შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-135 - 1940 წელი


საგურამო. 1940.
9 აგვისტოს - დამიბრუნეს ორდენი. ჩაბარება მოხდა ცენტ. კომიტეტის მდივ¬ნის კანდიდ ჩარკვიანის მიერ - მეორე მდივნის ი. თავაძის და მწერლების - ირ. აბაშიძის და ა. მაშაშვილის თანდასწრებით. ორდენის დაბრუნებამ მწე¬რალ¬თა კავშირში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გუშინ, 10 აგვისტოს ვბრუნ¬დე¬ბით საგურამოში, ვუცდით ავტობუსს - 3 საათიდან 5 საათამდე. ამბავი იწ¬ყება - მაშასადამე, დღის სამი საათი¬დან ხუთ საათამდე - ვერის ხიდთან, სა¬დაც ტრანსკავშირის კანტორაა, ჩვენთან ერ¬თად ავტობუსს უცდის ბევრი; მათ შორის ჩვენი ყურადღება მიიქცია საზაფხულო ტილოს ტანისამოსიანმა [მო¬ხუც.] ხანში შესულმა კაცმა. იგი გულახდილი, მხიარული, შუა¬ტანის კაცია. თან აქვს ერთი ჩანთა. ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუ რა აქვს იმ ჩან¬თაში, ეს კი ცხადია, რომ იმ ერთი ჩანთის მეტი - სხვა ბარგი არა აქვს რა. რო¬დე¬საც წინ¬დების გამყიდველმა გამოიარა - ის შეევაჭრა წინდებს: - ხუთი მანეთი ჰღირ¬სო, - იყო პასუხი. „სამ მანეთს გაძლევ - მეტს გროშსაც არაო“, - სთქვა ხან¬ში შესულმა კაცმა. ამოიღო ქაღალდის ფული და მისცა. გამყიდველი და¬აკ¬ვირდა - ქაღალდის ფული ხუთმანეთიანი იყო. ხანში შესულმა კაცმა გა¬ი¬ცი¬ნა. „მეცოდები და იმიტომ გაძლევ ხუთს მანეთსო, თორემ ასეთი წინდები ყველ¬გან ორ მანეთად იყიდებაო“, - სთქვა მან და ეს წინდები უშვა ჩანთაში. ეს ლურჯი ჩანთა - იქცევს ჩემს ყურადღებას. გამოველაპარაკეთ.
- მივდივარ ახატანში, - სთქვა მან.
- შორსაა ახატანი? - ვეკითხებით.
- არა, შორს არაა. გალავანიდან ფეხით ორი საათის სასიარულოა.
- ფეხით?
- ფეხით, ავტო იქამდე არ ადის. გზა არ ვარგა. გზა არა აქვს, თორემ ისე ნა¬ხა¬ტანი...
- რა არის, ორი საათის სასიარულო გზა... რისთვის ვერ მოახერხეთ...
- არ არის ინიციატივა.. აი, თქვენისთანა კაცმა რომ ითავოს (მიმითითა ლე¬ნი¬ნის ორდენზე).
ოლგა იურევნამ უპასუხა:
- ეს მწერალი გახლავთ - გალაკტიონ ტაბიძე.
- ოო, - სახე გაუბრწყინდა მოხუცს, - ნაწერებით ვიცნობთ - და ახლა სა¬ხითაც გავიცანი. დიდად სასიამოვნოა. ჩემს შესახებ სანდრო შანშიაშვილი გი¬ამბობთ - ბევრი კარგი დრო ერთად გვიტარებია (დიდ იმედებს ვამ¬ყა¬რებ¬დით მასზე, მაგრამ ვერ გაამართლა). დიდათ, დიდათ სასიამოვნოა. ჩემი გვარი - რატიშვილია. ვმსა¬ხურობ ტფილისში. ზაფხულობით ვცხოვრობ ნახატანში. იქ ადგილ-მამული არა მაქვს: ჩამომართვეს როგორც თავადს, მაგრამ სახლი და კარმიდამო - დამიტოვეს. მეც მეტი არა მინდა-რა. კარგი ადგილია ნა¬ხა¬ტა¬ნი. მშვენიერი ჰაერი, ტყეები, წყა¬როები, ყველაფერია. ერთი რამ გვიშლის ხელს - უგზოობა. ამოდით როგორმე ჩვენ¬თან ექსკურსიით. დაათვალიერეთ ნა¬ხატანი.
- უსათუოდ გეწვევით, - ვუთხარით მე და ოლგა იურიევნამ; ძალიან დაგ¬ვა¬ინ¬ტერესა ნახატანმა.
- ნახატანში, - ეკითხება ოლგა იურიევნა, - ქართლელები ცხოვრობენ, არა? ქართლია?
- რა მოგახსენოთ, - დაფიქრდა მოხუცი, - გადმოსახლებული ხალხია. ფშავ¬¬ლები, ხევსურები. პირადათ მე მუხრანიდან ვარ. ნახატანში ჩემი ცოლის მა¬მულებია - მეც, რაკი მუხრანში ეხლა არა მაქვს-რა - ნახატანში ვარ (აქ მო¬ხუცმა ჩანთა ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადასდო). კარგი ადგილია ნა¬ხატანი, იშვიათი ადგი¬ლია. საგურამოს ათასწილად სჯობია. ხშირად დავ¬დი¬ო¬დი ილიასთან საგურამოში, როცა მისი დღეობები იყო.
