შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-130 - 1940 წელი


წარსულის მწუხარება
(დიდი წიგნიდან. გვ. 35)
რაც აძლევს მიწას [სიუხვეს] ზღვავებით, ნაყოფითა და ხვავებით,
ხვნა-თესვით, უერთგულესით და თესლის ამოყვავებით.

რა რიგად ვაზ[ის]თ [ნამყენი] უცხო ველი თვალს ხიბლავს, გულს აცხოველებს,
რა რიგად მოვლა-შენახვა უნდა შინაურ ცხოველებს.

ფუტკარს [ვით] რა უნდა [მოპყრობა] ჰაერის, მისსივე შრომის ნაირი -
აი, რა ამბებს, რა ლექსით იმღერის [ჩემი] გლეხის შაირი.
 
[უბრწყინვალესნო მნათობნო] იცის დღე, საწუთროება, რომელთ ჰგმეთ ამაოება,
[თქვენგნით] მისგნით დრო წელიწადისა, [აწ] რაც არის ოთხი დროება.

[უბრწყინვალესნო მნათობნო, შორენო მიუვალობით]
სტკბება ფრინველთა გალობით, მნათობთა მიუვალობით,
[ეს დედამიწა] იცის, ეს მიწა სავსეა, [თქვენი] სიუხვე, ყოველ წყალობით.
 
სულ წინად მუხის [რკო გვზრდიდა] რკოს ხრავდა, [ეხლა კი პურის თავთავი]
                                მოსწყინდა ყოფნა ულხინო,
წყალი შესცვალა ღვინომა და ასე გახდა პურღვინო.

[მცველნო მინდვრების, ნიმფებო] და მთვლელი წელიწადების, მწევ მიწის გულის ნადების,
[გვედრით, მომეცით შეწევნა, ფავნების და დრიადების.]
ღამეთა მრავალთ თენების, მხილველი განთიადების.

[რაც რომ თქვენ გამოიგონეთ, აწ იმისა ვარ მღერალი,
შენაც, რომელიც მიწამა სამთითით დანაჭერალმა.]

მიწამ დაბადა [მერანის] მთის ჯიხვის, ჯერარსმენილი ჭიხვინი,
[ნეპტუნი და არისტეი] გაუხედნავი მერანის, [კიის] კორდების გვირგვინი.

[სადაც] [სამასი უშობელია უუთეთრესი თოვლისა,]
თეთრთა უშობელთ გარდა, უთეთრესი თოვლის ბაღადა
ნოყიერ ველზე სეირნობს, სძოვს მსუქან ბალახს ლაღადა.

[პანო, ცხოვართა დარაჯო] ხოხობმა ხავსით ნაგები დასთმო სამშობლო ჯაგები?
[ლივიის] ირემმა ტყე და კორდები, [მენალი] სიზმრები ნაქანდაკები.

[მომეცი თუნდ შემწეობა ტეგეანინის ფრთხილისა]
[რაგვარ] [ვით] ხდება საღამო დილისად გლეხისა ზრუნვის ფრთხილისა,
[მინერვავ,] ბუნება, მომგონებელ[ო]ი ნაყოფის ზეთი[ს]ხილისა.

[შენც, ტრიპტოლემო! სიმბოლო-სახევ მშრომელთა გუთნების - ]
ვარდებით შეიფუთვნების მშვენიერი გზა გუთნების -
[ხილვანო, ვის კიპარისი] ველს კიპარისი რხეული წამწამად მიეკუთვნების.

[ღვთაებანო და ღმერთებო,] შრომაა - გლეხის ჩვენისა, მიზეზ[ნო]ი დღეთა დენისა,
მფარველ[ნო]ი მინდორველ[ისა]ების, ნაყოფის ამოდენისა.

მსაზრდოებელნ[ო]ი [მიწათა] სიმებით, მარადის გამოღიმებით -
უუნაზესი ცვარნამით, უუმდიდრესი წვიმებით.

[და შენც, როს მიხვალ ოლიმპთან, როგორც მნათობი დღე ისრის,
ისურვებ ქალაქთმთავრობას, შთამომავალო კეისრის.]

