შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-128 - 1940 წელი


წიგნი მეგობარი

* * *
[ახალგაზრდობა] წიგნი უცვლელი ზღვა არის გრძნობის,
ვარდთა [ვარდობის] ვარდობა, იათ იიობის -
[როს საიდუმლო] აქ სიმარადე ერთი ბარათის
[საიდუმლოა] ჟღერს სიდიადეს კაცობრიობის!

* * *
[დღე [პირქუშია] იავარდის, [ხან კი] დღეა ისეთი,
თითქო ლაჟვარდებს მისტირის ზეთი,
კრიალა, ციდან [გასაკვირველი] თითქოს ისეთი
[თითქო სახეზე] ყოველი მხრიდან გცემს წვიმის წვეთი.]

* * *
და რად [იქნება] იქნების გასაკვირველი,
როცა ამ [ხალისს] გზებით იგრძნობს პირველი,
თერგის, ალაზნის, ენგურის, ქსანის,
არაგვის, მტკვრის და ფაზის-პირელი.

* * *
[ამბობენ: როგორც მარად იცვლება]
აჰა: ბაღიდან, გზა ენისლება,
სჩქეფს, მინარნარებს და არ იცლება -
არ შეიძლება, ლირიკის ახსნა:
მე კი მგონია, რომ შეიძლება.

* * *
[ჩვენზე] ვითარ დიდია მისი ამაგი.
[ახალგაზრდათა] მარადის გრძნობდა ჩვენი ბანაკი,
ის [იყო] არის [დიდი] ბრძენი მასწავლებელი,
ძმა, მეგობარი და ამხანაგი!

*
ჯაფარიძის ქ. №15 - მიხ. კინწურაშვილი (იასამანი). გარტინსკი.
3-28-29 - მიქაძე. სახ. უნივ.
384. 38. გაფრ.
7 ლექსი.

*
 [სიცოცხლეა და] სიცოცხლე არის არა მგოსნობა,
საქართველოის სული და გრძნობა,
[ისტორიული]
იგი ხომ გუშინ არ გაჩენილა,
და იგი [არც] ხვალეც არ მოისპობა.

[ვინც [სხვას ეგება] სხვად [გართული] განრთხმული ქვეშ ფიანდაზად,
[მასზე] როგორც ქართული ამბობს ანდაზა,
[უმშვენიერეს] თურაშაულის
პატრონი ტყეში ეძებს პანტასა.]

[იქ სადაც ლურჯი ზეცა დასცქერის,
გარინდებულა ციხე საჩხერის,]
ბედ არც მთმენისა და უმადური,
აზვირთებულა გზა კელასურის,
გამეორებულ ჰანგად მესმის ხმა -
გადმონაჩქერის შორით ნადურის.

* * *
რად ვეგო სხვას ფიანდაზად?
ამბობს ქართული ანდაზა:
თურაშაულის პატრონი,
ტყეში ეძებდა პანტასა.

სხვა სილამაზე სადაა,
სხვა ზღვა - სადაა ასეთი?
სხვა სიბრძნე - [დიდი ბუნების] საქართველოსი,
ან [და] სხვა ცა, სხვა აფხაზეთი?

სმენას კვლავ [იგი სიმღერა] სწყურის,
მასში მე მესმის [ჩემი ბავშურის,] ანდამატური,
ახალგაზრდობის დროს გაგონილი,
გადმონაჩქერი ზღვირთი ნადურის.

არ მოისპობა. ახალ ფერებით,
[ახალის სულით და აჟღერებით]
უბედობით თუ ბედნიერებით
უკვდავებაში შეიჭრება ის:
ახალის სულით და აჟღერებით.

ლადო.

განცხადებანი. 1915 წ.

ქუთაისის ქალთა საზოგადოების გამგეობა სთხოვს პატივცემულ საზოგადოებას, დაესწროს დიდებული მგოსნის და ძვირფასი მასწავლებლის, ეროვნული სიამაყის აკაკის სულის მოსახს. 1 თებერვ. 12 ს.

„საქართველო სამეურნეო ქვეყანაა. [არც] მისი ერი ისტორიული ხალხია. არც გუშინ გაჩენილა საქართველო და არც ხვალე მოისპობა იგი. მას აქვს თავისი ისტორიული წარსული, თავის ტრადიციები, თავისი შეგნება მართლმსაჯულებისა, აქვს თავისი ენა, სჯული, მიწა-წყალი, თავისი ხალხოსნური ფილოსოფია, სიტყვიერება ხალხური თუ მწერლობითი, აქვს თავისი საკუთარი გულისთქმა და ალღო სიცოცხლისა და ყველა ეს უნდა გაფართოვდეს, გაფაქიზდეს, გაღრმავდეს, აყვავდეს, გაიფურჩქნოს, გამომზეურდეს, გაძლიერდეს, მოიპოვოს მოქალაქეობრივი უფლება“ („სამშობლო“, №1, 1915 წ.).

26 იანვარს. ტრაგიკული იყო ის მომენტი, როცა მოწაფეები ქვითინით ყვავილებით ამკობდენ მგოსნის გაცივებულ გვამს და ხელზე კოცნით ემშვიდობებოდენ („სამშ.“, №1).