- როგორი გარეგნობის იყო ილია?
- თქვენზე ცოტა დაბალი იყო. მაგრამ ძალიან ჩასხმული, მხარბეჭიანი კა¬ცი, ნამდვილი რუსის „იამშჩიკი“ იყო.
- რას ერჩოდენ, რაზედ მოჰკლეს?
- ისევე მისმა აღზრდილებმა მოჰკლეს. ერთი მკვლელთაგანი წი¬წა¬მუ¬რე¬ლი იყო, მეორე საგურამოელი, მესამე - ინაშვილი - ახატანელი. ძალიან არე¬უ¬ლი დრო იყო. აქაო-და მემამულეაო... მემამულე! ტოლსტოი, პუშკინი სულ მე¬მამულეები იყვენ, მაგრამ ამის გამო არავის მოუკლავსთ. ზოგი კიდევ გა¬ი¬ძა¬ხოდა - Лес рубят, щепки летят... ეჰ, ძველი ამბავია. კარგი კაცი იყო ილია. სა¬გურამოც კარგია - მაგრამ ნახატანი სჯობნის. იქ არის მშვენიერი სახლი ტუ¬სიშვილის - საუცხოვო ბაღით - ხუთოთახიანი სახლი. იმ ორგანიზაციას, რო¬მელსაც საგურამო ეკუთვნის, უნდოდა ტუსიშვილის სახლის ყიდვა, მაგრამ ძა¬ლიან ეძვირათ, ორმოცათასს აფასებს.
ამ დროს ჩვენი ავტობუსიც გამოჩნდა. მოხუცმა ხელი დაავლო თავის ჩან¬თას, თან ჩაილაპარაკა:
- აჰ, ეს ჩანთა. ცხრაას ხუთში - გადამასახლეს. როდესაც გამამგზავრეს - ეს ჩანთა, ეს ერთადერთი ჩანთა - მქონდა თანა.. ჩამოვბრუნდი გადა¬სახ¬ლე¬ბიდან - ჩანთაც თან ჩამომყვა, და დავდივართ ასე - მე და ჩემი ჩანთა.
ამნაირად გამოირკვა ლურჯი ჩანთის პრობლემა.
და დაგვებადა - მეორე: ნახატანის პრობლემა. მშვენიერი ად¬გილ¬მდე¬ბა¬რე¬ობის ნახატანისა.
გადავწყვიტეთ - ნახატანის დაზვერვა - მომავალში.
როდესაც საგურამოში მივედით და ჩვენ ავტოდან გადმოვედით, მო¬ხუც¬მა სახე-მხიარულად გააქნია თავისი ჩანთა და დაგვიძახა:
- До скорого свидания. Или я приеду в Сагурамо. До скорого свидания! გვეწ¬ვიეთ - ნახეთ ნახატანი!

*
До срока постаревшим, сумрачным и наивным и легковерным, главное, скор¬бным вижу я его, в армянском его костюме, на цветущей дороге, у де¬ре¬вен¬ской околицы. Дети смеются над ним, и прохожие пожимают плечами. Он носит каф¬тан и черный халат с поясом. На его голове, круглой и сильной, персидский кол¬пак, подбитый мехом и заостренный головной убор дервиша еще более давит на грустный лоб под черными волосами, кое-где с серебрянной бахромой. Он от¬верг парик и пудру. Он чудной и боязливый, бука и кроткий. Вижу его смуглый цвет лица, полное и рябое лицо, кожу, выдубленную путешествиями пешком, и сож¬женную ночами под звездным небом. И эти большие черные глаза, полные ог¬ня сверкают осторожно, в боиницах орбит, столь живые, столь жгучие, всегда под¬вижные, всегда неспокойные, как какого-то зверя, накрытого в берлоге, и ко¬торые могли бы быть столь веселы. От него слегка несет мочой, зондами и пред¬стательной железой. У него горький запах бедняка и аптекаря. Он приятно от¬дает мазью Фата Ком и стеблем вишни. У него простонародные руки, широкие и загорелые. Никакого изящества; Масса непринужденностей, когда он один, и вне¬запная замкнутость как только к нему приблизишься. Он немного - коротышка. С широкой спиной ходит запутанным и неустанным шагом. Приходит, уходит, де¬ловитый и тяжелый, нервный и медленный. Затем остановится, потеряется в глу¬боком размышлении, очнувшись от него скачком, весь в ужасе, бросая во все сто¬роны скорбные и быстрые взгляды. У него сильный, светлый голос, из тех, ко¬торые поддаются, никогда не будучи старыми, безмерной страсти бездолия, и ни в одной женщине нет больше детскости, чем у него, в его всхлипываниях. Он плачет ручьями и без удержу. Он здорово пьет слезы. Он дает и жечь, до того, что соль обметает ему губы, доводя его до гримасы.