შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-96 - 1935 წელი


Миусы - 1-78-19. Караваев. 7.
Crevel (Кревель) сюреалист. თავი მოიკლა.
Грандотель. 17, 40 - добав. 524.
[14 франков тов. Иванову].
„Палас-Oтель“.

*
ერენბურგმა სთქვა, რომ კრეველმა თავი მოიკლა (მერე როგორ? ჯერ ტყვია დაიხალა, მაგრამ გადარჩა, მეორე დღეს რაღაც ნაირ გაზით დაიღრჩო თავი) იმ ნიადაგზე, რომ იგი მოსწყდა სიურეალისტებს და შეუერთდა რევ. მწერლობას, მაგრამ კონგრესზე მას არ ეძლეოდა სიტყვა. ერენბურგის აზრით, ეს იყო მიზეზი თვითმკვლელობის. სამაგიეროდ კრეველს პატივი სცა მთელმა კონგრესმა ფეხზე ადგომით. წაკითხულ იქნა მისი შესანიშნავი წერილი პირველი მაისის დღესასწაულებზე.

*
- ეს წელიწადი ღმერთმა სიცოცხლედ უნდა ჩამითვალოს? ეს არის სიცოცხლე?

*
ნათელა ხუციშვილი. ექ. ჯაველიძე. ექ. მარო პარკაძე. №22.
Малая Энциклопедия. Литерат. Энциклопедия.

1. Комунизм сметет все границы.
2. Привет трудящимся Запада.

კონფერენცია:
მთლიანი უფლება. ახლის ხმა.
1.    როდის დაიწყო? 21 საღამო, 6 საათზე. 2. როდის გათავდა? 3. რამდენი კრება იყო. 4. ვინ გამოვიდა - 21? 5. 22 - დილით. 6. 22 - საღამოთი. 7. 23 - დილით. 8. 23 - საღამოთი. 9. 24 - დილით. 10. 24 - საღამოთი. 11. 25 - დილით. 12. 25 - საღამოთი. 13. საორგანიზაციო საკითხები. 14. სადა და სად ვიყავით.
3 კრება იყო - საღამო. სულ იყო 10 სხდომა.
[38] 35 ქვეყანა. წარმოდგენილი 213 დელეგატი.
სხდომები [„ბეზ პერერივა“] „გადაუდებლივ“ 3-6 საათი დილით, 9-1 საღამოობით.

*
В. Вольский, М. Хедорович, Б. Микулич, В. Ковальская, Э. Самуйленко.
V. Gakavian. 8, rue Auguste gross. Bonnuel s/marne (s.). В. Гакавян - Франция.

Ylya Ehrenbourg.. 34, rue du Cotentin. Paris 15-c. Париж.

გიორგი შინატეხელი - თხინვალი 8.

*
1-го. ორი პაპიროსი. 5 მანეთი ფულად.
3. ორი პაპიროსი. გაზეთები.
6. პაპიროსი. 5 მან. კარაქი. ბისკვიტი. გაზეთები. ვაშლი.
8. კარაქი - 5 მ. 2 პაპიროსი. გაზეთი. 8 მანეთი ფულად.

6/VII-35. გერმანია.
ანნა კარავაევა ახდენს ძალზე ბოროტი რუსი ქალის შთაბეჭდილებას. იგი ცდილობს [ჩემს გაბიაბრუებას] სხვადასხვა ხერხით, რომლის მნიშვნელობა მე კარგად ვიცი, ჯერ ისევ დიდი სხვა გარემოებებიდან: მართალია რუსული ანდაზა: რუსს სანამდე არა სცემ, მეგობრად არ გაგიხდებაო, პროვოკაციულობა მისი ხერხია.

8-12/VII. მოსკოვი.
ადამიანებიც შესანიშნავნი არიან. კარგად მიგვიღეს, დღესაც, ეხლაც გამორკვეულნი არა ვართ, ისე დიდებულათ.

*
ხელოვნების სასახლეში მოსამსახურეთა კარგი კადრია. 27/IV-38.

*
- თქვენ იცით ფრანგული ენა, გალაკტიონ, კარგა? - მკითხა ალექსეი ტოლსტოიმ.
- შესაძლებელია, თვითონ ფრანგმა არ იცოდეს კარგად ფრანგული ენა - ვუპასუხე.
- კარგი! მაგრამ ფრანგებს არ უყვართ, როდესაც ცუდი ფრანგული ენით ლაპარაკობენ.

*
21 - საღამოთი.
გახსნა ჟიდმა.
გამოვიდა ფორსტერი (ინგლისი).
ბრეხტ (გერმანია).
კიშ (გერმანია).
ბენდა (ფრანგი). არ არის იდეალ. პოზიც.
კასსუ (ფრანგი).
მიზზინ (ავსტრიელი).
გენუ (ფრანგი). ს ვოზრაჟენიემ ბენდუ.

22  - დილით.
ლუპპოლი (რუსი, О классическом наследстве).
ეკსელი (ინგლისი. ტელეგრამა ინგლისელი მწერლების).
ჟან რიშარდ ბლოკი (ფრანგი).
ალფრედ კერ (გერმანელი).
მიხაელისი (დანიელი ქალი).
სტრეჩი (ინგლისი).
მუსენიე (ფრანგი).
2 სთარგმნა.

22  - საღამო.
პიერ აბრაამ - О культуре 19 столет.
არაგონი - კითხულობს წერილს კრეველის, რომელმაც თავის მკვლ. (36 წლ.) წერ. მოუწვევს მწერლებს ბრძოლას ანტიფაშიზმის. თქვენი მოვალეობააო, იყოთ საბჭოთა მხარეზე ფაშიზმის წინააღმდეგ. ლენინი უჩვენებს სწორ გზას. ბრძოლა წარმოებს არა მარტო ჩვენ მიერ, არამედ ფაშისტების ტყვეობაში მყოფ ამხანაგების მიერ.
მარიონ (ბელგია). „Взаимоотношения писателей и общества“.
კოლცოვი.....
ჰენრიხ მანნი თავმჯდომარეა (მანს უმართავენ ოვაციებს). რიშარდ ბლოკიც თავმჯდომარეობს.
ჟიდი გამოდის სიტყვით. მასაც უმართავენ ოვაციებს.

23  - დილა.
ბრეხტ (გერმანია. ავტორი „Грошовой оперы").
ანრი არეკტი (ფრანგი).
ბერმან (ავსტრ.).
მაქს ბროტ (ავსტრ.).
ფრიდმან (ფრანგია).
კლაუს მან (გერმანია).
ჟერომი (ფრანცია).
დიურტენ (ფრანცია).
ვსევოლოდ ივანოვ.

