შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-123 - 1939 წელი


1. იაროსლავიდან წერილი დამიბრუნდა 3 აგვისტოს, დღის 12 საათზე..
იგი შემოგდებული იყო კარებში - ალბად შესცვალეს.
როდ. პ. ვიპოვნე - უეცრად გავედი. მას სახეზე ხელი ჰქონდა აფარებული და იცინოდა. ემჩნეოდა...
 2. დღესვე (3 აგვისტო) საღამოს შვიდის ნახევარზე დააბრუნეს ფული 200 მ. გაგზავნ. 15 ივლ. იქ მიღებ. იყო მეორე დღესვე. მაგრამ შებ. 19 და ასეთი წარწერა აქვს: Почт. ящ. 34. Закрыт 26/7 (подпись).
 
*
გადაწერილია:
1. ახალი წელი ლენინისა და სტალინის გზით. ა. ლექსი შეიცავს 16 ტაეპს. ბ. დაყოფილია რვა-რვა სტრიქონად, ასე რომ, სტრიქონების რიცხვი - 64 სტ.
2. რეიხსტაგის წინ რომ ეგდო ჩვარი. 3 ტაეპი (დაყოფილია) - 12.
3. ეს წელიწადი არის კანდელი. 2 ტაეპი დაყოფ. - 8.
4. ეს სურათი შორეული ქვეყნიდან (მდიდარი და უმუშევარი). დაუყოფელია - 81.
5. კონცერტი (ბაყაყების). დაუყოფელია. შეიძლება დაყოფა 11 ტაეპად - 44.
6. მთვრალი მტარვალის სიკვდილი. 6 ტაეპი, დაყოფილია – 24.
7. გავიდა იმ ომიდან წელიწადი ცამეტი. დაყოფილია 4 ტ. - 16.
8. გადაეფარა საქართველოს გზებს - ინდუსტრ. რიცხვ. გეგმა. დაუყოფელი – 24.
9. ჩემო ლექსებო, მარად გქონდესთ. დაყოფილია რვა-რვა სტ. (3 დაყოფით) – 24.
10. რომანტიული ქნარის წკირაში. 4 ტაეპია დაყოფილი - 16.
11. 100 ფუთიანი ჩაქუჩის ცემით ვერ გატყდა გემი. 3 დაყოფ. ტაეპი - 12.
12. ვწერ ვინმე მესხი მელექსე. [დაუყოფელია] – 16.
11. ი. ნიკოლაძის ბარელიეფი. 3 ტ. დაყოფ. - 12.
14. მხოლოდ მთა იგი, როგორც დემონის ხელით ნახატი. დაუყოფელია – 12.
15. სიკვდილს მე როდი შევუშინდები... დაყ. 2 ტ. – 8.
16. ვით პაპისპაპა გოლიათი - შვილების წინა (მყინვ.), ისე ეს წიგნიც. – 12.
17. სალამი პარიჟს. მე აქ მოველი.. (უნდა დაყოფა 8-8 სტრ. 9 ტაეპი) - 64 სტრ.
18. ქვეყნის მაჯავ და გულმკერდო.. (სტ.). 7 გრძელი ტაეპი დაყოფილია - 14.
19. ახალი ტფილისის დაფუძნება. 7 ტ. დაყოფ. - 38.
501 სტრ.
20. პოეტი, ვინაც წრფელია გულით. 4 ტ. - 16 გ.
21. არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს, ო, რა ხანია! დაუყ. - 26.
22. ვისთვის უნდა იხედებოდეს ვინმე. დაყ. – 58.
23. ორი ქვეყანა ერთმ. რომ დაეჯ. დაუყოფელი – 20.
24. ჩვენ აზია ვართ... დაუყოფ. – 32.
25. შენი ხმა ჰქუხდეს (როცა უწ. დაყ.). – 8.
26. „დღეები“. დაუყოფ. – 40.
27. ერთხელ საღამოთი. დაუყოფ. – 88.
28. იალქნიანი ნავი – 8.
29. მრავლდება ფაბრიკა ქ. – 8.
30. შეიჭრა, სადაც ვეფხვის სპილო. დაუყ. – 20.
31. ჰაეროპლანი, ცხოვ. დაუყოფელი – 38.
32. ვდგევართ რატ. მანქ. დაუყოფ. – 68.
33. პოეზია ოთხი გიგანტის. დაუყ. – 48.
34. ბლოკადა კოშმარების ალში. დაუყ. – 64.
35. არა სიტყვა ლიტონი. დაუყ. – 20.
36. უნდა შესრ. გეგმა – 12.
37. ბუქსირით. დაუყოფელია – 36.
38. მუშ. კლასთან, მეომარ კლასთან. დაუყოფ. – 32.
39. ცხოვრება არის ორგ. დაუყ. – 42.
40. შენს სიმთა ჟღერას – 8.
41. ნაპირისაკენ – 8.
42. იმისთვის მღერის – 8.
43. მე გამახსენდა ქარი პირველი – 8.
44. ვისაც ელოდი, მას აღარ ელი – 8.
724.
45. დილით მსწავლ. გროვაში. დაყოფ. – 32.
46. ის მონა არის – 8.
47. გზა სახიფათო – 8.
48. მონა იყავი გარემოისა - 8.
49. მშვენიერება ეს მანქანაა – 12.
50. ვისაც სიხარულს ვუზიარებდი – 8.
51. ქარხანა შრომობს, ბორბალია – 8.
52. კმარა, რას გადასცქერიხარ – 8.
59. ნაწყვეტები – 12.
54. თვითონ ღელვაც როს... – 16.
55. შენ გძულს მთა-ბარი? (დაყ.) – 20.
56. ის ყველგანაა, მთელ მსოფ. – 8.
57. წარსულ გუნდგუნდათ – 12.
58. ელექტროსადგ. – 8.
59. მთესველი – 8.
60. მისწოლია დარაბას – 24.
61. ან კიდევ აგერ: ბრგე - 16.
62. მიდიან, თუმცა – 8.
63. ქალაქის გარედ როს – 24.
64. წვეთი წვეთებზე გადადის – 12.
65. ჩვენს გვერდით აქვე – 12.
66. რამდენჯერ სძებნა ომში სიკვდილი – 12.
67. ახალი გზაა ჩვენ წინ გაშლილი – 8.
68. დაე, შაებას მკაცრად ჯარი ჯარს – 8.
304. რვეულია.
69. საბჭოთა ხალხის გმირული. - 4 ტ. დ. - 16 სტ.
70. ნაწყვეტი (ეს გრძნობა სიბ.) – 32.
71. გვფენდეს მარად. და. 1 ტ. – 8.
72. ვით მეომარმა ხმალი დაპირო – 8.
73. საღამოს სხივები ღრ. – 10.
74. რა კარგი (გაფრ.). დაყ. 8 ტ. – 32.
75. აფხაზეთს არის (რვარვა) – 16.
76. არ მინახავს მისი არე – 8.
77. ო, შრიალით ეშვება – 16.
78. ტფილისის თავნი კლდიანნი – 12.
79. ავტომოტოველი – 12.
80. სულ შვიდნი თვითმფრინავ. – 8.
81. შენ აღარ ხარ.. იმნაირად – 12.
82. მშვენიერი მახსოვს ბაღი. 6 ტ. – 32.
83. ოდეს იყრების ომად ლაშქ. 4 – 16.
84. ეს რამდენიმე დღეა (ლენ.). 88. 4 – 32.
85. ცეკვაში თითქო ფრთებია. 8 დაყ. – 32.
86. არის ხანდახან მწარე – 12.
87. ხარობს მთელი ჩ. – 16.
88. დაავიწყდა თუ დროებას – 12.
89. ნარიყალა ენთება – 12.
90. ოპერის ბაღს – 16.
91. შენ იძინე. პაწა ხანას. 7 ტ. 7 სტ. – 72.
92. მე მეგონა 8 ტ. დ. – 32.
93. იმ ოქტომბერმა – 16.
94. რა მშვენიერი და კ. - 8.
95. ხეო, შენ ვერ მოგჭერ – 8.
96. ჭინჭრით გადაბარდნილი – 12.
518.
97. კაცი, რომელიც იცინის – 12.
98. სადაც ეხლა ფოთლებს სძინავთ – 12.
99. საღამო ხანად.. რეკლამა. დაუყ. – 32.
100. ხმა-მაღლა, ხმამაღლა – 16.
101. გალიიდან – 12.
102. შენი ცხოვრება არის ეს მადლი. დაყ. (რვა-რვა) - [32] 36.
103. გამოგონებავ... სამად დაყ. – 28.
104. შეწუხდა და თქვა [(6)] – 24.
105. ტირიფი (ალფრ. დე მ.) (6) – 29.
106. როგორც სიმსივნე (3) – 24.
107. ბაღთან ძეგლია (4) – 40.
108. რაც ბედმა დოსტ. (3) – 12.
109. უმუშევარი (შენ კარგ. გ.) – 8.
110. თავგანწ. მ. ქ. (12) – 36.
111. მე გამოვშ. ავადმ. მხარეს (5-8) – 40.
112. თვალმა ალმაც. კაფეს დახედა – 48.
113. სიკვდილს მე როდი... 4-8 – 32.
114. ურცხვ. მოეშ. იტ. (6) – 28.
115. აპლოდისმენტი. 3-8 – 24.
116. ვნახე ნოტრდამი. 4-8 – 48.
117. იმერლის მონოლოგი. გაბმით – 48.
118. გავიდა იმ ომიდან (5) – 20.
119. ბავში მღერის ჭალ. (5) – 20.
120. დილა. შკოლისკ. (2) – 8.
121. რამდენ მდინარეს არბევს (6) – 24.
122. დედა! შენ დაჰხვენ.. (7) – 54.
123. მოხუცი მწიგნობარი – 12.
726. აქამდეს - 2 773.

