვეტებთან (ქ. ქავთარაძე).. დემონი.
9. ახალგაზრდა მწერლები - სემინარიაში.
10. ხელნაწერი ჟურნალები - „შუქი“, „იმედი“ და „ჯაშუში“.
11. „შუქი“ და მისი თანამშრომლები.
12. მეცადინეობა. დილის ლოცვა. საუზმე. გაკვეთილები და დასვენება.
13. „შუქის გამარჯვება“ აკაკის კონკურსზე.
14. აკაკის იუბილეჲ (ეს წელი ამით იყო შესანიშნავი).
15. მამა პიმენი (ტიპი). მამა სერგი...
16. სემინარიის ეზო და უზარმაზარი კედელი (მსგავსება ციხესთან).
17. ბაზარი სემინარიის წინ (შემთხვევა).
18. „სიმპატია“ და „ოლიმპია“ (შემთხვევა).
19. პუშკინის სკვერი... (შემთხვევა).
20. ტრამვაი სემინარიის წინ (შემთხვევა).
21. გადავწყვიტე! უნდა დავიწყო!
22. კიბე პრესის ქუჩაზე - სახლში.
23. რედაქცია „ამირანი“-სა. რედაქციაში თანამშრომლები. ტიპი რედაკტორის.
24. რედაქცია „ახალი კვალის“.
25. „ახალი კვალის“ მიერ დაწყებული დისკუსია - „რად ჩამოქვეითდა სიტყვა კაზმული ქართული თანამედროვე მწერლობა?“ ( ეს იყო პირველი დიდი დისკუსია და მან თავისი შედეგები მოიტანა!
26. ლადო დარჩიაშვილი (ბიოგრაფია).
27. განდეგილის ქალი.
28. ტფილისის შემოდგომა.. განსაკუთრებული სილამაზე პუშკინის სკვერის...
29. უცნაური გაზეთის გამყიდველი.
30. სიხარული პირველი ლექსის დაბეჭდვის.
31. ოვაციები სემინარიაში... გენ. მიხელაძის ჩანაწერი.
32. ის შემოდგომა (ხე, რომელიც ეხლაცა სდგას..).
33. არ ესიამოვნათ სემინარიის მთავრობას.
34. ტალღა ალმანახებისა...
35. „პირველი ტალღა“ (შინაარსი ლექსისა „პირველი ტალღა“).
36. „პირველი ნაბიჯი“ (შინაარსი ლექსისა „კოლხიდა“).
37. რეაქციის სუსხში..
38. სოც. დემოკრ. გაზეთის რედაქციაში. ლექსით „მესაფლავე“...
39. ეგზარხის ჩამოსვლა, ჩვენ დავხვდით მოედანზე...
40. გამგზავრება ერთხელ სემინარიის ახალი შენობის დასათვალიერებლად. ვაკეზე. სულ - ტიალი მინდვრები... რატომღაც დამამახსოვნდა ერთი ხრამი - და იქ შემთხვევა. ხრამში მიექანებოდა ქვევით - პატარა ბილიკი. ის ბილიკი.
41. თეატრში: შალვა შარაშიძის, იშხნელის, ჩირგაძის ქალის დებიუტი „ღალატი“.
42. თეატრში: კოტე მესხი ნაპოლეონის როლში. „სიკვდილი ნაპოლეონისა“.
43. უცნაური შემოჭვრეტა (როდესაც „შუქს“ ვაკეთებდი) ინსპეკტორისა.
44. „პოდჟარენი“ (ი. ხობისპირელი).
45. ხოროები სემინარიაში (ხრისტუს რეზურეკის).
46. სემინარიის ზარი (Как только ударил Киевский с... г).
47. ერთი ბერიც რომ იყო? (ონოფრე მწირი).
48. ქალების მსხვერპლნი - პირველნი (შანიძის ისტ.).
49. სებისკვერი (ჩლაიძეს. „ჯაშუშები სემინარიაში“).