და მზრუნველობად [მიწისას] იგება [იკისრებ, შენი იქნება]
ნაყოფთა მქნელად, ამიდთა და დროთა მოწესრიგება.

[ან მირტის ფოთოლთ გვირგვინით, დამშვენებული დიდებით
იქნები ზღვათა მეუფე უშორეს ზვირთთა კიდებით.]

[და შენს ღმერთობას ერთადერთს] სადაც არ გაეშურები - გიცნობენ მეზღვაურები.
[დაგემონვიან] შორთა მხარეთა ერები, შორი ქვეყნების მდგმურები.

[წყალთა ყოველთა განგებას შენ ერთს მოგანდობს თემიდა -
ღმერთად გაგხდის რა, ზეცაში წაგიყვანს თქვენი თემიდან].

(გვ. 35).

*
რაც აძლევს მიწას [თვით უკვდავებით] ამოზღვავებით, მდიდარ სიუხვეს ნაყოფთ ხვავებით,
უერთგულესი ხვნითა და თესვით - და თესლის უხვად ამოყვავებით -

რარიგად ვაზის ნამყენი ველის, ხედვას ხიბლავს და გულს აცხოველებს -
რარიგად [უნდა] კარგი მოვლა-შენახვა, უნდა შინაურ ფრინველ-ცხოველებს.
 
ფუტკარს ვით უნდა შეუდგა მერხი, ნათესს ვით ასცდეს გვალვა და მეხი -
სად, როგორ, როდის და რანაირად - ყველაფერს კარგად გიამბობს გლეხი.

მან იცის დღე და საწუთროება, [სოფლის] მაგრამ არ სჯერა ამაოება -
ყოველ მიმავალ წელიწადისა შესწავლილი აქვს ოთხი დროება..

ის სტკბება ფრინველთ სტვენა-გალობით. სტკბება მნათობთა მიუვალობით,
იცის: სავსეა ეს დედამიწა ულევ სიუხვით, [უთვლელ] ყოველ წყალობით.

მხოლოდ მუხის რკოს ხრავდა სულ წინად, მაგრამ მოსწყინდა ყოფნა ულხინო;
წყალი შესცვალა წითელმა ღვინომ, და ამნაირად გაჩნდა პურ-ღვინო.


ამგვარად:
1. საჭირო არის 30.000 ახალი რითმა. ვინაიდან იქნება 60 ლექსი. 60 X 500 = 30.000.
2. საჭიროა ძირები - 60 მთლიანი - როდესაც ეს ძირები დაფუძნდებიან, მათზე მუშაობაც ადვილია.
3. ამისათვის ცალკე რვეული - დაახლოებით 150-200 გვერდიანი.
4. ჩამოწერილი რითმები უნდა იქნან სუფთად, გარკვევით.
5. რაც შეიძლება, გვერდი უნდა აეაროს - ახალ გამოგონებათა სიმრავლეს, ეს ღლის მკითხველს. რაც შეეხება გასაგებ სიახლეს - ეს აუცილებელია - და მკითხველისთვის სასიამოვნო.
6. სიტყვებისათვის - სიტყვარები, კალენდრები, ქართლის ცხოვრება, სახარება, მუსიკალური ტერმინოლოგიები, ენციკლოპედიები, ჟურნალები, გაზეთები, ე. ი. ყველაფერი. გრამმატიკა, ეტიმოლოგია - ძირებისათვის.
7. ხუთასი რითმისთვის თუ ერთი დღე იქნა საჭირო - მაშინ 30.000 რითმას სამოცი დღე მოუნდება. მონახული უნდა იქნას რაიმე ხერხი, რომ დღეში ათასი რითმა ჩაიწეროს, მაშინ საკმარისი იქნება ერთი თვე, ე. ი. იანვარი...
8. მთლიანი გარითმვისაგან - არასგზით არ უნდა გადვუხვიო. ეს ძნელია, მაგრამ დიდი სიახლეა.
9. საჭიროა კალენდარული გეგმა: ეს იქნება 5 თვის ჩემი მთავარი სამუშაო (კალენდარი. გეგმა).
10. გეგმა - განხორციელების დასაწყისი პირველი იანვარი, 1947 წ.
11. მაშასადამე: ერთ თვეში 30.000 რითმა! დღეში ათასი!
12. გამოყენებული უნდა იქნას ყველა წინანდელი გამოცდილებანი. ეს იქნება მტკიცე საძირკველი.

