შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-101 - 1936 წელი


1. რიონი.. ჭაობი... 2. ციტრუსები. 3. ჩაი. 4. თუთუნი (თამბაქო). 5. ტუნგი. ეფირომებანი. რამი. ევკალიპტი - ათვისებულია. 6. მეცხოველეობა. 7. საუკეთესო ღვინო. 8. მეაბრეშუმეობა. 9. კოლმეურნეობა მილიონერები. 10. შრომა-დღეები. 11. კოლმეურნეები მდიდრდებიან.
12/II. 36

ნივთი. მოდი აქა.

* * *
[ჯოგის] მსგავსად ზვავთა და გლეტჩერთა
[მოდის] [იძვრის მთელი] რომ დაიძრა მთიდან [ჯოგი] ფარა,
[უდაბნოში] მწყესი ველად ვერ შეჩერდა,
[არც ელდართან [მისწვდა] [შეეფარა] დაიფარა]
ვერც სად თავი [ჩრდილს] [კლდეს [არ] ვერ] შეაფარა..
"უდაბნოში [თვლიან] ვითვლით ორმოცს,
და ელდარში ოთხმოც ათასს,
ცხვარს, რომელიც უთხრის ორმოს
[დამშეული მტრების] ყოველნაირ მგლების მადას.
ფერიც მზესა და ქარს მოჰყავს,
[და იცვლება კაცის სახე]
დროც [იცვლება] სარკეა, როგორც სახე.
[ფერი მოჰყავს კიდევ [ღვინოს] [სიამაყეს] გრძნობას]
[კოლმეურნე] გამარჯვებულ მწყესის ლოყას,
[გადაჰკვრია] გადაეკრა სიამაყე:
[ისე ეგო, როგორც მკვდარი,
ათეული წლების წინად.]
[წინად,
თუ ის წინად,
ხედავს,]
არ ეცემა, ხედავს, დოლი.
ემატება ცხვარი [ჯაგებს] შაგებს.
აქებს სწორი, აქებს ტოლი,
[საქმე,] ყველას თავის საქმე აქებს.

*
ვინა სთქვა, რომ მსოფლიოში
შეედრება ვინმე სტალინს.

მასსა.

*
[იგი დასწვდა] როგორ სწოვდა ცოცხალ ბაგეს
მახრჩობელი სიცხის ჩრდილი.
[შე]უშფოთებდა მოქალაქეს
სიცხადე და ტკბილი ძილი.

მალჲარია... მისმა ჩრდილმა
რაღაც მშვიდი, რაღაც ზანტი,
უბოლოო კინო-ფილმა
მაღრჩობელი დღეთა ლანდა.

[გაიარა მაღალ კლდეზე
მდუმარება მაღალ ხიდის,
იგი მიდის მდინარეზე,
იგი ბეწვის ხიდზე მიდის.

საწამლავით ხელში მოსულს
თან მიდევდა ქუჩა ბანდ[ა]ი
და შენობას გრანდიოზულს
[უთითებდა შავი] [მოყვითალო სდევდა ლანდი.]

სად მეფობდა [ცეცხლის] ფერი,
მალ[ი]არიის მძიმე ქროლა,
ეხლა ქვეყნად ყველაფერი
არის ბრძოლა, მხოლოდ ბრძოლა.

აფრიკისას რომ ჰგავს გველებს,
შავი მდუმარებით სავსე,
მახრჩობელას შლიდა ხელებს
ქალაქის და სოფლის თავზე.

იგი თითქო მავთულზე რბის
ელექტრონის ცემით,
ეჯიბრება ეკვილიბრისტს
მსვლელს რადიო გემით.

და კვლავ ხიდის თავზე ისმის,
როგორც მძლავრი აღმაფრენა,
რაც კი დიდი კომუნიზმის
არის აზრი, არის რწმენა.

*
ნეკტარი - გეკტარი.

* * *
[დროს, რომელიც [ასე] იყო, გაჰქრა,
[მოიგონებს] როგორც პაპის პაპის-პაპა,
შფოთიანი ძველი „გაყრა“.
უამური [გზა და] სიმწრის ჯაფა.]

[ჭაობის დრო] აქ ჭაობი იყო, გაჰქრა.
უამური, სიმწრის ჯაფა,
შფოთიანი, ძველი გაყრა,
[მკაცრი პაპის] უმკაცრესი პაპის-პაპა..

[წინად აქ სხვა დროზე] სწუხდა
ხანისწყალი და რიონი -
[ეხლა ბაღთა აჩუხჩუხდა]
აწ ბაღებში აზურმუხტდა
[სხვა] [მზე] ხე - მრავალი მილიონი...

[დრო გავიდა] [ჩვენი ჭალა] და რიონი,
[ორი] ოცი ათას გეკტარ [ჭალას] მინდორს,
ციტრუსების [ფერავს] [ხარობს] გვინდა ვარდი,
[მილიარდი ცალი] მილიონი კი არ გვინდა,
მილიარდი, მილიარდი!