50. ულვაშებიანნი - „სიდინჯე სემინარიელთა“.
51. სვანები, რაჭველები, ზემოიმერლები, ქვემო იმერლები, მიდიან ტფილისის სემინარიაში, სადაც იქ ხვდებიან: ქართლელები, კახელები, უდები, ფშავები, ხევსურები, გურულები, აჭარლები, მესხეთ-ჯავახეთიდან. აქ ერთდებიან ყველანი.
52. მთაწმინდაზე სამის სამარე: ილიასი, დიმიტრი ყიფიანის, გრიბოედოვის (სამივე მოკლულნი იყვნენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირობებში. მათი ბიოგრაფიები).
53. ტფილისი, 1908 წ., ტფილისი, ტბილისის, თფილისი.
54. „აკაკის კრებული“ - ს. მერკვილაძე.
55. 1908 წ. „ცხოვრებასა და შემოქმედებაში“ ასეა აღნიშნული: „ამთავრებს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელს, როგორც საუკეთესო მოსწავლეს ჰგზავნიან თბილისის სასულიერო სემინარიაში, სახელმწიფო ხარჯზე, პანსიონში მიღებით“.
ჟურნალ „ახალ კვალში“ და გაზ. „ამირანში“ პირველად ქვეყნდება გალაკტიონის ლექსები: „შავი ღრუბელი“, „ღამე“.
იბეჭდება მთელი რიგი გალაკტიონის ლექსებისა ალმანახებში „პირველი ტალღა“, „პირველი ნაბიჯი“ და სხვ.
გალაკტიონი იმარჯვებს სემინარიელთა კონკურსზე აკაკი წერეთლის იუბილეიზე გამოსასვლელი ლექსით (ლექსით იუბილეიზე გამოსვლა აკრძალა სემინ.).
გალაკტიონი ხელმძღვანელობს სალიტერატურო წრეს. რედაქტორობს ამ წრის რევოლიუციონურ ხელნაწერ ჟურნალს „შუქი“.  
56. ლექსი ალმ. „საქართველო“-ში (ვ. გუნია).
57. ვინ მეგონა მჭედლიშვილი.
58. „გთხოვთ, დამისტამბოთ ეს ლექსი“.
59. სტუმრად მარიამ დემურიასთან.
60. „ბროჯი-მუტტინი“.
61. „მოცარტი და სალიერი“-ს ნახვა.
62. წიგნების კითხვა თავდადებით ქალ. სამკითხვ. (მუზეუმია ეხლა).
63. მორჩილი და მოწიწებული სემინარიელები.
64. შემთხვევა ვორონცოვის ძეგლთან (ცხენის ტრამვაი).
65. დედის წერილები.
66. მეცადინეობა ბურსაში „ზოგი კორიდორში დადის, ზოგი ეზოში, ზოგი კიდევ თვით კლასში“..
67. გადმოცემები ძველ მასწავლებლებზე და მოსწავლეებზე.
68. გადასახედები: აღმოსავლეთით - ჩრდილოეთით: აღმოსავლეთით რა?
69. „როგორ? ისევ ცოცხალია 90 წლის მასწავლებელი?“ აქა ამბავი იუსტინიანესი - გორტინსკი.
70. ზაფხული დუცხუზში, მსხალავაკეში...
71. უეცარი გახსენება „მეფისჭალისა“.
72. დაკითხვა ლექსის „სქელი ღრუბელის“ გამო. ლექსი გადათარგმნილი წინ ედო ინსპეკტორს.
73. ის შემოდგომა იყო იშვიათი შემოდგომა ტფილისში.
74. „არავითარი ფასი და მნიშვნელობა არა აქვს იმ მხატვრულ ნაწარმოებს, რომელსაც რაიმე სიახლე არ მოაქვს“-ო - ამბობდა ლ. ტოლსტოი.
75. ეზოპური ენა აკაკიდან ვისწავლეთ: „სქელი ღრუბელი“ გამოხატავდა რეაქციის დამკვიდრებას 1908 წ.