25/XII-46.

1
ჩვენ, რომელთაც ამის მეტად, ვერვინ გვნახავს უიმედოთ,
შეგვიძლია ჩვენ თუ არა, რომ მთლიანად პოეტს ვენდოთ?

ვის მიეცა, ვის წაერთო, პოეზიის ეზო-ერდო,
ძველთან ახალ ადამიანს აქვს თუ არა რამ საერთო?

შეიძლება სხვა ეოცა, იცავდა გლეხს იგი როცა?
სულ უბრალო გზით წავიდა, მიილოცა, მოილოცა.

ან შეეძლო მას თუ არა, დაეშვა, რომ მატყუარა
უნდა სულ მთლად განადგურდეს, დასჯერდება ის თუ არა.

შეიძლებდა იგი გლეხი, ქედით რომ მოიძრო კეხი,
მთლად მოესპო ის ბატონი დამჩაგვრელი და უკმეხი?

შეეძლო კი მას, წერეთელს, ძველთა დროთა განით მჭვრეტელს,
[რომ ხატავდა კლასის] შერყეულს და მოქანავეს, როს ხედავდა კლასის კედელს,

შეხვედროდა, როგორც ზეიმს, თავის კლასის ძირს დაცემას?
და თვითონვე ამ დაცემით მისცემოდა აღტაცებას?

შეეძლო თუ არა ძმურად, ეგრძნო ახალ დროთა ქურა.

*
1
შეიძლებდა იგი გლეხი, ქედით რომ მოიძრო კეხი,
დამჩაგვრელი და უკმეხი - მთლად მოესპო ის ბატონი.
ვის მიეცა, ვის წაერთო, პოეზიის ეზო-ერდო,
აქვს თუ არა რამ საერთო იმნაირი თანადობის?

2
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში.
არ სჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

* * *
მეორე წყობით ხუთასს სტრიქონს უნდა -
ოთხ სტრიქონს - ექვსი შინაგანი და ორი - დამატებითი.
ე. ი. 500 : 4 = 125 ტაეპი.
125 X 5 = 605 - ახალი რითმა + 125 (დამატ.) = 730.
(სამაგიეროდ, ლექსი იჟღერებს, როგორც მართლა ჩანგი!).
605 X 60 = 36.300 ახ. რ.
125 X 60 = 7500 ახ. რ.
 

რტოებში [ავობს] ჩნდება ბებერი ქარი, ფიფქში ბანაობს ყვავილთა ჯარი,
ტყდება, [ნანაობს] ილევა ეთერი ჩქარი, [ნანაობს] იმღერის ქარი და მიქანაობს.

*
გლ. აჯანყ.
იწვის... ანათებს - ა. წერეთელი.

24/IV-40.
7-ს აკლია 10 წ. 367 + 648 = 2035. 342.
8 საათი. 400 სტრ. 7 საათიდან 4 საათამდე. 1768 + 312 = 2080.

*
მახსოვს ნაზად დატკეცილი
ვენეციის გზატკეცილი.

სათაკილოს.
 
*
29 აპრილი. 1940.
                 ლისი ლისი ქარი ჰქრისო,
                 წოწორეთი ქვას ისვრისო.
 
ლისი - ხომ არ არის ქარი?
(წოწორეთი ერთ ვერსზეა დაშორებული ლისს, როდესაც ძლიერი ქარია, ქარი მუშტისოდენა ქვებს ისვრის).
ასე ამბობს მოხუცი რძის გამყიდველი ლისიდან: ლისში წყალი არ ვარგა, ამიტომ მოაგარაკეები არ დადიან - იქ ეხლა 60 კომლია, რამდენიმე 2-სართულიანი სახლიცაა.
 
