შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-108 - 1936 წელი


იყო ბებუთოვი (ადალისზე) На Р., მნათ. თებ.
[მინა] ლურსმანი 80-70 მილიმეტრი - კილო ან რვაასი გრამი.
3-28-48. წერეთელი.
დღეები სერიოზულია.
დააახლოვე.
ღვთისა და მამა-ბატონის ირაკლი მეფის წყალობა.
რუსთაველის დროის ქალები: ნესტან დარეჯანი, თამარი, თინათინი.
არტისტები, რომელთაც მე ვურეკავ.

*
მა - ძმა, ხმა, თქმა, სმა, ბრმა, ყრმა, თმა, ბმა, ღრმა, ძმა, ცმა, სხმა, დგმა, ყმა.

ვარსკვლავთა ვარვარს.

*
Самтредиа. Железнодорожный Фабзавод. Проклу Табидзе.
Прошу сегодня же выехать с ключом. Непременно с ключом. Лежу в Михайловской больнице. Выезжай первым поездом.

*
1. Теплая фуфайка, 2. Перчатки, 3. Теплые носки, 4. Чистое белье, 5. Полотенце, 6. Мыло, 7. Одеколон, 8. Пастель, 9. Книги.

*
ჰონორარები:
3. В. - 1. Чел. Стал. эпохи, 2. Ильичу, 3. Аргонавты.
В. Тб. - Идут легионы.
კომ. - მთებში.
როგორაა პირველი წიგნი, მე-III ტომი. ეს რაა?
მერგება 2845 მ.
მერგებოდა 3845. მერგება 2845.
0.9.
შალვა რადიანს?
- რა საჭირო იყო ამ ფორმით?
ერთად: ჩემი და გრ. საღამო.
I ტომი. III ტომი. 3.48.3; 3. 70. 22; 3. 55. 25.

ქაღალდები, რვეულები, კარანდაშის წასათლელი, კარანდაშები.
Хризофраз.

*
1936 w.
Абцесс.
Приблизительно 1675, в боях - Петра I-го участвовал имеретинский отряд во главе имеретинского царевича.

*
27/X-36.
საბოლოოდ გადავათვალიერეთ რუსეთის „მხატვრული ლიტერატურისთვის“ გასაგზავნი მასალები - დაახლოვებით 90 ლექსის სიტყვასიტყვითი თარგმანი. გაიგზავნება ზეგ. იყო ჩემთან გაფრინდაშვილი.
გადარჩეულია მთელი ლიტერატურა ჩემს შესახებ 1936 წლისა (აკლია „მნათობი“ და „На рубеже“). უნდა შეიქმნას ბიბლიოგრაფია.
ჩვენი სახლის წინ დაიწყო გაცხოველებული მუშაობა. აიღეს თათრის სახლი. თხრიან მიწას ეზოში.
ემზადებიან ოკტომბრისთვის. ჩვენს სახლს ცოტათი უკეთესი ელფერი მიეცემა.
ვიყავი საბინაო კავშირში: შემოგვაწერეს თვითეულ მდგმურს შვიდას-შვიდასი (მეტიც) მან. თან იმუქრებოდენ. რაშია საქმე?
იყო ჩემთან მოსკოვის „За Коммунистическое Просвещение“-ს თანამშრომელი (Стыров Павел Димитриевич). წაიღო ჩემგან ლექსი ამ გაზეთისათვის.
იყო მუსია. მირჩია ბინის მოწყობა. მაგრამ ეს ძნელია. არაა ფული.