76. 905 წლ. რევოლიუციის მონაპოვარი - სემინარიაში (ქართული ენის კათედრის დაფუძნება. ჩხრეკები აღარ არსებობენ. თეატრში დადიან, სხედან სემინარიის ადმინისტრაციის ნებართვით).
77. მდგომარეობა ქართული პოეზიის 1908 წ.
78. გენადი მიხელაძის მასალები.
79. ლადო დარჩიაშვილი - რედაქტორი „ჩვენი კვალი“-ს. ა. შანშიაშვილი.
80. ჩემი ბიძაშვილი - გერასიმე სემინარიაში.
81. ჩემი ძმა აბესალომი სემინარიაში. „პროკლე“.
82. მიხაკო ადეიშვილი, კაკინა ადეიშვილი (კაკინა და ვერა).
83. გრძელი თმების ისტორია.
84. ერთხელ ფოტო-სურათს რომ ვიღებდით.
85. პუშკინის ძეგლი მაშინაც იდგა.
86. ქალაქის საბჭოც ისეთივე იყო, როგორიც ეხლაა.
87. ნატალია გაბუნია-ცაგარლისა. რა შესანიშნავად ცეკვავდა!

ილიუსტრაციები:
1. ჩვენი კვალი №19, 1908 წ.
1. სათაური ჟურნალის. 2. შინაარსის ფოტო.

ლიტერატურა:
1. Вестник Грузинского экзархата с 1900-1908 г. г.
2. Кавказский Календарьс с 1900-1908.
3. ცხრილი ამიერ-კავკასიის მატარებლების მიმოსვლისა. 1908 г.
4. საგზური ტფილისისა. 1908 г.
5. „იმერლები ტფილისში“ გ. წყალტუბელისა. 189...?
6. „ტფილისის სემინარია“ - ხელნაწერი დ. არონიშიძისა ან შეიძლება სხვა წიგნია?
7. იმერლები ტფილისში (ივლ. ყრონტი - რაფ. ერისთავისა, აკაკის - სცენა, გოჯასპირ და ივანიკა „კვალში“. დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, აკაკის სიტყვა ბარათაშვილის დასაფლავებაზე დიდუბეში. იმერელი „კაცია-ადამიანში“.

1909 წ.
1. კამათმა იმის შესახებ, თუ როგორ მდგომარეობაში მოჰყვა ქართული მხატვრული ლიტერატურა, დააფიქრა ბევრი.
2. [გამოვიდა] დაარსდა „სიტყვა-კაზმული მწერლობის საზოგადოება“, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კ. მაყაშვილი.
3. გამოვიდა პირველი და უკანასკნელი № ყოველთვიური ჟურნალ „ფასკუნჯისა“ (შეეძლო თუ არა რუსეთს მაშინ გავლენა მოეხდინა ლიტ. საქართველოზე?).
4. სახე ამ ჟურნალისა, რას ნიშნავს „ფასკუნჯი“?
5. ლიტერატურული მდგომარეობა რუსეთში. იქ ბატონობდა მაშინ სიმვოლიზმი.
6. ეს მიმდინარეობა გამეფებული იყო მთელ მსოფლიო ლიტერატურაში (საფრანგეთი, ინგლისი, ნორვეგია, დანია და სხვ.).
7. ქართველი ახალგაზრდობა ეტაცებოდა (ეწაფებოდა?) ლ. ანდრეევის უაღრესად პესსიმისტურ ნაწერებს... (გორკი ძალიან მიიჩქმალა).
8. „ფასკუნჯი“ გადაკეთდა ყოველკვირეულ ჟურნალად. იქ მას რედაკტორობდა სამსონ ფირცხალავა (სიტყვა). უაღრესად პესსიმისტური განწყობილების მწერალი იყო.
