შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-660-1 - 1935 წელი


     რევოლუციურ მწერალთა ამ საერთაშორისო კონგრესზე მე გამოვდივარ, რო­­გორც საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ლი­ტე­რა­ტუ­რის წარ­მო­მადგენელი.
     საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მის ლიტერატურას თხუთ­მე­ტი საუ­კუნის ისტორია აქვს. ქართულმა ლიტერატურამ ამ თხუთმეტი საუ­კუ­ნის გან­­მავ­ლობაში უდიდესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. იგი თამამად შეგ­ვიძ­ლია დიდ ლი­­ტე­რატურათა ოჯახს მივაკუთვნოთ. ძველი ქართული ლი­ტე­რა­ტურა თავისი მნიშ­ვ­ნე­ლობით და დიაპაზონით არ ჩამოუვარდება ქრის­ტია­ნულ საშუალო საუკუნეთა ეპო­­ქის არც ერთ ლიტერატურას.
     ძველი ქართული ლიტერატურის ყველაზედ უფრო უდიდესი ძეგლი შოთა რუს­­თა­ველის გენიალური პოემა „ვეფხის ტყაოსანია“ (მე-12 საუკუნე), რო­მელ­შიც ქარ­თულ­მა პოეტურმა კულტურამ თავის განვითარების უმაღლეს სა­ფეხურს მი­აღწია. ამ უდიდეს ქმნილებაში პოემის მდიდარი შინაარსი გან­სა­ხიერებულია მა­ღალ მხატვ­რულ ფორმაში, ჯერ კიდევ თავის ოსტატობით და­უძლეველი ქართულ პო­ეზიაში.
     შემდგომ ეპოქებში (მე-17-18 საუკ.) ქართული ლიტერატურის გა­მო­ჩე­ნი­ლი წარ­­მომადგენლებია მწერლები: საბა სულხან ორბელიანი, დ. გუ­რა­მიშ­ვი­ლი და ბე­სიკი. საბა სულხან ორბელიანმა უკვდავყო თავისი სახელი ქართულ ლი­ტე­რა­ტუ­რაში იგავების კრებულით „სიბრძნე სიცრუისა“. ეს ნაწარმოები ქარ­თულ პო­ეზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლთაგანია.
     მე-18 საუკ. დამლევისა და მე-19 საუკ. პირველ პერიოდის დასაწყისის ქარ­­თულ ლი­ტერატურაში განსაკუთრებით მჟღავნდება დასავლეთისა და აღ­მო­სავლეთის ურ­­თიერთგავლენა.
     ამ ეპოქამ წარმოშვა გამოჩენილი პოეტების ბრწყინვალე პლეადა: ა. ჭავ­ჭა­ვა­ძე, გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი და სხვა.
     დასავლეთის რომანტიზმმა, და პესიმიზმის მოტივებმა ფართო გა­მო­ძა­ხი­ლი ჰპო­ვა მათ შემოქმედებაში. მაგრამ დასავლეთ ევროპის ლიტერატურის იდეე­ბი და მა­თი გავლენა თავისებურად ასახულია ამ პოეტების შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. მე-19 საუკუნის პო­ე­ზიის ყველაზე უფრო გამოჩენილი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია გენიალური პოეტი - ნი­­კო­ლოზ ბარათაშვილი.
     მე-19 საუკუნის გარიჟრაჟზე იწყება საქართველოს ისტორიაში ახალი ერა.
     საქართველო სისხლიდან დაცლილი განუწყვეტელი ომებისაგან, რუ­სე­თის იმ­­პე­რიალისტური პოლიტიკის ობიექტად გადაიქცა.