ჟორესი. 32 სტრ. - 2 გვ.; წახვალ. 12 - 1 გვ.; გზას გაჰყ. 16 - 1 გვ.; მეგონა. 16 - 1. კარგა. 16 - 1. მისი ბ. 16 - 1. აბა, კარგად დაფ. 16. ერთის სიმღერა. 12 - 1. <ღელავ.>. 16 - 1. ინტერვალი. 24 - 2. მელანდება. 12 - 1. მეტყვის. 8 - 1. ნიაღვარი. 8 - 1. ჩემო დედავ. 12 - 1. შეღამება. 8 - 1.
226.

ო, მაინც რომ. 20 - 2 გვ.; შენ ისვენებდი. 16 - 1. არ <გელიან>. 16 – 1. სხვაგან სად. 20 – 2. უროებს. 40 – 2. წავალ. 45 – 2. ო, მერამდენედ. 40 – 2. მზე ჩადიოდა. 12 – 1. ჩვენი ქალაქი. 12 – 1. ამწვანებულა 12 – 1. წინად ალ. 16 – 1. ქარი მოგონ. 28 – 2. არის გზის. 16 – 7. იყო დილის... 24 – 2. ციციკარი. 28 – 2.
365.

გაზაფხულია. 16 – 1. მშფოთარება. 12 – 1. აუწერელი გარყვნილება. 60 - 4.  კრიზისი. 40 – 2. ვარშავიდან. 24 – 2. ულევი. 20 – 2. ო, მაინც. 20 – 2. შენ ისვენებდი. 16 – 1. ჩვეულ კაცთა. 16 – 1. მთვ. ნაამ. 16 – 1. მშენებლობა 20 - 2. ვიცი დროო. 16 – 1. ცაზე თეთრი. 16 – 1. ფერად ფერადი. 16 – 1. რეიხსტაგი. 16 – 1.
324.
 
„Огонек“
1945
№1. 1. Портрет Грибоедова (ყდა). 2. Монастырь на Д. Горе в Тбилиси. 3. Могила Грибоедова. 4. В тисках между двумя фонтами (კარიკ.).
№2-3. 3. Кремль (ყდა - ფერადი). 4. Маленький катер... (рис. Житомор). (ზღვა). 5. Ленингр. в дни блокады (рис. Н. Павлова). 1942 г. 6. На улице Ленингр. (1942 г.). Н. Павлова. 7. Вера Инбер: О Лен-гр. детях (расск.).
№4. 8. В Карпатах (фото Осипова 2. стр.). 9. Портреты (Баграмян, Жуков, Конев, Малиновский, Рокоссовский, Черняховский, Петров). 1 ст. 10. В освобожд. Варшаве (фото Карл.). 11. Экспонаты потрясающей силы Н. Воронова (очерк и фото о выставк. - Ленингр.). 12. Горит Восток Зарей Алой (Елисеев). Акварель - Пушки.
№5. 13. Ночной залп (на обложке). 14. "По чужой земле". Худ. Храпака. 15. Невский проспект в дни отеч. войны.
№6-7. 16. Сталин. Рис. П. Васильева. 17. Боевые ордена и мед. (облож.). 18. Худ. Коцебу - 1760 г. (ცხენები). 19. Рузвельт (стр. 5). 20. Измененн. карты (9 стр.). 21. Айвазовский. <Чеченский> Бой (ზღვა). 22. В Москве салют...
№8. 23. Удар с воздуха (обл. 2 стр.). 24. Великий артист (Качалов). 25. Павшие твердыни (карта). 26. В глубь Германии (фото). 27. Шопен (Куски разруш. памятн.).
№9-10. 28. Женщины снайперы (обл.). 29. Вперед на Берлин (1 стр.). 30. Дела и люди (Женщина на фр.). 31. <Си...ет> у надписи (გვ. 13.). 32. Мать славянских братьев (рисунок к заглавию). 33. Подводник из Сванетии - Иоселиани (фото Л. Рогачевского (статья). 34. Возрождение Сталинграда (фото) статья.
№11. 35. Возвращение (обл. კარგია). 36. Женщина с 5 сыновьями... 37. Люди слушают радио.
№12-13. 38. Красноармеец со знаменем (обл.). 39. Будапешт (после улич. боя). 40. Шалва Рухадзе (из Кутаис.). 41. В море (рис. к рассказу). 42. М. Горький. 1928 г. (У радио и звукоусилителя). 43. Дети обвиняют (очерк. снимки).
№14. 44. Свет в мраке (рис. тушью).
№15-16. 45. Обложка нап. акварель. 46. Ленин в С. Шушенско (Фото пейзаж). 47. Орден Ленина. 48. Ленин. Жукова. 49. Рисунки Жукова (Ленин). 50. Вот за этим окном (рис.). 51. Мавзолей (рис.). 52. Побережье пустыни (море). 53. Венок у памятника (კარგია). 54. Люди у памятника (კარგია). 55. Колхицин (<Эль так>).
№17. 56. I мая - рис. Житоморского. 57. Проэкт набережной в Новоросс. Ак. <Уодсона>. 58. Павшие знамена. 59. Уличный бой (фото Эгор.). 60. Русские в Берлине (ცხენები). 61. Около рояля (рис. Житомир.). 62. Бакинцы (ფოტოები). 63. Газеты. 64. Германия (карта). 65. Панорама Сталингр. с Волги (проэкт восстан. Лансере).
№18. 66. Портрет Попова (კარგი ჩარჩოა). 67. Весенняя Москва (ცა კარგია). 68. Лодка на озере (2 стр.). 69. Нахимовцы в <...ини> (фото Джетрянова).
№19. 70. Знамя над Рейхстагом (фото). 71. Конюх <Лятеруласа>. 72. Покоренный Берлин.
№20-21. 73. „Мы победим“ - обложк. (ст.). 74. „Да здравствует праздник победы!“ 9 мая, 5 часов утра. 75. Весть о победе (მასსიურია). 76. Толпа несет Котовского (დიდებულია). 77. Такого спроса на вина и шампанское магазин не знал за все время своего существования (фото...). 78. В этот день в Москве не соблюдали правил уличного движения (фото). 79. На улицы и площади Москвы вышли артисты, певцы, музыканты (фото). 80. В шесть часов вечера после войны (фото). 81. Последний салют (фото). 82. Празднование дня победы в колхозе (фото). 83. Гребцы на Москва-реке (фото). 84. Оборотная сторона медали (обл.).

*
1947. მცხეთა.
მდ. მთიულეთის არაგვი, გუდამაყრის არაგვი, ხევსურეთის არაგვი, მდ. ფშავის არაგვი - არაგვი.

ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა.
 
ოთხი არაგვი
[შენ კი ჩვენი არაგვისპირი
მხოლოდ ერთი [გეგონა] გგონია.]
[შეხვედრა პირისპირი]
(ცისფერი) იღვრება სიმფონია,
მასთან მოსაწონია,
[რა კი] ოთხი არაგვისპირი
მხოლოდ ერთი გგონია.
[სად] გახედავ: სამოთხია.
მაგრამ ერთი კი არა..
კარგად ვიცი - ოთხია.

*
გახსოვს? [როდესაც] ძაუგთან მომხდურთა ჯარმა
[როგორ] ზურგი აქცია ივერთა საზღვარს.
[მიზღვავებული] უკუქცეული იგი არმია
გადაზღვავებულს ჰგავდა ნიაღვარს.
ვით გაიჭედა გზები ლტოლვილით,
როგორ დაგუბდა შიში და კრთოლვა,
კაცით, სურსათით, ავტომობილით
აირეოდა მომხვდურის ლტოლვა.
როგორც რაიმე ლანდი, ფეთება,
ვით მომაკვდავის მძიმე სულგუბვა,
დარიალიდან მიეხეტება
გზადაკარგული მხეცის დაღუპვა!
[მახსოვს უეცრად.]