9. სტუმრად ს. ფირცხალავასთან ბელინსკის ქუჩაზე. როგორ რედაკტორობდა.. (იგი იყო ამავე დროს [წერა-კითხვის] სიტყვა-კაზმული მწერლობის პ./მ. მდივანი? თუ?).
10. რედაქცია „წერა-კითხვის“ საზოგადოებაში...
11. სანდრო ყანჩელი, შიო მღვიმელი...
12. სია „ფასკუნჯის“ თანამშრომლობისა. ვისი რა დაიბეჭდა და რამდენი? რიცხობრივად, მგონი, ჩემი ყველაზე [ნაკლ] მეტი მასალა იყო.
13. პოემა „Гриф“... ატმოსფეროს ჰქმნიდა თვით რედაკტორი...
14. რა შემეძლო, მე გამეკეთებინა, სამსონ ფირცხალავას აზრით.
15. „სამწუხარო ნახვამდის“. რა იყო ნამდვილი მიზეზი „ფასკუნჯის“ დახურვისა?
16. შეხვედრა მკითხველთან: „თქვენ მე 60 წლის მოხუცი“ მეგონეთო... მე და ახოსპირელი „სიმპატია“-ში, სადაც ყველა დახატულები კედლებზე (ნაპოლეონი და თამარ მეფე და სხვ.) ერთმანეთსა ჰგვანან. იქ გაცნობა მხატვ. გრიგორიანისა. იქ შემოგვიერთდა გ. ქუჩიშვილი.
17. ტიპები: გიმნაზიელებისა და სემინარიელებისა.
18. გადასვლა სემინარიისა ძველი შენობიდან ახალ შენობაში. ორი სხვადასხვა სტილი (აგურიც რაღაცა სხვანაირია, არ აქაური, მოყვითალო, ფაკტიურად სემინარია მოჰყვა უდაბნოში.. ვინ როგორ მოეწყო? მასწავლებლების ბინები ცალკე, საავადმყოფო ცალკე, სასწავლებელი ცალკე).
19. წყნეთის სიახლოვე. ბაგები, კოჯორი, სულ ახლო (იხ.).
20. სიმონიშვილის მამული.
21. ბარნოვის ქუჩის შესახვევში (ბინად მე და დემეტრაშვილი), ნაზარბეკოვები.
22. ერთხელ... ორი პოლიტიკოსის კამათი, არის ჟესტიკულიაცია, რომელიც არასოდეს არ დაგავიწყდება. რაზედ კამათობდენ?
23. ვერა და მიხაილოვი. გიმნაზიელი, რომელიც ამაყობდა იმით, რომ მთელი თბილისი მას თავს უკრავს, როდესაც გიმნაზიაში მიდის. დედა ლოთობდა, უფროსი ქალიშვილი? რითი ცხოვრობდენ ნეტავი; ხომ არ შეეძლოთ ერთი გაქირავებული ოთახით ცხოვრება თბილისში მთელ ოჯახს? „Почетные потомственные граждане“ რაჭველი მეთორნე.
24. მალე სიმონიშვილის მამული. მივარდნილი სოფელი. ხევი. ხევს გადაღმა სემინარია. ახლო კუს ტბა. მთიდან სულ ტრიალი მინდორი, რომელზედაც ჭიდაობდენ. შანშიაშვილები. შანშიაშვილი მალე გამორიცხეს გიმნაზიიდან ისე, როგორც მჭედლიშვილი.
25. „თქვენ ხომ გალაკტიონ ტაბიძე არა ხართ, სწრაფად და კარგად მოასწროთ თხზულების დაწერა?“
26. ქუჩუ ქავთარაძის თვითმკვლელობა, ჩემი ლექსი, ქუჩუს დასაფლავება, მამა ქუჩუსი.
27. ორი სემინარიელი ერთმანეთს გადაეკიდნენ: სიკო ბადურაშვილი (კიკნა ფშაველა) და ერთი მეგრელი. ორივე ფსიხოპატი. ბერულაშვილი, მეგრელი, მოკვლას უპირებდა ბადურაშვილს. მე გადავარჩინე.