[ფორთოხალი] გრეიტფრურტი, [მოგავს] მსგავსი მთვარის,
[ჩვენი ღმერთი] მისი არე და ამინდი,
ფორთოხალი კი არ არის
[არის მძიმე] ის, არამედ [მძლე] დინამიტი.

[მანდარინა] დაბროლილი,
მანდარინა ჩვენი მხარის,
[მანდარინა კი არ არის] მტრისაკენ გასროლილი
არის ტყვია და ყუმბარა.

ციტრუსებში გადართული
ეს სარკეა: ჩვენი ყოფა.
ერთის ძალით გამართული
შეგნება და ნებისყოფა.

*
ფერად-ფერადს.
ყვავილები, ოქრო სხივები, ჩატეხილა პურში.
როგორ მდიდრდება და იცვლება ცხოვრება.
შეძლებაა.

*
ახალი გზა ეკონება
ქართლ-კახეთსა და იმერეთს.
ნავთსადგური მშვენიერი -
[ცვლის ხომალდებს ფერად-ფერადს.]
მორთავს ხომალდს ფერად-ფერადს.

თვლა არა აქვს ამანათებს,
დღე უხვია: და სიმღერაც -
ბაციაანთ ოჯახს მატებს -
სიხალისეს ფერად-ფერადს.

სხვათა მოჯამაგირობით
რომ სწყევლიდა ბედისწერას,
კენგეთაშვილს, [განთქმულს] თავის შრომით,
ბედს აწვდიან ფერად-ფერადს.

მიმინოშვილს [მთელ გურიის] გურიაში
ვერ დააკლებს [ვერვინ] მტერი ვერას,
ათასობით [ფულებს ითვლის] ითვლის სახლში
[და იმედებს] გამარჯვებას ფერად-ფერადს.

[ათასობით კილო] [კოლმეურნე] ლელაშვილი იწყავს ხორბალს,
[ღვინოს] ხორბალს, მწვანილს და [კოხერას] ჩხავერას,
ატრიალებს [ყოფნა] ბედის ბორბალს,
მხიარულს და ფერად-ფერადს.

„[პური] ღვინო! პური [შემოსულა] დაგროვილა,
ღელავს, ბზინავს [ანთებს] ავსებს კერას“,
ოქროს სხივებს ისვრის დილა
და ყვავილებს ფერად-ფერადს.

[მზე] დრო მიდამოს აკამკამებს,
შეძლებული სხივით [ფ]კერავს -
ახალ [ავეჯს] [კედელს], ახალ დგამებს,
[ტანისამოსს] ფარდებს ნაზს და ფერად-ფერადს.

*
უკეთესი. საამური.
რითმა. ერთი შეხედვით.
ვარდნი. მეში.
ვენახი. ღვინო!
სთვალენ. გაიშალნენ. თვალნი.
კვალზე კვალი.
Ну да, конечно!

*
1. [ყოფნა] დღეებს, ამხანაგო სტალინ...
[დღეებსა] საამურს და ფერად-ფერადს.

2. [დღეებს] ყოფნას, ამხანაგო სტალინ,
უკეთესს და [ფერად] მრავალფერადს...

ნაირ-ნაირ - ტყავს, ჩითეულს,
და [ჩითეულს] აბრეშუმს ფერად-ფერადს...

[ვეღარ ცნობენ სოფლებს თვალნი]
და ითვლიან დღეს თვითეულს
როგორც [რამე] ნანატრ ბედისწერას,
დღეებს, [ამხანაგო სტალინ,] როგორც ამ ჩითეულს,
საამურს და ფერად-ფერადს.

[იმედები] სიხარულნი გაიშალნენ -
და უმღერენ დიდს სიმღერას,
ყოფნას, ამხანაგო სტალინ,
უკეთესს და ფერად-ფერადს.

*
37,4. მიხ. 4 - 2 სთ. 12 часов, в час по 4. 200 стр. 7 საათზე.
გამარჯვება! თითქმის 300 პროცენტს.
[და სიმღერის ისმის.]

*
ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის ზეინკალი გიორგი ქველაშვილი ჩაის მანქანის დეტალებს (ნაწილებს), სამი საათის ნაცვლად, ამზადებს 7-8 წუთში.

* * *
ქველაშვილმა აითვისა
საზეინკლო [ქარხნის ბლანკი] [ტარ] ვარაუდი.
ნაცვლად სამი საათისა
კმარა შვიდი თუ რვა წუთი..
რომ [დღე ჩაის] ნაწილი მანქანების
მიაწოდოს ამხანაგებს...
ეს საქმეა გაქანების,
[ქველაშვილსაც] და ქველაშვილს საქმე აქებს.

*
სტალინის სახელობის [შახტის] მაღაროს მუშამ გრიგოლ გიორგაძემ ტყიბულის ქვანახშირის [მადნებში] მაღაროებში შეასრულა თვიური დავალება 296 პროცენტით.

