შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-133 - 1940 წელი


მაშინ. ვინ.

1. Грузия моя родная.
2. [Радости испил до дна я].
3. Радость всю испил до дна я.
4. Зная, что страна цветет.
5. [Все идет вперед, вперед].
6. .........................................
7. Марш вперед, вперед, вперед!
Ведет.

*
გენაცვალე, მითხარ, ვინ?
მაშ, იარე, წინ, წინ, წინ!

Генацвалэ, все цветет,
Марш вперед, вперед, вперед!

*
ის ძველის ძველი
კოლხიდის ველი,
ის ძველი ფაცხა.

*
შინ. ვინ.
იყოს მრავალჟამიერ,
კიდევ მრავალჟამიერ!
წინ! წინ! წინ!

*
განზე იდგეს? მაშინ, ვინ?
მაშ, იარე წინ, წინ, წინ!

*
 [ჩემო კარგო მთა და მდელოვ,]
ჩემო კარგო საქართველოვ!

მშვენიერო საქართველო,
ჰყვავის შენი მთა და მდელო!
არ ხარ, რაც იყავ უწინ -
[მხარე მიდის [წინ,] სულ, სულ წინ!]
მაშ, იარე წინ, წინ, წინ!

*
მზე აშუქებს ყოველ ალაგს,
ლამაზ სოფელს, ლამაზ ქალაქს.

*
მშობლიურო
ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ
სახელს ვფიცავ - რომ -
რომ დაგიცავ, გარედ, შინ,
[მაშ, იარე წინ, წინ, წინ!]
რომ იარო წინ, წინ, წინ!

*
დარიდა დადა,
დარიდა დადა.
დარიდა დადა.
დარიდადა და... დაარარა რა.
დარიდარი
დარარა.
დარიდარი
დარარა!
დარი - დარი - დარარა,
დარი დარი დაარარა.
დარი დარი დარარა.
დარი დარი დარარა.

*
ფეხზედა დგას
მთელი ერი:
ახლო არ მოვიდეს მტერი.
არ შევუშვათ მტერი შინ,
მაშ, იარე წინ, წინ, წინ!

*
[რად არ მეხმაურები.
რად არ...
რად არ მომეცი...
რისთვის არ მიპასუხე!]

რისთვის არ მიპასუხე -
[რისვის მომიკალ გული?]
რად დამიჩარე გული.

*
[მშვენიერო
საქართველო,
ჰყვავის შენი
მთა და მდელო.]

მზე აშუქებს
ყოველ ალაგს:
ლამაზ სოფელს,
ლამაზ ქალაქს. არა,
არ ხარ - რაც იყავ უწინ,
მაშ, იარე წინ, წინ, წინ!

*
მშობლიურო
მთა და ველო,
მშვენიერო [საქართ.]
საქართველო!
არ ხარ - რაც იყავ უწინ...
მაშ, იარე სულ წინ წინ!

*
მეომარი სად წავიდა?
დაუძახეთ, სად წავიდა.

*
სიკვდილის წინ,
თუ შევძელი,
ერთად ერთი
სიტყვის მთქმელი -
„სამშობლო“-ს [და] სხვას არაფერს...
შენ იარე წინ, წინ, წინ!

*
სიკვდილის წინ,
[კვდომის დროს]
საამსოფლოს -
ვიტყვი სიტყვას
ერთს: სამშობლო!
სულსაც დავლევ [მტრების წინ] მე მაშინ,
შენ [კი] იარე, წინ, წინ, წინ!

*
მივალთ წინ გულ-
მხურვალენი.
წინ მიგვიძღვის
მზე - სტალინი.
გაუმარჯოს [ჩვენს] დიდს სტალინს!
მაშ, იარე წინ, წინ, წინ!

*
1940
1. იყო გ. ზაზიაშვილი თავისი მეგ.
2. გადავიღეთ ფოტო-სურათი.
3. მხატვარი ხუციშვილი???
4. წიგნი (III ტომი) გაჩერებულია.
5. ვიტრინებზე არაა ჩემი „აკაკი“.
6. ვიტრ. არაა უნივერსიტ. წიგნი.
7. ფედერაცია მიკლებს გონორარს.
8. მნათობი მიკლებს ჰონორარს.
9. მნათობი (5-6) ჯერ კიდევ არაა.
10. გამქურდეს: წაიღეს 30.000 მან.
11. აკაკის საღამოზე არ გამომიშვეს.
12. ვიღაცამ მომწამლა ლუდის სმის დროს.
13. ავადმყოფობა დასრულდა სისუსტით.
14. ო. ი. ავადაა. მოიწამლა თევზით.
15. სოფია აპალონოვნა ავადაა.
16. ტატიანა მეიერმა მიიღო პირველი პრემია.
17. ვალოდია მეიერმა მიიღო „Почета“.
18. აგარაკზე წასვლის საქმე კრიტიკ.
19. მომცეს! ოთახი საგურამოში.
20. შალვა აფხაიძე მატყვილებს.
21. ირაკლი აბაშიძეც მატყვილებს.
22. მილიციამ ვერ აღმოაჩინა ნივთები.
23. შევიკერე ახალი კოსტიუმი.
24. ბოგდანოვსკი ექსპროპრიაციას მიწევს.
25. გადავიღეთ ფოტო ლენინის ქუჩაზე.
26. საბლიტგამში მალე გამოვა წიგნი.
27. ნიანგში მოთავსებულია თოიძის კარიკ.
28. დავიწყე მუშაობა - 20 წელზე.
29. დავიწყე მუშაობა პიესაზე.
30. კატო მიქელაძეს უკვირს ჩემი უმოქმ.
31. ლეო ქიაჩელი სწუხს: ცუდათაა საქმე.
32. გადამირიცხეს ჰონორარი „ფედერ.“
33. ჩამოვიდა დარიკო ახვლედიანი.
34. დავინახე ლიდია მეგრელიძე.
35. კატო გრ-ზე „სამშობლო ვინ მომაშავა“.
36. მწერალთა კავშირში: აბაშელის ლექსი.
37. აღმოვაჩინე 100 ლექსი პოეტების.
38. აღმოვაჩინე პოემა ლ-სი.