გლეხობამ დიდი საყვედური და პროტესტი გამოსთქვა იმის გამო, რომ აკაკის გვამს თბილისში მიასვენებენ. ამბობდენ, ჩვენ აკაკი [ძლიერ] მეტად გვიყვარდა, ის ჩვენი იყო და მისი ცხედარი საჩხერეში უნდა დაიმარხოსო.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ემსახურა აკაკი საქართველოს.

*
Бывает иногда и орлу ниже кур спускаться, но курам до орлов никогда не подняться.
И. Крылов

*
1. სამშობლომ დაჰკარგა უდიდესი მასწავლებელი.
2. მოსწყდა საქართველოს მანათობელი ვარსკვლავი.
3. სდუმან ბაგენი დიდებულ მგოსნის.
4. ახალგაზრდობის აღმზრდელი მგოსანი.
5. მშრომელი ხალხის გულის მესაიდუმლე, ეროვნ. სიამ.
6. მდუმარე ცრემლებს ვაფრქვევთ მის ჭაღარა წვერებს.
7. ცივმა, ულმობელმა სიკვდილმა თვით ბუმბ. არ დაინდო.
8. თავზარდაცემულნი ჯერ ვერ გამოვრკვეულვართ.
9. ვეამბორებით შენს უბიწო შუბლს, ცრემლით ვასველებთ შენს სპეტაკ ჭაღარას, ვფიცავთ, რომ სავსებით დავიცავთ შენი ანდერძი და კელაპტრად შევეწიროთ შენს დასახულ მიზანს.
10. იგი იყო არა თოფ-იარაღით, არამედ გულის გამგმირავი კალმის პატარა წვერით მებრძოლი ყოველგვარ უკუღმართობისა.
11. მისი მოძღვრება მთელი ერის გულში იცოცხლებს.
12. ისედაც მცირე საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს გამოაკლდა...
13. აკაკი მე-XIX საუკ. საქართველოს მზე.
14. ქართველო ერო! აღარა გყავს შენი მგოსანი. მიიცვალა დიდება საქართველოსი, აღარ ანათებს მზე ტურფა ივერიისა.
15. ქაჯეთის ციხეში მიმწყვდეული ნესტან-დარეჯანი.
16. და აი, ამ ჭაღარა მოსილ, გუშინ წინ ჩვენს შორის მცხოვრებ, ტკბილის, ნამდვილი ქართული ენით მოუბარ მგოსანს, ჩვენს აღმზრდელ-გამსპეტაკებელ გუშაგს სამარის კარებს ვაცილებთ.
17. ი. ჭავჭავაძე, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, გ. წერეთელი, ი. მაჩაბელი და სხვ. (შორე).
18. ისინი არ კვდებიან; ქართველ ერს დიდი სიტყვა აქვს ბუმბერაზებისთვის: მიიცვალა.
19. მაგრამ კმარა რაცა სთქვა. ძალიანაც კმარა, რომ იგი მარადის ცოცხალ იქმნეს, ვიდრე ქართველი ერი იცოცხლებს, საქართველო იარსებებს, ქართული ანბანი იქნება.
20. აკაკი, სხვა წარჩინებულ მეფე-მგოსანთა შორის, ერთი პირველთაგანი მეფე იყო ქართული სიტყვის, ქურუმი ქართული პოეზიის, დიდებული ლალა ქართული ენის, მეფე კაზმული ლექსის.
დიდება ერსა მის გამჩენს, ნეტარხსენება ზე-კაცს - მგოსანს!
21. ტყვიბულის ქვანახშირის მუშები... სამშობლო დიდებულ მოამაგის... ძაძით შემოსილი საქართველოს საერთო გლოვა.
22. ნუთუ მოიძებნება ისეთი ქართველი დედა, რომელსაც თავისი შვილის პირველ ტიტინის შემდეგ აკაკის ლექსით არ ესარგებლოს, და მისი სათუთი ენით სწავლის სურვილი არ გაეღვიძებიოს?
23. ვტირით გამოუთქმელად.
24. სასიქადულო.
25. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, საქართველოს მამა და პატრონო, ბრწყინვალე მგოსანო.
26. ვისი ენამეტყველება შესძლებს სავსებით აღბეჭდოს მთელი თავისი სიღრმე-სიგანით აწ განსვენებული მგოსნის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული შეგნების დაბადება-ზრდაში, ჩვენი წმინდა ეროვნული ხელოვნების განმტკიცებაში.
27. პატრიარქი აკაკი!
28. დიდი თუ პატარა, ქალი თუ ვაჟი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ვისაც კი ანბანი უსწავლია...
29. ის მუდამ, რა ჩონგური ააჟღერა, განუწყვეტლივ, დაჟინებით, წინასწარმეტყველური აღფრთოვანებით, უკანასკნელ წუთამდე, ვიდრე ულმობელმა სიკვდილმა შეუბრალებლად არ გამოსტაცა კალამი, შემოქმედი კალამი ხელიდან, უმღერდა სატრფიალო მამულს, მშობელ ერს და გაიძახდა: „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს“.
30. მას უყვარდა ჩვენი წარსული, ესმოდა აწმყო, და მხურვალედ სწამდა ქართველი ერის უკეთესი მომავალი. ამ სამ შემეცნებას ემსახურებოდა მისი უზენაესის მადლი, აღბეჭდილი პოეტური ნიჭი და ამ სამსახურში გააფაქიზა, განამტკიცა და უმაღლეს საფეხურამდე აღიყვანა წმინდა ხელოვნება.
31. მშვიდად განისვენე, დაუვიწყარო მასწავლებელო! შენი სახელი უკვდავი არის. ნეტარება, შენ რომ გხვდა წილად, ჩვენი გამოფხიზლება და წინძღოლა აღთქმულ ქვეყნისაკენ. შენ მაგრად გეჭირა კვერთხი წინამძღოლისა და ღირსეულად შეასრულე შენი მისია ერის წინაშე. მკვდრეთით ამდგარი ერი თვით იქნება შენთვის მუდმივ ხელთუქმნელ ძეგლად!
32. თავდადებული გუშაგი. იგი ცოცხალია, ვიდრე იცოცხლებს შოთას ენა.
33. „მოკვდა აკაკი, არ შერჩა გადახდა სულის ვალისა,
გაქრა იმედი, აღარ ვართ ცრუმოიმედე ხვალისა“.
34. ვეამბორებით მის ლამაზ, ჭაღარა თმას!
35. გეამბორებით გაცივებულ მარჯვენაზე! (ბანგი მთვარე?).
36. საუნჯე. აკაკის სიტყვას ვინც საქმედ აქცევს.
37. პოპულიარობა - თაყვანისცემამდი მიდიოდა.
38. იუბილეი - ეროვნული დღესასწაული იყო. გარდაცვალება - ეროვნული გლოვის დღე.
39. მეგობარი. სილამაზის ცოცხალი [განსახიერება] განხორციელება.
40. აკაკი წერეთელი ყურს უგდებდა ხალხის სულის კვეთებას.
41. მისი სიმღერა ხალხის გულს მისწვდა, მასთან ერთად იცოცხლებს საუკუნოდ, რადგან ხალხი უკვდავია, მაშ უკვდავია პოეტიც.
42. ამიერ სოფლით განსვლა, ხორცით გაუჩინარება.
43. უდიდესი პიროვნება. ნანათი, ზმათი.
44. დასწყდა სიმები წკრიალა ჩანგს. მახვილი ენა. წმინდა სანთელივით დადნა სამშობლოს სამსხვერპლოზე.
44. ქართველი ერის მწყემსი აკაკი.