30 აპრილი.
პეტრე თათულაშვილი.
- მეტი ლექსები არ იცი?
- ეჰ, ამ დროებაში, ლექსები კი არა თავიც დაგვავიწყდა.

1 მაისი.
- ვერ გითხარით, თორემა რძეს რაღაც სიმწარე დაჰკრავდა: როდესაც ძროხა სძოვს მწარე ბალახს (ძროხა ეტანება), რძეც ისეთი გამოდის, ალბად, ყველიც. რა ბალახია? ლისის მიდამოებში.
 
მაშაშვილის წიგნიდან „მინიატურები“ (მნათ. №1).

აი, ლისის ტბა, ანკარა, წმინდა,
შიგ ჩაძირულან ღრუბლის ქედები,
ქარმა დაბერა, ტალღები წყლიდან
უცებ აფრინდენ, როგორც გედები!

გრდანი - აქედან შვიდი ვერსიაო!
Полынь - აბზინდა!

*
„გვიშველეთ და
ჰარიქა და
გადაიქცა
ბარიკადა“.

გულმა იმ დღიდან თითქო მაგარი და ჯადოქარი ჯაჭვი გასწყვიტა.
დასთმოს მიდამო ნაამაგარი - და მთას გაუდგეს - მან გადასწყვიტა.
უნდა დავტოვო...

*
აყვავებულა ყაყაჩო. ყაბაჯო. ხარაჩო. დარაჯო. საქაჯო.

*
1. Уточнен. рифм. внешности.
2. Регулировка глав.
3. არ უნდა იქნა ბევრი და...
4. გადასვლები - ლბილი, მუსიკალური, ბუნებრივი.
5. მთელი ძალღონით ბრძოლა არაბუნებრივობასთან.
7. შემოკლდეს რიცხვი სიტყვისა „ხალხი“.
8. შემცირდეს სიტყვათა განმეორება.

*
323 შეცდ. 323 - 120 = 203.
16 X 88 = 1408. ერთი ფორმა იტევს.
ის კი ამბობდა 1200-იო.
208 + 208 + 208 + 208 = 832.
832 X 3 = 2496 მან. (ვკარგავ ჰონორარს).

დიდება ივერიისა
„დიდება საქართველოსი“
[С новым годом столица Грузии
Тебе тысяча пятьсот...]
Тысяча пятьсот лет тебе, столица
Грузии моей - [но ты как феникс] пятнадцать веков!
Как феникс все возрождался [с каждым новым годом].
С каждым новым годом, [Грузия,] с новым годом!

А кто сочтет сколько лет тебе, Мцхета,
Все также шумит Арагва, и из раскопок
Питиахши глядят на Мцири и Армазскую крепость.
С новым годом! С новыми стройками!

С новым годом, Горийская крепость!
Сколько ожесточенных боев пережила ты,  
Сколько пожарищ. Теперь над тобою
Гордо реет знамя: Знамя Победы.

В дни победного торжества нашего народа.

[С новым годом, хашурцы, с новыми].

Мцхетский р. [Мухранский] Горийский. Хашурский. Карельский. Боржомск.
იანვ.: Ахалцихский. Адигенский. Аспиндзский. Ахалкалакский. Богдановский. Башкичетский. Цалкинский.
თებერვ.: Тетри Цкароиский. Болнисский. Борчалинский. Караязский. Казбекский. Душетский. Тианетский. Сагареджинский. Гурджаанский. Качретский. Сигнахский. Цител-Цкаройский.
მარტი: Лагодехский. Кварельский. Телавский. Ахметский. Орджоникидз. Зестафонский. Чиатура. Сачхерский. Чхарский. Кутаисский. Гор. Кутаиси. Цхалтубский.
აპრ.: Ткибульский. Амбролаурский. Онский р. Квемо-Сванетия. Цагерский. Цулукидзевский. Самтредский. Ванский р. Маяковский р. Чохатаурский. Махарадзевс. Абашский р.
მაისი: Цхакаевский. Хобский район. Зугдидский р. Гегечкорский р. Чхороцкуйский р. Цаленджихский. Земосванетск. Клухорский. Гор. Поти. Абхазия. Аджария. Юго-Осетия.
60 пункт.