* * *
[მუშას გრიგოლ გიორგაძეს]
გიორგაძე გრიგოლ, [ცნობა მოდის] [გრძნობის] შრომის
[ტყიბულში რომ გეზს [არ სტოვებს] ქვას აგროვებს]
დახარის [გზით] [ხმით] [და ტყიბულს რომ] და დახაროდა,
[ხამს] მას სტალინის სახელობის
ქვანახშირის [მაღაროებს] მაღაროთა
[თითქმის] სამას პროცენტს [ითვლის] უთვლის გეზი,
თვიურ გეგმით ამონაგებს,
ეს საქმეა უდიდესი -
და გრიგოლსაც საქმე აქებს.

*
ველ-კლდე-გორაკებს.

[მიდის ცვლა და ბრიგადები.]
[მიდის რიგი და ბრიგადა.]
[მიდის დღე, ღამ, დეკადებად
[დეკადებად ჩნდება ვადა]
უსწორდება ვადას ვადა,
[მიდის წყებად, მიდის ცვლებად]
სტახანოველთ მჭიდრო წყებად
[მჭიდრო] მიდის რიგი და ბრიგადა.]

მიდის დღე-ღამ, [დეკადებად] თავდადებით,
უსწორდება ვადას ვადა[ს],
სტახანოველთ [მჭიდრო წყებად] დეკადებით
მიდის რიგი და ბრიგადა.
ყოველი დღე ათარიღებს
[სტახანოველთ] ლეგენდარულ შრომის ქებას,
[ახალახალს] რომ მუდამჟამს იგი იღებს
[რეკორდებს და] ლეგენდარულ გამარჯვებას.
[ტფილისს ხურავს ორთქლის კალთა,
თქვენ შეხედეთ - მღვრიე კალთა]
ტფილისს სიცხის ხურავს კალთა,
სწვავს სახურავს, [ანგრევს] ხეთქავს კედელს.
მაგრამ, დახეთ, ორთქლმავალთა
შემკეთებელ ქარხნის მჭედელს -
[ჭიჭინაძე არის გვარად,]
[იგი] [იცნობთ, ჭიჭინაძე გახლავთ.
საკავშირო რეკორდსმენი,
იცით ჭიჭინაძის ბნედა].
[თვალწინ] [მჭედელს] [დავით] ჭიჭინაძეს ყველა ვხედავთ,
რვალებს [უვლის] [დგას საჭეთი] და როგორ მან
[მან] სულ ერთ დღეში გამოსჭედა
[ხუთზე მეტი] ხუთ დღის [გასაჭედი] საქმე... ნორმა.
აღწევს საკავშირო რეკორდს,
ხმა მიჰყვება ლიანდაგებს,
[ლიანდაგის ჟრჟოლა] და რკინისგზის რკინა რეკავს:
[მჭედელს] რომ მას საქმე, საქმე აქებს.

Дышла.

* * *
მოხუცს ქუდი წარბზე ხურავს,
ენტუზიასტ[ს] ჭაბუკს - გვერდათ -
მაგრამ [კედლებს] კედელს და სახურავს
თავს ევლება ორივ ერთად..
[ფართო გზის თუ ვიადუკის...]

Чертово кинто.
გლახაკი, გლახაკი, გლახაკი.

* * *
საქართველოს გზას მრავალფერს,
შარაა თუ ვიადუკი,
გამარჯვებებს თანაბრად სწერს:
თმაჭაღარა და ჭაბუკი.

[არვის ეტყვის დღეს სამდურავს
ამ თებერვლის სიმაისე -
რომ [ბერს] ერთს ქუდი ასე ხურავს,
[ახალგაზრდას] და მეორეს კიდევ ისე.]

მოხუცი არ გულმავიწყობს,
ახალგაზრდას [სდევს ოცნება.]
და ორთავეს სურს დაიწყოს
[ოცნებათა შემოწმება]
ერთმანეთთან შეჯიბრება.

*
Сгонщик - მიმდენი, გამდენი.
Нефте-перегонный - ნავთის სახდელი.

* * *
[შენმა ზრ.] ღრმად აღიბეჭდა ჩვენს გრძნობაში, ამხანაგო სტალინ, შენი [დიდ] დიადი სიტყვები კადრების შესახებ, ადამიანებთან სათუთ მობყრობაზე.
შენმა ზრუნვამ აღზარდა ათასი და ათეული ათასი მოწინავე მებრძოლი სოციალისტური მშენებლობის.
იზრდება და ფართოვდება სტახანოველთა მოძრაობა ჩვენს [წამოწყებებზე] [თვითეულ] (ფაბრიკა-ქარხნებში).
თვითეულ დღეს მოაქვს ცნობები, ახალ სტახანოვურ რიგებსა (ცვლებსა) და ბრიგადებზე, სტახანოვურ დღეებზე, ხუთდღიურებზე და დეკადებზე. ყოველი დღე აღინიშნება ახალი სტახანოვური რეკორდებით და გამარჯვებებით.