23  - საღამოთი.
ტოლსტოი: Свобода творчества.
ნიზამ (საფრანგეთი).
ფრანკ ვალდე (ამერიკა).
ბენდა (მესამეჯერ). ფრანცია.
ბლოკი. Заявил о дом. работе съезда.
ანრი ბარბიუსი. Культура и нация.
შამსონ. ფრანგი.

24  - დილა.
1.  მიკიტენკო.
2. Приветствие от немецких писателей.
3. Об европейской лит. ვინ წაიკითხა?
4. Як. Колас.
5. Якуба Кадра (турок).
6. Соколов (Болгарин) и Стоянов.
7. Мархвица (немец).
8. ლახუტი (რუსეთი).
9. [ელეუარ] ელეოარ (ფრანგი).
10. ნიკას (ბერძენი).

*
დღენი ჩვენი გათენდება,
როცა მაისი დადგება.
როცა მაისი დადგება,
დღენი ჩვენი გათენდება.

*
9/V-38. ჩვენ ვიბრძვით არა მდივანიშვილისთვის, ტელეფონს რომ არ იძლევა.
 
*
Говорить об этом огнеопасно;
24 - вечер, 25 - утро, 25 - вечер.
Приветст. М. Горкого. Виктор Маргер. Пастернак. Бабель.

პერ-ლა-შეზი
1. რასსინი, 2. ალფრედ დე მიუსსე, 3. რაშელ როტშილდი, 4. შოპენი, 5. ბიზე, 6. ბალზაკი, 7. ოსკარ უაილდ, 8. სარა ბერნარი, 9. მოლიერი, 10. ლაფონტენი, 11. ალფონს დოდე, 12. ტიერი.
კომუნარების კედელი.
სკვერი გამარ.
Mur de...

*
- გიჟი, მთვრალი და ტუსაღი არ დაისმება ვაგონში.

- რატომ გადადუღებულ წყალს არა სვამო?
- გადადუღებულ წყალს ძარღვი არა აქვს.

ნონ. როდესაც ნეგრი. კარგია. კარგია. მალრო.

Киев, ул. Ленина 68, кв. 38. Павло Тычина.

ვაჟა-ფშაველა - მეორე ტომი.
გურამიშვილზე ვინ მუშაობს?

აჭარელის არ იყოს: კარგად ვიყავ და ავად ვარ, ავადმყოფს რაღა მომარჩენსო.
 
მარიონ, მარიონ.
„წმ. ჟენევიევა - პარიზის პატრონესსა“.
პარიზის ლექსები. პარიზის ლექსები.
სიტროენი. ოცნებათა შემოწმება.
ვსევოლოდ ივანოვი წიგნს დამპირდა პუშკინზე.

ლუვრი
1. ვენერა მილოსელი.
ჰეინე საათობით უყურებდა, უსპენსკი ტიროდა.
ნახულია მილოს კუნძულზე თხრის დროს (Venus de millos). საათობით სდგას ხალხი და უყურებს. გასაოცარი სიმშვიდეა (სპოკოისტვო). ნახულია 1896 წ.
2. ქანდაკება გამარჯვებისა.
3. მოზაიკები.
ბოტტიჩელი. ახლად ნახული ფრესკა იტალიიდან. რა სიცოცხლეა ფერებში.
ვერონეზე. ორი უზარმაზარი, მთელი უზარმაზარი დარბაზი.
გრეკო (მოწაფე ტიციანის). თავისუფ.
 
ლუვრში დავდივარ. ომი არ იქნებაო <პა...>.

*
ლუი არაგონის წერილი. ჟან-ჟაკ რუსსოს თვლის რომენ-როლანის წინამორბედათ.

სამი კაფე.. 1. მის.

30/VI.
Aux morts de la commune. 21-28 Mai, 1871.

პარიზში უკანასკნელ დემონსტრაციაზე იყო 300.000 კაცი.

15 წლის განმავლობაში სულ ასე. კრამიტით გადახურული კედელი.

*
27/IV . რუსთ. თეატრში სეზონი თავდება 15 ივნისს.

საფრანგეთის დიდი რევოლიუციის გამოძახილი ტფილისის ცირკში
9/V-36.
- აი, ეხლა ცირკი რომ არის? - იგი წინად, ასე 60-65 წლის წინ იმ ადგილას იყო, სადაც შემდეგ სამხედრო ტაძარი იდგა, სასახლის გვერდით (ველიკი კნიაზის სასახლე რომ არის) რაღა. იმნაირ შტუკებს აკეთებდენ, რომ ეხლანდელი რას მივა. ერთხელ შუა ცირკში აუზი გააკეთეს, დიდი თულუხებით წყალი მაიტანეს და აუზში უშვეს. შიგ მცურავები იყვენ. წყალში მათ ფორთოხლები გადუყარეს. ბუმერაზი მცურავები წყალში ფცქვნიდენ, და იქვე სჭამდენ. ზოგი დაეჭვდა - ეს წყალი არ უნდა იყოს. წყალი არ არისო?! მცურავები მაშინ წყალს ხალხს შეასხამდენ და უნდა გენახათ! რა მხიარულება იყო: ზოგი აქეთ გარბოდა, ზოგი - იქით.
ერთხელ ცირკის კედელზე გარედან უზარმაზარი ფერადებით ნახატი სურათი გამოჰკიდეს: სურათზე გამოხატული იყვენ ზარბაზნები, ცხენოსნები, ჟლეტდენ ხალხს, ცხენებით ქელავდენ, ანადგურებდენ.. იწევდენ, თურმე, ეხლა რომ ჩვენში ამბავი მოხდა...
- რა, რევოლიუცია?
- ჰო, რევოლიუცია, იმის მსგავსი ამბავი ამ 60-65 წლის წინად ფრანციაშიაც მომხდარა: ხელმწიფის ჩამოგდება მოუნდომებიათ, რაღა. აი, ეს ამბავი იყო გამოხატული სურათზედა.
- ხალხი მოდიოდა სურათების სანახავად?
- მოდიოდაო? მოდიოდა და მერე! შესვლა სურათების სანახავად (შიგნითაც იყო ასეთი სურათები) ორი შაური ღირდა. ჩვეულებრივ კი, ექვსი შაური ღირდა.
- მერე რას ამბობდა ხალხი?
- აზრს ვერ მოსულიყო. ეინტერესებოდა კი ძალიან. ახვედრებდენ ხალხს რაღაცასა. კი. სწორებით ისეთი ამბავი იყო, როგორიც დღეს არის. ფრანციის ამბავი იყო..
- მერე მთავრობა?
- მთავრობა აზრს ვერ მოსულიყო: მაგრამ არ ვიცი.. ცოტა ხნის მერე ის სურათები აახიეს, აღარ დამინახავს.. შეიძლება აკრძალეს..
- საიდან იყვნენ ცირკის არტისტები: აქაური თუ ჩამოსულები?
- ჩამოსულები უნდა ყოფილიყვენ: როგორც ეხლა. მოჭიდავეები კი ხშირად აქაურებიც იყვენ.
- ნამდვილად.. ფრანციის ამბავი იქნებოდა.
- უსათუოდ. მე ესე მენიშნება.. სულ ისეთი სურათები იყო, როგორიც ეხლა იხატება.