ქობულეთი
საღამო ხანს ქობულეთ[ზე]ის ზღვიდან [მოჰქრის] მოდის მშვიდი [ქარი] დარი,
[სანერგეებს ეფინება] ნაპირებზე ირხევიან სანერგე და კოინდარი.
ერთიორად მოსავალი გადიდდა და გახდა მყარი,
დადვის, ჩაქვის და ხუცუბნის აყვავების საწინდარი.
ოჩხამურო, მახსოვს შენი ძველისძველი ნახიდარი,
[ნასიმინდარ სასიმიდის ნახევრობა ნაყიდარი]
[წელში] გარდა მოხრილ ფაცხის ქარი და წისქვილი სამინდარი.
ბობოყვათის ფაბრიკიდან [ამომსკდარი ორთქლის] ფერი, ორთქლად ამომსკდარი,
იგი მჭვალტლიანი სხვენი, იგი კერა და ღადარი.
ცეცხლაურთან, ხუცუბანთან, მოდიოდა ალამბარი.
[ბოლი მუხა ესტატესთან]
ციხისძირთან ზვირთი ზღვისა ქაფთა [ფერით] ლამბით ნალამბარი,
[ბოლი] ტოტი მუხაესტატესი, კვირიკეთ[ის]ზე [წინ დამსხდარი] გადამწვდარი.

*
ბებელის გარდაცვალებაზე.
[მე ჩემს მეგობრებს.]

* * *
მე მეგობრებს ვთხოვ, ასწიონ თასი
და ადღეგრძელონ ჭაღარა გორი.
მე მეგობრებს ვთხოვ...
აქ არა ერთხელ მოსული მტერი.
 
* * *
მე მეგობრებს ვთხოვ,
    ასწიონ თასი
და ადღეგრძელონ
    ჭაღარა გორი.
აქ არა [ერთხელ] ერთი -
    და არა ასი,
არა ათასი
    აშლილა ქორი.
 
მე მეგობრებს ვთხოვ,
    ასწიონ თასი
და ადღეგრძელონ
    ეს გორის ციხე,
აქ გაისმოდა
    ძახილი: გასწი!
მომხვდური იხევს -
    მისდიე, მიჰყე.
 
მე მეგობრებს ვთხოვ,
    ასწიონ თასი
და ადღეგრძელონ
    ამ ციხის წვერი.
გადალეწილა...........
     .............................
აქ არაერთხელ
    მოსული მტერი.

*
პირმოთნეობა, პირფერება, მლიქვნელობა, ფარისევლობა.
მლიქვნელი, ფარისეველი.
მლიქვნელური, ფარისევლური.
პირმოთნე, პირფერი ადამიანი.
სიტყვები.

*
Galaction Tabidzé est né á Georgresen. 1892.

სამხრეთ-ოსეთი
ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი.
მუხამდე, სადაც კეხვის არხია.
რამ ააყვავა სამხრეთ-ოსეთი -
დიდი ხნის ძილი რამ შეარხია?
 
მე მახსოვს გოლვა-სიცხე ზნაურის,
მზის მხურვალებით დამსკდარი მიწა.
ეხლა აქ [არხის] ახალ აურ-ზაურის
ჩრდილში მდინარემ გამოიღვიძა.
 
სულ მაღლა მთებში კელვის ტბა არის,
ვიყავ მსურველი [იმისი] ადგილთა ნახვის,
იმ ტბიდან მოდის სისწრაფე ქარის,
იმ ტბიდან სწყდება ზვირთი ლიახვის.
 
იმ ტბიდან, აბა, როგორ არ შვენის
ელსადგურების [მნათთა] მზეთა ნათება,
[და] ამ კვერნეთისა და თამარშენის
ქების თქმა ძალას აღემატება!
 
მაინც, ვინ არის ამ სამწყაროსი,
ნედლათის, ტიგვის და ტბეთის გმირი?
ვინ გამოცვალა კეხვის ტაროსი,
და ნაბაკევის ვარვარი მწირი?
 
ვინ ამოზიდა მიწის წიაღით
მარმარილოთა სიმაგრე თეთრი,
ვინ გადაფარა მშვენიერ ბაღით
ყოველი მეტრი და კილომეტრი?
 
ვინ [იცის] აღძრა ენა დაგროვილ ხე-ტყის,
მიყრუებული ვინ შესძრა გრომის,
მსგავს შედარებას, აბა, ვინ მეტყვის,
რასაც იძლევა დღე ნათელ შრომის?
 
გზა ვინ გაჰკაფა ძაუ-სუარის,
აკადემიის ვის მისწვდა შუქი,
მსგავსი შვენება სადმე თუ არის,
მთებს რომ ლეჩაქი ბურავს მსუბუქი.
 
ვინ იცის ბუდე უხვი მარაგის,
სად ბინად დადგენ უბინადრონი?
სოფლის, ქალაქის და აგარაკის
ეხლა ვინ არის ბატონ-პატრონი?
 
[ხალხი! მარადის უკვდავი ხალხი!
[აი ვინ არის ამის შემქმნელი]
ამის შემქმნელი [აი ვინ არის] მხოლოდ ხალხია,
მან მოიშორა შავი დღის თალხი,
და შეჰქმნა დილა დღის მომცინარის.]
[ვინ მოიშორა] [მზედ ვინ]
ვინ არის, რომ მზედ აქცია თალხი,
ვინ არის, ნისლი რომ გაარღვია?
 - ხალხი, მარადის უკვდავი ხალხი!
ყოვლის შემქნელი მხოლოდ ხალხია.
 
მის ძლიერებას ვერ გარდამოხსნის
ამაოება დროებათ ტალხის.
ყოველი სიტყვა [სახალხო] მგზნებარე მგოსნის!
[იქნება ხალხის და მხოლოდ] ეს არის სიტყვა მგზნებარე ხალხის.

*
- აქ მზედ ვინ აქცია თალხი,
ვინ მიიწევს ხმამედგარი?
- ხალხი მხოლოდ, მხოლოდ ხალხი,
ხალხი ახალ გზაზე მდგარი.
- აქ ნისლი ვინ გაარღვია,
[ნისლი] ბნელზე ბნელი, [ნისლი] მყარზე მყარი?
- ყოვლის მქნელი აქ ხალხია,
ხალხი, მხნე და დამნდობარი,
ეს ხალხია, მისი ნება
ურყევი და დღე ჯადარი,
ხალხი გმირი, ხალხი მქმედი,
ხალხი ფენიქსს შესადარი.
მის ძალას ვერ გარდამოხსნის
ამოება, დროთა ღვარი.
და ყოველი სიტყვა მგოსნის
მგზნებარ ხალხის სიტყვა არის.
ეს ხალხია, მისი ბრძმედი,
ურყევი და
ხალხი გმირი, ხალხი მქმედი,
ხალხი ფენიქსს შესადარი.

მომიმოზეს. ოსეთს.
ხანძარი. ტაძარი. ბაწარი.

ლიახვი და მტკვარი
ლიახვო!
ლიახვის სათავე[ებ]სთან
სამხრეთ-ოსეთი
თვალწინ სამხრეთ-ოსეთია, კეხვი, ტბეთი და შინდარი.
და ზნაურის მახსოვს [გოლვა] ზეცა, [ტროპიკის ცით დასადარი] თვალი,
ცრემლით ნაბინდარი.

მაღლა მთებში კელვის ტბაა, [არწივების] მარმარილოს საბუდარი.
სად ლიახვი იბადება, და კეხვისკენ [მოჰქრის ჩქარი] [მიმხედარი] სდის მიმხვდარი.

აჩუხჩუხდეს კეხვის არხი, გამოცოცხლდეს მიწა მკვდარი!
თვლა არ ექნესთ [ელნათურებს] ელსადგურებს, სად ვერხვია და ჭადარი.

კვერნეთის და თამარშენის [განახლების საწინდარი] უძველესი ბინადარი,
მაინც ტბეთის, სამწყაროსი, და ნედლათის [ტიგვის მყარი,] მაბედარი.

ტიგვის, ტბეთის, ნაბაკევის დიდი გმირი ვინ, ვინ არი?
მიწიდან ვინ [ამოზიდა] ამოიღო მარმარილო[ს] [ქვა] საზიდარი?

ვინ არის, რომ ვერ აბრკოლებს ვერც სიცხე და ვერც ავდარი?
ვინ აგროვებს ამდენ ხე-ტყეს, უღრან, უვალ [გზებს] მთებს მიმწვდარი?

და გზებს ძაუ-სუარისას ვინ მიარღვევს [უბინდარი?] მოხიდარი?
ვინ, ვინ არის [გმირი] ლომი გრომის, [ხელ]სულუხვი და გულმდიდარი?

- ეს ხალხია! მისი ნება! ურყევი და [უბინდარი] დღე-სადარი,
ხალხი გმირი, ხალხი მქმედი, ხალხი [დევ-გმირს] ფენიქსს შესადარი.