* * *
მტერს ეგონა, ჩვენი [გული] კარი
სამუდამოდ დაირაზა.
გადმოიღე, ბედო, თარი,
დაჰკა გრძნობით დაირასა.

* * *
[ჩვენს გულში ღრმად აბინადრებს
სიტყვას, გულწრფელს და ნამიანს,]
როგორ უნდა მოვლა კადრებს,
და მობყრობა ადამიანს.

*
[ამხანაგო] დიდო სტალინ! [ნატვრებს,
[სიტყვებს დიადს, სიტყვებს მზიანს:]
და მივყვებით [სიტყვებს] შენს ხმას დიადს:
[როგორ უნდა] სისათუთით მოვლა კადრებს,
[და] სხვა მობყრობა ადამიანს.

* * *
დიდო სტალინ! გვაბინადრებს
და მივყვებით სიტყვას [მზიანს] სვიანს:
სისათუთით მოვლა კადრებს!
სხვა მობყრობა ადამიანს!!

[ათასი და] ფაბრიკებში ათეული
ათასების ჯარი ჯართა,
მოწინავე - მხნე, რჩეული -
შენის ზრუნვით აღიზარდა.

[არ ილევა, არ თავდება]
ფაბრიკებში ზღვად გროვდება -
და გუგუნებს მძლე თაობა:
იზრდება და ფართოვდება -
სტახანოველთ მოძრაობა.

ყოველ ცნობას, [ჩვენთან] ქარხნით მოსულს,
[ყველა] იჭერს გზა და ქუჩაბანდი,
რომ შენებას გრანდიოზულს
სტახანოვის მისდევს ლანდი,

რომ ის ადის მაღალ კლდეზე,
რომ გზა გასდო ახალ ხიდის,
რომ ის მიდის მდინარეზე
და [ხან] თვით ბეწვის ხიდზე მიდის.

*
ჭიათურის მარგანეცის მადნის მუშამ, ვასილ სამხარაძემ მოგვცა თვიური ნორმის 268 პროცენტი.

* * *
იცნობს [მარგანეცის] ჭიათურის [მადანს] [ბორცვებს] ტორცებს
სამხარაძის მარჯვე [ხელი] მაჯა.
[ქვას მადნიდან ამონატანს]
ორას სამოცდა რვა პროცენტს -
[არ დაუკლო] მიუდგა და მიაღწია,
[ასრულება] [თავის თავს რომ მიუსაჯა და] [ასრულებს.] მან გაიმარჯვა...

[ქვას ჯურღმულით] [ის ასრულებს] მაღაროდან ამონატანს,
[ქვას დააწყობს] შავ-ქვას [ვხედავ] ვით გორაკებს.
სამხარაძე უყვარს მადანს,
სამხარაძეს საქმე აქებს..

*
ასპეტაკებს.
ბათუმის [ნავთგადამზიდი] [ნავთგადამდენი] ნავთგამომხდელი ქარხნების მუშა, დომენტი სალუქვაძე ამეტებს ნავთის გაწმენდის ნორმას, უზრუნველყოფს რა 2.100 ტონა ბენზინის მიღებას წელიწადში, გეგმის ზევით, გარეშე.

სალუქვაძემ - [დადგა ზვინი] საქმის ჟინი
მთელ [ქვეყანას] ქარხანას გააგონა,
უზრუნველყო რა ბენზინი,
ორიათას ასი ტონა..
და ბათუმი[ს] [ქარხნის ნორმა] გეგმა,
ნავთს რომ სწმენდს და ასპეტაკებს,
სალუქვაძეს იცნობს [კაცად] კარგად,
სალუქვაძეს საქმე აქებს.

*
სოციალისტური შრომის ნაყოფიერების უმაღლესი [მაჩვენებლები] [მოგვცეს] გვიჩვენეს [ორთქლ.] სტალინის სახელობის ორთქლმავალთ-შემკეთებელი ქარხნის სტახანოველმა მუშებმა: გეწაძემ, რუხაძემ, ჯანვერდაშვილმა, მამულაშვილმა; ბერიას სახელობის ვაგონების შემკეთებელი ქარხნის სტახანოველმა მუშებმა: ეკალაძემ, ხალიაპინმა და ჯაგაევმა.
Колонизация.

სდგას ბერიას სახელობის
ვაგონების სარემონტო.

