შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-127 - 1939 წელი


1939. ოქტომბერი. გ. ტაბიძე.

ნახევარი საჟენი. 35. 37. 27 - 82.

*
[1. შენ გენაცვალე სახრეო,
გათლილო შინდის ხისაო,
[კოლავ] ნუ იწევ ცხვირსაო.
[გოგლას]..
2. ყველაფერი, რაც მოხვდება, <ლივისის> მოხვდება...
3. სახლში არაა დისციპლინა... თარეშობენ.
4. ევდია, შენ დაგიდგეს თვალები,
ფული მოგვაქვს, შენ გშია <...>.
5. საკითხია გემოვნების: მაგრამ ის მე არაფერს მკითხავს. მაშასად., ხულიგნობს. ო, ეს მთელი ისტორიაა! ხულიგნობის, თავდასხმის.]

*
[ისტორია ღალატის (იქ, აქ). ისტორია მოტყუების: იქ, აქ. ისტორია ფულის მიტანების. ისტორია მუქარის. ისტორია საზიზღრობის. ისტორია დაცემის. ისტორია პროვოკაციის. ისტორია დაცინვისა და ცინიზმის! ისტორია გაბიაბრუების. ისტორია თარეშის.
გამართლება იდეის: ქვეყანა არავის არ შეუქმნია და ყველას უფლება აქვს ითარეშოს, ეძებოს...
საერთოდ ეს საქმე წაგებულია.]

*
დღეს რა საღამოა მწერალთა კავშირში? ა!!!
3-06-81 - ტაქსი.
Радиани - человек в футляре.
Женский интелект и могущество грации.
Де Грие поклонник этого?
Божественная грубость. (Гете) „Galtiche grobheif“.

*
ყაყაჩო.
- ეს სოფლად?
- სოფლად.
- რა ჰქვია?
- გრამადა?
(ჯაგია, ცოცხისთვის სხვანაირია).

*
1. პოლემიკა ახალგაზრდა მწერლების (აკაკი წერეთელი და გრიგოლ ორბელიანი).
2. Влияние поэзии на нрав народов. Гердерс.
3. ჩინური კანონი - „არც ერთ სახელმწიფო მოღვაწეს არა მიეცემაო“.
 
*
Шермадини. Тамара.
29 - პალტო.
 
*
ფოლკლორ-მოლკლორი გოგლაო,
დომხალუს, გოგლი მოგლაო,
საერთოდ ღვიტიკელები
დოყლაპიობამ მოკლაო.

*
- შვილი გიორგი. სამი შვილიო.
- როგორ ხარ.
- ეხ. აბა რა...
 
ფოლკლორ-მოლკლორუს
რეცეპტი
ხრინწუს, ფოლკლორუს, გოგლაო,
დომხალუს გოგლი მოგლა.
[შალვუს რადიან]
შალვათა მრავალთ ხრინწებამ
შორი გზა მოიმოკლაო.
იმათი მამა და პაპა
სუ იმ ხრინწებამ მოკლაო.

* * *
ვინიცობისას.
მე მახსოვს 1908 წელი.
წიგნისთვის...
1939 - 1908 = 31.

ტეხნიკურად რა არის ამ წიგნში ახალი?
1. ახალი რითმები ლექსში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“. მთელი 14 სტრიქონი აგებულია - ერთ რეფრენზე: ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. თანამედროვე პოეზიისთვის ეს ახალია.
2. ახალია კონსტრუქცია ლექსის „მთვარის ნაამბობიდან“.
3. ახალია თემატიკა ლექსისა „მთებში“ (სვანი - ეშვება ნაბდით, სვანი - ბრუნდება ჰაეროპლანით).
4. ახალია ფორმა თანამედროვე ბალლადის. ლექსში „გორი“ (ამ ფორმით იგი პირველი ქართული ლექსია).
სრულიად ახალია თემატიკა მთელი 100 ლექსის, - ქართულ ენაზე არ მოიპოება სხვა მხატვრული ნაწარმოები, რომელიც მთლიანად ეხებოდეს ევროპას.
ყოველი ლექსი რაიმე მხრით ახალია, თუნდაც პირველი ლექსი - „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ - სავსეა ახალი რითმებით. ახალია კონსტრუქცია ლექსის „მთვარის ნაამბობიდან“. ახალია თემატიური მიგნება ლექსის „მთებში“ (სვანი - მთიდან ეშვება, სვანი - მთებში ბრუნდება ჰაეროპლანით). ახალია ფორმა ბალლადის - (შესავალი „გორი“-ს) და სრულიად ახალია თემატიკა, მთელი ასი ლექსის (წიგნში კი სრული 150 ლექსია). ქართულ ენაზე არ მოიპოება სხვა მხატვრული ნაწარმოები, რომელიც მთლიანად ეხებოდეს ევროპას.
ახალია როგორც ფორმით, ისე შინაარსით „საუბარი ლირიკის შესახებ“. აქ პირველად მკაფიოდ არის [ქართულ საბჭოთა პოეზიაში] გაშუქებული დანიშნულება და მიზანი პოეზიის [(ლირიკის)].

* * *
სამუდამოდ დაიღუპა
ახალგაზრდა კრიტიკოსი:
ვერას გზით ვერ გაარჩია -
შალია თუ ფილდიკოსი?

