შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-103 - 1936 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. Оля Окуджава.

22/III-36 წ.
წიგნი - 436 გვერდი.
I. ეგზემპლიარი №1 - მე-3 გვერდიდან 432 გვ-მდე - [აკლია 7 გვ. (406-412 გვ.)] არ აკლია.
ეგზემპლიარი №2 - ყდიანი.. ამოხეული ფურცლებით.
ეგზემპლიარი №3 - პირველი გვერდი. 224 გვ. მთლიანად.
ეგზემპლიარი №4 - 5 ფორმა და ცალკე ფურცლები.
ეგზემპლიარი №5 - მთლიანი ტომი.
II. გვინდა: [1. რვა გვერდი, რომელიც აკლია ეგზემპლიარს №1-ს.] არ აკლია.
III. ეგზემპლიარი №1 მთლიანია. უნდა მეორე გვერდისთვის შეივსოს დანარჩენი ეგზემპლიარებით.
IV. პირველად შეივსება ეგზემპლიარით №3. 224 გვერდიანით.
V. Вырвали из большой целой книги след. стр.: 237, 238, 239, 240 (6 стихов), 261, 262 (4 стих.), 283, 284 (2 стих.), 311, 312 (4 стих.), 379, 380 (2 стихотв.), 391, 392 (2 стихот.), 403, 404 (2 стих.).
Продолжение: 329, 330, 331, 332, 333, 334, 335, 336, 337, 338, 339, 340, 341, 342, 343, 344, 345, 346, 347, 348, 349, 350, 351, 352 (21 стихотв.).
Нужно в большую книгу внести эти стихи.

27/III-36.
1. ორივე გვერდი, თან მიყოლით ყველა გვერდები.
2. დანომრვა უბრალო ფანქრით.
3. მეორე გვერდზე გადასული ლექსი - ცალკე ფურცლებზე.
4. თვითეული ლექსი - ცალკე ფურცელი.
5. სათაურების წყება ცალ-ცალკე.

28/III- 36.
დავამთავრეთ მთელი წიგნის დალაგება - ფურცლობრივ.
საჭიროა:
1. დალაგება მასალების სათაურების მიხედვით.
2. დაყოფა წიგნისა - საერთო სათაურებით.
3. დანომრვა (მელნით).
4. გადახედვა მთელი მასალების, შესწორებათა შეტანის მიზნით.
5. სარჩევის შედგენა (ორი ეგზემპლიარი).
6. წიგნის 31-სთვის საბოლოო დამზადება და ჩაბარება ახალ ხელშეკრულებისათვის.

გადახედვა ყველა მასალის შესწორებათა მიზნით:
1. ზოგი სათაურის შეცვლა.
2. რაკი ქრონოლოგიური წესი დაცული არ არის, წაიშალოს თარიღები, სადაც კი მოიპოვებიან.
3. მთელ წიგნს ექნება ერთი მთლიანი თარიღი - 1908-1916 წწ.
4. რელიგიური ელემენტების ამოღება (ანგელოსები, ეკლესიები და სხვ.).
5. ნაციონალისტური ელემენტების ამოღება (თუ არის).
6. სურათი ძველი.

1. პირველად წავა „მთაწმ. მთვარე“, მეორედ - „ლურჯა ცხენები“.
70 გვერდზე აკლია: 1. მხოლოდ ნანა. 2. რა მშვენიერი მინდვრებია.
89. უნაზესი ხელნაწერი ორჯერაა?
423. „ცეცხლიან ფერფლით“ არის თუ არა? II ტომში.
[მე ერთად ერთი მქონდა წუხილი.]

სათაურები:
1. მთაწმინდის მთვარე (ცალკე).
2. საერთო სათაურია - 10.
553 + 67 = 620 + 20 = 640 + 26 = კიდევ ახალი 666.
ბოლოს: 341. ეფემერა - სარჩევში წაიშლება.

მთაწმინდის მთვარისთვის დაყოფის ნიშნები.
დატები?

ჩელიუსკინელების ხიდი
ვით მეომარმა ხმალი დაჰპიროს
და ელვარება უჩვენოს მზეზე,
ისე ამ ქუჩას, ამ სანაპიროს
დასასრულს ხიდი თავს ადგას ზეზე.

კონსტიტუცია
[გვშვენის ხმალად და ფარად
კონსტიტუცია ჩვენი.]
გვფენდეს მარად და მარად
სხივებს სტალინის დღენი.
ელავს ხმალად და ფარად
კონსტიტუცია ჩვენი.

*
სახსოვარი. ნაქსოვარი.
მთხოვარი. მთოვარი.
მწოვარი. შეუპოვარი.
მგლოვარი. [უშოვარი] საშოვარი.
მონათოვარი. საპოვარი.
გასათხოვარი. მაცხოვარი.
მძოვარი. მხმოვარი.
კინოვარი. საშნოვარი.
დანატოვარი. ნაუთოვარი.
უდროვარი.

სიბოროტესაც, სიბოროტესაც.

როცა - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი

ზოგს ჩაის ვარდი, წიგნში შთენილი,
ზოგს სურათები, ზოგს ნაქსოვარი.
ზოგს[აც] მოგონება გადარჩენილი,
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.