28/X-36.
შემხვდა მოქანდაკე კანდელაკი. იგი დაჟინებით მთხოვს ბიუსტის გაკეთებისათვის დროს. წავალ, თუ დრო მექნა.
სახელგამში. წიგნი (I ტომი) ამ დღეებში გადაეცემა სტამბას. 50% ანგარიშით [კიდევ] მერგება 3845 მანეთი (მიღებულს გარდა. მიღებული მაქვს 2155 მანეთი).
ფოტოგრ. კაგანმა საოქტომბრო გამოფენისათვის გადიღო ჩემი სურათი. სურათი გამოიფინება სასახლის წინ.
ჩამაცივდა შალვა, სურათი ერთად გადვიღოთო. სურათი გადავიღეთ კაგანთან.
ბენიტოს წერილი „მნათობში“ (რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა) ეხლავე დიდ ინტერესს იწვევს. სახელგამში სულ ამაზეა ლაპარაკი.
უნივერსიტეტის რეკტორს უკითხავს შალვასთვის: როგორ მოეწონა საღამო გალაკტიონსო. პასუხი: გალაკტიონი მხურვალე ლექსს სწერს უნივერსიტეტისათვის. მართლაც რომ, შესაფერისია.
ვიყიდე ალფაბეტის წიგნაკი.

1936 წლის 5 ნოემბერს კირკის ქ. №4 სახლის ეზოში ერთი ძირი ფიჭვის ხე (შესავლიდან I - მარჯვნივ) დარგულია თვით პატივცემულ ამხ. გალაქტიონ ტაბიძის ხელით.

მესამე ტომი
1. 25 ივლისი 1935 (იუბილე). 2. საღამო ლენინგრადში. 3. „მნათობი“. 4. ლენინის ორდენი. 5. რესპუბლიკის სახ. პოეტი. 6. საღამო უნივერსიტეტში. 7. ახალი ბინა. 8. დედა. 9. მწერლებთან შეხვედრა ბათუმში. 10. აბესინია. 11. ისპანია. 12. ახალი ტფილისი. 13. ინდუსტრ. საქართველო. 14. საავადმყოფოში (ფეხი). 15. საავადმყოფოში. 16. ადამიანი სტალინის ეპოქის. 17. თერთმეტი.

მოგონება საავადმყოფოში
[ცივ] ო, შრიალით ეშვება
შემოდგომა სნეული;
[ბაღებს] ჩვენს ბაღს არ მოეშვება
გაყვითლება გრძნეული!

ერთმანეთს ემოძმება
ხანით მხარ-შექცეული -
ავადმყოფი ოცნება,
და მზე - ლანდათ ქცეული.

მოაქვთ ჩემთან ყოველდღე
მშვენიერი ვარდები,
მოკრეფილი ტყე და ტყე
[უხვად] ყვითლად ნაფერადები.

[მათი მონა, მათი ტყვე
ოცნებებში ვვარდები]
თრთიან ხელშეუხები
ოცნებების კვართები -
ის წაბლები, მუხები,
[ფოთლის] იმ ტყის მილიარდები.

*
საღამოს სხივები ღრუბლებში [გ]დამრუდდა,
აიმღვრა, აიმღვრა, დაიძრა, დაბრუვდა
და სხივი, რომელიც სარკმელთან დაბრუვდა,
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.

ავად ვარ. ცეცხლივით მედება ანთება...

მომკლა.

[უკანასკნელი გადაფრენა]
* * *
რა კარგია ვარდებით
გამართული ბაქანი,
სუნთქვა განავარდებით,
[და მოტორის] მოტორების ქაქანი.

რა კარგია ივლისის
ლაჟვარდებში გაფრენა.
ეთეროვან ლივლივის,
ქსელში გადასაფრება.

რა კარგია ზევიდან
მიწა, სიცხით დაგული.
იქ გზა კლდეთა რღვევიდან,
აქ კი ცის შუაგული.

[იყო მატარებელი,
მაგრამ მე სად მეცადა,
ოცნებათა მკრებელი
გაჭრილი ვარ ზეცადა!]

[როგორ] უფრო ფართოდ იშლება
სივრცე, ნათლად ხილული,
მთების გადაშიშვლება,
ლურჯად გადასილული.