ასეთი საუბარი გვქონდა დილით მე და 82 წლის მოხუცს ჩაჩანიძეს, ძველ ტფილისელს, ხელოსანს, პროფესიით მექუდეს. არის თუ არა ნამდვილად ეს გამოძახილი საფრანგეთის დიდი რევოლიუციის? საჭიროა შემოწმება.

ხელახალი გამოკითხვით:
- როგორი იყო ცირკის გარეგნობა?
- უბრალო რამე: ფიცრული შენობა იყო (იარუსებიანი?) შიგნით უბრალო სანთლები ენთო, მაშინ ხომ ელექტრონი არ იყო. ნავთიც ცოტა იყო. ქონის სანთლებით ანათებდენ რაღა. შუაში დიდი, კალოსავით მოედანი იყო. გამოვიდოდა ცხენოსანი ქალი. იგი ცხენზე იდგა. წინ უზარმაზარ ქაღალდს გადუდებდენ. გახევდა ამ ქაღალდს გაქანებული და ისევ ცხენზე იდგა. მაზალო რამ ქალი იყო.
- კარებთან პოლიცია არ იდგა?
- პოლიცია სად იყო? მაშინ ქურდობა, აყალ-მაყალი რამე სრულებით არ იყო. დინჯი, დარბაისელი ხალხი იყო. პოლიცია რად უნდოდათ?
- სურათები ეკიდა არა?
- ჰო, სურათები. ერთი გარედან იყო გამოკიდული. ათამდე კი შიგნით იყო დაკიდული. სულ ის არეულობის ამბები იყო გამოხატული. ეხლა რომ ვიგონებ, ფრანციის უნდა ყოფილიყო: მაშინდელი ამბები. ხალხს ახვედრებდენ რაღა. არ მახსოვს, კარდონებზე იყო დახატული თუ ტილოზე. დიდრონები იყვნენ. აი, ამ ნახევარი კედლისოდენი (უჩვენა კედელზე).

საფრანგეთის რევოლიუცია იყოო 1871 წ.
გამოხატული იყო ქუჩები, სახლები, რამე. 17-18 წლისა ვიქნებოდი. მეძახდენ საშუას (იოსები მქვია).
- ჩვენში ერთი იასონია, მთელ სოფელს რომ ჰკითხო, იასონი სად ცხოვრობს, ვერავინ მი., მაგრამ...

- რა ჰქვიან იმ შენობასა, აი ფოშტის წინ რომ არის, პრავდაო, იძახიან, თუ რა?
- Заря Востока...
- რაო?
- Заря..
- ჰო! იმ ადგილას ამ 60 წლის წინად ვეებერთელა ცარიელი ადგილი იყო. მენახირეს ეჭირა. წინიდან ორად ფიცარსა გააკრავდა ხოლმე. შემოიღობავდა და ნახირს იბარებდა. წინად ტფილისშია ოცი მცხოვრებიდან თხუთმეტს საკუთარი ძროხები ჰყავდა. რძე, მაწონი, რამე - ვის ჩამოჰქონდა. სულ თითონა გვყავდა. დილით მივუყვანდით საქონელს იმ მენახირეს, ორას-სამას ძროხას იგი მირეკავდა საძოვრებზე მახლობლად: ვაკე, საბურთალო, დიდუბე - სუ საძოვრები იყვენ. საღამოთი მენახირე მორეკდა ისევ ამ ადგილას ფოშტის პირდაპირ და შინ მიგვყავდა. ხანდახან საქონელი თვითონ მოდიოდა სახლში, თუ ხბო ეგულებოდა. თავს დაადებდა ძროხა ამ დღევანდელ რუსთაველის პროსპეკტს და მოვიდოდა სახლში. მე მაშინ მთაწმინდაზედა ვცხოვრობდი, ეკლესიის ძირში. მენახირეები სუ ვერელები იყვენ, ვერელები კიდევ ყველანი სულ სოფლიდან იყვენ ჩამოსულნი.
(82 წლის მოხუცის - ჩაჩანიძის ნაამბობი).

თულუხები - ეს იყო ტყავისაგან შეკერილი ჭურჭელი წყლის მოსატანად: მეთულუხე - წყლის მზიდავი - უმთავრესად მაშინ ცხენით დაჰქონდათ წყალი.
 
1. რა გარეგნობისა და ფორმის იყო ის ცირკი?
2. უმთავრესად ვინ დადიოდა შიგა?
3. პოლიციელები იდგნენ?
4. რანაირი შტუკები იცოდენ?
5. მოხუცი მარტო დადიოდა, თუ სხვებთან ერთად?
6. ცოცხალნი არიან იქ მოსიარულენი?
7. ვის ემახსოვრება ეს ცირკი?
8. რანაირი გალავანი ერტყა?
მოხუცი ჰგავს გრიგოლ ორბელიანს. როცა ექიმი შინჯავდა სთქვა: გული გაუშინჯა: Как сломанное колесо.
ჯავახიშვილი.

ალექსანდროვის ბაღი
6/IV-36.
- ფულს რომ არიგებენ, აი... იმასა რა ჰქვიან.
- ხაზინა - ჰქვიან. ბაღის პირდაპირა!
- ჰო, ხაზინა. იმის გვერდით სამიკიტნო იყო. აი, ბაღი არ არის? იმის პირდაპირა! ღვინოსა ვსომდით სამი კაცი: მე, ჩვენებიანთ გიორგა და ოსეფაანთ გიჟუა. გიჟუა ადგა და წავიდა. რომ მოვიდა, ვკითხეთ: სად იყავ, გიჟუა? - ბაღში გავიარეო.
- რა ბაღი, რის ბაღი, - ვუთხარი, - სადაა ბაღი?
- მა ეგ რა არი - ბაღი არ არი?
- ბაღი რად არი. ბაღი როგორ იქნება. თუ ბაღია, შიგ რატომ ვაზი არ არის, ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი. უნდა იყოს. შენ ნამდვილადა სთქვი, თუ სად იყავი.
- თუ ბაღი არ მოგწონთ, მაშ, ტყეში ვიყავი.
- ვაჰ, ეგ რა სთქო! რის ტყე, სადაური ტყე. თუ ტყეა, რატომ შიგ ირემი, ჯიხვი, დათვი, მელა არ არის... გაგიჟდი?
- ვაჰ! - იძახის გიჟუა, - ბაღი არ არის, ტყე არ არის, მაშ, რაღა დავარქვა...
- ბოზხანაში ვიყავი თქო, ეგრე სთქვი.
(შაშუა ჩაჩანიძე 80 წლის მექუდე).