აფხაზეთის. სამხრეთ ოსეთი. აჭარა!
ასე ქართლ-კახეთს, იმერეთს. გურია.
დაუვლის.
ლაგოდეხია. საგარეჯო. გურჯაანი.
წყალტუბო. ტყვიბული.

გალაკტიონი. საქართ. სახ. პოეტი.

მრავალ ახალ წელს!

ჩემო თბილისო, [მცხეთა] ქუთაისო, ასპინძა, მცხეთა,
[კიდევ და კიდევ] გისურვებთ მეტათ [მოსწრებოდეთ]
                დასწრებოდეთ ბედნიერ დღეთა,
        მრავალ ახალ წელს!
თქვენ უნდა ნახოთ ძველი გორი, მშვიდი ქარელი,
კასპიდან ქარი რომ დაიძვრის გასახარელი
        საგურამოს ველს.
[ქარი] მოდის გრიგალი შენებათა ახალთ დადგენის,
ამყვავებელი ახალციხის და ადიგენის,
        კედლებს ძველის-ძველს,
[აღმშენებლობათ] ნახეთ, როგორის ბრწყინვალების გვირგვინით შედის
აღფრთოვანება ბოლნისისა და თიანეთის.
        მზისკენ იწვდის ხელს.
ყაზბეგო, [მარად] ნათობ! მიტაცებდა შვენება შენი,
ბოლნისის გზაო, დუშეთი...

აგერ თელავის, ახმეტის და ყვარელის ვაზი,
აგერ ბორჩალო და გაშლილი ყარაიაზი.
        გზა ვარდთა კონის.
კვლავ მენატრება მე იმერის, ზრდილის და ჩქარის,
საჩხერე, ჩხარი, ჭიათურ[ის]ა, ხორაგაულის,
        და ზესტაფონის.

ბოლნისის არწივს არასდროს ფრთა არ მოტეხია,
იქეთ [წყალტუბო] სიღნაღი, აქეთ კიდევ ლაგოდეხია.

[ბაშკიჩეთისა] კვლავ იტრიალებს აქ ტყვიბულის მაჯა და ჯანი,
[აქედან კიდევ] საგარეჯო და გურჯაანი.

ბაღდათის, ვანის, სამტრედიის და ხონის ჯარის
და წყალტუბოდან მიმავალი მღელვარე ქარი.

რას შვრება ონი, ცაგერი და ამბროლაური?
ქვემო-სვანეთში მე ენგურის მესმის ხმაური.

*
ბოლნისის არწივს არასდროს ფრთა არ მოტეხია.
აქეთ სიღნაღი, იქით კიდევ ლაგოდეხია.
[და გურჯაანი, კარალეთი]
სიმტკიცის სვეტი (ან კაცხის სვეტი).

იქ კი ტრიალებს კვლავ ტყიბულის მაჯა და ჯანი
საგარეჯოა აქ გუშაგად, [და] ან გურჯაანი,
და კარალეთი.

ბაღდადის, ვანის, სამტრედიის უხვია წყარო,
[და] ო, წყალტუბოდან მიმავალო მღელვარე ქარო.
ვინ დათვლის მტევნებს.

მეტი ფოლადი, მეტი თუჯი და მეტი ნავთით
უნდა გაბრწყინდეთ, ქალაქებო, როგორც ბრწყინავდით
ომამდის, მერეც.

ელექტრო-ძალა, მარგანეცი, და ქვანახშირი,
აი, რას ეძებს...
 
საახალწლო ლექსები
კვლავ დიდება მზეს,
ახალსა და მწველს,
მრავალ ახალ წელს,
მრავალ ახალ წელს!

ტფილისს, [ერის] ერთის გულს,
მცხეთას, ძველის-ძველს,
[მრავალ ახალ-წელს,
მრავალ ახალ-წელს].