*
1. განვაგრძობ ახალ წიგნზე მუშაობას.
2. განვაგრძობ პიესაზე მუშაობას.
3. განვაგრძობ თავდაცვას.

*
ხვალ:
1. ლიტერატურული საქართველო. გამოვიდა ქრონიკით ჩემი წიგნის შეს.
2. მნათობი... ბეჭდვა შეჩერებულია უქაღალდ.
3. წიგნები ფედერაციიდან.
4. ჰონორარი „კომუნისტიდან“. აღებულია 12. VII.
5. ჰონორარი „პიონერიდან“. აღებულია 12. VII.
6. ბარნოვთან პალტოსათვის.
7. ბინის ქირის გადახდა. გადახდილია.
8. კბილის ექიმთან. ვიყავით.
9. წიგნის საკითხის დასმა.
10. რას ნიშნავს: „Масса срочных дел“.
11. რად არაა ვიტრინებზე „აკაკი“. აქა-იქ არის.
12. რად არაა უნივერსიტ. წიგნი? არის.
13. საგურამოს საკითხი. მგონი, იხსნება.
15. კავშირი მწერლებთან.
16. კავშირი კრიტიკოსებთან.
17. სია, ვისაც წიგნები უნდა.
18. კავშირი მხატვრებთან.
19. კავშირი მსახიობებთან.
20. ქრონიკა.
21. ნიადაგი მომავალი წიგნისათვის.
22. ბრძოლა აღდგენისათვის.

*
9 ივნისი. 1940.
1. როგორც გადმომცეს, შეყვანილი ვარ ლერმონტოვის საიუბილეო კო¬მიტეტში.
2. „მნათობის“ ბეჭდვა შეჩერებულია უქაღალდობის გამო. ჩემი დაბეჭდ.
3. აკადემიის ფილიალიდან სახლშიც და მწერალთა კავშირშიაც რეკავდენ: კო¬ჯორის შოსეზე ვიღაცა შოფერს გადმოუსვამს ახალგაზრდა ქალი, რო¬მელსაც განუცხადებია, რომ იგი სახალხო პოეტის გ. ტაბიძის ბინაში იზ¬რდება (ალბად, იმის გამო, რომ მეტი ყურადღება მიექციათ) და ჩამოიყვანეს ბე¬ბიასთან, კამოს ქუჩაზე. ნეტა ვინ არის?
4. ილო მოსაშვილი განთავისუფლებულია ლიტფონდიდან. ასე და ამ¬გვარად. თან წამოცდენია სიტყვა თარსი... საქმე ჭადრაკულად აქვს.
5. „ლიტ. საქართველო“ გამოვიდა. არის ქრონიკა ჩემს შესახებ (აკაკი). პირ¬ველად წამოსცდათ სიტყვა „სახალხო პოეტი“.
6. დარიკო ახვლედიანი ძლიერ სუსტადაა. ვნახე მწერალთა კავშირში. ამ დღე¬ებში ჩამოვიდა ქობულეთიდან და ხვალ ისევ მიდის. მითხრა: - მე მალე მოვ¬კვდები და შენ ისეთი ხარ, ჩემს დასაფლავებაზეც კი არ მოხვალო.
ლიდიაც ჩამოსულა.
7. ყველა მეუბნება, რომ ფედერაციას არ აქვს უფლება, ასე მომექცეს. არ¬სებობს კანონი. ასევე მეუბნებიან „მნათობის“ შესახებაც.
8. ო. ი. კარგად არის.
9. მწერალთა კავშირში რაღაც სასიამოვნო განწყობილებაა... თუ მეჩ¬ვენება?
10. საღამოთი ვნახე კინოსურათი „დიდი ვალსი“ იოჰან შტრაუსის ცხოვ¬რებიდან. დაუვიწყარი სურათია.
11. მარჯვენა მხრით სჩანდა ახალი მთვარე. ო. ი. ამბობს, ეს კარგი ნი¬შანიაო. მთელი დღე შინაარსიანი იყო და კარგი.

