შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-139 - 1940 წელი


- ლობიო დავთესე და კაკალი არ ამოსულაო.
- ლობიოზე კაკალი იყო.

1. ტუია.
2. მთაწმინდის მთვარიდან კრემლის ვარსკვლავამდე.
3. ეს ცხოვრება ღვინით სავსე ჭურჭელია.
                                    4. მწერვალზე მიდის
                                    ღრუბელი შვინდის.
                                    დაეჭვებულა
                                    ფიჭვი ბიჭვინთის.
5. ხელთ გიჭირავს ბაღის დანა.

*
1940 წ.
იასამანი.

შესავსებია:
მარიამ გარიყული, თედო სახოკია, ვასო გორგაძე, ს. ხიდისთაველი, კალე ბო¬ბოხიძე.
ელიკო.
 
- ბურჟუაძე.
- მთავრობაძე.
- პარტია-პურტია.
905-ის ეპიტეტები.

*
გათენდა, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა,
           დროშები ჩქ.
თავისუფლება სულს ისე მოსწყ.
ვით დ.
დიდება ხალხისთვის წამებულ რაინ.
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად,
          დროშები ჩქარა.
დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
[ვინც თავი გასწირა ვინც სისხლი დაღვარა]
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას.
გათენდა! შეერთდით,
შეერთდით, შეერთდით,
დროშები, დროშები, დროშები ჩქარა.

გ. ტაბიძის მთაწმინდის მთვარე.
72-26. Для Долидзе.
Извест.

*
კორეს.
„თქვენი წერილი ყურადღებას მიიქცევს და საქმეს ავნებს“. სჯობს ში¬ნა¬უ¬რუ¬ლად მოაწესრიგოთ საქმე.
                                                                                                                                                    ივერიის ფოსტა, 1902 წ.
 
*
 რა არის კარგი გოგებაშვილის გამოფენაზე?
1. ძლიერ გადიდებული წიგნები „დედა-ენა“ და „ბუნების კარი“.
2. ტრანსპარანტები ჩასმულია ჩარჩოში.
3. კოტე ქავთარაძის პორტრეტი.

ტუია
[ადგილიდან] მწერვალზე, სადაც ჰყვავის ტუია -
                                [ზღვაა] ცაა ცისფერი.
[ახლო] იქით კი ღამე. და სიყრუეა
                               მოპირისპირე.

[ნავზე კი ისევ მღერის მენავე]
ასე - ტუია და ცა უსივრცო
                               სულს ეხამება.
ასე - არასდროს - არ დაივიწყო
                               ეს შეღამება.

[ღამე სავს.]
ასე - სავსეა ღამის ფიალა
                               სიცოცხლის წინა.
ასე - ცხოვრებამ გაიშრიალა
                               და მიიძინა.

*
ბიბლიოთეკა. 200 მანეთი. 3-3 ცალი.
ვასილ ბარნოვი, დავით კლდიაშვილი, შიო მღვიმელი.

*
მთაწმინდის მთვარიდან - მთაწმინდის მთვარემდე.

* * *
მთაწმინდის მთვარიდან [კრემლის ვარსკვლავამდე] მოსკოვის მთვარემდე
            მანძილი შორია,
მაგრამ მათ აერთებს კვლავითი-კვლავამდე
            დიდი ისტორია.

* * *
ეზო-ეზო მივდიოდი,
მივადექი საჭურეს.

*
სახელგამი.
1. წიგნი. ცარაპკა. ჰონორარი.
2. საბლიტგამი. წიგნი. ჰონორარი.

* * *
ეს ცხოვრება არის სავსე,
ღვინით სავსე ჭურჭელი.
მე საჭურეს ვადექ თავზე -
ზარმაცი, გაურჯელი.

* * *
მწერვალზე მიდის ღრუბელი [ბინდის] შვინდის -
დაეჭვებულა ფიჭვი ბიჭვინთის -

მას არ ახარებს სევდა და იჭვი -
დადუმებულა ბიჭვინთის ფიჭვი.
 
