შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-140 - 1940 წელი


3-06-34. რადიანი.
ქსენიევის ქ. II. ბინა II. II სართ. შესავალი პადიეზდიდან. ადეიშვილი ნინა.
 
* * *
თუნდაც მშიერი პოეზია,
თუნდაც ტიტველი,
მუდამ იმარჯვებს, თუ ის არის
მოუსყიდველი.
მაგრამ N...-ის პოეზია[ს]
[სთქვით, რომ]
მდიდრად დიდგული -
მაინც იმარჯვებს, [როგორც] თუმც ყალბია
და მოსყიდული!
 
*
[ძმაო, რა არის
თუ არ იცი]
ცხოვრება არ ღირს,
თუ არ იცინე -
დალიე და სახლში წადი,
გამოიძინე.

ირაკლი.
ყანყალი.

*
Мне высшие права природа уделила.
Предам ли на позор высокий дар богов -
Продажна ли певца святая сила?
Чем трогает сердца восторженный певец?
Скажите...

*
მე არ ვცდილობ ლექსთაწყობის კანონების აღმოჩენას. ჩემი მუშაობა სავ¬სებით შემოქმედების სფეროს ეხება. როგორც პოეტი და მოქალაქე, მე შეძ¬ლებისდაგვარად ვემსახურები ხალხსა და რევოლიუციას.
 
*
პლეხანოვის ქ. №10. მარო ჯანელიძე.
კრილოვის ქ. №2. მიხეილ ჯანგიძე.

*
[ამ სუსტსა და...]
ამ ნაწარმოებს დაწერილს 33 საათის განმავლობაში დიდი ბოდიშის მოხ¬დით - უძღვნი ჩვენს ახალგაზრდა მწერლებს - ავტორი.
 
*
წაკითხული უნდა იქნას:
1. ჩემი თავგადასავალი.
 
[1. აკაკი და სტუდენტი.]
1. ახალგაზრდა აკაკი (კვალი. 1893 წ.).
2. მინდვრად ეგდო თეთრი ქვა.
3. თავგანწირულის, ლომივით.
 
მოგონებანი
1. პირველი "უქიმერიონი".
2. მეორე ტფილისის სემინარია.
3. სადგური ხორაგაული.
4. სალიტ. საღამო ქუთაისში.
5. ყანწელების აზრი აკაკიზე.
6. თავადიშვილების აზრის გამოძახილია - აკაკი მესტვირე, აკაკი კარ¬ტი¬ოჟ¬ნიკი, აკაკი...
რა გააკეთა აკაკიმ თავისი დიდი ლირიკით.
 
*
მონოგრაფია დიმიტრი ბენაშვილისა. 160.

თოვლი.
გეტე. გ. ტ. Ж.

*
ლექსები, ღვინო
და ქალის ძუძუ:
[სამი] ჩემი საქმეა.
ხელს ვაწერ: ლ. ძ.

*
აკაკის პოეზია.
 
სად. შორაპანი.
ღვაკინთელმა აკაკი წერეთლის გასვენებაზე სთქვა:
„- არა, არ გტირი, მგოსანო, როგორც მკვდარიო - შენ არ გიტირო - ცოც¬ხალი ცოტა მყავს სატირალიო“.

„არა, არ გტირი, მგოსანო,
შენ არ ხარ, როგორც მკვდარიო.
შენ არ გიტირო, ცოცხალი -
ცოტა მყავს სატირალიო?“
 
არა არს მკვდარი ის კაცი.

3-66-00. ვ. ჯავახიშვილი. „ახ. კომ.“ რედ.

1940