* * *
[ჩვენ] [მათ გვიჩვენეს [უმაღლესი] უდიდესი
შრომის ნაყოფიერება,
სტახანოვურ [შრომის] [დაკვრის] მისვლის წესი,
[სტახანოველთ] შემომქმედის ძლიერება.]
[დიდ] სტალინისას რომ ატარებს
უმაღლეს და [დიად] ნათელ სახელს,
ორთქლმავალთა ქარხნის [კარებს] არეს -
შრომას [გმირულს და] [მისდევს] სწევს დიდს, ხელდახელს,
[ის] [ეს] აქ გეწაძე არის გვარად,
[ის] ეს რუხაძე, [სხვა] ეს - ჯანვერდი.
მამულაშვილს, [ახსოვს მარად] ვიტყვი მარად,
[აწ] და რომელი კიდევ ერთი.
მათ გვიჩვენეს უდიდესი -
შრომის ნაყოფიერება,
სტახანოვურ მისვლის წესი,
შემოქმედის ძლიერება.

[შეურყეველ სტალინელის]
და ბერიას სახელობის...

3. 40 სტრიქონი. საათში 20 სტრ.
10 საათზე - 40 სტრიქონი.

*
დიდი მდინარე რიონი, რომელიც აჭაობებდა ქ. ფოთს და მიწის უკეთეს [ნაწ] ფართობებს, გამოსადეგს ძვირფასი კულტურებისათვის, წავა [ახალი] მისთვის ახლად გათხრილი კალაპოტით.

* * *
[რიონის [გავლით] წყლით დაჭაობდა
მთლად კოლხიდა; მერე ფოთი.]

ეხლა [გად]აშრება ჭაობები
და რიონის ცხრება შფოთი.

* * *
სიყვითლით და დაობებით
რომ ბორგავდა წინად ფოთი,
[ეხლა] შრება ვრცელი ჭაობები -
და რიონის ცხრება შფოთი.

ცხრება მისი მავნე შფოთი,
გადარება ვეღარ ართობს,
გასჭრეს სულ სხვა კალაპოტი -
[წყალი მდიდარს] და ძველს ძვირფასს ტოვებს ფართობს.

რიონის ძველ კალაპოტის,
და [იქ] სადაც ის ერთვოდა ზღვას,

სად [ერთვოდა] ხვდებოდენ ზღვა ძლიერი
და [ფაზისი წყალი] რიონი მედიდური -
[დაფუძნება] უახლესი, მშვენიერი
[და ძლიერი] [უახლესი] დაფუძნდება ნავთსადგური.

*
[დიდი ხნიდან,] ახალმა დრომ მალარიით
მოშხამული ატმოსფერა
ახალ ჩაით, ახალ იით
ახლად გააოქროსფერა.

№2746. Лимонадное житье.

*
[შვენიერთა ხელმწიფავ,
[გულს დარდები] სახეს დარდი გფენია.]

* * *
[ანთებულხარ სხივითა,]
მზემ ისრები შემართა,
და ღრუბლებში გარია,
მითხარ, რა დაგემართა,
მითხარ, რა გიხარია.

[აუწერელ ხალისით,
გიელვარებს თვალები,
ხალი თურაშაულის,]
სავსე ნაზ და უმანკო
მორცხვი დანაშაულის,
გაიელვებს სახეზე
ელვა თურაშაულის.

რა ლამაზად გიხდება
შუა-გადაყოფილი,
ყორნის ფერი [დალალი] ნაწნავი,
[ჩუქურთმებად წყობილი]
მკერდზე გადმოწყობილი.

[შენ მამა არ გყოლია,
არც დედის ხარ მნახველი,]
შენ მამა არ გინახავს,
შენ არც დედა გყოლია.
მაგრამ შენი ცხოვრება,
ბრწყინავს, მზისთვის გინახავს.

[შენ არც ნათესავი გყავს,]
ბაიყუში ქმარი გყავს,
[გვერდით გიზის] ცოლად გირთავს მდიდარი
ოთხმოცი წლის თავადი,
გირთავს მისი წარსული,
ცივი და ფუქსავატი.

მეათე საუკუნის სამწიგნობრო ენა
Нужно обратить особенное внимание:
1. На описание сборника для точного определения времени составления его.
2. На изучение хроники.
3. На язык, стиль (легкий, тяжеловесный).
4. Словосочинение (старинное?).
5. Знаки препинания: одна точка, две точки, три..
6. Апострофы.
7. Соединительные знаки.
8. „Асо-мтаврули“.
Приложения:
1. Назв. комн. встреч. в статье.
Начертание слов по пам. Х в. (из описания) сравнительно с их совр. выговором: ცხორებაБ - ცხოვრება.
2. Грамматика языка X в. сравнительно с грамматикой совр. груз. яз.

*
წყალდაქანება - Водопад (წყალსაქანელი).
ჯანგარო, წიდი - Шлак, окалина.
ნარსაქანელი - ნავისა (один переход корабля).
ფანაკი (ფანაკისმსგავს. სიმეწამოўლითა) - Неизв. слово.
სახმილი - Печь, горнило.
მხიისფერი - Серый от слово мхიе? ( ჯანაშვილი). სამხიო საჭმელი?
ჩჩვილი ბავში - Слабый ребенок - მოაჩჩვილებს.
მგლინვარება - Гладкость.
მგლინავი - Гладкий.
მომკაული - Свиреный, жестокий.
წაქი - Сыворотка.
შრატი - Сыворотка.
გავალაკი - ბალდახინი.
თანაზიარი - საქმისა (соучастник).