I
თვალწინ სამხრეთ-ოსეთია,
კეხვი, ტბეთი და შინდარი,
მე ზნაურის მახსოვს ზეცა,
თვალიც, ცრემლით ნაბინდარი.
 
და მუხამდე, სად არხია
კეხვის, ეხლა ვარ მიმხვდარი,
ძილით თუ რამ შეარხია
არე-მარე, მშვიდი, წყნარი.

მახსოვს გოლვა [მახსოვს სიცხე] იმ ზნაურის,
[და] რომ არ ჰქროდა ნიავ-ქარი,
ეხლა აქ სხვა მოგზაურის
ოცნებებში ვარ აქ მდგარი.
 
მახსოვს სიცხით მსკდარი მიწა,
მაღლა მთებში აქ ტბა არი,
აქ მდინარემ გაიღვიძა,
ტბიდან მოჰქრის ნიავქარი.
 
ვარ მსურველი იმ მთის ნახვის
და იმ ტბისკენ მივიჩქარი,
მგზნებარ ტბისკენ, სად ლიახვის
იბადება ზვირთი ჩქარი.
 
II
ო, იმ ტბიდან როგორ შვენის
განათების ნიაღვარი (ღვარზე),
კვერნეთის და თამარშენის
გავარვარებული დარი.
 
მაღლა მთებში კელვის ტბაა,
მარმარილოს საბუდარი,
სად ლიახვი იბადება
და კეხვისკენ დის მიმხვდარი.

აჩუხჩუხდეს კეხვის არხი,
გამოცოცხლდეს მიწა მკვდარი,
თვლა არ ექნესთ ელსადგურებს,
სად ვერხვია და ჭადარი.
 
ელსადგურთა მათ ნათება,
უკვდავების დასადარი,
ელვა ელვას ემატება
და სიბნელე [აქ] არსად არი.
 
კვერნეთის და თამარშენის
უძველესი ბინადარი,
მაინც ტბეთის, სამწყაროსი
და ნედლათის მაბედარი.
 
III
მაინც რა ცვლის ამ სამყაროს,
რანაირი ბარავს ბარი,
[ვინ] ვით გამოცვლის კეხვის ტაროსს
სხვა [ღრუბელი] ლაჟვარდი და სხვა ცვარი.
ნედლაათის, ტიგვის გმირი,
სად იშლება ტბეთის მყარი,
ნაბაკევის დასძრას მწირი,
ელექტრონით შესძრას კვარი.
ტიგვის, ტბეთის, ნაბაკევის
დიდი გმირი, ვინ, ვინ არი?
მიწიდან ვინ ამოიღო
მარმარილო საზიდარი?
ანდა მიწის ამ წიაღით
ვინ მოიჭრა უშიშარი,
ვინ დაფარა უცხო ბაღით,
უვრცელესთა ველთა მხარი.
მარმარილოს მოსკდა თეთრი
და სიმაგრე საოცარი,
აქ მეტრი და კილომეტრი
ახალი დღის არი ზღვარი.
აღძრეს ენა ჩვენი ხე-ტყის
დაგროვილი, დანაყარი.
ვინ არის, რომ ვერ აბრკოლებს
ვერც სიცხე და ვერც ავდარი,
ვინ აგროვებს ამდენ ხე-ტყეს
უღრან-უვალ გზებს მიმწვდარი?
მიყრუება ძველი გრომის,
ვინ, ვინ შესძრა ნაგუბარი,
რასაც დღე იძლევა შრომის,
ისმის მასზე საუბარი.
გზა ვინ მისცა ძაუ-სუარს,
ვინ გაჰკაფა ეს [ნაძვნარი] ჯაგნარი?
მსგავსი სადმე რამე თუ არს,
ან ფიჭვნარი, ან ნაძვნარი?
 
IV
ამ გზებს ძაუ-სუარისას,
ვინ მიარღვევს მოხიდარი?
ვინ, ვინ არის გმირი გრომის
გულუხვი და გულმდიდარი?
როგორ მოსწვდა შორით შუქი
აკადემიისა მძლავრი.
როგორ შვენის მთებს [ლეჩაქი] მსუბუქი
ლეჩაქი რამ - ფერნარნარი.
ვიცი ბუდე უხვ მარაგის,
წინაპართა შთანაბარი,
ქალაქის და აგარაკის
მეგობრობა თანაბარი.
ბინად სად უბინადრონი
დადგენ, [გაჩნდა] სჩანდენ სხივმფინარი.
ის ბატონი და პატრონი
ეხლა, აბა, აქ ვინ არი?

*
Galaction Tabidzé - poéte du peuple de Georgien.

მცხეთა
ამაოებავ!
    ვგრძნობ - რად არ აგვი
[მტვერს] ფერფლს, თრთვილივით რომ
    დაჰფარა ჯვარი.
დაიძვრი მარჯვნივ -
    დაგწევს არაგვი,
გაიწევ მარცხნივ -
    დაგხვდება მტკვარი.
 
მოუხვევ და გზას
    გადაგიჭრიან
გათხრათა ფშნები -
    როგორც არხები,
არ მიხვალ - ლალნი
    თვალებს გიჭრიან,
მიხვალ - და - ცოცხლად
    დაიმარხები.

თუ იტყვი - ძველი
    გზებით დახევას
შენს აქ მომგზავნელს
    რას ეუბნები?
თვით მცხეთა - შიგნით
    დაგშლის ნახევარს,
ნახევარს - მცხეთის
    გარეუბნები.

ზე აიხედავ -
    სივრცეა ზეცის,
ძირს დაიხედავ -
    რა გეფიცება?
მკვდარს გვერდზე წვენილს,
    ხელფეხმოკეცილს
ორმო-სამარხში
    გაეღვიძება!

ხმალს მივარდება
    მტერთ სამუსვრელად -
მტვერი მოხვდება
    ხელთ ბრინჯაოსი
და ცხარე ბრძოლის
    იქცევა ველად -
ველი სამთავროს
    სასაფლაოსი.

[რა უბოლოოს]
სვეტიცხოვლიდან
    შეხედავ ტყე-ველს
ძვირფასი ქვებით
    მოოჭვილ ჭაღში,
და ივერიის,
    როსმე უძლეველს,
გმირთ წინ მიუძღვის
    თვით პიტიახში!

აჰ, მტერი, მტერი!
    ის ტყისკენ იხევს,
არმაზისხევით
    მისდევს წვალება,
[არმაზისხევით]
მაგრამ უძველეს
    არმაზისციხეს
მთაზე მდგომს
    როგორ დაემალება?

უზარმაზარი
    გალავნის კედელს,
ის გაეკვრება
    შიშისგან მკვდარი.
ახალო მცხეთა!
    შენს შეუწყვეტელს
ამღელვარებას
    ჟღერს ჩემი ქნარი!

მცხეთის რაიონში
აღიმართა თვალწინ მცხეთა. დაფარულა თრთვილით ჯვარი.
ამოებავ! წახვალ მარჯვნივ, კვლავ გზებს გადაგიჭრის მტკვარი.
წახვალ მარცხნივ: არაგვია, [და] არა ნა-ნა-არ-აგვ-არ-ი,
მოუხვევ და, გათხრებია, გერკულანუმს დანაგვარი.
არ მიხვიდე, არ იქნება - სხვა სადაა ამა გვარი?
მიხვიდე და ცოცხლად უნდა დაიმარხოს წანაგვარი.
ამოებავ! თუ იტყვი, რომ ძველი მიინათო კვარი,
მაშინ შენ აქ გამომგზავნელს რაღას ეტყვი დანაგვარი?
თვითონ მცხეთით დაიშლება შენი ერთი ნახევარი -
მეორე კი გარეუბნებს [დაურჩებათ] შეექნებათ სახევარი.
აიხედავ: ზევით სივრცე ზეცისაა დამდაგვარი.
დაიხედავ: [მკვდარს] ჩონჩხს გვერდწვენილს ეღვიძება! აი [ჩვარი!] მკვდარი!
მიატოვებს ორმოსამარხს, მივარდება ხმალს ჯავარი.
„მუსრი მტერსო“ - გაიძახის [გულფიცხი და ონავარი] ივერიის წინამძღვარი.
და მოიწევს შენკენ. ხელში ბრინჯაო აქვს სანუკვარი.
და სამთავროს სასაფლაოს კვლავ ედება სისხლის ღვარი..
[სდგება] მოდის თვითონ პიტიახში! [თავს უშველე, ცხენს მჯდომარე]
რკინის კეტით, ხმა-მყივარი,
ამოებავ! თავს უშველე! არმაზის ხევს მიდი ჩვარი,
უზარმაზარ გალავანის კედელს [შიშით] ლანდათ გაეკარი...
მაგრამ აგერ [კიდევ] ზაჰესისაც აელვარდა [ნიაღვარი] გზა მღელვარი,
[გაუმარჯოს] ვერ გაუძლებ მის სინათლეს! [ჩქეფდეს] დაგძლევს მისი ნიაღვარი.