28. აგურხანები - მიტოვებული სამუშაოები. იქით სასაფლაო.
29. რეაქცია ეხლა უკვე ძალიან მომაგრებულია. სემინარია უკვე აღარ წარმოადგენს იმ სემინარიას, რომელიც წინად იყო. უფრო ძლიერდება ჯაშუშობა.
30. ბურთი (სილიკაშვილი).
31. მშვენიერი რუსის ქალი სიმონიშვილის მამულში.
32. „კავკაზის“ რედაქციაში ( ლექსი რო უნდა დაებეჭდათ და მე არასგზით არ დავანებე „აქ როდისმე მ. გორკი დაიბეჭდაო“. „მერე რა მანდედამ“-მეთქი).
33. უფრო ადრე ნაძალადევში რომ ვცხოვრობდი სანიკიძესა და ადეიშვილთან. იქ მუშები რომ იყრიდნენ თავს.. რა თავისუფლად ვგრძნობდი თავს მათთან. ანტისა. მიხაკო. გიორგი. ნოეს ოჯახობა. ნოე უზარმაზარი (მისი შვილები?). რკინის გზის ისტორიები: იპოლიტე?
34. ხიდი ნაძალადევსა და სადგურის მოედანს შორის. ფანტასტიური.
35. ვიღაცა „ნათესავი“ მახარაძე - ღმერთმა შეარცხვინა!
36. მინდორი ტრამვაის სამმართველოს წინ. უკანასკნელი ორი შაური საზამთროში. რა უგემური საზამთრო იყო.
37. ადრე: ბაღი პლეხანოვის პროსპეკტზე. ეხლაც არის.. მწარე მოგონება. ორი მოსიყვარულე.. შიში პრესისა.
38. ი. იმედაშვილი.. რ...
39. პირველი წერილი ვრუბელზე. ი. გრიშაშვილი (კლიშე). იგი პირველად გუნიას ჰყავდა ბიჭად, ეხლა იმედაშვილს ემსახურებოდა და თავგადაკვლით მუშაობდა „ბარაშკა-ჯანზე“. მ. გაჩეჩილაძესთან.
40. იმ წელს საინტერესო კამათი მოხდა ვ. ფშაველასა და ფირცხალავას შორის.
41. ალმანახები უკვე აღარ გამოდიან ისეთნაირი ინტენსივობით.
42. კომეტა „გალეჲა“ (ღამისთევა).
43. ქალაქის თავის დასაფლავება.
44. შეხვედრა ანტონ ფურცელაძესთან.
45. შეხვედრა ივანე გომართელთან.
46. ლექსი გაზეთ „ერი“-სათვის. რედაკტორი „მუხრან-ბატონის სახლში“ (სასტუმრო იყო).
47. წიგნების კითხვა თავდადებით. სამკითხველოში (ზუბალოვები).
48. რაჭველების სასადილოში იმ ადგილას, სადაც რუსთაველის ძეგლია.
49. „როგორ, თქვენ აქ „საპიორები“-ს ქუჩა ხომ არ გგონიათ, გოლოვინსკია“.
50. წყნეთის ქუჩის თავისებურება...
51. რედაქციაში ლუარსაბ ბოცვაძესთან.
52. გადასვლა ვერის ბაღებში (შემთხვევა).
53. დედის წერილები.
54. „მურახოვსკი“.
55. „ცხოვრება და შემოქმედებიდან“. „1909 წ. - გალაკტიონს თანამშრომლად იწვევს პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი „ფასკუნჯი“, სადაც აგრეთვე თანამშრომლობენ კორიფეები: აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და სხვ. აქ გალაკტიონი ენერგიულად მუშაობს; „ფასკუნჯი“-ს თითქმის ყველა ნომერში იბეჭდება მისი ლექსები“.