*
დონი - მუშა. ჩარჩო გაზეთისათვის.
„На Рубеже“ от 15 янв. 36 г. №1(58). Купить 3 номера.

1. ლურჯა ცხენები. 2. მთაწმინდის მთვარე. 3. ეს მშობლიური ქარია. 4. გადმოფრენას ეს ყორანი... 5. ტფილისს სძინავს ტკბილი ძილით. 5. ოპერის თეატრი.

*
მხატვრები:
1. გუდიაშვილი, 2. დ. კაკაბაძე, 3. გვანცალაძე, 4. ზომმერი, 5. დ. გველესიანი, 6. თ. ჩუდეცკი, 7. გრ. მესხი, 8. კ. სანაძე, 9. გვეტაძე, 10. ელ. ახვლედიანი, 11. დონი, 12. ნადარეიშვილი, 13. კროტკოვი, 14. პატარიძე, 15. ერისთავი, 16. გ. გაბაშვილი, 17. მოსე თოიძე, 18. გოგი თოიძე, 19. მაისაშვილი, 20. გრიგოლია, 21. სიდამონ-ერისთავი, 22. ქუთათელაძე, 23. ვაწაძე, 24. ირაკლი გამრეკელი, 25. ბაჟბეუკ-მელიკოვ, 26. გიგო ზაზიაშვილი, 27. ჩერნიშკოვი, 28. რევაზ რევაზიშვილი, 29. ვ. წილოსანი, 30. ო. შარლემანი, 31. მაყაშვილი, 32. ვეფხვაძე, 33. ვ. თოფურიძე, 34. ბრაილოვსკაია, 35. ირინა შტენბერგი.

კომპოზიტორები:
1. კილაძე, 2. ბალანჩივაძე, 3. თ. შავერზაშვილი, 4. სანდრო კავსაძე, 5. მიშა კავსაძე, 6. ტუსკია და სხვ., 7. ია კარგარეთელი.

რადიო.
მუსიკისათვის სპეციალურად ვყიდულობ პიანინოს!
მხატვრები, კომპოზიტორები, გუნდები, არტისტები - ესტრადისა.

*
მამალი. შესავალი. ღვიძლი.
მიდიან იახტ.

* * *
საქართველოს დიდება
ვის არ გაუგონია,
მშვენიერი ლექსები
ერთად შაუკონია.
მოუხიბლავს ქვეყანა,
გულში ჩაუკონია.
პირველი მგოსანია,
ყველას მოსაწონია.
მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს:
ღვინო უყვარს, მგონია.

გ. ტ.