*
დაიმკვიდრე. გააფითრე. სიმდიდრე.

ცოტა სთქვა, მარა,
რაცა სთქვა, კმარა.
კმარა, რომ მარად
ცოცხალი იქნეს.

ამბავთ-ამბავი
სისხლით ნაბანი -
ჩვენი ანბანი
არსებობს ვიდრე.

სხვა რჩეულ მეფე-
მგოსანთა შორის,
ყვავილთა მკრეფელ,
ქურუმ-მეორის

ეს იყო ძალა,
[უკვდავ გენიის]
დიდ ზეგავლენის,
უკვდავი ლალა
ქართული ენის.

ერს, იმის მომსმენს,
დიდება-ქება,
და ზე-კაცს, მგოსანს,
ნეტარ-ხსენება.

ფეთქავდა რაცა, -
ჩაიცვა ძაძა,
და მიიტაცა
საერთო გლოვა.

შვილის პირველი
ტიტინის შემდეგ -
სათუთი, წრფელი
არ უღვიძებდეს,

როსმე ძლიერი
და ბედნიერი,
ქართველი ერი
იცოცხლებს ვიდრე!

ეს მთა, ეს მდელო,
ეს სამფლობელო,
ეს საქართველო
არსებობს ვიდრე.

მან მზე მიიდო,
ვით ხალხი იტყვის,
ქურუმი იყო
ქართული სიტყვის.

ელავდა უბე
ქარვის ასხმულის,
იყო მეუფე
ლექსის კაზმულის.

მებრძოლთ ბანაკის,
ძმის, ამხანაგის,
და მოამაგის
დიდის ხსენება.

ნუ თუ სახება -
ივერის ბჭეთა -
მოინახება
ისეთი დედა, -

რომ უნაზესი
აკაკის ლექსით -
ტკბილის ალერსით -
არ ჰქონდეს ჰკვეთა?

*
არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს
და ისევე გაიღვიძებს.

*
Воспаление лобной пазухи.

*
25 მაისს.

მყინვარისა არის წესი -
ლექსს აღარ ჰგავს ძველი ლექსი,
და მშობლიურს მოსწყდა ლაჟვარდს,
ცას ვარსკვლავი უდიდესი.

და გუგუნი სახელისა,
ედრებოდა თაყვანცემას.

დიადი და ეროვანი,
ბრჭყვიალებდა მისი ნიჭი,
ფრიად მრავალფეროვანი.

ჰანგი მრავალ ელეგიის,
სატირის და იუმორის.

ვით ძვირფასი,
თვლები ხალხურ პოეზიის.