ხვალ:
ჰონორარი კომუნისტიდან.
ჰონორარი „პიონერი“-დან.
ბარნოვთან პალტოსათვის.
ბინის ქირის გადახდა.

*
9. VII-40.
1. მივიღე ჩემი წიგნი მოსკოვში გამოც.
2. ვიყავი ირ. აბაშიძესთან გამოძახებული. კანდიდს უკითხავს ირაკ¬ლისათვის: რო¬გორია შენი და გალაკტიონის დამოკიდებულებაო. მას უპა¬სუხნია: მშვე¬ნიერიო. შემ¬დეგ ირაკლიმ: ხომ არაფერზე ხარ ნაწყენი აკაკი წე¬რეთლის დღე¬ების გამოო.  მე ავუხსენი, რომ ვარ... ის ყველაფერს აბ¬რალებდა სხვებს: ინ¬ტრიგანები არიანო და სხვ. სცხებდა მაშაშვილს. იქვე იყო რადიანი. შემდეგ ეული. ლისაშვილი. ხომ არ მიემგზავრებით ამ ზაფხულს სად¬მე. და სხვ. სჩანს, სტა¬ლინისადმი გაგ¬ზავნილმა წერილმა ააწრიალა. შე¬ვამჩნიე, რომ 20 წლის¬თავისათვის [და¬წერილი] დაწყებული ჩემი საქმე არ ესი¬ამოვნა. რა გა¬ეწ¬ყობა: მე რა უნდა ვქნა?
3. იასამანი - მდივანია ფრანკოს საიუბილეო კომიტეტის.
4. „მნათობი“-სათვის ქაღალდს როსტოვიდან ელიანო - მითხრა ბე¬ლი¬-აშ¬ვილმა.
5. „ფედერაცია“-ში მთავარმა ბუღალტერმა მითხრა, რომ თქვენთან სა¬-ბოლოო ანგარიში გასწორებული გვაქვსო. მაშასადამე, საქმე სასამართლომ უნ¬და გადასწყვიტოს.
6. ეულმა გააჭივრა საქმე თავისი „ნიანგით“ და მე და აკაკით: როდის გამოვა მა¬ინც!
7. რადიანი რაღაცას ყბა-აქცევით ლაპარაკობს - ლირიკული ლექსების წიგ¬ნი გამოციო.


11. VII. 40.
1. გაზ. კომუნისტში მოთავსებულია წერილი „მწერლები საქ. გასაბჭოების ოცის წლის თავისთვის“. პირველად ჩემს შესახებ სწერია: რესპუბლიკის სახ. პო¬ეტი გ. ტაბიძე ამზადებს ლექსებს...
2. დავურეკე კიკნაძეს: იგი ისევე უჩივის უქაღალდობას. „როგორც კი შე¬საძლებლობა“...
3. დავურეკე საბლიტგამს: წიგნი დაბეჭდილია, იკინძება, სურათი აქვს, ერთ კვირაში გამოვაო.
4. ო. ი. შეიძინა ახალი პალტო. დღეს მისი ახალი პალ. დღეობაა.
5. შეძენილია სია მწერალთა კავშირის წევრების. სულ 129 წევრია და 10 კან¬დიდ.
6. იდეა: გამოფენა რუსული გამოცემების. შედგ. პროექტი.

*
13. VII. 40.
1. ერასტი ტოროტაძე - ამბობს, რომ წიგნის ბეჭდვას ერთ თვეში და¬-ვიწყებთ, მხოლოდ თანახმა არა ვარო მასალის ამგვარად დალაგებისო: ერ¬თი გვერდიდან მეორეზე ოთხი სტრიქონიაო გადატანილი. საქმეშია ერთი!
2. ბუკინისტმა მომიტანა ჩემი წიგნის პირველი გამოცემა (1914 წ.). წიგნი მშვე¬ნიერადაა შენახული.
3. საგურამოში გადაწყდა 15-ს წასვლა.
4. გადავიხადე ბინის ქირა ნახევარი წლისა.
5. დავსწერე ლექსი - საგურამოზე.
6. ბევრს ვფიქრობდი გამოფენაზე. ეს სულ ადვილი მოსახერხებელი საქ¬მეა.

*
16. VII. 40.
1. „საბჭოთა აფხაზეთმა“, „კომუნისტმა“, „პიონერმა“ გადამიხადეს ჰო¬ნორარი.
2. გუშინწინ გარდაიცვალა ეთიმ გურჯი - არამიანცის საავადმყოფოში. ხვალ მარხავენ.

*
[Путь Народного поэта].

XLVIII - (2).
XLIV - (წიგნების კითხვა).
XXXVII - (სათვალეებიო). გვ. სამელნე.

1940