[დავით აღმაშენებელი]
ჯვარის მონასტრის მშენებლები
[გახედავ მარჯვნივ, მორბის არაგვი,
გახედავ მარცხნივ - ელვარებს მტკვარი.

ზედაზნის ქარო, [თუ] რისთვის არა გვი?
თუ ზედმეტია ხატი და ჯვარი.
დაიძვრი მარცხნივ, [მორბ] დაგწევს არაგვი,
დაიძვრი მარჯვნივ,]

[თუ ზედმეტია, რისთვის არა გვი?
თუ არა - რისთვის გიპყრია ჯვარი?
გახედავ მარცხნივ - მორბის არაგვი,
გახედავ მარჯვნივ - ელვარებს მტკვარი.]

[ზედაზნის ქარო, რისთვის] ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აგვი,
მტვერს, [რის სიმძიმემ მოღუნა] ნისლივით რომ დაფარა ჯვარი?
დაიძვრი მარჯვნივ - დაგცემს არაგვი,
გაიწევ მარცხნივ - დაგხვდება მტკვარი!

მოუხვევ და გზას გადაგიჭრიან,
გათხრათა გზები - როგორც არხები.
არ მიხვალ - [ფრთ] რბენას გიჭრიან,
მიხვალ და ცოცხლად დაიმარხები!

[იფიქრებ] თუ იტყვი ძველი გზებით დახევას -
[გამომგზავნელს] [მაგრამ] შენს აქ მომგზავნელს რას ეუბნები?
[ქალაქი] თვით მცხეთა შიგნით დაგშლის ნახევარს,
ნახევარს მცხეთის გარეუბნები!
 
აიხედავ და სივრცეა ზეცის!
დაიხედავ და... მუხლთ გეკეცება.
[ორმოსამარხში ხელფეხ მოკეცილს (ზეცის)
[ჩემს] იმის ძახილზე გაეღვიძება] (მტკიცება).

ხელფეხ[მოქ] მოკვეცილს, [გვერდზე დაწვენილს,]
            მკვდარს გვერდზე წვენილს
ორმო-სამარხში გაეღვიძება!

[ეძებს იარაღს, სამკალსა, თიხას]
ხმალს მივარდება მტერთ სამუსვრელად,
[ხელში მოხვდება ოდენ ჯოხრკინა]
ხმალი მოხვდება [ხელთ] კლდე ბრინჯაოსი
და ცხარე ბრძოლის იქცევა ველად,
[ძ]ველი სამთავროს სასაფლაოსი.
 
[ვარვარი გააქვთ] [არმაზისხევის] რა უბოლოოს ხვდება ნაპირებს
ძვირფასი ქვებით მოოჭვილთ ჭაღში
და ივერიის (როსმე) უძლეველს გმირებს
[ხმლით] [გმირთ] აწ წინ მიუძღვის თვით პიტიახში.
 
[გაიწევ! - მაგრამ არმაზისციხეს]
[იგი უზარ] მთაზე მდგარს როგორ დაემალები,
[მტერი მარცხდება, ის მტკვრისკენ იხევს.]
[აჰ, მტერი, მტერი, ის ტყისკენ იხევს...]

*
[მთხოვეთ სურათი, მეც შევიფერე]
[ოდეს] შენ რომ სურათი მთხოვე, ო, მერი,

[გითხარით:] და გითხარ: სურათს მოგართმევ[თ] მერე,
[ალბად გულში სთქვით:] შენ [წყენითა] დაცინვით სთქვი: „მერე-მერე“-თი
ჩვენი ვერ წავა შორს იმერეთი!

[მუდამ მართალი ბრძანდებით, პეტრე!
ახასიათებს იმერს სიმკვეთრე...]
მართლაც, რაგვარად აშვენებს, პეტრე,
(სდევს) იმერს სიმკვირცხლე, სიმხნე, სიმკვეთრე!

ამიტომ სურათს გიძღვნით ახლავე.
 
*
შავზე ვწერ, ვეღარ გადავათეთრე.

[თხოვნაზე] [თქვენ სურათს მთხოვდით,]
მთხოვეთ სურათი. [გითხარით: „მერე“!] მეც შევიფერე -
გითხარით: [სურათს] მოგართმევთ მერე...
[თქვენ მიპასუხეთ:] ალბად [იფიქრეთ] გულში თქვით: „მერე-მერე“-თი
[ჩქარი] ჩვენი ვერ წავა შორს იმერეთი“...
 
[თქვენ მართალი ხართ] [რა სიმართლე თქვით, ძვირფასო პეტრე,]
[თქვენს სიმართლესთან, [რა მართალი ხართ,] ძვირფასო პეტრე...]
[სურათს სახსოვრად ეს წავაწერე:
გისურვებთ დიდხანს და კარგად ყოფნას.]
[თქვენ მართალი ხართ. მეც წავაწერე:
ეს ლექსი ეხლა და, არა მერე.]
[იმერმა] [სახსოვრად] ამიტომ ლექსი მე წავაწერე
[ამ] სურათს [ეხლა] ახლავე და არა მერე.

გალაკტიონი

*
მართლაც, რაგვარად ამ სიტყვამ: „მერე“
[წაგვართვა] წაგართვათ იმერთ სიმშვენიერე..
 
[ჰოი,] სად არს ბეკინა, სოლომონ, პეტრე.
თქვენი სიმკვირცხლე, სიმხნე, სიმკვეთრე.
 
და ამიტომაც მე წავაწერე
სურათს: ახლავე და არა მერე.

*
შენ რომ სურათი მთხოვე, ო, მერი
და გითხარ: სურათს მოგართმევ მერე -

ალბად გულში სთქვი: მერე-მერეთი
ჩვენი ვერ წავა შორს იმერეთი.
 
მართლაც, რაგვარად ამ სიტყვამ - „მერე“
წაგვართვა იმერთ სიმშვენიერე.

სად არს, სოლომონ, ბეკინა, პეტრე,
თქვენი სიმკვირცხლე, სიმხნე, სიმკვეთრე?

და, ამიტომაც, მოგართმევ, მერი,
სურათს ახლავე და არა მერე.

მე და ღამე
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ,
შუაღამე იწვის დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი
ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ ყოფილა
მთვარე ასე წყნარი,
მდუმარებით შემოსილი
შეღამების ქნარი.
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს -
და ხეებში აქსოვს,
ასე ჩუმი, ასე ნაზი
ჯერ ცა მე არ მახსოვს.

თეთრი პელიკანი
გადმოფრენას ეს ყორანი -
    მადათოვზე აპირებს.
გაანათებს რესტორანი
    ტივებიან ნაპირებს.

მთვარის ნაამბობიდან
ვიცი, ცაო გულმავიწყო,
მე ზრუნვა ვარ, შენ ოცნება,
არ იქნება, არ დავიწყო
ოცნებათა შემოწმება.
„ბევრი მხარე მოვიარე -
ასე იწყებს ამბავს მთვარე -
მაგრამ საქართველოსთანა
არ მინახავს არსად მხარე“.

საბჭოთა ხალხის გმირული
საბჭოთა ხალხის გმირული
ეპოქა სჭედავს ხელოვანს -
იგი გმობს გულმოპირული
სიცოცხლეს არსახელოვანს..
კარგია ლექსი მაშინ, როს
ნათელია და ხალხური,
არ მოაკლდება არასდროს
მასის მღელვარე თვალყური.
სიმართლე, წრფელი იდეა,
აი, რა არის პირველი,
გრძნობა კი დიდი ხიდეა,
აზრთან ბჭით გადამკირველი.
მაშ, შენი ჩანგი რას იცდის,
სიმღერავ, გულში ფარულო.
აქუხდი! მოგვეც არტისტის
განცდები სასიხარულო.

საახალწლო
თოვლი და ქარის ფაფარი,
გაყვითლებული მთაბარი,
ქოხმახი მიუსაფარი -
უსახურავო, უკარო.
ისიც გადასწვეს ცხრაას შვიდს
(აბობოქრებულს, განა მშვიდს,
შენღა იხდიდი პანაშვიდს,
თავმონგრეულო ბუხარო!).