ბულონის ტყისაკენ
1.    ბურჟუაზიამ შექმნა ნივთების მშვენიერი გარეგნობა, მაგრამ ვერასგზით ვერ მოახერხა მიეცა მისთვის შინაგანი ჰარმონიის ფენა.
2.    შეთანხმების მოედანი. შუაში ობელისკია, ნაპ. ჩამოტანილი ეგვიპტიდან. შადრევნები საღამოობით.
3.    ნაპოლეონმა გაქურდა ყველა ქვეყნები (იტალია), ეგვიპტე.
4.    სამარე უცნობი ჯარისკაცისა.
5.    რამდენი მანქანებია!
6.    ბროლის შადრევნებია.
7.    პეტერგოფის უკეთესია. ისპანია გაქურდა.
8.    ნაპოლეონი ჰიტლერის წინამორბედი იყოო. მგლებია რაღა.
9.    ელისეის მინდვრები.
10. გასაოცარი კაფეებია (შანზელიზე).
11. ვოზროჟდენია.
12. დეჟურნი მაშინები.
13. ლეტუალზე ჩამოწერილია ნაპოლ. გამარჯვებები. იქ არავინ არ დადის ეტლით და ანთია მუდმივ სანთელი ჭრაღი ( დღითა და ღამით).
14. ყვავილებით მორთული ლეტუალის მოედანი.
15. ბულონის ტყე ნამდვილი ზაფხულის ტყეა.
16. კაფეები მდიდრული.
17. მშვენიერი ტბები.
18. გუდრონის გზა.
 
Zdanevitch. 12, rue Seguier, Paris. VI. 29/VII.

* * *
მწყესებში დიდ როლს თამაშობს ცხვრის ბეჭი. მწყესი. ცხვრის ბეჭს დახედავს და ყველაფერს გეტყვის - წარსულს, აწმყოს, მომავალს, ახლობელისა და შორეულის ამბებს, ლეკების თავდასხმას ფარაზე...
იალღუჯაზე მწყემსმა დახედა ცხვრის ბეჭს და მეორეს უთხრა:
- შენს ცოლთან ვიღაც არისო. იმ მეორემაც სასწრაფოდ ცხენი შეკაზმა და ისარივით სახლისკენ გამოეშურა, ათასი შავი ფიქრი და განზრახვა. სახლში კი თავისი ძმა [არ] დახვდა!
- აი სტუმრობა.

მაუზერი - მოზვერია შიგა.

* * *
იმერელი კაკალსა რეკავდა. გამოიარა მეორე იმერელმა და უთხრა: რაიმე უნდა გითხრაო.
- სთქვიო, - ეუბნება ზევიდან იმერელი.
- ძირს ჩამოდი და გეტყვიო.
დაინტერესებული იმერელი კაკლის წვერიდან დაბლა ჩამოვიდა. მეორემ მკლავი მკლავში გაუყარა - თუ ძმა ხარ, სააღდგომო ლიტანიაზე ერთად წავიდეთო.
სააღდგომო ლიტანიამდე კი ჯერ კიდევ სადაა: შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული.

...ჩემს პატარაობას.

*
პაპიროსის სასყიდლად
        გავაგზავნე მოლია.
ორ ნაბიჯზე კირკამდის
        მისვლა ხომ იოლია.
რომ წავიდა, წავიდა,
        ესეც ჩემი ბედია,
იყო ექვსი საათი,
        ეხლა კი თორმეტია.
სად ჯანაბას წავიდა,
        სად ქვესკნელში წავიდა,
ვზივარ უპაპიროსოდ
        გადარეულსავითა!
მოხსენების დაწერა
        ასე ძლიერ ძნელია.
ვზივარ უპაპიროსოდ,
        რითმაც შემომელია.
როცა მოვა, მივბეგვავ,
        თუ არა ვქნა, დამაცა,
რითმამაც მიღალატა,
        ტვინმაც, ოლიამაცა!

*
[ვინც] გა. საზღვარ მოგზაურად,
იყო ცალკე, გინდა გუნდათ,
ყველა რაღაც უცნაურად
შერეკილი ჩამობრუნდა!

ვაგზავნიდით საზღვარგარედ,
ახალგაზრდა ქართულ ძალებს.

