შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-100 - 1935 წელი


*
ჩანგო! ახალგაზრდობა
ეშხით გვიტარებია.

*
1. ვარლამ მიქაძე - Бажан. 2. დავით გაჩეჩილაძე - Бажан.
წიგნი ჩემი.
ბაჟანი ფუტ.
ხვალ „მნათობი“.
„ოთხი ფიცარი“.
საშვალოდ. 21/2 მეტრი.
კუპატი.

I
ვითა ვარდი ავყვავდი, ვიქმენ აკოკრილია,
ბულბულიცა მეღირსა, საამური, ტკბილია.
დავხაროდი ჩემს ბედსა, ყოვლით კმაყოფილია,
მაგრამ, რა ვქნა, უდროვოდ მესწრაფა სიკვდილია.
შუბლის წერად გამიხდა, გლახ, შავი ყვავილია.

II
გავხდი ავათა, ვერ ვიგრძენ რითა,
ხველებამ მტანჯა მწარე ოხვრითა,
ვერ მარგეს წამლით ვერაფერითა,
დღე დამელია ამ ტანჯვის მხრითა.

III
ვაი, რა ფუჭი ყოფილა ესე სოფელი,
არ მომცა მე უფალმა, არა ვარ მადლობელი,
ბოლო მომიღო, დამიბნელა ნათელი,
მკითხველო, შენდობას შენგან მოველი.

IV
ცრემლით სავსე მდუღარებით დავიმარხე
და შენდობა მაღირსეთო, ვინცა მნახეთ.

V
ელდა მეცა უცაბედათ, ამ სოფელს ვერ გავიხარე,
დღეს მაქვს სახლად შავი მიწა, ამ ლოდის ქვეშ ვარ მდებარე.

VI
თხუთმეტ დღეზე გამაქრო, დღე შემექნა ბნელია,
დავამწარე მეუღლე, დავტოვე თვალ სველია.
დამრჩა ძე და ასული, ღმერთო, მიდღეგრძელია,
მომიგონონ სულითა, ამინთონ სანთელია,
შენდობას მაღირსებდით, ვინც იყოთ მხილველია.

VII
მე რომ კენჭი გავიარე, ვიყავ 23 წლისა,
მე არ ვიყავ მოლოდინი ამ დასაქცევ შავი დღისა,
მე ჯერ ვიყავ ახალგაზრდა, მოხალისე ქეიფისა,
მაგრამ ამ დროს შავ ყვავილმა მე მომნახა ბალნიცაში,
მომიყვანა, იქ მაჩვენა ბედისწერა....

კინწურაშვილი
 
VIII
ნაქეიფარი. 1907.
ოცდაშვიდი წლის ჭაბუკი, ვით მაისი გაფურჩქვნილი,
ეს დრო ჩემთვის ვით სამოთხე იყო საამური, ტკბილი,
დავხაროდი ჩემსა ბედსა, ყოველ სიკეთით აღვსილი,
ამ დროს შემხვდა უეცარი ძნელი სახდელა, ყვავილი (სახდელი),
დამაჭკნო და გამათავა, მომისწრაფა გლახ სიკვდილი,
დედ-მამა და ძმები, დები დავაღონე, დავამწარე.
ისრე ვჩანდი იმათშია, როგორც ვარსკვლავებში მთვარე,
ესე ძეგლი ძმამ დამიდგა, დამიმშვენა მე სამარე,
ალექსი კოპეშავიძე, გთხოვ, შენდობა მიზიარე.

IX
ვაჰ, სოფელო, შეჩვენდეს შენი საქციელია,
ჩემებრ ნორჩის სიკვდილი, შენთვის რა სახელია,
24 წლის ნორჩსა დღენი დამიბნელია,
ერთ თვეზე გამათავე, თავს ვერა ვუშველია,
დამრჩა ქმარი საწყალი, მტირალი, მწუხარია,
და ასული პატარა, ჩემი სანუკვარია.
ღმერთო, შენ გამიზარდე, ამას გემუდარია,
არ გამიქრო სანთელი, ჩემი სახსოვარია.
 
*
ვიყავ უძეო და უნაშენო...

*
ამ საფლავსა შინა განსვენებული ვარ დიმიტრი ადამის ძე ურუშაძე, ორი პირობა ცოლ-შვილი გამოვიარე. გაუხარელი დამრჩა თვალები ჩემს პატარა წვრილშვილებზე. ახალ წელიწადს მოველოდებოდი სიხარულითა. ვაი, რა შავად გადამექცა, ვერცა მნახა დედამა, ვერც თვისმა და ტომმა.
 
*
ვიყავ პაწაწინა, მამა რომ მოდიოდა, კარებში ვუხვდებოდი.
 
*
ჩემი სიცოცხლე აუტანელ შრომაში გავლიე.

*
ლოგინობაზედ გარდაიცვალა.

*
ვერც ექიმებმა და ვერც ხატებმა ვერა მიშველეს რა.

*
ბედმა მიმუხთლა, სიკვდილმა
გლახ მომისწრაფა დღენია.
მწარედ გავლიე სიცოცხლე,
სიამე არა მხვდენია.
ოდეს მოვაწყვე ოჯახი
და ვაპირებდი ლხენასა,
ტკბილ ქმარშვილს დამანატრულა,
დახეთ, ჩემს ბედისწერასა.

*
Ник. Конст. Вержбицкий. „Известия“. Отд. информации.
პანარევიჩის ქ. №5. პაუსია დადიანს.
პლეხანოვის პრ. 76. მე-2 სტამბა. ლასკუტოვი.
5 დეკემბერს. პოეზიის საღამო. „მნათობი“ - ლექსი.
რამდენი სტრიქონია წიგნში?
Комиссариат местной промышленности. Пушкинская 3. გიორგი ყურულაშვილი.
La litérature internationale. №2. 1935.
Un poéte de Georgien, par Chalva Radiani. 1 р. 50.