ის გაჰქრა, იმ სამწუხარო
გზებით ვერ გადაუხარო,
გამხიარულდი, ბუხარო,
ბუხარო, თვალებ გიზგიზა.
ცხოვრების სული და გული
მოვიდა ბავშთა კრებული
და თავის გახარებული
სიცოცხლით გადიკისკისა:

დიდი წყალდიდობა
27.VII.39. მწერალთა კავშირში მოვიდა ერთი მოხუცი ძველი რკინისგზელი. როგორც ვიცი, ძველად იგი „კვალში“ ათავსებდა პატარ-პატარა წერილებს საყოფაცხოვრებო შინაარსისას. კარგად ახსოვს ძველი მწერლები: განსაკუთრებით, ეგნატე ნინოშვილი. ერთ დროს ფულიც შეაგროვა ნინოშვილის საფლავისათვის მოაჯირის გასაკეთებლად: მგონი გააკეთა კიდეც ეს მოაჯირი. ეხლახან რომ წყალდიდობამ წალეკა რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე რკინისგზა ხორაგაულსა და ძირულას შორის, ისიც იქ ყოფილა და მან მოიტანა წერილი, პოეტური აღწერა ამ წყალდიდობის: მდინარე ჩხერიმელა ძალზე გულნატკენია იმ გარემოებით, რომ ადამიანებმა შებოჭეს მისი თავისუფალი სვლა, მაგარი ქვის კალაპოტით. იგი უკმაყოფილოა ადამიანებით. იგი მათ მტრებადა სთვლის. ჩხერიმელა ამ მიზეზის გამო აღშფოთებული მოუწოდებს მდინარეებს: ყვირილასა და ძირულას, ერთი მთლიანი ძალით გადალეკონ ხელის შემკვრელი კალაპოტი. ყვირილა და ძირულა უერთდებიან ჩხერიმელას და აი, იწყება ომი, იგი მდინარეები თავგადაკვლით ეომებიან კლდიან ნაპირებს. ომი მათი, მდინარეების, გამარჯვებით თავდება.
- ასეთი წყალდიდობა დიდი ხანია არ ყოფილა. ჩემს მახსოვრობაში ამოდენა წყალდიდობა იყო 1896 წელს, მგონია, შემოდგომაზე... სეკტემბერში. ადიდებულმა რიონმა, მახსოვს, სულ წაიღო აჯამეთისა და რიონის ხიდეები. მე და ერთმა ჩემმა მეგობარმა ფეხით გავიარეთ შორი გზიდან მანძილი ქუთაისამდე - სთქვა მოხუცმა - მთავრობა ბევრს არაფერს ზრუნავდაო. ის რკინისგზაც დიდხანს ვერ აღადგინაო.
საინტერესოა, ეს ის წყალდიდობაა, რომელიც მე მახსოვს? თუ იგი 1896 წელს მოხდა, მაშინ ოთხი წლის ვიქნებოდი.
საღამოთი მე გადავათვალიერე 1896 წლის „კვალი“. ამ წლის განმავლობაში ბევრი სტიქიური უბედურებანი მომხდარა, წყალდიდობის შესახებ კი ვერაფერი ვიპოვე. არის ხრეითის დანგრევის შესახებ, რაჭაში მეწყერის მოვარდნის შესახებ... და სხვ..
1896 წელი! ბრძოლა ბუნებასა და ადამიანს შორის.

ცეცხლი
ჯერ ისევ შორიდან მოსჩანდა: [რომ] ცეცხლის წითელი გამოშუქება. ეს ანარეკლი სინათლე თანთან მაღლა-მაღლა იწევდა.. ნაპერწკლები ბოლში კრთოდენ.
ცეცხლი სწორედ იმ სახლს მოჰკიდებოდა, სადაც მეოთხე სართულში, სცხოვრობდა თვითონ ცეცხლ-ფარეში თავისი ოჯახით.
ცეცხლის ელვარე ენები სჩანდენ პირველი და მეორე სართულის ფანჯრებში.
სახლს ხალხი მოხვეოდა და ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას. რომელიღაც მამაკაცმა ხელში ატაცებული გამოიტანა გონება-დაკარგული ქალი.
ერთერთი სართულის ფანჯარასთან, რომელიც ქუჩაზე გამოდიოდა, ჯგუფად იდგა რამდენიმე კაცი. ცეცხლის ფარეში ხედავდა მათ, როდესაც ქარი მიაბნ-მოაბნევდა ხოლმე ბოლს. ხანძარის ცეცხლი მთელს ქუჩას აშუქებდა.
მოვიდა კიდევ ერთი ნაწილი; ცეცხლის ფარეშებმა დაიწყეს აწევა სამოცდაათი ფუტის სიმაღლის კიბის, რათა ცეცხლმოდებული სახლისათვის მოერგოთ.
ცეცხლის ფარეშმა თავისი რაზმით წაითრია სახლის კიბეზე სახანძრო წელა (Рукав.).
სახლის კარების მთელი შესავალი ავსებულიყო კვამლის ბოლქვებით (Клубами дыма).
ცეცხლის ენები ჩნდებოდენ კიბის თვით პირველ საფეხურებთან.
ცეცხლი, ალბად, პირველად სარდაფში გაჩნდა და მან სწრაფად მოიცვა პირველი სართულები. უკვე გადამწვარი იყო კიბის უკანა კედელი. ალმა დაიწყო მახლობელ შენობაზე გადასვლა, რომლის პირველი სართული საღებავებისა და მექანიკური სახელოსნოს საწყობს ეჭირა.. მას ზევით ცხოვრობდენ კერძო მობინადრენი..
პირველი ფიქრი და სურვილი ცეცხლფარეშისა ეს იყო: ავარდნა ზევით კიბეზე თავის საკუთარ სახლში, მაგრამ მოვალეობა უბრძანებდა მას, დარჩენილიყო ქვევით და ეხელმძღვანელნა ფარეშთა ბრძოლისთვის.
ორმა მეხანძრემ სხვა ნაწილისამ დაიწყო ასვლა [კიბეზე] მაღლა, კვამლით გამურულ კიბეზე, რათა გადაერჩინათ იქ დარჩენილი ადამიანები.
ფარეშმა სახელოს ხელის დაჭერით გააჩერა ერთი მათგანი.
- ჩემი ცოლი და ბავშები იქ არიან, მეოთხეში, - დაიძახა მან, - გაფიცებთ ყველაფერს, ჩამოიყვანეთ ისინი ქვევით.
მან ვერ მოასწრო ფრაზის დამთავრება. გაისმა საშინელი [ტკაცანი] ჯახანი, ცეცხლის სვეტი ამოვარდა ქვევიდან.
სჩანდა, რომ კედელი ჩამოინგრა კიბის დასაწყისთან, საძირკველთან. ფარეში გადასროლილ იქნა ქუჩაზე, და იგი, დაყრუებული, ქვაფენილზე დაეცა.
კიბიდან, რომელიც ალის ერთ მთლიან, ერთიან სვეტს წარმოადგენდა, რამდენიმე ცეცხლფარეში გამოვარდა. ისინი ხელის ცეცებით (ხელშეხებით) ეძებდენ გამოსავალ გზას. ერთი მათგანი მოტორიდან რამდენიმე ნაბიჯზე დაეცა. მას გამოჰყვა მეორე უზუჩოდ, უჩაფხუტოდ, გარუჯული სახით, ტანისამოსზე ცეცხლმოკიდებული.
გრძელი სახელური, რომელიც ხელიდან [გაეშვა] გასხლდომოდა, იგრიხებოდა, იკლაკნებოდა, როგორც გიგანტიური გველი.
გონს მოსული ფარეში მიხვდა, რომ ფეხი გადატეხილი ჰქონდა. ამას აგრძნობინებდა ფეხის ძლიერი ტკივილი; მან დიდის გაჭირვებით მოახერხა წამოწევა და გარშემო თვალის მოვლება.
ჰარტმანი იდგა მოტორთან, თეთრი, გაფითრებული, როგორც სიკვდილი, იგი შიშით უცქეროდა ჯერ ფარეშს, მერე ცეცხლმოდებულ კიბეს: ჯერ კიბეს, მერე ცეცხლფარეშს, მერე ისევ კიბეს, საიდანაც ყოველ წამში მოსალოდნელი იყო ახალი აფეთქების ხმის გაგონება: მან იცოდა, რომ გაზოლინის ერთი ბაკთაგანი აფეთქდა უკვე, მაგრამ იქ შესაძლებელია სხვა ბაკიც იყო.
ცალი ხელით იჭერდა რა დაკლაკნილ სახელოს, ფარეშმა მეორეთი ანიშნა შოფერს, მასთან მისულიყო. ორთავემ ერთად სწიეს სახელური ცეცხლიდან მანამ, სანამ მთლად არ ამოსწიეს ლულამდე, მისი ლითონის კიდურამდე. მათ გაითრიეს იგი ცეცხლმოდებული კიბისაკენ და მიუშვეს წყალი, უფრო სახიფათო ადგილებზე; წყალის მძლავრი ნაკადის ძალით ცეცხლმა იკლო.
სხვა ნაწილებიც მუშაობდენ შეუსვენებლივ, თავგამოდებით. რამდენიმე მეხანძრე მესამე სართულში ასულიყო, და იქიდან უშვებდენ წყალს პირდაპირ, ცეცხლწაკიდებული სახლის ფანჯრებს. სხვები უმაგრებდენ [თავის] თავიანთ კიბეს მეხუთე სართულის ფანჯარას, [სადაც] რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ცეცხლით მოცული.
თანთან იკლო და მიჰკვდა წითელი სინათლე ქვედა კიბესთან, სადაც მუშაობდა წყალის ნაკადი დაჭრილი ფარეშისა და ჰარტმანის.
- ეხლა წადით, ჰარტმან, - უთხრა ფარეშმა შოფერს, როდესაც ჩაჰქრა უკანასკნელი ენა ცეცხლისა, - ადით მეოთხე სართულზე - იქ ჩემი ცოლი და ჩემი პატარა ბავშებია. ეხლა ეს თქვენთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. მე მივცემ წყლის ნაკადს აქედან ისეთ მიმართულებას, რომ წყალი თქვენს თავს ზევითა სცემდეს, სანამ თქვენ მაღლა ადიხართ, - განაგრძობდა ის.
 მაგრამ ჰარტმანი პასუხს არ იძლეოდა. უმწეოდ და დაბნეულად უყურებდა იგი ხან ფარეშს, ხან კვამლიან კიბეს. სანამდე ის ასე იდგა და იცქირებოდა, კიბის საფეხურებზე აირბინა რუხმა და შავლაქებიანმა ლანდმა; ეს ლანდი გაჰქრა კვამლის ბოლქვებში.
ეს იყო ძაღლი, ჩვეულებრივი სახანძრო ძაღლი. ბოლი მას მოეჩვენა ჩვეულებრივ მოვლენად. არც ხმაურობას, არც კვამლს არ შეეძლო მისი შეჩერება. იგი პირდაპირ და უყოყმანოდ არბოდა ზევით, კიბეზე - როგორც მრავალჯერ აქამომდე. მიაღწია მეოთხე სართულს და ფეხებით ფხაჭნა დაუწყო კარებს. ჰარტმანმა არ იცოდა, რომ ეს ძაღლი წინადაც ყოფილა აქ, სტუმრად ბავშებთან - და დიდი მეგობარიც იყო ამ ბავშების. ჰარტმანის გაღიზიანებულ, აღგზნებულ-აღელვებულ გონებაში ძაღლის საქციელმა მიიღო რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც მას არ ესმოდა, რომელიც მისთვის გაუგებარი იყო. ის რაღაცამ აიძულა, რაღაცამ ძალა დაატანა, მიჰყოლოდა ძაღლს.
კარებზე ფხაჭნის ხმამ მიუთითა ჰარტმანს მისი ამ მგზავრობის მიზნისაკენ. ერთ წუთში ისინი ბინაში იყვნენ. ბინა ცარიელი იყო, მხოლოდ სახანძრო კიბესთან იდგა ცეცხლფარეშის ცოლი, კედელს მიწოლილი, რომელიც აკანკალებული, შიშის კანკალით იხუტებდა ბავშებს. აფეთქებამ კიბე ჩაანგრია და ქალმა დაჰკარგა ჩასვლის შესაძლებლობა.
სასოწარკვეთილებით, უიმედოთ, გაწირულებით მოცული ქალი აქეთ-იქით აწყდებოდა სწორედ იმ წამში, როდესაც დაჭრილ ცეცხლფარეშს თავს ადგა ყველა ნაწილთა უფროსი. ბოლის ბოლქვებიდან გამოვარდა ჰარტმანი, მოჰყავდა რა ხელით ყველა, სამივე ბავში. ორმა სანიტარმა გააჩოჩეს ფარეში მახლობელ [ქვაფენილისაკენ] პირდაპირ მდებარე ქვაფენილისაკენ, მაგრამ ამის შემდეგ არავის ნება არ მისცა, დაეძრათ იგი.
- [როგორაა ქალის საქმე] რა მოუვიდა ქალს - იკითხა მან, როდესაც ჰარტმანმა ბავშები ძირს დასვა. მაგრამ იგი სიტყვისუთქმელად უკანვე გაეშურა სახლისაკენ და რამდენიმე წამის შემდეგ მკლავებზე გადაწვენილი ქალი გამოიყვანა. მას მოსდევდა ლაქებიანი ძაღლი.
- ამის გამო შენ მიიღებ მედალს, - სთქვა უფროსმა და მხარზე ხელი დაჰკრა, - ყოჩაღ, სახელოვანი საქმეა.
ჰარტმანი მობრუნდა, რომ დაენახა, თუ სად არის ძაღლი. მაგრამ ძაღლი აქ არა სჩანდა: იგი იყო ცხენების ახლო და ცხვირით ეხებოდა თეთრი ცხენის ქვიქვირს - ერთს მათგანს, რომელიც უფრო დაახლოვებული იყო...