ამხ. გორდონი - გერმანიაში კონსული
8/VII-35. ნეგორელოე.
ჩემთან ნეგორელოეში შემოვიდა (შემოიყვანა ვსევოლოდ ივანოვმა) ბერლინის სრულუფლებიანი წარმომადგენლობის პასუხისმგებელი თანამშრომელი (გორდონი).
- უკაცრავად, - დაიწყო მან, - მე მოვდივარ ბერლინიდან. იქ ჩემთან იყო რობაქიძის ცოლი. მან იცოდა, რომ თქვენ კონგრესზე იქნებოდით, გამოივლიდით ბერლინში მათთან. მაგრამ მე ვიცოდი რა თქვენი ორიენტაცია, ვუთხარი, რომ გალაქტიონ ტაბიძეს არავითარი კავშირი არ აქვს რობაქიძესთან, მის ეხლანდელ პოზიციასთან და ამიტომაც, ალბად, არ გამოიარა მეთქი. იგი ძალიან შეწუხდა. შემდეგ საუბარი ჩამოვარდა გრ. რობაქიძეზე.
გრიგოლი თურმე დადის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში და მოითხოვს საბჭოთა პასპორტს.
- რად გინდათ საბჭოთა პასპორტი, თქვენ ხომ ამ ქვეყნის მტერი ხართ?
- არა, - სთქვა მან, - საბჭოთა პასპორტი საჭიროა მაშინაც კი, მონასტერში შესვლის დროსაც კიო.
გრიგოლი გადავარდნილია საოცარ „წმინდა მისტიკა“-ში.
მე მის ცოლსა ვკითხე:
- თქვენ საბჭოთა პასპორტი გინდათ. თქვენ საბჭოთა კავშირი გირჩევნიათ თუ თქვენი ქმარი?
- საბჭოთა კავშირი.
- მაშ, რატომ არ დაბრუნდებით?
- მე ვუცდი მის ბერად აღკვეცას, მის მონასტერში წასვლას და ეს მოხდება, უნდა მოხდეს 1936 წ. პირველ იანვარში.
ოჯახი დიდ გაჭირვებას განიცდის. მისი ცოლი ჰკერავს საცვლებს და ამით იღებს ფულს. თვითონ გრიგოლი, მართალია, წიგნებსა სცემს, მაგრამ რა უნდა შემოუვიდეს? ათასი მარკა. წიგნები იცემა 500 ეგზემპლიარი, გ... წაიკითხა ლექცია სტალინზე. ამტყუნებდა, რომ საქართველო გააძვალტყავა, მთიელები დააავადმყოფა და სხვ. და სხვ.
გამოსცა წიგნი სვანეთზე.
საზოგადოთ, ძალიან არეულადა აქვს საქმე.
მისი წიგნები არ იყიდება, მაგრამ სცემენ მაინც.
მისი ანტისემიტური წიგნი 60 ეკზემპლიარი ებრაელებში გასავრცელებლად იყიდეს.
როზენბერგი და კომპანია სარგებლობენ იმით.
მას უამბეს ერთი მომენტი: „სიმპლიცისიმუსში“ დახატული იყო სახიანი (ძირს მკვდრები ეყარა და თვითონ რაღაცას ამბობდა). იმ წამშივე, როცა ეს სრ. უფ. წარმ. გაიგო, შეატყობინა გერმანიის მთავრობას, რომ ჩვენც ასე მოვიქცევითო. მთავრობამ იმ წამშივე განკარგულება გასცა, და გაზეთის გაყიდვა აკრძალეს!
- ასე ეპყრობიან სტ...ს მტრებიც კი, თქვენ კი...
(„სიმპლიცისიმუსი“ ყალბია, ფაშისტური, ნამდვილი სიმპლიცისიმუსი სხვაგან იცემა).
მე თვითონ დავესწარი მის ლექციას სტალინზეო, ამბობდა (მღვდელივით ლაპარაკობდა).
 
თანამშრომელი ბევრს ლაპარაკობდა გრიშა ლორთქიფანიძეზე: მშვენიერი ადამიანიაო. 400 პროცენტი საბჭოთა ადამიანი არისო. შევხვედრილვართ ერთმანეთს ჯერ ისევ ციმბირშიო.
ვსევოლოდ ივანოვს...

*
ნავთმა იმგვარად ამოხეთქა, ჰაირის მძლე შადრევანი. ძალი და ხმა ამ შადრევანისა ისეთი იყო, რომ ერთი კილომეტრის მანძილზე საუბარი არ შეიძლებოდა, ერთმანეთისა არ ესმოდათ (მალშტრემი - ედგ.?).

მსოფლიო სახელი
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.
ეხლა - ყოველი მოსახვეჭელი სჯობს სახელის მოხვეჭას.
მატერიალისტური გაგებაა, ხანა გამოიცვალა. სახელი ხომ ვისიმესთვის გინდა. სადაა ეს ვინმე?
ეს ვინმე - სახელს არ ეძებს, ეს ვინმე...

*
სუფრა ზღაპრულ სანახაობას წარმოადგენს. მასზე ვერ ეტევა თეფშები, ჭიქები, სხვა და სხვა ზომის და სილამაზის ეტიკეტებიანი ბოთლები. როცა ყველაფერი მობეზრდათ, წამოიშალნენ.
- რამდენია წანახეთი?
- ორასორმოცდაათი თუმანი.
- ინებეთ...
- მოითმინეთ. არა, მე გადავიხდი.
- არა, მე.
- არა, მე..
- როგორ გეკადრებათ, მაწყენინებთ.
- შენ არ მომიკვდე...
- მე არ მოგიკვდე...
- გადახდილია, მიცემულია, ბატონო. აბა, გავიაროთ, ყმაწვილებო.
- იმე, როგორ გეკადრებათ.
- აბა, შენგან არ მიკვირს?
- ბატონო.
- თვითონ ბატონო.
 
*
„თეთრი თუთიყუში“ - „Белый скворец“. „მიჯაჭვული იხვი“ - „Закованная утка“.
 
სოფლელი მელექსე
„ჩვენს სოფელში ერთი ძროხაში ნამყოფი ბიჭია, ნამწყესარი - ილიას ეძახიან. მთელ ჩვენს მიდამოში სახელი აქვს განთქმული მოლექსეობით. არც წერა იცის, არც კითხვა; ისე იგონებს ლექსს. მიჯდება ღობის ძირში და უცებ გამოიგონებს. როგო იგონებს, ესაა გასაკვირალი.
- ვაჰ, ეთიმ გუჯს აჯობებდა?
- უკეთესიც იქნებოდა, რომ მართლა თავისუფალი იყოს.
- ეხლა ეთიმის სახელი კი აქვს და.
ღარიბი კაცია. კოლმეურნე. ერთხელ ყველი შეაწერეს გადასახდელად. არა ჰქონდა. წავიდა თათარში, აქაც იყო, ქალაქშია. ყველი ვერ იშოვა. და ისე დაბრუნდა სოფლად. მივიდა თავმჯდომარესთან და ლექსად უამბო თავისი გაჭირვება. ყველა ისე დააინტერესა ლექსმა, რომ ყველის გადახდა აპატივეს. ძალიან გამოცდილი მოლექსეა. ზოგი რას შეუკვეთს, ზოგი რას. ერთმა ორი სკა და ერთი ძროხა აჩუქა. გამოთქვამს ლექსს. სხვები ყურს უგდებენ და იმახსოვრებენ. იმეორებენ (სოფ. ჯიმითი)“.
გურჯაანის რაიონში - ჯიმითი.

ლაპრები (ჯეელი ხეები).

*
პანტელეიმონ ჩხიკვაძეზე ამბობდენ: მისი რომანების გმირები მეტს საუბრობენ, ვინემ მოქმედებენო. მაგრამ ეს ხერხია. ფლობერის ბოვარი, პიერ ამპის ოქროს მძებნელები, ყველანი საუბრობენ, მაგრამ როგორ დიდებულად, რა საინტერესოდ. ჩხიკვაძე კი... მისი გმირები ძალიან მომაბეზრებელნი არიან.

*
[ძვირფასო კობა! ნება მ...]
Малая ჩоветская энциклопедия. 500 р.; გალაკტიონ ტაბიძე.

უჰა! უჰა! [ეუ. ეეჰ].
თედორე ჩუდეცკი.
Киновар. კინოვარი.
გქონდეს მხედველობაში.

*
პასტერნაკი. „გრანდ პოეტ“.