განახლებულ გორს,
და ქარელის ყელს,
ახალციხის გზებს,
და ასპინძის ველს,

წალკას, ბაშკიჩეთს,
თეთრიწყაროს მთელს,
ბოლნისს, ყარაიას,
და ყაზბეგის წელს.

ბორჩალოის ქარს,
და დუშეთის გზებს.

*
1. ტფილისს, ქართლის გულს,
[ნიჭს ვუსურვებ სრულს,]
გვირგვინივით სრულს,
გზა გიკვლევდეს სრულს -
მრავალ ახალ წელს.

2. მცხეთას ძველის ძველს,
სამთავროის ველს,
[ახალ ნათლით] ჩირაღდნებით მსვლელს -
მრავალ ახალ წელს!

3. განახლებულ გორს,
[ხმას რომ აწვდენს შორს,]
არწივივით შორს,
რომ [გასცქერის] განსჭვრიტავს დროს -
მრავალ ახალ წელს!
არა ერთს და ორს,
მე ვუსურვებ სწორს
მრავალ ახალ წელს!

4. [და ქარელის გზას,
ავტოთათვის მზას,]
და ხაშურის [გზას]

ორთქლმავალი სტვენს -

მრავალ ახალ წელს დაესწარით...
1. მაშ, დიდება მზეს.
2. გამხიარულდი, ბუხარო.

[ხორაგაული. დღესასწაული.]

*
...სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა.

                                                     შოთა რუსთაველი


*
 [მრავალ ახალ წელს [დასწრებ] მოსწრებოდეთ]
[მრავალ ახალ წელს, საქართველოვ, მრავალ ახალ წელს...]
თბილისი, [მცხეთა] გორი, ქუთაისი, [გორი] ასპინძა, [და] მცხეთა..
ამ წელს [სულ როგორ] რაგვარად შეიცვლება, იცოდეთ ნეტა:
[ხაშურიდან რომ] [კასპიდან ქარი რომ [დაბერავს] დაიძვრის გასახარელი,]
[თქვენ მაშინ ნახეთ ბაშკიჩეთის]
თქვენ მაშინ უნდა ინახულოთ მშვიდი ქარელი,
კასპიდან ქარი რომ დაიძვრის გასახარელი.
 
მოწმე გავხდებით - შენებათა ახალთ დადგენის
[შემდეგ] გორის, ბორჯომის, ახალციხის და ადიგენის.

ახალთა გზათა ბრწყინვალეთა სივრცეში შედის,
ახალქალაქის, ახალციხის და [ბაშკიჩეთის] თიანეთის.

ასპინძა, წალკა! თეთრიწყარო, ყარაიაზის,
ბოლნისის............................. ყვარელის ვაზის.