* * *
1. ჩემს წინ [ელვარებს კავკასიონის] მრისხანე ნიაღვართ მკონი
[სდგას] სდუმს დაბურული ტყეების [რყევით] [ქუბით] უბით
        კავკასიონი -
კავკასიონი მთვარეულ ქუბით...

2. [ჩემს წინ მყინვარებს აშუქებს მთვარე]
[ლურჯად] უშბავ! ჰაერში აკიდებული,
[მთვარის ალერსით] [ლურჯი ღრუბლების ოკეანეთი]
[თითქო] ვიცით, გავიგეთ ჩვენ ერთმანეთი;
        რა დიდებული,
რა მშვენიერი არის სვანეთი!

3. [უშიშარ] მრავალთა დროთა [გაჰქრენ ზვირთები] დაიმსხვრნენ ფრთები.
საუკუნენი [ქვებში] მათით მარხია -
        მხოლოდ ეს მთები -
ვერა-რა [ძალამ] [ფრთებით] გრდემლით ვერ [შეარხია] შეარყია.

4. [მხოლოდ ხანდახან] მზით მინათლდება შუბლი მწუხარე -
თავისუფლების შუქით მბზინვარი,
        [მხოლოდ] როცა მქუხარე,
[ხადახან არეს] და უნდობარი წყდება მყინვარი..

5. იგი ხან ლექსში - გაინაკვთება,
ხან სიმღერაში - გაისმის ღვარი;
        არა, არ კვდება,
მიმქროლი, [მაგრამ] თუმცა ერთ ადგილს მდგარი.

* * *
მზით მინათლდება შუბლი მწუხარე,
თავისუფლების შუქით მბზინვარი,
        როცა მქუხარე, [როცა მქუხარე]
[და უნდობარი] როცა მქუხარე წყდება მყინვარი.

* * *
იგი ხან ლექსში გაინაკვთება,
ხან სიმღერაში. სტიქია ღვარის,
არა, არ ჰკვდება, არა, არ ჰკვდება
მიმქროლი, თუმცა ერთ ადგილს მდგარი..

*
1. ადგილი „მშობლიურო ჩემო მიწიდან“.

კავკასიონი იფნის ბაღიდან. 2 стр.
თеперь?

*
იფნიბაღიდან
ნიაღვართ მკონი
სჩანს დაბურული
ტყეების უბით
კავკასიონი, [კავკასიონი]
[მზიურ მხრებით და მთვარეულ ქუბით]
[კავკასიონის მზიური]
მზიური მხრების ბრწყინვალე ქუბით:

* * *
[მახსოვს,] ვხედავ ჰაერში აკიდებული
[უშბა!] ის სდგას; გავიგეთ ჩვენ ერთმანეთი.
    [რა] იმ დიდებული, [რა დიდებული]
[რა მშვენიერი] [დიდებული] [იყო სვანეთი] [არის ზღვარეთი]
მყინვართ ძეგლებით და სავანეთი.

* * *
მრავალთა დროთა დაიმსხვრენ ფრთები,
[საუკუნენი] საუკუნო გზა ქვებში მარხია,
    მხოლოდ ეს მთები, [მხოლოდ ეს მთები]
[ვერა რა ძალამ] მხოლოდ ეს მთები ვერ შეარხია!

* * *
იფნიბაღიდან
ნიაღვართმკონი[თ]
სჩანს დაბურული
ტყეების უბით
კავკასიონი.
მზიურ მხრებით და
მთვარეულ ქუბით.