*
- მოსწყდა ცის ლაჟვარდს უდიდესი ვარსკვლავი.
- „ჩვენი რედაქცია თფილისს თავის წარმომადგენლად აკაკის დაკრძალვაზე დასასწრებლად გზავნის ალ. თორაძეს და შ. ჯაიანს, თვით რედაქტორი ია ეკალაძე ავადმყოფობის გამო დაკრძალვას ვერ დაესწრება!“ („სამშობლო“, 1915, 5 თებერვ., №4).
- პოპულიარობა თაყვანისცემამდი მიდიოდა.
- საქართველომ ეს ამბავი (იუბილე) ეროვნულ დღესასწაულად და ზეიმად აქცია. მისი სიკვდილი კი ერის გლოვად გამოისახა.
- მისი ნიჭი ფრიად მრავალფეროვანი იყო.
- ავტორი მრავალი ელეგიის, ხალხური სიმღერების, სატირებისა და მოთხრობების, ნაზი ლირიზმი და უწყინარი იუმორი (?).
- გონებამახვილი ანეკდოტები, ანდაზები, აფორიზმები ზეპირად ვრცელდებოდა. ხალხი აწერდა „დიდებულ აკაკის“ სახელს.
- პუბლიცისტიკაში შექონდა სიფიცხე და სარკაზმი.
- იწვიან, წიწვია, გამოიწვია.
- ეროვნული პოეტური სილამაზის ცოცხალი განხორციელება.
- ძვირფასი თვლები ხალხური პოეზიისა.
- დეპეშა დეპეშაზე მოდის გახურებული, ხორა-ხორა ეგება გვირგვინების კრებული.
- კაცს ბულბულის ენა უნდა ჰქონდეს და იავარდის მგრძნობელობა, რომ დახატოს...
- ზეაღტაცება, ზემგრძნობელობა...
- დღიურ სიცხადით გულდაჩაგრული სიზმარში.
- ენამზიანი.
მუსიკა გულის სიღრმემდი ჩამწდომი, გამხეცებული ადამიანის დამამშვიდებელი.
- ღვთაებრივი გამოხატვა ჩვენის მშვენიერის ქვეყნის სიკეკლუცისა, ჩვენი სამშობლო მთების მედიდურობისა და გულჩათხრობილობის, ჩვენი ერის გულისტკივილისა, ჭირისა თუ ლხინისა.
- სტვენა ბულბულის და ქროლვა გაზაფხულის ნიავის.
- ლამაზი, მსუბუქი, ტკბილი ქართული სიტყვები. დიად ჰანგებათ ქცეული ქართული სიტყვა.
- ჯადოქრულის ძლიერებით გატკბობთ, გხიბლავთ, გამხილებთ, გაცინებთ და გატირებთ.
- თუ რუსეთს შეუძლია იამაყოს პუშკინით და მსოფლიო პოეტთა შორის საპატიო ადგილი დაუთმოს, ჩვენ უფრო შეგვიძლია ვიამაყოთ აკაკის პოეზიით.
- აკაკი ჩვენთვის უფრო მეტია, ვინემ პუშკინი რუსეთისათვის.
- პოეტი და ბრბო - პუშკინისა, ფუტკარი - აკაკისა.
- პირად გრძნობებს გვერდს უხვევს (?). მას არ ახსოვს თავისი თავი (?) იგი განხორციელებული ტრფიალია, უკვდავი მგოსანია, სიმბოლიური მღაღადებელია საერთო, საზოგადო, საქვეყნო საქმისა. მისი სატრფო (ერთადერთი სატრფო) უწინ ტურფა, დღეს კი ლეჩაქმოხდილი (საქართველო).
- თავის სიცოცხლეს ხატის წინ ანთებულ სანთელს ადარებს ([და რომ] ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა).
- ზეპოეტური.
- ჩვენი პოეტი მლოცველია არამარტო თავის ქვეყნისა, არამედ მთელი კაცობრიობისაც, რომელშიაც ჩასმულია (სახატე) მისი ქვეყანა. ეს მთავარია აკაკის პოეზიაში.
- შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ და განვიცადოთ აკაკის უთვალავ მშვენიერ ლექსების მრავალ-შტოიანობა (სიყვარული, დღევანდელი ქართველი ქალების დაწვრილმანება და გადაგვარება). მტერია გადაგვარების!
- პატარა ნაპერწკალი სჯობს, დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა!
- მე შენ არ გეტრფი შვენებისათვის,
არც თითები გაქვს ბროლივით თლილი.
მე გიამბორებ ხელზე მისათვის,
რომ მაგით გეპყრა მამულიშვილი.
შენს მკერდს ვემთხვიო, მაქვს მე სურვილი,
თეთრი რომ არის, მისთვის კი არა,
არა... მისთვის რომ მამულიშვილი
ჭეშმარიტ დედას მაგ გულით გეპყრა!
- პოეტის მთელი არსება, მთელი გრძნობა და ფიქრი ისევ და ისევ სამშობლოს დასტრიალებს.
- შარავანდედით შემკული სახე,