*
20/XI-35.
1. 10 ეგზემპლიარი წიგნისა მიაქვთ მთავლიტში ლუარსამიძესთან სტამბიდან (პასუხი მოვა ხვალ ან ზეგ).
2. აგრაფა მეუბნება, რომ ჩემი კუთვნილი ეგზემპლიარები მომეცემა 23 ნოემბერს.
3. კლიშეები ინახება... ლ. დ.
21/XI.
4. გ. ქ. ნახა ჩემი წიგნი გასვიანთან, სამსონიძემ სახელგამში - ამბობენ "მშვენიერია". სჩანს, დაინტერესებულნი არიან.
24/XI.
წიგნის ნაწილი უკვე გადაგზავნილია საწყობში. ნაწილი ისევ სტამბაშია: მთავლიტიდან ჯერ კიდევ არაა ცნობა.

* * *
ფოცხვერაშვილი.
[ჩანგო! ახალ]. წაიღო.
 
*
3 დეკემბრის სხდომაზე - მწერლები ძალიან უკმაყოფილონი არიან ბესო ჟღენტის მოხსენებით. ახსენებდა ყველას და მე გამომტოვა.
- გალაკტიონი? - დაუძახეს.
- წელს არა დაუწერია-რაო.
- ვინც დასწერა, რა ბედენააო...
- წიგნი გამოვიდაო.
- წიგნი მე ჯერ არ მინახავსო, - განაცხადა ბესომ.

სახელგამში არიან თურმე კოლაუ ნადირაძე, სიმონ ჩიქოვანი, კოწია გამსახურდია, გიორგი ქუჩიშვილი, დ. გაჩეჩილაძე.
[ჩა]მოვარდა ლაპარაკი ილიასა და აკაკიზე.
გაჩეჩილაძემ [სთქვა] იკითხა:
- აკაკი წერეთელი სჯობია თუ გალაკტიონ ტაბიძე?
- გალაკტიონი.

*
მახარაძე - Красная Волга.
რადიანი.
ლიდა გასვიანმა მომყიდა წიგნი.
მეგრული წიგნი.
კრიტიკა წიგნების წაუკითხავად.
ღრმად პატივცემული.
სახელგამის ცინკოგრაფია. პლეხ. 50. მახვილაძე.
12 декабря. К граверу. გ. 19 X 9 сантим.
 
*
სადაც გავა, გავად გავა,
სარგებელის სანახავად.

*
На память Галакт. Табидзе народному поэту Грузии:
 
Светает товарищ! Работать давай!
Работы усиленной требует край.
Работай руками, работай умом,
Работай без устали, ночью и днем!
 
Одно из тех четырехстиший, которое я люблю.
 Л. <...>
6/XII. 35 г.

*
25/XI.
1. ბესომ: 1. კომუნისტი, 2. საღამო ხელოვნებაში.
„ჰომიროსებს რომ ადარებენო“.
Еще раз подчеркнуть выход книги.
ახალი ლექსები პარიზზე.
კარლო მელაძე - ორი საღამოო.
 
„სალიტ. გაზეთი“. 1 იანვარი. ალი არსენიშვილი.

ბრძოლა ხმაურთან ნიუ-იორკში
საქ. თვითმართ-ბამ ჩაატარა კვირა მსოფლიოს ამ თითქმის ყველაზე უფრო ხმაურიან დედაქალაქში (ზედმეტ ხმაურობასთან ბრძოლის პირველი კვირა). 5 ათასზე მეტმა დამრღვევმა მიიღო გაფრთხილება პოლიციისაგან. 10 - დაპატიმრებულ იქნა. წესების დამრღვევთა შორის ყველაზე მეტ რიცხვს შეადგენდენ მთვრალები, რომლებიც ღამით შინ ბრუნდებიან და ხმამაღლა მღერიან და ყვირიან ქუჩაში. შემდეგ ავტომობ. შოფერები, რომლებიც ბოროტად იყენებენ საყვირებს, ქუჩაში მოსიარულე გამყიდველები, გაზეთის დამტარებლები, აგრეთვე რესტორანების ზოგიერთი პატრონი და ქალაქის მცხოვრებლები, რომლებიც თავისი სახლის ფანჯრებს აღებენ მაშინ, როცა იქ ხმამაღლა მოლაპარაკეები მოქმედებენ.
ახ. კომუნ., №261, 16 ნოემბერი, 1935

*
სტენოგრაფი გრიგოლ მირიანაშვილი. დავითაშვილის ქუჩა №3 (ყოფ. ამაღლების ქ.).

*
გამომცემლობა „ფედერაცია“-ს
გთხოვთ, 1936 წლის გეგმაში შეიტანოთ ჩემი ახალი წიგნი, დაახლოებით 500 გვერდი.
4 დეკემბერი, 1935

*
Стекла для шкапа:
1. 2 шт. каждая длиною 39 сант., шир. 33.
2. Среднее дл. 39 с., шир. 20 с.
3. Нижнее дл. 107 с., шир. 27 с.
Стоит стекло 46 р. 30 к.
Сукно для писменного стола, длиною 138 с., шир. 68 с.
Клеенка для стола другого дл. 144 с., шир. 70 с.

*
Порти. Ларионова. Кирочная 12.
Красногорская 20. ტარასი.

გაუთლელი სიტყვის პატრონი.

Для дверей.

მოგვარდა - ბუჩქები.
მოგვარდა - ერთი.
მოგვარდა - ვარდები.

მოწევა, მოწევა, მიწევ-მოწევა.