„სალიტ. გაზეთის“ მე-2 ნომრის მიმოხ.
1. ლიტერატურულ ენციკლოპედიის მეათე ტომი - თავდება ანბანით   (მთლად თუ ნაწილობრივ). გამოსარკვევია. მეათე ტომში თუ მეთერთმეტეში იქნებაო? რ, ს, ტ, თუ მხოლოდ ს, ტ?
აქ დიდი ბრძოლაა საჭირო...
1. წერილი ლიტ. ენციკლოპედიის რედაქტორს.
2. მწერალთა კავშირი.
3. მართლა თავზარაშვილი სწერს თუ სხვა?
(რამდენი სტრიქონი თუ სვეტი იქნება? ბიბლიოგრაფიული ცნობები? რომელი სურათი. დიდი წერილი იქნება თუ მცირე?).
2. „სალიტერატურო გაზეთმა“ პატაკი აღიარა სანიმუშო ხალხურ, გასაგებ ენით დაწერილ ნაწარმოებად, აღიარა მოულოდნელ, ახალ ფაკტად და სხვ... გასაგებია.
3. მეთაური წერილი მთლიანად მუქარაა და მუშტი ქართ. მწერლებისადმი: არც ერთი გულთბილი სიტყვა. ეს არის საზიზღარი ტრაფარეტი. ძველი მეთოდი. არავითარი გადახალისება.
4. შვიდი მარტის ს.მ.კ. პრეზიდიუმის მწერალთა აკტივთან ერთად შემდგარი კრება ყალბად არის აწერილი (დიდი ამოცანების წინაშე). ეს სიმპტომია.
5. მარიეტა შაგინიანის წერილიდან: „განა ტრაგედია არ არის: შენ რომ მეჯინიბე იყო და მთელ შენ აღტკინებას და ცეცხლს, დღე-ღამე მუშაობის მთელ 18 საათს, რომელსაც ახლა წიგნზე ხარჯავ, სდებდე არა კალამში, არამედ სამურველსა და ცოცხში - შენ გაახარებდი პარტიის გულს. ახლა კი შენზე მხოლოდ ხელებს შლიან: - ოხ, ეს მწერლები, და ჰყვებიან ცუდ ანეკდოტებს შენს ლოთობაზე, სკანდალებზე, წამგლეჯაობაზე“...
ამაზე „ლიტ. საქართველოს“ პასუხი: „პარტია... ხელისუფლება... რომელმაც პატივისცემა მწერლისადმი აიყვანა უმაღლეს დონეზე, დააჯილდოვა რა მისი საუკეთესო წარმომადგენლები სოციალიზმის მშენებელი ქვეყნის უდიდესი ჯილდოთი - ლენინის ორდენით“...
6. ალი არსენიშვილი: „სალამი მზიურ საბჭოთა აფხაზეთს!“ ჩვეულებრივი მისი სტილი разжиженное, нечленораздельное что-то. ლაპარაკობს იმ მწერლებზე, რომელთაც არ იცნობს ენის, სტილის, და სხვა მხრით: ეს ახალი მოდა შემოვიდა: [ჩვენში] სწერენ იმათზე, რომელთაც არ იცნობენ. ასე სჩადის მირსკიც (ამ გახსენებაზე, მირსკის წერილის ის ადგილი, რომელშიაც საუბარია ჩემზე. Мирский. О грузинской поэзии). რა მიზანი აქვს ამ ახალ მოდას? ბუაჩიძე - ბელორუსიის პოეზიაზე, და სხვ. და სხვ.
7. გზა გამარჯვებისა (ილო მოსაშვილი). არ [მომწონს დამრიგებლისა] შეფერის დამრიგებლობა და გამარჯვებულის ტონით ლაპარაკი.. პოეზია, პოეტი ასეთი და ასეთი უნდა იყოსო: „სწორედ ასეთ პოეტებს ეხებოდა ამხ. ალექსანდროვიჩის და სხვ.“ ვერ გაიგებ, ვის მხარეზეა, რა უნდა. ნაწყენია თუ? უარყოფს ლირიკას.
8. აბაშელი. ჩვენი დღეები. კარგი ლექსია. აქვს ჩემგან რაღაცა. ალბად იწყებს წერას.
9. დემეტრაძე. სიმშრალე. ტრაფარეტი. უნიჭობა. დემაგოგია. მხოლოდ და მხოლოდ მაიაკოვსკი.
10. აკოზმარი კარგი ლექსია. სათაური არ ვარგა.
11. ნ. ბარათაშვილის უცნობი ლექსი - აჩენს ჩვენი ლიტერატურის მკვლევარების იშვიათ სიბეცეს: თურმე ლექსი უკვე დაბეჭდილი ყოფილა თ. ნ. ბ.-ის ინიციალებით, და დღემდე კი არც ერთი წიგნში შეტანილი არ არის.
12. გაწერელია. რაღაცა ძველია.
13. ლ. ასათიანი. თემა კარგია. ცუდათ დამუშავებულია. ქალი აცხადებს: „პოეტებიდან მიყვარს გალაქტიონ ტაბიძე“. საერთოდ, ლევანს შეუძლია იმუშავოს კარგად.
14. არქიტექტორების ყრილობაზეა ლაპარაკი.
15. პუშკინისთვის საცოდავი ცნობები.
16. თავს იჩენს დემეტრაძის წინანდელი ჯგუფი. ქუთათელი ისევ დახატულია.
16. ბიბლიოგრაფიაც სუსტია.
საერთოდ არაფერი არ არის „ლიტერატურულ საქართველო“-ზე. მიუხედავად იმისა, რომ გაისმის ამის შესახებ საყვედურები, არავითარი ყურადღება! მშრალი გაზეთია.
უნდა შევიძინო ორი ალფაბეტური წიგნაკი ტელ. და ბინ.

ღონისძიებანი:
ჩარევა მათ მუშაობაში. გავლენის მოხდენა. უნდა მიესსიოს არმია მწერლების (მათ ჰგონიათ, რომ ისინი დაშინებულნი არიან საბოლოოდ). მეტი ყურადღება „ცეკავშირის“ სტამბას. ძაღლის თავი იქ დაიმარხა და ეხლაც იქ მარხია.
რაკი გაზეთი აცხადებს, რომ „განსაკუთრებით დიდია ჩვენი გაზეთის ამოცანები და პასუხისმგებლობა კრიტიკის დარგში“-ო, ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიკვლიოთ, როგორი იქნება ეს კრიტიკა: თუ მარტო „ცისფერელები“-ს ქება (რასაც წინად ვერ ბედავდენ, ან თუ ბედავდენ, დიდის შიშით), მაშინ ეს კრიტიკა არ იქნება, არამედ ომი მთელ ქართულ მწერლობასთან ყანწელებთან ერთად.
არ უნდა დავივიწყოთ ჩემი ლ.

*
შემოსილი მძიმე ღრუბლით, გერეოდა მარად მუმლი.
იარებით დაიფარა შენი მკერდი, შენი შუბლი.