როგორც ღამედ შევარდეს
ფრთამახვილი ისრები -
ისე ჩვენს ორბ-შევარდენს
გარს მოერტყა ნისლები.

ნისლი ნამებს აწურავს,
ელვარე და მბზინავი -
მასში [მედგრად] დაჰქრის, დასცურავს,
[უპოვარი] გამბედავი მფრინავი.

[მაგრამ] აგერ! ნისლში სარკმელი
მალე გამოაშუქებს,
ხანა გადასარქმელი,
კვლავ სიხარულს გვაჩუქებს!

[უფრო ფართოდ იშლება
სივრცე, ნათლად ხილული
მთების გადაშიშვლება,
ლურჯად გადასილული!]

* * *
1. ლავიწი. 2. ხელის მტევანი. 3. ტერფი. 4. წვივი. 5. გავა. 6. ბარძაყი.

ჩხარის ამბები
- ჩხარის მთავარ მოედანზე იდგა მილიციონერი - ცალ ფეხზე ჩუსტით - მეორეზე ჩექმით. წინად იგი ყაჩაღობდა, ქურდობდა, რას არ სჩადიოდა. ეხლა საპასუხისმგებლო პოსტზე იდგა - ცალ ფეხზე ჩუსტით, მეორეზე ჩექმით.
მისგან სულ მახლობლად დიდი ოჯახური დრამა წარმოებდა. ოჯახური უსიამოვნება ბევრნაირია, მაგრამ რაც იორამ რობაქიძის სახლში ამბები ხდებოდა, არც ერთ ოჯახურ უსიამოვნებას არაფრით არ წააგავდა.
დიდი ხანი არაა, რაც იორამი ოჯახს მოეკიდა. ითხოვა მშვენიერზე მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, ულამაზესი მთელ იმ რაიონში. მაგრამ მალე თავს უბედურება დაატყდა: გახდა ავად რაღაც უცნაური სენით და მწოლიარე ავადმყოფი შეიქმნა. გავიდა თვე, ერთი, მეორე, მესამე - მოდიოდენ ექიმები, ექიმბაშებიც, ავადმყოფს არავითარი გაუმჯობესება არ დაეტყო.
მნახველთა შორის ყოველდღე გულმოდგინედ დადიოდა ჩხარელი ვინმე გურგენიძე, მაგრამ მას აინტერესებდა არა ავადმყოფი, არამედ მისი ლამაზი ცოლი. იმდენი იმამაძაღლა, რომ ქალსაც გაგიჟებით შეუყვარდა ეს გურგენიძე. იორამი კი იწვა თავის საწოლში.
გურგენიძემ დაიყოლია ქალი საშინელ განზრახვაზე - მოეწამლათ იორამი. თავიდან მოეშორებიათ აბეზარი ავადმყოფი. გურგენიძემ საიდანღაც გააჩინა საწამლავიც.
საღამოთი ცოლმა ავადმყოფ ქმარს ვახშამი მიუტანა. იორამი მადიანად შეუდგა ვახშამს: უეცრად თავი ცუდად იგრძნო. შეჭამანდიც რაღაც სხვა გემოისად მოეჩვენა..
- მომწამლეს! - გაიფიქრა მან, - რა თქმა უნდა, მომწამლეს.
ათრთოლებული ხელით მისწვდა იქვე მდგარ ბოთლს რძით, სულმოუთქმელად დასცალა. რძემ იმოქმედა, აუვარდა პირისღებინება, საწამლავმაც ვერ იმოქმედა და ამნაირად გადარჩა იორამი. სიტყვა რაა, არ უთქვამს ცოლისთვის არაფერი..
- როგორაა საქმე? - იკითხა მეორე დღეს გურგენიძემ.
- არ იმოქმედა საწამლავმა, - უპასუხა ქალმა.
გურგენიძე დაფიქრდა.
- მაშ აი, რას გეტყვი. ბომბით ავაფეთქოთ.
- ბომბით?