მირონცხებული მაღალი შუბლი!
- სამშობლო და მისი გამოფხიზლება-გაბედნიერება! აი, ის მზე - რომელიც აბრწყინვებს აკაკის პოეზიას.
- თითქმის სამოცი წელიწადი აკაკის დაფი და ნაღარა „უყივოდა გმირებს“ და გვასწავლიდა, გვიჩვენებდა გზას ცხოვრებისას, გზას გამოფხიზლებისას.
- „ქარმან ჩრდილოსმან ყველაზე პირველ გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!“ (გადაგვარების გზაზე შემდგარი ქალები) - გვამცნო ბარათაშვილმა, მხოლოდ სავსებით და ძლიერებით დაგვიხატა აკაკიმ (ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში, მიყვარს კალინა).
- დიდი ამაგი! დასდო! ქვეყანას და ხალხს...
- აღვასრულოთ მათი ნაანდერძევი.
- „ან გელათში, ან ჩემს სოფელ სხვიტორში დამმარხეთო“ - ანდერძი.
- ერთობრივი (აკაკი აერთიანებდა).
- დიდებული მიცვალებულის ჭირისუფალ ქართველობას დიდი ასაბია მოუდის. ამიერკავკასიის მკვიდრნი და სტუმარნი: რუსი, ოსმალო, სპარსი, სომეხი, ლეკი და ოსი, ქრისტიანი და ებრაელი ყველანი გულწრფელ სამძიმრით მგოსნის მოტირალს ნუგეშს აძლევენ და მის ნაღველს იზიარებენ. ასე ფართო და მრავალმხრივი სამძიმარი უბრალო ჩვეულების ნაყოფი როდია. ძვირფასად საგულებელი შვილის ქება-დიდებით პატიოსან მეზობლებს პოეტის მშობელი ერის ღრმა პატივისცემა განუზრახავთ.
- საქ. ჭირისა და ლხინის უტყუარად გამომხატველი გაცივებული სარკე...
- გენიოსი - მოძღვარი.
- არც ერთ ქართველთა მეფეს მტერზე დიდი გამარჯვების ჟამსაც ასეთი აღტაცებით არ შეხვედრია პატარა თბილისი, როგორც შენს სათაყვანო მიცვალებულს დიდი თბილისი შეეგება.
- მარტო ჩონგურზე სამღერლად კი არა, განსახორციელებლად გექნება გულზე აღბეჭდილი მცნება „ჩონგური საქართ...“ და სხვ.
- პატარა კახის, თორნიკეს და ნანინას ავტორი.
- გლეხის ქოხსა და მუშის მაღაროს (დაუმეგობრდა).
- ამ ჰენიოსის შექმნა შესძლო პატარა ერმა მსუსხავ პირობებში!
- დღეიდან მგოსანი აღარ ამოუდგება გვერდში სოფლის გლეხს, არ შემოსძახებს მასთან „ოდილას“ სიმინდის მარგვლაში, „ჰოპუნას“ პურის მკაში, და „ოროველას“ კალოს ტრიალში.
- ქურდულად დაჭერილი თავისუფლების მოტრფიალე არწივი.
- დღეიდან ის გულზე აიძრობს მისგანვე შექმნილს და თვალმარგალიტებით მორთულ დაობლებულ ჩონგურს, და საშვილიშვილოდ გვიანდერძებს.
- ნათელას სიმღერა ისმის ჩონგურით.
- „აკაკის სიკვდილმა თავზარი დაგვცა ჩვენ, ომში მიმავალ ჯარისკაცებს და დაგვავიწყა ჩვენი პირადი მეტად დიდი გაჭირვება. ვდგევართ სიკვდილ-სიცოცხლის სასწორზე და ზედ დაგვერთო კიდევ ეს გულშემზარავი და მოულოდნელი დაობლება ქართველი ერისა“.
- „ოქროს სავანე“ - (მთაწმინდა) საცა ორი თავისი ღირსეული შვილი ადრე დაკრძალა, მესამეც მიუსვენდა (დიმიტრი, ილია, აკაკი).
- გავლენ საუკუნენი, და რაგინდ ქარტეხილიც არ უნდა მოევლინოს ჩვენს ქვეყანას, მამადავითი მარად წმინდა სავანედ დარჩება ყოველი ქართველისათვის, წმიდა ოქროს სავანედ.
- აქ დაკრძალულებს, ამ მოციქულებს, არა ერთგზის, ტკბილად და სანეტაროდ აუძგერებიათ გული ყოველი ქართველისა და ეს ძგერა არ მოისპობა, ვიდრე ქართველი იქართველებს. ვიდრე სული ამ სამების ქართველის სულსა და გონებას არ მოსცილდება.
- თორემ აკაკის რა უჭირს: მას ყველაფერი დასცალდა. ცხოვრების ქარბუქს გაუძლო. კლდე იყო: გაკაჟ-გასალდა.
- მან გვიანდერძა ერთობა!
- ...რისთვის, რა იყო, რა მოხდა?
- მათი მგოსანი მომკვდარა! - ჩამოთვლა.