56. კონსპირატიული შეკრება ვაკეზე გ. ქუჩიშვილის ბინაში. მე წავიკითხე რომელიღაც პოემა.
57. პარიკმახერი - ლევანა.
58. რა ტიპი იყო მურახოვსკი? განზოგადოებული... პროვოკატორი, ჯერ ისევ სტალინის დროს. მე როგორ დამინდობდა? (სემინარიის მთავრობის წევრებს მტკიცე კავშირი ჰქონდათ ერთმანეთს შორის).
59. დაკითხვა სემინარიაში ლექსის „სქელი ღრუბელის“ გამო. ლექსი გადათარგმნილი იყო პროზით რუსულად.
60. სემინარიელების მატერიალური მდგომარეობა.
61. მატერიალური მდგომარეობა ბერებისა.

1910 წ.
1. რეაქცია უფრო და უფრო მწვავდება.
2. სემინარიის მთავრობა უსასტიკესი ხდება: 1. იგი სდევნის ქართულ ენას, სთვლის რა მას ძაღლის ენად. 2. იგი ებრძვის პროგრესიულად განწყობილ მოსწავლეებს. 3. ებრძვის რევოლიუციონურად განწყობილ ახალგაზრდობას. 4. კავშირი აქვს ეგზარხოსთან და მის საშუალებით სინოდთან. აგრეთვე შავ რაზმთან...
3. დაკითხვა „შუქის“ გამო.
4. დაკითხვა „ფასკუნჯის“ გამო...
5. დაკითხვა კონსპირატიული კრების გამო.
6. დევნა კვალ-და-კვალ...
7. „ცხოვრება და შემოქმედებაში“ სწერია: „1910 წ. რეაქციის გამწვავებულ ხანაში, სემინარიის მთავრობასთან კონფლიკტის გამო, გალაკტიონი თავს ანებებს სემინარიას, დროებით მიდის მასწავლებლად. ხდება აკტიური თანამშრომელი ჟურნალ „განათლების“.. აქ იბეჭდება მთელი რიგი ლექსების. მათ შორის „მესაფლავე“, „ფერფლი გრძნობათა“ - და სხვ.
შენიშნვა: 1910-დან 1914-მდე ცნობები ბევრია, მაგრამ დაზუსტებული არ არის ქრონოლოგიური წესით. რომ ცნობათა არევ-დარევა არ მოხდეს - საჭიროა ზედმიწევნით გადათვალიერება მაშინდელ ჟურნალ-გაზეთების.
8. მკითხველის პრობლემა. დონე მაშინდელი მკითხველების. განათლება. „შენ განაგრძე - ნუ გეშინია“ (ყურით უნდა იქნას ამოთრეული მაშინდელი მკითხველი. როგორი იყო მისი სახე? „Мотылек“?), მაგრამ სემინარიაში არ იყო გავრცელებული სიმბოლიზმი. იქ მეფობდა ლერმონტოვი (პესსიმიზმი?). არ იყო მხოლოდ სიამაყე: ბაირონისტული, ლერმონტოვისებური, პუშკინისებური დრამატიზმი...

1911 წ.
1. „ცხოვრებასა და შემოქმედებაში“ სწერია: 1911 წ. გალაკტიონი თავს ანებებს მასწავლებლობას, შკოლების უფროს ჟორდანიასთან უთანხმოების გამო, უფრო აკტიურად ებმება მწერლობაში. ერთ-ერთ ქართულ ჟურნალში იბეჭდება გალაკტიონის „მე და ღამე“, „ქალი და ხელოვნება“ და სხვ.
2. ფარცხნალის პერიოდი: გამძაფრებული მუშაობა ლიტერატურული დონის ამაღლებისათვის.

1912 წ.
დიდი პოემა „მწყემსი“ - გაზ. „თემში“ (მე მგონია... თუ ეს 1911-ში იყო?).
ვარ ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ მუდმივი თანამშრომელი.

დიდ გალაკტიონს ნინოსაგან.