1. ბაბელი რაღაცას მასხრობს.
ბაბელმა კიდევ იმასხრა..
კიდევ იმასხრა VI.
ბაბელი, ბაბელი. ბაბელი.
პასტერნაკი VI.
მალროს და ერენბურგის (შესაძლებელია, ჯგუფის) მოწყობილია.
ბაბელი კარგად გამოვიდა.
ვალრო. მალრო. მალრო.
ვინ არის?
კვერნაკი პასტერნაკი.
დეე, დავრჩე მარტო, სრულიად მარტო.
რიშარ ბლოკი. ჯონ რიდი. მაქსიმ გორკის.
ჟან რიშარდ ბლოკი. ჟან რიშარდ ბლოკი. როგორ დააფშინა პირი.
მანნი. ჰენრიხ მანი. მაქსიმ გორკი. ორსტერი.

*
Анна Караваева. Париж. 5 июня. 1935. Rue de Grenelle..
Якуб Колас. 5 лიтеня. 1935 г. Париж.

*
რევ. საქართველო.
მთაწმინდის მთ.
 
ფეხით დიდებისაკენ
მე მიშველის, თუ მიშველის თქვენი მასსაჟი,
რომ ისევე მტკიცე ფეხით ვიდგე მასსაში.
 
რომ ფეხდაფეხ ჩვენს სწრაფმავალს მივყვე დროებას,
მგლის მუხლით და ფეხით ვთელო საწუთროება.

მინდა ფეხით მოვიარო მთელი ხმელეთი -
მისი ღელვით, მისი შუქით და სიბნელეთი.
 
მომირჩინე [მწუხარება] ჩემი ფეხი, კიდევ ისა ჰქენ,
[ისევ] იმავ ფეხით რომ გავსწიო დიდებისაკენ.

10/IV-36 წ.

*
ილა ოქრო, ჩალაური. საგურამო. ვანო.

*
1. С 19 - 7. „Правда“, „Известия“, „Литературная газета“.
2. К. Олину. № Закп. (3).
3. საბჭოთა მცირე ენციკლოპედია.
4. პუშკინი, ექვსი ტომი.
5. სალიტერატურო ენციკლოპედია, ყველა ტომები.
6. პორტფელი.
7. ჩუსტები.

*
Пушкин 6.
04728. Всеволод Иванов. Нащекинский пер., д. 3, кв. 57. 9 ч.

*
1. Как ...
2. Как газеты, <...>. Дам кому нибудь интервью.

*
ლუი არაგონს ან სხვას.
1. ყველა ფოტოგრაფიები (ჩემიც).
2. ყველა დოკუმენტები (გამოსვლები).
3. ყველა ნაწყვეტები (პრესის).

*
Где и где были отзывы.
მწერალთა კავშირი - <...>.
„Я следила: немецкая, английская, итальянская, американская, испанская и др. стран пресса с восторгом следила за следствием конгресса“.

*
კარინ მიხაელისი.
ჩემი მეგობარი დანუნციო.
იგი ქვრივია. ეს ქალია.
მივცეთ ხელი ხელსო.
ინგლისელი.
 
*
Тов. Ильин.
Постоянный пред. Зак. Федерации.
Казбекская 10. სალომე ლორთქიფანიძე.
ინჟ. ინაური. ქიშმიშევი ქსენია.

*
[რაოდენ ფიქრს და ოცნებას იტევ]
ძველ დღეებზე რაოდენ ფიქრს იტევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.
არ იქნება, რომ გამრთელდე კიდევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ,
დაისვენე, თავი ბალიშს მიდევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.

*
ჰო, ჭკუასთან ახლოა.
Гюго.
1. Фонтан Катерины Медичи (Виктор Гюго описывал это место, вообще Люксембургский сад в „Отверженных“).
2. Люксембургский дворец - во время революции здесь были арестованы аристократы. Очаровательный фонтан. Один читал, читал газету, а потом плюнул.
Гарри.
Это место свидания.
„Maison de la mutualet“ (დარბაზი, სადაც კონგრესია).
Святого (cent) Виктора.
უაილდის საყელო - „ლასტოჩკა“.
რუხზე - Красноватый, შავზე - შავი.

*
საღამოს სხდომა:
1. ლუპოლი.
2. არაგონი ლუი.
3. კითხულობენ დეპეშებს.
4. ჟან რიშარ ბლოკი.
5. თეატრალური კრიტიკოსი (გერმანელი).
6. პანფეროვი ესალმება ყრილობას და ამბობს, რომ მის სიტყვას ფრანგულად წაიკითხავს არაგონი.

*
წარწერა მენუ-ზე: Un Bepas sana vins est une fourne sans soleil (Обед без вин, это день без солнца).
შენიშვნა Menu-ზე: სადილი უღვინოდ - ეს არის დღე უმზეოდ.

თენდება ოქროსფრად, ღამდება მგლისფრად.

*
კონგრესი იმიტომაა მოწვეული...
არის უნივერსალური შეთანხმება, შეუძლიათ თუ არა მწერლებს რამე.
ინგლისელები უარობენ, მე არა, მე არა მცალიან. სანამ ისინი არ გაიგებენ მიზეზს ყოველივესას.
რატომ აქ ყველაფერი <...>, წიგნებს სწვავენ, ეს ფენომენი მეორდება ერთი ქვეყნიდან მეორეში.
ამის ჰიპოტეზას რომელი ანალიზი... მარქსიზმი.
იმიტომ რომ კაპიტალიზმს არა აქვს აზრი.
როდის იქნება პური?
საერთო სიღარიბე და გაღატაკება, დაუკმაყოფილებლობა.
პროდუქცია არ იხმარება. ომი მიდის კულტურისა და კაცობრიობის აზროვნების წინააღ.
ადამიანები ღელდებიან.
ფაშისტური გერმანია არის... საჭიროა, რომ ყველაფერი <ექტ...> უნდა გაქრესო, უფლება სრულყოფილი ლიტერატურის, კულტურული აზროვნებისა, პოლიტ. ეკონომ., ეს ყველა სხვადასხვა ფორმები - მხატვრული ლიტერატურა 50 წლ.
ლიტერატურა ეს პარტიაა. კულტურისა და ცოდნის კაპიტალში, მაგრამ მარქსიზმი?

*
3-17-22 - მდივნიშვილი. ჯავახიშვილი.
მდივნიშვილი უარს ამბობს.

Нам сказали что А. Горький хочет нас...
 
ტფილისი. Ул. Бакрадзе 13. ქიშმიშევი. Михаил Андреевич.
173 სანტიმეტრი. ხრო! (ხროვა).

ზდანევიჩი.