- უღვთო, უწყალო იღბალმა დასძლია დაუძლეველი!
ზეცას მოსწყვიტა მნათობი სხივთა უხვებით მფრქვეველი.

- საერო ჯვარის მტვირთველი!
მოძღვრის ერთობა ძმობისა!
- მგოსანო, გულთა მხილავო.
- ლომ-გმირი!
- ჩვენო დიდებავ, ჯავარო! საუნჯევ.

- იქ შორს, მთის ძირას მაშვრალთა ქოხებს
გულმოსაკლავად დაჰკივის ჭოტი -
მწყემსს სალამური ხელში შეატყდა,
მწარედ ხარხარებს სული ბოროტი.

- რა ამბავია?! რა მოგვევლინა?!
რამ ჩამოაჭკნო ტყე, მინდორ-ველი.
გლოვის ძაძაში რად გაეხვია
ასე ერთბაშად ყველა ქართველი?

- აკაკის მოცინარე, ფართო სახეს, გრძნობათა საუცხოვო გამომხატველ მის თვალებს და ერის ყოველგვარი წყლულით ამოძრავებულ მის ბაგეს?
- ვარდისა და ბულბულის პრობლემა.

ბაიყუში - პირქუში. თუთიყუში - კუში.

*
ხმები, ხალხში ყურმოკრული,
შემდეგ რაღაც ჯადოქრული
ძლიერებით გიტაცებდა
ჯადოსნურად მოოქრული.

ხან გატირებს, ხან გაცინებს,
გხიბლავს სევდა-დარდს გაცილებს,
არასდროს არ მიგაკარებს
იმ მიკრობებს და ბაცილებს.

[ვინც] ეხვევა ხალხი ყრუდ გარს:
ბრბოს უწოდებს [ფრთა] გულნათუთქარს,
რომელსაც სხვა ბრბოს უწოდებს -
აკაკი მას არქმევს ფუტკარს.

პირად გრძნობებს ის გვერდს უხვევს,
მძიმედ დაჭრილს წყლულს შეუხვევს.
მას არ ახსოვს თავის თავი -
ის არ ნანობს ლექსთ სიუხვეს.

ლექსი ნეკტართ ფიალია,
სიყვარული ტრფიალია,
უკვდავს მგოსნის მოწოდება,
სიცოცხლე რომ შეალია.

ლექსით მარად იხატება
ძახილი და ღაღადება -
საერთოის, საქვეყნოის,
საქმისათვის თავდადება!

*
აღვასრულოთ მათი ნაანდერძევი.

მე ჩემს სიცოცხლეს ხატის წინ
ანთებულ სანთელს ვადარებ.

აბაშელთან არიან: კ. გამსახურდია, პ. ინგოროყვა, ა. სულავა, შ. რადიანი.

ალმანახი „აკაკი“

- სინაზე - ტურფა იასა.
- ელფერი - კოკობ ვარდს.
- სიმშვენიერე გაზაფხულს.
- ტკბილი ხმა, კილო ბულბულსა.
- და სიხალისე ნაკადულს,
კიდე-ნაპირებ შემკულსა.
- ციმციმი - მალხაზ დილის ცვარს.
- კაშკაშა შუქი მთვარესა,
- და ბრწყინვალება დიად მზეს,
ლაჟვარდში მოელვარესა.

- მამათმთავარი, წკრიალა ჩანგის მპყრობელი, ერის დიდება, ჯავარი.

- როგორც ბერ-მუხა მრავალწლოვანი.
მედიდურ ტოტებ-გადატყორცნილი.
- სდგეხარ ამაყად და შუბლს პიტალოს
გვირგვინად გადგას წმინდა ჭაღარა.

- სიმების - გამაწვიმების (და ისმის ჟღერა მწყობრ სიმების).

- რადგან ის იყო ბავშობის ხანა,
ის იყო ჩემი ცხოვრების დილა.

- მირბის დრო. - ცხოვრების სახე მრავალფერდება,
[ეს] გრძნობა, არ იცვლის ფერსა, არცა ბერდება.

- როდესაც მთელი ამერ-იმერი, ერთხმად, ერთპირად თავს იყრის შენი სახელის ირგვლივ, რომ დაგიფასოს ნამოქმედარი (ეშმაკი).
- სუსტობდა რიცხვი მომკალთა, თუმცა სამკალი დიდ იყო.
- და დღეს კი თუმცა დაგთოვა, წვერი შეგექნა ჭაღარა.
- შენი ტკბილი ხმა: მჩქეფარი, მალი და ანკარა.
- სპეტაკი ჭაღარა.

- მისი ჩონგურის სიმების ჟღერა
უფლის სავანეს და საბინადროს -
- გლეხის გაღეღილ მკერდს შეხვევია
ტკბილ საღიღინოდ ყანაში მკის დროს.

- მხცოვანს, სიბერით ათრთოლვებულსა კრძალვით.
- პაწა ქართველსაც: პირველი „ნანინა“.

- ქართველი ქალიც როს შესაბრალი
შვილის ლაჩრობით გამწარებულა,
ქნარი ფრთასხმული მისის გულიდან
მწველი ქვითინით აცრემლებულა.

კვალად ჰგიებდეთ, ტკბილო მოხუცო,
წარსულის ნაშთო, მისო შვენება.

უცხო ბებერი.
თავი ჭაღარა,
სპეტაკი წვერი,
შუბლი მაღალი
და განიერი.

*
[ახალგაზრდა მგოსანი
ის მრავალდაზგოსანი]
 
ახალ
გაზრდა
მგო
სანი -
მრავალ
დაზგო
სანი.

„ელგუჯა“
- სადაც ეხლა მშვენიერი გზატკეცილია, უწინ მხოლოდ ბილიკები იყო.
- გზის სათაური.
- ამ დროს მოისმა ცხენის ფეხის ხმა.
- გამოჩნდა და გულადათ შემოვიდა ჩასაფრებულთა შუაში.
- ვინა ხარ? - ჰკითხა. - ესა და ეს. - საიდან ან სად მიხვალ?
- ცოფიკაშვილთან.
- საიმედო - გაიმეტო....
- იარე - შესძახა მაჰამეთას!
- გაგი, ჰაა, გაგიიიი! - ვინაა, მანდ, ვინ კივის? - მე ვარ, ელგუჯაი. - რაი ამბავია ამ შუაღამისას?
- ტანადობით ისარს ემსგავსებოდა.
- გატაცებული რაღაც ღრმა ფიქრით.