     რუსეთის თვითმპყრობელობა ახშობდა ქართულ კულტურას, ქართულ ენას, ყო­­ველმხრივ აფერხებდა ლიტერატურის და ხელოვნების განვითარებას. ქართ­ველ­­მა ხალხმა მიუხედავათ ამ ბარბაროსულ პირობებისა, მაინც შესძლო შეექმ­ნა უაღ­­რესად მდიდარი ლიტერატურა, რომელიც ასახავდა ყველა დიდ ძვრებს ხალხ­თა ის­ტორიაში, ითვისებდა დასავლეთ-ევროპის და რუსეთის ლი­ტე­რატურის მიღ­წე­­ვებს, არ კარგავდა თავის ლიტერატურულ სახეს, ტრა­დი­ცი­ებს და მედგრად იდ­გა ორი მსოფლიოს - დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიჯ­ნაზე.
     მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თანდათანობით ირღვევა ძველი ფეო­და­ლუ­რი ურ­თიერთობანი. სავაჭრო კაპიტალი ძირს უთხრის საფუძველს, გზას უკა­­ფავს ახალ ეკო­ნომიკურ ურთიერთობას. უკვე ზრდის პროცესში მყოფ ბურ­ჟუ­აზიას ლი­ტე­რა­ტუ­რაში შეაქვს თავისი მოტივები.
     მესამოციანე წლების მწერალთა მთელი შემოქმედება ნაციონალურ რო­მან­ტიზ­­მის მოტივებითაა გამსჭვალული.
     ყველაზე უფრო ღრმად ნაციონალური რომანტიზმი გამოჩენილმა მწერ­ლებ­მა - ი. ჭავჭავაძემ და აკ. წერეთელმა გამოხატა. ი. ჭავჭავაძე და აკ. წე­რე­თე­ლი იბ­რძოდა ხალ­ხის განთავისუფლების ჰუმანურ იდეებისათვის, ახალი ენის დამკ­ვიდ­­რე­ბი­სათ­ვის, უდიდესი მხატვრული სიძლიერით გვი­სუ­რათ­ხა­ტებ­დენ გა­დაგ­ვა­რე­ბის გზაზე დამდ­გარ თავადაზნაურობის ცხოვრებას.
     ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი გენიალური პოეტის - ვა­ჟა-ფშაველას შემოქმედებას უჭირავს. ვაჟა-ფშაველა - ქართველი მთიული - თა­ვის წარ­მოშობით, განსაკუთრებულის სიძლიერით გადმოგვცემს თავის ნა­წარ­მო­ებებში გვა­როვნულ ყოფას თავისი პატრიარქალური თემური წესებით. იგი თა­ვისებური პან­თეისტია.
     გასული საუკუნის მეოთხმოცდაათე წლებში ქართულ ლიტერატურაში ახა­ლი პე­რიოდი იწყება. ვაჭრობა-მრეწველობის განვითარება, დაღუპვის გზა­ზე დამდ­გა­რი თა­ვადაზნაურობა, გაღატაკებული გლეხობა, მეოთხმოცდაათე წლე­ბის სა­ქართ­ვე­ლოს საზოგადოებრივი ცხოვრების დამახასიათებელი მო­მენ­ტებია. ამ პე­რი­ოდთან და­კავშირებულია გამოჩენილი ქართველი ბე­ლეტ­რის­ტის ე. ნინოშვილის სამ­წერ­ლო მოღვაწეობა. ე. ნინოშვილმა თავის ნა­წარ­მოე­ბებში მძლავრი მხატვრული სა­ღებავებით დაგვიხატა იმდროინდელი ღა­რი­ბი გლეხობის ჭირ-ვარამი.
     საქართველოში მენშევიკების დიქტატურის ეპოქა (1917-1921 წწ.), ეს არის და­სავლეთ ევროპის იმპერიალისტებისა და ნაციონალური ბურჟუაზიის ბა­ტო­ნო­ბის ეპოქა.
     მხატვრული შემოქმედების დაკნინება აუცილებლად იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მენ­შე­­ვიკური "დემოკრატიის" სოციალ-პოლიტიკური და იდეური დონით. ჩვე­ნი ქვეყნის სუ­­ლიერი შემოქმედების ყოველ დარგში მენშევიკები ნერ­გავ­დენ ნაციონალიზმსა და შოვინიზმს, ფეოდალური წარსულის რომანტიკას, ყო­ველგვარ პროგრესიულ და რევოლუციურ აზრისადმი მტრულ და­მო­კი­დე­ბუ­ლებას. შემთხვევითი არ არის, რომ მენშევიკური დიქტატურის პერიოდმა ქარ­თულ ლიტერატურაში არ წამოსწია არც ერთი სახელი.