* * *
შენ ვაზებში [დადის] დგეხარ ლაღი -
ხელთ გიჭირავს ბაღის დანა.
არ არსებობს ქვეყნად თაღი
ზეციური თაღისთანა.
 
ეს ცხოვრება არის სავსე -
ღვინით სავსეს აგავს ჭურჭელს.

*
ნუ გძინავს, [ნუ გძინავს,] ნუ გძინავს, ქალო! დღ.
გზა.

რა კავშირი აქვს ქეთო ჭირაქაძეს ფუტურისტებთან?
- ქეთო შეუჩნდა ჯერ შალვა დადიანს გასაბითურებლად, შემდგომ, რო¬დე¬საც აქ დამარცხდა, იერიში (ე. ი. პოლიტიკა რაღაცგვარი) ჩემზე მოიტანა!!!
მაინც, მართლა, რა კავშირი აქვს ამ ქალს ფუტურისტებთან?
 
უნდა ბოლო მიემატოს.
[Отделка.]
ირაკლისთან.

* * *
ერთნი მეტყვიან: იფხიზლე,
სხვანი ამბობენ: იძინე.
ორთავეს ყური...
იძინე, პოეტო, - იძინე.

* * *
თუ არსებობ - სადმე, ცაში.

თუ არსებობ
და კაცთ [რომ] ცაში ჰპატიჟებ,
ამასა გთხოვ,
ღმერთო: ნუ გამაგიჟებ!

*
სილვია.
Я болен. У меня грипп, температура 48 град. Вот и не могу [притти к вам. Я очень жалею] выйти из дома. Мне очень хотелось бы прочесть стихи Булата вмес¬те с вами сегодня, да вот видите, не могу. Этот проклятый грипп помешал. На¬верное через два-три дня мне будет лучше и я к вам непременно [буду] приду. А вот вы так сделайте:
- Булат завтра пойдет к Бебутову и напечатает стихотв. под фамилией Наль¬бан¬дян.

ფიჭვი ბიჭვინთის

მწერვალზე მიდის -
ღრუბელი შვინდის, -
დაეჭვებულა
ფიჭვი ბიჭვინთის.

[მწერვალზე მიდის]
იმ მწერვალისკენ
[ფიქრები] მივყევარ ბინდის[ს]
მხოლოდ და მხოლოდ
[მივყევარ] გულსა და სინდისს.

მწერვალზედა შლის
ცა ნისლის ფანტელს,
მივყევარ მხოლოდ
სიმართლის კანდელს!
 
დეე, მოვარდეს
გრიგალი,
აქ ვდგევართ მე და
ფიჭვი ბიჭვინთის.

*
[ოდეს]
როს ეშვება ფრთები ბინდის,
 
მე მივყევარ მხოლოდ სინდისს
[და სიმართლის ელვარებას].

*
 [ეშვება ფერი ბინდის,]
ზღვა შლის წვიმების ფანტელს,
მივყევარ მხოლოდ სინდისს,
მხოლოდ სიმართლის კანდელს.

* * *
[ღმერთო, მარიდე] გაგიშვებ.
ღმერთო, ნუ გამაგიჟებ!
 
* * *
გრიშაშვილის, აბაშელის, აფხაიძის, ჩიქოვანის ტაქტიკა ასეთია: მპარავენ რით¬¬მებს - თვალსა და ხელს შუა - თან მეომებიან: შენ ვინა ხარო!
მართალნი არიან. თუ თავის საქონელს ვერ უვლი კაცი, ვინ უნდა იყო მარ¬თლა?

შორი მანძილი.

15.472 р. 50 к. Пол. 13.000. См. 3472 50 к.
მკრებელი. მგზნებელი. ბელზებელი.
ლისაგორის 12. ექ. კაკუშაძე.

*
„დიაღ, ეს არის ჩემი საფიქრებელი: ან გავნათლდეთ და ან გავმრავლდეთ და თუ ორივე ერთად მოხერხდება, ის უკეთესი...“
                                                                                                                                                    ვაჟა-ფშაველა
                                                                                                                    ივერია, 1902 წელი, იანვრის თვე

1940