Тов. Энгелов (სემინარიელ.). Ленина ул. (4? 29?), дом. телеф. - 3-71-17.

*
Потемкин (საფრანგეთი). Суриц (გერმანია). [Карахан.]
სენა. კლოშარი.

კულეშს აქვს ჩემი სურათი. მითხრა, მოგიტანო.

მოსკოვი. 1-83-18 - Александра Михайловна.

*
სად არის კალისტრატე ჟვანია?

ერთი ამერიკ. გამოსცა წიგნი-შრომა. საზოგადოდ ლაპარაკობს უკმაყოფილოდ ამერიკის ლიტერატურაზე.
ერთი ნიშანი <მორგანისა> და მწერლის განადგურება - „ჩვენ მარტონი ვართო“.
მე მინდა, ყველაზე უფრო ეს ჩვენ გავიგოთ.

ორი ხევსური
- ნეტავი სტალინი რასა სჭამს?
- რასა სჭამს და სუ ერბოში ამოთრეულ ცხვრის დუმას.

9/V-38 .
1. წიგნის ბეჭდვა დაწყებულია. მარწმუნებენ, რომ იგი მალე მზად იქნება.

*
ს. გომიაშვილმა სთქვა 27/IV: „მგონია, 30 წელი სრულდება იუბილეჲსათვის. მე მაგ საკითხს დავსვამ მწერალთა კავშირის პარტ-კოლეგიაშიო“. მიჰყვებოდნენ: ძიძიგური და ქუჩიშვილი. ორივენი რაღაცა მიზნით - დინჯად. სცდილობდენ სერიოზულობას.

*
1. Книги и рукописи. В единс. числ. 2. Часы - 1 шт. 3. Чемоданы, сколько угодно. 4. Кашнэ или шарф - 1 шт. 5. Костюм муж. - 1 шт.  6. Белье нижн. всяк. - 6 ком. 7. Полотенце - 3 шт.  8. Сорочки верх. - 5 шт.  9. Перчатки - 2 пары.  10. Галстуки.  11. Гребни и щетка. 12. Фото сн. 13. Патэфон.
14. ალუმინის ფიცარი (დაფა).

*
დალექვა არის 6 მილიმეტრი.
ბალახანა, ზღარბი, მარგილა (მარგილი).

*
<საგო და> დაყოლება. ქიზიყის <ბომდე> სულ თათრის სოფლებია.
სუ ერთთავად აბრა - თარაქამი თათარი.

*
1. „ლელო პრისტავი“ - სახელი.. გუთნის დედა. სახნის-საკვეთი.
მავანი კაცი.
ნათქვამია ლელოზე! ვაი, თქვენ ტყავსაო.
- ცემა ხომ ცემაა, ე წვერი გლეჯა რაღააო.
ტუხია (სახელი).

* * *
- ქურდს, გაგიგია, რომ ამხანაგი იყო...
- ცხვარ და ღორ ერთად აძოვე, რომ არ მოუხდება?
- ეჰა, ჰა, ჰაჰ! (დამთქნარება).
- ქუთაისში მახსოვს, ერთი სომეხი არ ყოფილა. ჩვენში კი ხუთი მოსახლეა (კახეთში).
- ოქროს ქვეყანა იქნება, ნემცები ირ... ერთმანეთის პირდაპირა ვდგევართ და შეხედეთ...
- ნემცები ისვრიან!
- ჩვენი დედ-მამა, ჩვენი ძმები, ჩვენი დები ჩვენ ამოვხოცოთო?

5/VI-36.
ბეითალი ქალი - სახელად ვენერა

ამიერიდან ვენერას
უნდა დაერქვას ვერანა,
მერანი ვირად აქცია -
და ვირი გაამერანა.

*
- რახან ყველაფერი მაიგონეს, მაიგონონ ერთი ჰაეროპლანი, რომელიც ტფილისს მორწყავს. ერთი ტბა მაღალ ადგილას გააშენონ.

„ლენინის ორდენი“.

* * *
- ზაფხულის პაპანაქებაში რომ კამეჩს ერთი მუჭა წყალი დაასხა, ისეა პაპაშასათვის დღეში ერთი ვედრო ღვინო.

- აი, ისეთნაირად სუქდება, ისე სუქდება, გეგონება დამპალიაო!

*
არ იციან არაყისა და ღვინის სმა: ეხლა შენ რამდენიმე ნაბიჯი გამოიარე და, აბა, წყალი დალიე, რა გიქნას: დაგასველებს..
- ნასიარულევზე, ნამგზავრებზე, მაშ, ღვინის სმა არ შეიძლება...
- როგორ იქნება. ეს ისეა, ცხელ შუშაზე რომ ცივი წყალი დაასხა.
სახტად დავრჩით.

აბაზანები, შემდეგ დაწოლა.

 5/IV-36.
სიუჟეტი:
გიმნაზიაში კარგად ვერ სწავლობს. მეორეჯერ რჩება მეშვიდესა და მერვეში. უყვარს ჩონგური. ერთი ხანში შესული მეჩონგურე უკეთებს მას ჩონგურს. საუცხოვოდ უკრავს ჩონგურზე. გადის ხანი. ამთავრებს უნივერსიტეტს. ჩამოდის ექიმად. ის ჩონგური ყველგან თან დააქვს. დასვენების ხანს იგი ერთობა მოგონებებით და ჩონგურით. ასე ხდება 60 წლის. ბერდება. მარტოხელაა. ერთხელ მას ქუჩაში ზურგიდან ვიღაცა ხელს ახლებს. მოიხედავს. ვერ ცნობილობს ჭაღარით მოსილ კაცს. - რა გვარი ხართ - ეკითხებიან ექიმს. - სავანელი - უპასუხებს ექიმი. - ვერ მიცანით? მე ისა ვარ, თქვენ რომ ჩონგური გაგიკეთეთ. ეხლა 100 წლისა ვარ. როგორაა ჩემი ჩონგური. მაჩვენეთ. მიყავს. შემდეგ აცნობს თავის შვილებს: ექიმს, ინჟინერს, მასწავლებლებს. ჩონგურითა ლხინია. ფული არ აიღო.