     საქართველოში მენშევიკური ბატონობის პერიოდი ქართული კულტურის ის­­ტო­რიაში შევა როგორც ქართული კულტურისა და ლიტერატურის გან­სა­კუთ­რე­­ბუ­ლი დაცემისა და დაკნინების პერიოდი.
     ქართული კულტურის აღორძინება, კერძოდ ლიტერატურის, საბჭოთა ხე­ლი­სუფ­ლების დამყარებიდან იწყება.
     მხოლოდ პროლეტარული რევოლუციის გამარჯვებამ საქართველოში უდი­დე­სი შესაძლებლობანი მისცა მშრომელ ხალხს თავისუფლად გა­მო­ემჟ­ღავ­ნებია თა­ვისი შემოქმედებითი ენერგია, მიეღწია გრანდიოზული წარ­მა­ტე­ბებისათვის ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამეურნეო და კულტურულ ცხოვრების ყოველ დარგ­ში.
     საბჭოთა ხელისუფლების არსებობის, სოციალისტური მშენებლობის თოთხ­­მეტ­­მა წელმა სახე შეუცვალა ჩვენს ქვეყანას. საქართველო, მეფის ჩა­მორ­ჩენილ ნა­­ხევარ კოლონიადან ინდუსტრიალურ-აგრარულ, მოწინავე მრეწ­ველობისა და სოფ­­ლის მეურნეობის რესპუბლიკად გადააქცია. ქვეყანა, რო­მელსაც არავითარი მრეწ­ველობა არ გააჩნდა, დაიფარა ინდუსტრიალურ გი­განტების ქსელით (ზაჰესი, რი­ონჰესი, ფერომშენი და სხვ.). პრიმიტიულ პატ­რიარქალურ მიწათმოქმედების ნაც­ვ­ლად შეიქმნა კოლექტივიზაციის სა­ფუძ­ველზე მოწინავე სოფლის მეურნეობა, შე­ი­არაღებული სასოფლო-სა­მე­ურ­ნეო მანქანებით, აგროტექნიკით. ახალ სამ­რეწ­ვე­ლო რაიონებში შეიქმნა კვა­ლიფიციურ მუშათა, ტექნიკური ინტელიგენციის კად­რე­ბი.
     ამიერ კავკასიაში თვითმპყრობელობისა და მენშევიკების, მუ­სა­ვა­ტე­ლე­ბის და დაშ­ნაკების ბატონობის დროს მძვინვარებდა ნაციონალიზმი და შო­ვი­ნიზმი. და­სავ­ლეთ იმპერიალისტების ეს დამქაშები - მენშევიკები, მუ­სა­ვა­ტე­ლები და დაშ­ნა­კე­ბი ხელოვნურად აღვივებდენ ამიერ კავკასიის ხალხთა შო­რის ნაციონალურ შუღლს და იწვევდენ სისხლის ღვრას.
     მაგრამ ამიერ კავკასიის მშრომელებმა გაანადგურეს ნაციონალიზმი და შო­ვი­ნიზ­მი და ამიერკავკასიის ფედერაციის სახით შექმნეს ნაციონალური მშვი­დო­ბია­ნო­ბის ისეთი ინსტრუმენტი, ამიერ კავკასიის ხალხთა შორის ძმური თა­ნამშ­რომ­ლო­ბის ისეთი ფორმა, რომელმაც უზრუნველყო სწრაფი სა­მე­ურ­ნეო და კულ­ტუ­რუ­ლი განვითარება.