Предметный указ. прид. Цар. Нат.
Альмаз. Ахалук. Библия. Блюдо. Бохчи. Брош. Валик. Вардбулбулиани. Вепхисткаосани. Висрамиани. Восхваление отд. буквам. Гардины. Гишер. Гребень. Грамматика. Дапнис Калаки (пов. о чуд. Город.). Диалектика. Дождевой плащ. Жали Парвана. Жемчуг для лика. Зейланиани. Зеркало. Зодик. Караманиани. Картлис Цховреба. Катиба. Килила да Дамана. Книги. Ковш. Кованный. Кольцо. Колье. Конская сбруя. Костюм для верх. езды. Корона. Корунд. Лали. Лакт. Лечаки. Лента. Лексикон. Маниаки - ожерелье. Мужская прис. ж. Медная посуда. Нагрудник. Нарукавник. Оболи - самороды. Образ. Ожерелье. Паласы. Пальцедержатели. Платок. Платье. Плащ. Перстень. Подушка. Полотенце. Постельное белье. Пояс. Простыня. Риторика. Рубашка. Рубин. Сак-Майраша. Санажуре. Сапоги. Сапфир. Сегмент. სერვიზი (кофе). Серьги. Сириза - брош. Скатерть. Сковорода. Соболий мех. Стежка. Столовое серебро. Сундук. Сурмадини (Чаша для Сурмы). Тавсакрави. Таз. Тильма. Тарелка. Таси. Тиснение. Ткань Гом-инд. ездкая. Туалетный прич. Триод. Хронограф. Цепь. Чард Давришиани. Чаша - Таси. Чашка. Чеканный. Челядь. Черепаховый. Чернильный прибор. Четки. Четт Миней. Шаль. Шапка. Шарф. Шахматн. доска. Шахматы. Шерстяной. Шитье гол. Шкатулка. Шумовка. Штора. Штоф. Шуба.

Окованный серебром. Позолоченный. Окованный серебром по Эмали. Великолепн. Бархатн. переп. Хуцури. Категория Гареше. Спор Осени с Весной. Драгоценности одн. граненыя искрометныя. Жемчужины все белыя. Отливом чистыя брилианты, все чистеишей воды и высшего достойнства. 1. Другия цельныя разных родов, все свет рассыпающия. Одни сделаны путем ручной обработки - чамокнили, другие путем чеканки. Корона Шапка парадная, крупная, украшенная белым крупного калибра жемчужинами, яхонтами (и) Красн. ях. 8. Изумр. круг. 18. Золот. листиков 91. Золотых бус 188. К бусам жемчугов 1868. Иоль-кали - пар. Нишабск. бирюза. Кайма. Камчи (подвяз. для сер.). Много-каратные брилиан. Бахрома. Сириза - Брошь. Многогранная.

*
Замечательный Грузин. отдавший всего себя без всякого остатка для личной жизни, на весь свой долгий век, до совершенного забвения собственного благополучия, на служение родному краю.

В течение времени, около 60 лет, его не покидал жар святого вдохновения, горел он как свеча святая, одолевая тьму. Талант его как и жизненная энергия не иссякал.

*
1. მერი, 2. ატმის ყვავილები, 3. [იმპერიალისტური ომი], 4. თოვლი, 5. საქართველო - პარიზი, 6. მესაფლავე, 7. გემი „დალანდი“, 8. ჩანგო, ბევრი კარგი დრო!
 
*
 [და] ჩაქურაიზე [და] ყაბალახ-დგმული
თოლაბულისით წელ-მოწუღული,
ოზურგეთის და
        მერიის გზაზე -
ერთმანეთს შეხვდა
        ორი გურული.
[- ა, გამარჯობა, ესიკავ, შენი -
- სა მირბი...
ერთმანეთს შეხვდა თვალი ირიბი.]
[- ძმავ] [სულ გამარჯობა! მით...]
[- სულ გამარჯობა, [ძმაო, სა მირბი?] და სულ ქილიკი!
ასე ადრიან ნეტა სა მირბი?]
და გაიმართა ცქერა ირიბი.
- სულ გ...
 