* * *
ჩემო ტფილისო, ქუთაისო, ასპინძა, მცხეთა,
ჩემო მთაწმინდავ! დასწრებოდეთ ბედნიერ დღეთა
მრავალ ახალ წელს!
რარიგ მახარებს ძველი გორი, მშვიდი ქარელი,
კასპიდან ქარი რომ დაუვლის გასახარელი
საგურამოს ველს.
მოდის გრიგალი შენებათა ახალთ დადგენის,
ამყვავებელი ახალციხის და ადიგენის,
ბოლნისის მტევნით.
[თანამედროვე] უმეორებელ ბრწყინვალების გვირგვინით შედის
აღფრთოვანება დუშეთისა და თიანეთის
გზნება - შადრევნით.
აგერ თელავის, ახმეტის და ყვარელის ვაზი,
აგერ ბორჩალო და გაშლილი ყარაიაზი,
გზა ვარდთა კონის.
[კვლავ] მენატრება მე იმერისა ზრდილის და ჩქარის
ხორაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ჩხარის
და ზესტაფონის.
მწერვალთა არწივს არასდროს ფრთა არ მოტეხია,
თუ აქ სიღნაღი და ლაჟვარდი ლაგოდეხია,
იქ - კაცხის სვეტი.
მედგრად ტრიალებს კვლავ ტყიბულის მაჯა და ჯანი,
საგარეჯოა აქ გუშაგად, ან გურჯაანი
და კარალეთი.
ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის არეზე
თავდადებული შრომა არის მოასპარეზე
მგზნებარე - ალად.
სხვა მხრიდან ონი, ცაგერი და ამბროლაური,
ქვემო სვანეთის და ენგურის მძაფრი ხმაური
გაისმის კვალად,
ისევ და ისევ გაიზრდება იგი ხმაური,
ახმაურდება ოზურგეთი, ჩოხატაური.
        აბაშა, ხობი..
ზუგდიდს და სენაკს - წალენჯიხის, ზემო-სვანეთის,
ჰანგშეწყობილი კარგად ესმისთ ხმა ერთმანეთის
        ახალის მგრძნობი..
აჰა, გაისმა უცხრომელი შავი ზღვის შფოთი,
იგი ხომ ჩვენი კლუხორია, ქალაქი ფოთი
        და აფხაზეთი -
მზე აფხაზეთის, მშვენიერი ჩვენი აჭარა,
სხვაგან სადაა, ამ მხარეს რომ შემოაჯარა
        მთები ასეთი?
აჰა, ახალი არჩევნების ნათელში შედის
ყოველდღიური ხმოვანება სამხრეთ-ოსეთის,
        ჩირაღდნებით მსვლელს,
აგშორებოდესთ ნაღველი და სასოწარკვეთა,
ჩემო ქვეყანავ! დასწრებოდეთ ბედნიერ დღეთა
        მრავალ ახალ წელს!
 
1 აგვისტო, 1956 წ.

ყურშა!
სად გაჰქრა ყურშა? ჩვენ აივანზე შევიკრიბენით დილით მე, კაკინა, ზურიკო, ირმა. „წუხელ მესიზმრაო, - თქვა ირმამ, - თუ ყურშა დაბრუნებულიყო ჩვენს სახლში“. - სადაა, მართლა, ყურშა? ეს რამდენიმე დღეა - არა სჩანს. ირმას სახეზე რაღაც მწუხარებაა. ის რაღაცას არ ამბობს: დიდი დაფიქრების შემდეგ ის ამბობს: მგონი, სტუდენტებმა წაიყვანეს, ა, იქ შარაგზაზე აედევნა მათ... მაგრამ არა... მე ბავშებთან არ ვამბობ... ბავშებს ეწყინებათ ძალიან.
„ო, მეცოდება, მეცოდება ყურშა, - ამბობს კაკინა! - მაგრამ, - ვამბობ მე, - ნინა ამბობდა გუშინ, რომ ყურშა ავტომობილს მოჰყვა ქვეშ შარაგზაზე და გადაისრისა ყურშა - შარა გზაზე. მართალია? - ვეკითხები ირმას. „მართალია, - ამბობს ირმა, - ყურშა ავტომობილის ქვეშ მოჰყვა. ყურშა ავტომობილმა გაიტანა“. ზურიკომ დაატანა: „აი, ასე იწვა ყურშა შარაზე“... და ზურიკო გაწვა გულაღმა აივანზე. „აი, ასე იწვა ყურშა შარაზე“, - იმეორებდა ის... ერთის სიტყვით, ყველას გვწყენია ყურშას დაკარგვა. რა კარგი ძაღლი იყო, რა ალერსიანი, რანაირი ალერსი იცოდა, რა თვალები ჰქონდა. პირდაპირ ადამიანი გეგონებოდა. ყურშას უყვარდა ჩემს აივანზე წოლა ღამღამობით. უკანასკნელად აივანზე ამოსავალი კარები ჩავკეტე. ის დღე იყო და ის დღე. ყურშა მას შემდეგ აღარა სჩანს. გაჰქრა ყურშა! „აი, ასე იწვა შარაზე, - ისევ ამბობს ზურიკო, - აივნის იატაკზე გაწოლილი. ეჰ, ყურშა, ყურშა!“

1940