საღამო პარიზში
[იჭედება] მოლივლივებს, ითლება
სხივტეხადის ფენობა,
აქ არ გამოითვლება
მათი რაოდენობა.

მათი რაოდენობა
ამ ნაპერწკლებს [ედება] ედრება:
ქალაქების შენობა,
[მათი] შუქით გადათეთრება.

[გახურებულ] ელისეის რკინიდან
ალი ღვივის ფერადი
და ეცემა მიწიდან
შუქი ათასჯერადი.

და იდეა (მიწიდან) ფიცხელი
იტბორება ღვარებად,
როგორც რკინის სიცხელის
თეთრად გავარვარება.

*
არის ბრძოლის დამდეგი,
ჩუმი ისმის ქუხილი,
ჭექა-ქუხილამდე-კი
არვის მართებს წუხილი.

[ქარი ნამღელვარები]
კაფეს არ აქვს კარები
და ქარის სისინია,
იტალიის ჯარები,
წყნარი აბესინია.

გაზეთ „პარი სუარი“-ს
[ჰქრის ახალი ნომერი]
[საღამოის] უკანასკნელ ცნობებით
კიდევ უფრო უარეს
ყოფაშია სნობები.

36. I, 37. III. IV, 38.V. VI.

*
ჰყვება უცნობი: [რომ] თუ გერმანიის
გული ვით იწვის, როგორც სანთელი.
სახელი ბრძოლის და ჰენრიხ მანნის;
ხმა. ოვაციის კორიანტელი.

*
მაშინ, ქიმერავ, სხვა გზა არ არის,
ძველი კედლები უნდა მოინგრეს.
ავტოკარები, ვით ქიმერები,
უდარაჯებენ გარედან კონგრესს.

*
[Проза].
დაირაზმა. რასსა.
დღესა. მზესა.
მუხები. [მუხის ქვეშ].
[ფერი მზესა და ქარს მოჰყავს].
მიდის ჩვენი შავი რასსა.
ვინა სთქვა, რომ მუშის ბედი.

* * *
დაბლა ჰყრია ქვა და გუნდა,
ხმელი ნეშო, რკო და წაბლი,
მაღლა მთაა, სადაც უნდა
გადაფრინდეს დირიჟაბლი.

[სახნისის და კავის] ქვევით: სახნის-კავის მდელო,
მიაქვს დროთა უხსოვრებას,
ახალს აგებს საქართველო
ბედნიერს და მძლე ცხოვრებას.

მოლოდინმა მტრების თვალებს
იმედები დაულია,
დიდი აღფრთოვანებაა,
დიდი დღესასწაულია.

როგორა სცნოს [კაცთა] მტრების სისხლმა,
აქ ქვა ქვას რომ დაადუღა,
[მითხარ, მუხა, დიდო მ.]
რა დიდება იგულისხმა?
[მითხარ] დიდო მუხა, დიდო მუხა.

მტერს ეგონა, [გლეხის] მუშის კარი
სამუდამოდ დაირაზა.
გადმოიღე ძველი თარი,
დაჰკა გრძნობით დაირასა!

*
[ისმის შრომის]
მანქანების ჟრიამულით
მინდორ-ველი დაირაზმა,
ვინა სთქვა, რომ მიწის გული
სამუდამოდ დაირაზა.

თხუთმეტი წლის...

* * *
[ეს გუგუნი] მწყემსის სმენა უეცარი
[არხევს] ისმენს [ზეცურ] ციურ დაირასა:
ვინა სთქვა, რომ ზეცის კარი
სამუდამოდ დაირაზა?

[საქართველო მზის გზით მიდის]
მზე განახლდა ჩვენი ტომის
და დიდებით მიდის დიდით,
სოციალისტური შრომის
სასწაულთა მაგალითით.

რა ჭაობი და რა გუბე,
რა ჭირი არ განიცადე,
მაინც დიდი ხარ მეუფე:
[და] შენ სრულყოფა განიმზადე.

მხარეს ვხედავთ მდიდარ-მდიდარს:
მას დოვლათი არ ელევა,
და თავდასხმას არავითარს
აღარ ძალუძს მისი ძლევა.

*
სტალინს...
და სტალინი არის - მასსა!
ვინა სთქვა, რომ საზღვართ კარი
სამუდამოდ დაირაზა?

*
14/II-36. ტემპერატურა დილის 7 საათზე - 37-4, დილის 10 საათზე - 37-4, საღამოს - 38-3.
საღამოს 9 ს. - 38-6.
15/II. დილით - 36-9, საღამ. 7 სთ. - 38-3, 10 სთ. - 38-2.
16/II. დილით - 37, შუადღეზე - 37-3, საღამოს 6 სთ. - 38-3.

Gal.
20/II. 5-6 ч. - 37,5. 8-9 ч - 37.
21/II. ут. - 37. 5-6 ч. - 37,3.

1936