[გურული სცენა]
- გამარჯობა, ესიკავ, სა მირბი?
- აგი არ იცი, შე განიჭებულო; სა მივალ და კლასში.
- რა დროის შენი კლასია, ძმავ, რა ყბას იქცევ?
- დღეს, ძამიავ, თფილისში აღდგომის სტორი დღეია, დღეს აკაკის, რომელიცხა აკაკის გიჩივი, ხომ მიხთი, აკაკი ჯინჭარაძე არ გეგონოს, წერეთელს მოგახსენებ, დღეს შესრულდა, ჩემო ძამია, სწორეფ ორმოცდაათი წელიწადი მას მერე, რაც მან ლექსების წერა და ქვეყნის სამსახური დაიწყო. წამოი შენც კლასში, დღეს იქინეი დიდი ამბავი იქნება, უჩიტლებიც და ბაღნებიც წეიკითხავენ აკაკის ლექსებს.
- წამუალ, აბა, რას ვიზამ - კაი თავი აგიგდია, თუ ფიქროფ, ესიკამ წიგნი [არარი] არ იცის და იმიზა აფერი ესმის [წიგნისა] ქვეყნისო. ვერ მოგართვი პატრიჯანი - თუ გინდა, ვიშაიროთ აკაკის ლექსებით. რას მომცემ, რომ შვაგზაზე დაგტიო. მისი სურათი ხატათ სასთუმალს მისვენია, - გავარდა ბურთი, გაშპა გურული, მე კი არა, ჩემო ბიძია, ჩემი ხვარამზაი რომაა, აკაკის ლექსებს იგიც კი აღიღინებს ჩეგურზე. ჩემი ციცაი რომაა, პარკი რომ გაჰყიდა, კაბის ყიდვას დაეთხოვა და გიტარა იყიდა. მოსდგება ორშაბათ დღეს და აღიღინებს, საყვარლის საფლავს ვეძებდიო, - პაწეი კი მწყინავს, ორშაბათ დღეს რომ აცდენს, მარა რა უყო, ყველაი მისი კბილა ციცაები ასე შობა და იგი ვისი ტუღუშია ვითამ. როიცხა ღმერთმა იპრიანა და ბიჭი დამებადა, ციცამაც, დედამისმაც ეიჩემეს და აკაკი დამათქმიეს ბაღანაიზა - ტრაბახობა რა საკადრისია, მართალია, ჯერ აკაკის აფერი სცხია, მასავით ლექსებს ვერ სწერს, მარა მის ნაწერებს ისე კარგად ჰკითხულობს ზეპირად, რომ მუცელზე კანი არ შეგრჩება... აცოცხლა ღმერთმა, კაცი იგია, თვარა მე რა ვარ, ცოცხალი ვარ, ვინ მახსენებს გარდა გადასახადისა, წავკტები და ჩამაგდებენ ჯიკვსავით საფლავში.
- რა მიკვირს, ესიკავ, იცი, კაცი ორმოცდაათი წელიწადი სიმართლეს წერდა და ემსახურებოდა და რაფერ დიემართენ იგი, რომ ამდენ ხანს რეიზა ვერ გააციმბირეს, [ჰა?] აა?
- დაჭირვით რავაც გამიგონია, ბევრი გზობა დეიჭირეს თურმე და ისე დასაწვავი აფერი გააჩნია, თვარა ქე დუუდანდარებდენ.
- რავა, ღარიბია ნეტაი?
- რაიზა უნდა, ბიძია, ქონება, ცა ქუდათ არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნათ.

პიტნა
(„აკაკი“, 1908)

*
24. III. 40.
მიხ. პრ. საათიდან გოსკინპრომში. 60 პუნკტი.
Правда. 29 марта. 1940. „Зарубежные писатели и война“. Т. Рокотова.
1. Мартин Андерсен Нексе. Синклер. Драйзер. Шоу. Шон о’Кейси.

365. სარჩევი. წინა გვ. 370-80.
სარჩევი. ნაშუადღევი.

*
1. უნდა აღირიცხოს ჩემი ქაღალდები!
[რა] შეიძლება თუ არა მათი გამოყენება?
2. შეიძლება თუ არა შოვნა მაკულატურის ქაღალდისა გადასამუშავებლად?
3. ლადო სირბილაძე.
4. კიკნაძე ცეკაში.
„არა-რა არის უსაშველო“.
5. აფიშის ქაღალდის შოვნა შეიძლება უამრავის... თუ არა? უნდა შემოწმდეს... სად იბეჭდება აფიშა?
მაგ. 16 X 4 = 6,400.

*
თ. ჟორდანია. ქართლის ცხოვრება. თორნიკე ერისთავი.
Госопера. 19 мая.
Larix sibirica.

*
Поэтом К. Богдановским проделана большая работа. Перевод поэмы Акакия Церетели „Торникэ Эристави“ следует считать безусловно удачным. Переводчик близко подошел к оригиналу, сумел передать его литературное естество. Желательно было бы увидеть в скором времени данное произведение. Ждем.

*
ბაღში სინათლე ჰყვავოდა თეთრი,
[იყო მაისის ია და ვარდი - ]
რაღაც მშვენიერს [ჰქუხდა] სწუხდა ორკესტრი, -
[იმეორდება] მეორდებოდა მუსიკის დარდი
მასზე, თუ როსმე როგორ მიყვარდა.
 
[იყო ეს დარდი უკანასკნელი...]
უკანასკნელი [ჩუმი] მკვეთრი და ნაზი,
[როგორც პალმაზე მექსიკანელი]
[როგორც]
[ვით] სხვა ესტრადაზე [მქუხარე] აქუხდა ჯაზი!

[გ. ტაბიძე]
 
ამაღელვებელ, ნელი აკკორდით
მასზე, თუ როსმე როგორ დავშორდით.

დეე, დავშორდით! მე მაინც ძლიერს
ვგრძნობ უკვდავებას ჩვენში სულიერს.
 
* * *
Лет до ста расти
Нам, без старости.
Год от года расти
Нашей бодрости.

В. Маяковский

*
მწვანილი. ლურჯილი. ლურჯილი. თეთრილი.
360. მოწაფე. ტფ. ალმანახი. გამომც. ანნა კაპანაძე. 1909 - №№1. 2.

*
უსირცხვილოს თუ არ არცხვენ,
ბაძვით მორცხვიც გაურცხვდება.

*
- რავა? შემომელევა რამე თუ რავა? ღვინოს დაგალევინებ სამ-ნაირს, ოთხნაირს: წითელს, თეთრს და... (აქ გაჩერდა სოფლელი ზარხოში).

*
პარტერი I, II, III, IV -18. 567 - 16. 8 და 9 - 14. ამფიტეატრ. - 14.
24,669 р. 18 к. с 8-го окт. 1938.
Перктусин.

1940