     სამეურნეო მშენებლობის წარმატებებს თან სდევს უდიდესი მიღწევები ნა­ცი­ო­ნა­ლური ფორმისა და სოციალისტური შინაარსის კულტურისათვის ბრძო­ლა­ში. ჩვე­ნი ქვეყანა ქალაქად და სოფლად დაიფარა სკოლებისა და კულ­ტუ­რულ და­წე­სე­ბულებათა ქსელით, შეიქმნა რამდენიმე ათეული უმაღლესი სას­წავლებელი. სწრა­ფად ვითარდება ხელოვნება, თეატრი, კინო, მუსიკა და მხატვ­რობა, ტარდება უდი­დე­სი მუშაობა წარსულ ეპოქათა [კულტურის ყო­ველგ­ვარ დარგში უმდიდრესი კლა­სი­კური] კულტურული მემკვიდრეობის კრი­ტი­კული ათვისებისათვის.
     ეს უდიდესი მიღწევები ახალი სოციალისტური ცხოვრების შენების საქ­მე­ში მო­პოებულია ლენინურ პარტიის ხელმძღვანელობით, მთელი მსოფლიოს ხალხ­თა დი­დი ბელადის - სტალინის ხელმძღვანელობით.
     ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება განსაკუთრებით მძაფრად მხატვ­რუ­ლი კულ­ტურისა და კერძოდ ლიტერატურის დარგში გამოიხატა. ამ თოთხ­მე­ტი წლის მან­ძილზე შეიქმნა მხატვრული სიტყვის ოსტატთა მთელი თაობა.
     სოციალისტური მშენებლობის გამარჯვებათა საფუძველზე, ლენინურ-სტა­ლი­ნუ­რი ნაციონალური პოლიტიკის წარმატებით გატარებისა და კულ­ტუ­რუ­ლი რე­ვო­ლუციის სწრაფი გაშლის გამო, რევოლუციის წინადროინდელი ინ­ტე­ლიგენციის ყვე­ლა საუკეთესო ძალები გადავიდენ პროლეტარიატის მხა­რე­ზე, მძლავრი მხატვ­რუ­ლი სიტყვით აქტიურად მონაწილეობენ სო­ცია­ლის­ტურ მშენებლობაში. ამ პე­რიო­დის განმავლობაში მშრომელთა წრიდან წა­მოი­წია ახალ მწერალთა მთელი პლე­ა­და, რომლებიც ნაყოფიერად მუშაობენ მხატვ­რული შემოქმედების დარგში.
     დავასახელებ ისეთ მწერლებს, როგორიც არიან: მ. ჯავახიშვილი, კ. ლორთ­ქი­ფა­ნიძე, ს. ჩიქოვანი, ნ. მიწიშვილი, ს. ეული, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ა. მა­შაშ­ვი­ლი, ლ. ქია­ჩელი, შ. დადიანი, დ. შენგელაია, ვ. გაფრინდაშვილი, ნ. ლორთ­ქი­ფა­ნი­ძე, ს. შან­ში­აშვილი და სხვ., რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში ახალი ცხოვ­რე­ბის შენების დი­ად პროცესებს ასახავენ.
     ქართული ლიტერატურის განვითარების ახალი ეტაპი ხასიათდება მდი­და­რი თე­მატიკით, ჟანრთა სხვადასხვაობით და მხატვრული შემოქმედების ფორ­მათა სიმ­დიდ­რით. ბრძოლა საკოლმეურნეო მშენებლობისათვის, სო­ცი­ა­ლის­ტური ინ­დუს­ტ­რიის ზრდა, ახალი სოციალისტური ყოფა, პრო­ლე­ტა­რია­ტი­სა და მთელი გლე­ხობის გმი­რული წარსული, აი, თანამედროვე ქართული ლი­ტერატურის [ინ­ტერ­ნა­ციო­ნა­ლუ­რი] იდეურ-თემატური შინაარსის მთავარი მო­მენტები. ქართული ლი­ტე­რა­ტუ­რის ძირითადი პრობლემა - ახალი ადამიანის ჩვე­ნებაა.
