შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-651-4 - 1935 წელი


     მე პარიზი არ მესმის. მისი ნისლიანი საბურველი
     თან დამდევს ყველგან - უცნაური დაჟინებით.
     მე არ მომწონს მისი გარეგანი შეხედულება თანაგრძნობის.
     მისი ღრმა, შემოუხაზავი თვალები.
     და საოცარი ისაა, რომ ყოველთვის უბედურ ავდრიან წუთში
     მის წინ სარწმუნოებით კანკალებს ჩემი ცრემლი.
     არა ერთხელ ვწუხდი, რომ მრავალი საყვარელი ფიქრი,
     რომელიც ვერ გაიგო ჩემს ქვეყანაში საუკეთესო მეგობარმაც კი,
     მე დავფანტე პარიზში, ჩემთვის უცნობ და უდაბნო პარიზში,
     უნებურად ვუზიარებდი რა მას საოცნებო მოცალეობას.
     მე პარიზი ვერ გავიგე: მორთულ-მოკაზმული ნიღაბით.
     იმედი მასში მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ წავიკითხე
     და მაინც ვიტყვი: იცნობს სასიხარულო სიმშვიდეს,
     იგი, ვინც იცნობს პარიზის მშფოთარებას.

                                                                              *

     1.Бартолемео.2.Боттичели.3.Джорджоне.4. Леонардо давинчи.5. Микель-Ан­джело – Буонароти.6. Рафаэль.7. Тинторет.8. Тициан.9. Пауло-Челло - 14 и нач.15 века.10. Веронэзе.11. Корреджио.12. Донателло.

                                                                              *

     1. პტი პარიზიენ. 2. ტან. 3. პარიზერ ტაგებლატ. 4. მანჩესტერ გარდიენ. 5. მა­რიანნი (ალაპარაკდა ამათ გარდა ფიგარო, პტი ჟურნალ, ეკო დე პარი). 6. ლე ნუველ ლიტერერ. 7. როტეფანე.