- ჰო, ბომბით. მე მოგიტან ბომბს, როცა ჩაეძინოს, ბარძაყებს შუა ჩაუდე. ფითილი აქვს. ასანთს წაუკიდებ, აფეთქდება - მა რა ჯანდაბას იზამს!
მართლაც, მოიტანა ბომბი, კიდევ რჩევა-დარიგება მისცა ქალს და წავიდა.
ღამით, როდესაც იორამს სძინავდა, ქალმა საბანი გადახადა, ბარძაყებს შუა ჩაუდო ბომბა და ფითილს ასანთი წაუკიდა, თითონ მეორე ოთახში გავიდა.
გადის ხანი, არავითარი შედეგი, შედის ქალი ავადმყოფის ოთახში და რასა ხედავს - ბომბა იატაკზე გდია. ფითილმა ერთი დაიძახა „ფიიო“ და გაჩუმდა, არც აფეთქება, არც რაიმე სხვა.
შიშისგან თვალებ-დაჭყეტილი იორამი საწოლზე წამომჯდარა და აქეთ-იქით იყურება.
ცოლმა აიღო ბომბა და ფანჯარაზე შედო.
იორამს არც ეხლა არა უთქვამს რა ცოლისათვის. მეორე დღეს მოდის გურგენიძე.
- არ აფეთქდა, - ეუბნება ქალი.
გურგენიძეს პირზე დორბლი მოდის. „როგორ, მაშ, არ აპირებს სიკვდილს?“ იძრო რევოლვერი და ავადმყოფთან შევარდა. ესროლა. მოახვედრა მკლავში. ტყვია რაღაცნაირად გამობრუნდა, თითონ გურგენიძეც დასჭრა.
დაფეთებული ავადმყოფი, მკლავში დაჭრილი, საწოლიდან წამოვარდა და საცვლების ამარა ქუჩაში გავარდა. მივარდა იქ, სადაც იდგა მილიციონერი - ცალ ფეხზე ჩუსტით და მეორეზე ჩექმით.
- მიშველეთ, - შეჰყვირა მან. აღელვებულმა ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვებით უამბო ყველაფერი.
მილიციონერი იმწამშივე გაჰყვა მას: დააპატიმრა გურგენიძეცა და ის ქალიც. ბომბაც ჯიბეში ჩაიდო.
იორამს უკეთესობა დაეტყო. მკლავი შეუხვიეს, მსუბუქი ჭრილობა იყო.
ცოტა ხნის შემდეგ მილიციონერი ცალ ფეხზე ჩუსტით და მეორეზე ჩექმით ისევ თავის პოსტზე იდგა.
მან ამოიღო ჯიბიდან ბომბა. კაპსიული დაჟანგული იყო. ჯიბის დანით დაუწყო ჩხიკინი. უეცრად გამაყრუებელი გრგვინვა მოიღო. ძლიერმა აფეთქებამ ჰაერი შეარყია.
მკვდარი დაეცა მილიციონერი ცალ ფეხზე ჩუსტით და მეორეზე ჩექმით.
ეს სულ ერთი თვის ამბავია.
(მომიყვა საავადმოფოში ჩხარელმა გლეხმა).

1936. 24/XI.

*
ინტეგრალი.

1. სად იშოვება დეკორატიული მცენარეები და ყვავილები?
2. პატეფონი. კიდევ რა შეიძლება სახელგამიდან?

იულია ფარესაშვილი (ექიმი ქალი).
Корешок наряда - განრიგის ძირი.

აბესალომის მისამართი: სამტრედია, რკინისგზის სრული სკოლა, პროკლე ტაბიძეს, ანდა სამტრედიის რკინისგზის მუშფაკი.

3-69-68 (ჟღენტი). 3-28-48 (წერეთელი). 3-70-22 (სახელგამი). 3-37-63 (ქირურგ. განყ. მუხაძე).
მალაკანის ქ. №9. რცხილაძე-ადამია გულო.

1936