     ქართული საბჭოთა ლიტერატურის მიღწევები კულტურული თა­ნამშ­რომ­ლო­ბის გაძლიერების მეოხებით მთელი საბჭოთა საზოგადოებრივობის მო­ნა­პო­ვა­რი გახ­და. მან დაიკავა ერთ-ერთი პირველი ადგილთაგანი საბჭოთა კავ­ში­რის ხალ­ხთა ლი­ტერატურას შორის. ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავ­ში­რის ხალ­ხთა ლი­ტე­რატურასთან ერთად გამოდის საერთაშორისო ას­პა­რეზ­ზე.
     საბჭოთა ლიტერატურა, რომელიც იბრძვის ადამიანზე ადამიანის ბა­ტო­ნო­ბის წი­ნააღმდეგ, დამონებისა და ექსპლოატაციის ყველა ფორმების, ძველი სამ­ყა­როს ყვე­ლა ნაშთების წინააღმდეგ, გადაიქცა უდიდესი მნიშვნელობის სა­ერთაშორისო მოვ­ლენად. ჩვენმა დღევანდელმა კრებამ კიდევ უფრო უნდა შე­ამჭიდროვოს ის ძა­ლები, რომლებიც იბრძვიან სიციალიზმის გა­მარჯ­ვე­ბი­სათ­ვის მთელს მსოფ­ლი­ო­ში, კაცობრიობის საუკეთესო მომავლისათვის.
     თქვენ იცით, რომ საბჭოთა ლიტერატურის მთავარი შთამაგონებელი ძა­ლა ეს არის სიყვარული ჩვენი დიადი სამშობლოსადმი, ჩვენი ქვეყნის მშრო­მელ­თა გმი­რუ­ლი ბრძოლა სოციალისტური საზოგადოების შენებისათვის.
     ჩვენი კულტურა, ჩვენი ლიტერატურა ყოველივე საუკეთესოს კრი­ტი­კუ­ლად ით­ვისებს კულტურის იმ საგანძურიდან, რომელიც შეუქმნია ადა­მია­ნის აზრს საუ­კუ­ნეთა განმავლობაში. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თქვენ­თან კავშირი, სიტ­ყ­ვის ოსტატთა იმ სახელოვან არმიასთან, რომელთაც თქვენ შეადგენთ, და­სავ­­ლეთ-ევროპის რევოლუციური ლიტერატურის მო­წი­ნა­ვენო, თქვენ მიუხედავათ დევ­ნისა და რეპრესიებისა, მჭიდროდ და­უ­კავ­შირ­დით მთელი თქვენი ცხოვრებითა და შემოქმედებით რევოლუციურ მოძ­რაო­ბას და უშიშრად ჩადექით მთელი მსოფ­ლი­ოს მშრომელთა დიად  სამ­შობ­ლოსათვის - საბჭოთა კავშირისათვის თავ­და­დე­ბულ მებრძოლთა რიგებში.
     ხუთწლედის უდიდესმა მიღწევებმა და კაპიტალიზმის მსოფლიო კრი­ზის­მა გა­მოიწვია დასავლეთისა და აღმოსავლეთის საუკეთესო მწერალთა ჩვენს­კენ შე­მობ­­რუნება. ჩვენ ვიცნობთ საბჭოთა კავშირის გამოჩენილ მე­გო­ბარ მწერლებს: რო­მენ როლანს, ა. ბარბიუსს, ანდრე ჟიდს, თეოდორე დრაი­ზერს და სხვ., რომლებმაც გმი­რულად აღიმაღლეს ხმა ჩვენი დიადი სამ­შობ­ლოს დასაცავად.
     ეს ლაპარაკობს რევოლუციური პროლეტარიატის სიძლიერის შესახებ, იმ იდე­ალ­თა ისტორიული სისწორის შესახებ, რომელთათვისაც ის იბრძვის.
     ჩვენ გვიხარია, რომ საბჭოთა ლიტერატურის იდეურ-შემოქმედებითი პო­ზი­ცი­ე­ბი აერთიანებენ არა მარტო [საბჭოთა კავშირის] საბჭოთა მწერლების ძი­­რი­თად მას­სას, არამედ...