ი. ევდოშვილი
(მოგონება)
ვერ ვიგონებ, სად, რომელ წელს, რა პირობებში მოხდა ეს ამბავი.
იდგა ჩემს წინ თვალებ-ანთებული (ეხლაც თვალწინ მიდგას), ლოყებ-ჩავარდნილი - გამხდარი - კაცი. იგი ხელს იფარებდა სახეზე, როდესაც ახველებდა.
- დაბრძანდით, ბატონო.
- გალაკტიონ, იცით ხომ ჩემი მდგომარეობა?
- აბა, რას ბრძანებთ.
- საშინელ მატერიალურ მდგომარეობაში ვარ და უნდა მიხსნათ - ყველა უნდა დამეხმაროთ.
იგი სალიტერატურო საღამოს მართავდა - და იმედი კი არა ჰქონდა შემოსავალის: სალიტერატურო საღამოებს განსაკუთრებულ შემთხვევაში ესწრებოდა ხალხი. ამიტომ იგი სთვლიდა, რომ სახელები მიიზიდავდენ ხალხს; და სახელოვანთა შორის - მთვლიდა მეც. მე, რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იქნება მივიღო მონაწილეობა იმ ადამიანის საღამოში, რომელმაც დასწერა „მეგობრებო, წინ, წინ გასწით“, რომელიც რევოლიუციური პოეზიის წარმომადგენელი იყო 1905 წლის. თან დავძინე, რომ ჩემი სახელით ძალიან საეჭვოა რამე შემოსავალი მიიღოს საღამომ. ის თავისას არ იშლიდა: ახალგაზრდობა შენით გაგიჟებულია. თეატრი გაიჭედებაო. თან ჩამოთვალა საღამოს მონაწილეები: ია ეკალაძე, ვ. რუხაძე, ი. ნიკოლაიშვილი. იგი დაიმედებული წავიდა.

მთის მწერვალები
გიოტეს ეს ლექსი - ასეთია - თვით გერმანულ ენაზე:

იბერ ალლენ გიპქელნ
ისტ რუუ.
ინ ალენ ვიპფელნ
შპიურესტ დუ.
კაიმ ეინ ნაუხ
დი ფირგელეინ შვეიგენ იმ ვალდე
ვარტე ნურ, ბალდე.
 
გადარჩენილი ვენეცია
შენ გაიძახდი, დიდო რაინდო:
სიკვდილი იმას, ვინაც ჩვენს შორის,
სიკვდილი იმას, ვინაც დაინდოს
ძმა, მამა, დედა, ტოლი და სწორი;

[შენ გაიძახდი: რაა სამშობლო?]

გუგენოტების [მარში]
ჟაფფიერი:
სამშობლო რაა, ჩემო რაინდო?
დაე, გადიწვას მისი მთაგორი,
სიკვდილი იმას, ვინაც დაინდოს
ძმა, მამა, დედა, ტოლი და სწორი.
 
Жаффиер:
Да будет осужден на казнь
И тот из нашей среды,
Кто пощадит брата, отца или друга.

*
ჰამლეტი. Мертвец, бьюсь об заклад, золотой, что мертвец!
მკვდარია (უსულო გვამია, ცხედარია), სანაძლეოს ვდებ, გენაძლავებით, რომ მკვდარია.
მკვდარია, მკვდარია, [მკვდარია] იცოდე,
[შეხედე, უსულო გვამია]
ის ჩვენში ნეტა ვინ გარია?
რაც გინდა შენ იგი მიწოდე,
დაგენაძლავები, მკვდარია!
უსულო გვამია.

*
[კუშიტაშვილი.]
1. შესავალი სიტყვა - შალვა დადიანი. სიტყვა - ბესარიონ ჟღენტი ან რადიანი.
2. ჩემი გამოსვლა ლექსებით.
3. ვერესაევი - ლექსები. ნოვიკოვი - ლექსები. ივნევი - ლექსები. სტრელცოვი - ლექსები. სერებრიაკოვი.
4. პიერ კობახიძე. აკაკი ვასაძე. ზაქარიაძე. ვ. ანჯაფარიძე. თ. ჭავჭავაძე.
5. ქუჩიშვილი. ბობოხიძე.
6. ხორო - კ. ფოცხვერაშვილის.
გორგაძე ვასო. მრევლიშვილი მაყვალა.
„ქართველი მწერლები“.
სცენის გაფორმება ყუშიტაშვილისა.
უკრაინული ტექსტების გადაწერა.
სომხური ტექსტების გადაწერა.
აზერბეიჯანული ტექსტი.
გორგაძე ვასო.
ტელეფონი ფედერაციაში.
ბრაგინისა და ვარვარა მესხიშვილისა.
წიგნები: ვერესაევისათვის და...
 
*
ტფილისის ხეები.
 ფიქრი ტყეში. IV.

* * *
ერთის ხისგან კეთდება
მილიონი - ასანთი.
ერთს ასანთს მილიონი
ხე, ძალუძს, რომ გადაწვას.
[ტყეს] ხეს ხანძარი ედება,
[ტყე] [ხე უძრავი და] მრისხანე, არა ზანტი,
უსწრაფეს სტიქიისგან
ვერ ახერხებს თავდაცვას.

ასე - დიდი ხანძარი
ჩემს გულში რომ ანთია,
შენთა თვალთა ნაპერწკლი[ს]თ
[გაღვივების ბრალია] ემუქრება გადაწვას.
იგი [სტიქიის] იმ ცეცხლის მსგავსი
[რამე] მძლავრი ანდამანტია.
ვერ ვახერხებ თავდაცვას...
მიყვარხარ... ნატალია.
(მიყვარდი... აწ აღარ ხარ.)

1942. 30 მაისი

*
3-00-40. თავაძე ილია.
3-77-22. ვახტანგ სოლოღაშვილი.
Вардисубанская 4. В. Влад. Александр. Месх...
Бром.

*
Wer nicht
Liebt Wein,
Weib und
Gesand - der
Bleibt ein
Narr sein
Leben lang!

Лютер

1939