*
„Хрестоматия по Западноевропейской литературе“. Литература средних веков (IX-XV вв.). Составил проф. Шор. Учпедгиз. 1938. Москва.
Из Предисловия: „...Подбор, в основе которого с одной стороны лежит наибольшая художественная ценность отобранных текстов, и их наибольшая социальная значимость - с другой“.
Тексты хрестоматии расположены по языкам, в пределах же каждого языка по хронологическому принципу. Преп. может объединить памятники отражающие в условиях нового общественного строя возникших на обломках Западной Римской империи государств - преломление литературных жанров поздне-латинской литературы, с одной стороны, и остатки устной, „языческой“ поэзии, с другой стороны; далее он выделяет памятники периода расцвета феодализма (XI-XIII вв.), отражающие с одной стороны продолжающиеся претензии духовенства, как специфической части господствующих классов, на исключительную гегемонию в области духовной жизни, и, с другой, памятники литературного творчества светской феодальной аристократии - рыцарства. Наконец он сопоставит с ними позднейшие памятники XIV-XV вв., в которых все слышней голос новой общественной силы, выдвинутой ростом городов, - третьего сословья.
Классовая борьба, и подлинные движущие силы средневекового общества выступают, как нам кажется, достаточно ясно в подобранных нами текстах, наряду с казовой, приукрашенной картиной социальных отношений; наряду с произведениями культовой поэзии, стремящимися закрепить в народе сознание магической мощи церкви, как носительницы особой „Божественной благодати“ как „Еванг. от Марки Серебра“ и „Всепьянейшая литургия“, вскрывают подлинные отношения духовенства к тем магическим фокусам, которыми оно затуманивало народное сознание, а памятники поэзии горожан - Фабльо - вскрывают и подлинную оценку социальной роли этого величайшего паразита средневекового общества, назревавшую в гуще народной массы. Точно также Сирвента против виланов Бертрана-де-Борна обнажает волчий оскал феодального рыцаря, прикрытый в большинстве памятников куртуазной литературы изысканной маской вежества и благородства, а эпизод жонглерской повести об Оксане и Николет и пастораль городского поэта Адама де ла Галь вскрывают подлинное отношение угнетенных классов средневекового общества к эксплоататору помещику, весьма далекое от изящной идилии, рисуемой „Бедным Генрихом“ Гартмана Фон-дер Ауэ, - отношение которое по мере роста классового самосознания молодой буржуазии найдет себе четкое выражение в дидактике французской революции 1789 г.
...Материалы к крупным событиям полит. и соц. истории средневековья, как Крестные походы, как борьба империи с папством, как борьба итальянских коммун за независимость и т. д.
...Главное, показ развития художеств. стиля средневековой литературы от робкого лепета ученой поэзии IX-X вв. от заговоров и заклинаний языческого фольклора, внушительным полотном героического эпоса, к изысканности куртуазной поэзии трубадуров и миннезенгеров и с выступлением нового творца средневековой литературы - к главному пафосу социальной сатиры Данте, к первым проявлениям художественного реализма у Чосера.
Объем хрестоматии определяется степенью исторического развития соответствующей литературы. Если для стран севера составительница сочла возможным включить литературу XIV и даже XV вв., то для наиболее передовой страны средневековья - Италии, предел образует творчество Данте, являющегося, по словам Энгельса „последним поэтом средних веков и первым поэтом нового времени“.
Под углом зрения развития жанров средневековой литературы хрестоматия включает некот. менее значительные памятники („Видения Тнугдала“ - без этого трудно оценить гениальное переосмысление этого жанра в „Божественной Комедии“ Данте и др.).
...Потом образцы Эпоса два осв. одного из важнейших элементов художеств. стиля - композиции художеств. произведения „Песнь о Роланде“, „Песнь о Нибелунгах“, „Песнь о моем Сиде“ и „Ад“ Данте).
...Ведущая роль, принадлежала в средние века французской литературе, заст. ей уделить особое внимание.
Стремление, дать читателю ознакомится не только с сюжетом средневековой литературы, но и с ее художествен. методами побудили к максимальной точности переводов.

*
I. ნიზამი. II. მესამე ტომი. III. ფედერაცია. IV. სვანეთი. V. მოსკოვის წიგნი. VI. წიგნი სტალინზე.
1. ნიზამი (აბუ-მოჰამმედ-ბენ-იუსუფ-შეიხ-ნიზამედდინ). უწოდებდენ მონტანაზი. გარდ. 1180 წ. ის იყო ნაყოფიერი ლირიკოსი - დასტოვა დივანი 20000 ლექსით (ლექსთა კრებული).
უმთავრესი ნაწარმოებია „პენჯ-გენჯა“, ე. ი. ხუთი განძი (ანუ უბრალოდ - ხამსე, ე. ი. ხუთეული, ხუთწიგნიანი).
ნიზამის სიკვდილის წელიწადი გულაკს აღნიშნული აქვს 1203 წ.
„სალიტ. გაზეთში“ სწერია: „1941 წ. სრულდება აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამის გარდაცვალებიდან 800 წელი“ („ლიტ. გაზეთი“, №19, 30 ივნ., 1939).
1. 1940 - 1180 = 660?
2. 1940 - 1203 = 737?
3. 1940 - 800 = 1140?
მაშასადამე: ნიზ. გარდ.: შერრით - 1180; გულაკით - 1203; ლიტ. გ. - 1140.
2. წიგნში „სპარსული ლირიკა“ (კლასიკოსები, თარგმ. სპარსულიდან ა. ჭელიძის, გამ. „ფედერაცია“, 1933) ნიზამის დაბადების წელი 1141, გარდ. 1203.
მაშასადამე: 800 წელი სრულდება არა ნიზამის გარდაცვალებიდან, არამედ დაბადებიდან (1941 - 1141 = 800). გარდაცვალების თარიღი სწორი სჩანს გულაკის (1203) და არა შერრისა და "ლიტ. გაზეთის".

[ლეგენდა]
სვანეთი მე-XVI საუკუნეში
I
1. დადეშკელიანებს დიდი ხნიდან სურდათ, დაემორჩილებიათ თავისუფალი სვანეთი. რას გამოელოდენ აქედან? 1. ბატონყმობის აღდგენას, მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით: იძულებული შრომით, მონების გაყიდვით, პირველი ღამის უფლებით და სხვ. 2. მეფედ გახდომის სურვილი, აქედან გამომდინარე: სისხლის ღვრები და სხვ.
2. პირდაპირი იერიშით ეს შეუძლებელი იყო: მიუვალი კლდეები, კოშკები, უგზოობა, ჯარის სიმცირე და სხვ. განსაკუთრებით, არა-მართალი ომი: აგრესორობა (როგორც დღეს ეძახიან).
3. უნდა გამონახულიყო რაიმე ხერხი. დადეშქელიანმა ეს გზა ჩასთვალა ერთადერთ მისაღებ გზად: თავისუფალ სვანებთან მეგობრული დამოკიდებულების გამოჩენა. რაში უნდა გამოხატულიყო იგი?
4. შეკრიბა მრავალრიცხოვანი ამალა. და თითქო მეგობრული სტუმრობის მიზნით გასწია ზემოსვანეთისაკენ: უშგულში.

II
1. მაგრამ თავისუფალ სვანებს უყვართ თავისი სამშობლო, თავისუფლება. ისინი არავის არ დაემორჩილებიან. ისინი არავის ბატონად არ გაიხდიან. უკანასკნელი სისხლის წვეთამდე იომებენ დამოუკიდებლობისათვის. მით უმეტეს, არავის არ გახდიან თავიანთ მეფედ.
2. მათ იციან დადეშკელიანის განზრახვა: ხერხით შემოსვლა უშგულში, დაპყრობა უშგულის, უშგულელთა დაფიცება ერთგულებაზე. უშგულის ძალების შემოერთება და მათთან ერთად იერიშის მიტანა კალაზე. კალას აღების შემდეგ თავდასხმა იფარზე და ასე შემდეგ. ენგურის ხეობით უკანასკნელ საზოგადოებამდე - თემამდე - ლატალამდე.
3. სვანებმა დადეშკელიანის ხერხს ხერხითვე უპასუხეს: თითქო არა იციან რა, ნება მისცენ მას უშგულამდე მისვლის - და აქ ჩაუსაფრდენ.

III
1. დადეშქელიანი უახლოვდება უშგულს. ამავე დროს გამოჩნდებიან ჩასაფრებული სვანები.
2. იწყება გადამწყვეტი ომი დადეშკელიანსა და სვანებს შორის. სვანები ანადგურებენ ამალას დადეშქელიანისას და ჰკლავენ თვითონ მას, რათა შემდეგში არავის სურვილი არ აღძროდა, გაენადგურებიათ მათი თავისუფლება.

სარჩევი:
სია რომელიღაც წიგნისთვის გადაწერილი ლექსებისა.
„Огонек 1945“. 21 ნომრის შინაარსი.
ოთხი არაგვი.
ქობულეთი (ორი ლექსი).
მე მეგობრებს ვთხოვ.
სამხრეთ-ოსეთი.
სამხრეთ-ოსეთი.
მცხეთა.
ჯვარის მონასტრის მშენ.
სვანეთი XVI საუკ.
მთხოვეთ სურათი.
სხვადასხვა შენიშვნები.
საახალწლო.
Хрестоматия по западноевропейской литературе.
ჩემს წინ მრისხანე ნიაღვართ მკონი.
ცეცხლი (მინიატურა?).
სარჩევი.

1939