5/IV-36 წ.
სიუჟეტი:
ორი სემინარიელი ამთავრებს სემინარიას. მიდიან ეგზარხოსთან მღვდლობის სათხოვნელად. „ორთავეს მღვდლობა არ გეკუთვნისთ. ხვალ დილით რომელიც უფრო ადრე მოხვალთ, პირველს იმას გაკურთხებთო“. ერთი სემინარიელთაგანი, რომელიც უფრო შორსა იდგა, ეგზარხოსის საწოლქვეშ მიძვრება, რომ უფრო ადრე გამოცხადდეს. საღამოთი, ღამით მოდის მონაზონი ქალი.
- შეხედე, ეს ადგილი გვალვას როგორ გაუხეთქია.
- კარგი ზეციური მანანა მოუხდებაო. აი, ხედავ, აქ ისეთი მადლიანი ადგილია, როგორი მოზრდილი კიტრი ამოსულაო.
- მაშ, ეგ კიტრი მოლა იყოს და ეს ადგილი მეჩეთიო, მოლა კი მეჩეთში შევუშვათ სალოცავადო.
- ეგრე იყოსო.
დილით ძლიერ ადრე კარებს დააკაკუნეს. მოვიდა მეორე სემინარიელი. მიიღო მღვდლობა.
როდესაც პირველი გამოცხადდა, უთხრეს: მღვდლობა მეორემ მიიღო, ვინაიდან შენზე ადრე მოვიდაო.
- ჩემზე ადრე როგორ მოვიდაო, - აღრიალდა სემინარიელი, - მე სწორედ ამ ადგილას ვიყავი იმ დროს, როდესაც მოლა მეჩეთში სალოცავად მიდიოდაო.

გული
გული სტკივოდა, ექიმმა უთხრა: რა უნდა იყოს მაგისი წამალი? სუფთა ჰაერი. მაინც არ მორჩება. დაღონებული წავიდა ავადმყოფი. მთაზე. იქ მეცხვარეებში დადგა. იქ სულ თხის ხორცსა სჭამდა და ქონს. ერთი წლის შემდეგ სრულიად ჯანმრთელი მივიდა ექიმთან.
გადასწყვიტა ექიმმა პაციენტის მოკვლა იმის გასაგებად: როგორ მორჩა.
წაიყვანა ტყეში და მოჰკლა!
გასჭრა და რა ნახა? გული დახვრეტილი ჰქონდა, მხოლოდ თხის ქონი გადაჰკვროდა და ამგვარად გამთელებულიყო.

- მეგრელს ტყემალი და პიმპილა უყვარს, მართალია?
- ჰო, ტყემალი და პიმპილა!
              
*
„ცისფერელებს“ უნდა ვუყუროთ არა თვალებში, არამედ ხელებში...“

„Мингрельские народные песни “.

*
ლაპრები (ნორჩი ხეები).

1.000 стр.
1. 1908-1914. 2. 1914-1917. 3. 1917-1921. 4. 1921-1927. 5. 1927-1930. 6. 1930-1933. 7. 1933-1936.
Годы реакции. Годы импер. войны. Годы Октябр. революции. Годы гражданской войны. Годы стройки. Годы юбилейн Хар.

50 ст. по 20 ст.
ლურჯა ცხენები - 32.
მთაწმინდის მთვარე - 26.
კახეთი...

*
Rue de Granell.
„გემრიელი სიზმრები“.

<Стан...> <...> лечения. აბანო 9-11 საათამდე.
Городская станция Московской курортной ж. дор., что на Kузне. 16869.
Скажите, [проданы] имеются ли билеты на Тифлис. В междугородном.
Городская станция.

*
მელანი. ძვირფასი.
[Устраивают фокусы].
Т...еперь я думаю...
Лашкевича.

ისეთი ღვინო იყო, როგორც ზეთი - მსუქანი.

მოსკოვი. 24/VII - საღამო.
ბეთხოვენი. მეშვიდე სიმფონია. მქუხარე ტაშისცემა. შემდეგ დუმილი. იწყება ნელა. შემდეგ შორი ექო. რამდენი ნაზი სიყვარულია - ხმებში. იზრდება - ჰანგები. ნელი Piano... რაკრაკებს ნაკადული. უერთდება მას მეორე ნაკადი. უცებ ორივე შეწყდა, თითქო მიწაში დაიკარგა და ამოვიდა ისევ ნელა Piano-თი - სხვაგან. ბულბულების გახმაურება. ნელი ქარი იზრდება, იზრდება, იზრდება - და, აი, forte... ისევ პიანო - მშვიდი გამოხმაურება, უნაზესი ლირიკა პოეტის, მიუსესი; ისევ fორტე - პროტესტია? ხმა სადღაც დაიკარგა და ამოხეთქა Piano-თ. იზრდება fორტეთი. „ტრელი“.. ნელი ვალსია? ცელქი ქარი გიჟურად დატრიალობს. გიჟური ცეკვა. იდილიური დაწყება პასტორალისა...................................................
ისევ „მოდი“ და შეჩერება დასასვენებლად გიჟურ შეხვედრის დროს........................................
დასვენება................................................................................................................................................
(მქუხარე ტაში....).
სინელე მწუხარე პროცესსიის. სოლო გულსაკლავი ვიოლინოსი, რომელსაც აჰყვა სკრიპკა. შემდეგ სხვა და მთელი ორკესტრი...
ჰანგები ერთმანეთში ხვეულებად იხლართებიან, სტირიან, თუ იგონებენ?      ...........................................................................................................................................
(მქუხარე ტაში).

სიხარულის ცეკვა.
„რა ლამაზად გიხდება ეგ ჟუჟუნა თვალები“............................................................
(მქუხარე ტაში).
იწყება თითქო ბარიკადებზე ბრძოლა. მქუხარე ტაში აგრძელებს ამ გმირულ სიძლიერის შთაბეჭდილებას.
რა დიდებული მუსიკაა. იგი გრძელდებოდა მთელი საათი თითქმის და მოუწყენელია.

მუსიკის და მუსიკოსების შესახებ ბევრს სწერენ დიდი მწერლები: ლევ ტოლსტოი (Крейцерова соната-ში), რომენ როლანი (ჟან კრისტოფში) და სხვ. და სხვ.
მახსოვს კაზიმირ ტეტმაირის „სიკვდ. ანგელოსში“ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომენტმა - რომანის გმირი უკრავს როიალზე იმპროვიზაციებს.

*
ფოლკლორის L’art poetique.
1.1.1.
შაირ-სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა.

Столетняя годовщина смерти Руже Де Лиля
В этом году исполняется сто лет со дня смерти Руже Де Лиля, автора „Марсельезы“. 26 июня по всей Франции состоятся торжества в память Руже-Де-Лиля. Особенно торжественно будет отмечена эта годовщина в Лон-Де-Сольнье, где он родился в Шуазн-ле-Руа, где он умер, и в Страсбурге, где была написана „Марсельеза“.
Сообщая об этом „Эко-де-Пари“ напоминает про историю „Марсельезы“. Она была написана в 1792 году, и автор дал ей название „Военный гимн рейнской армии“. С этим гимном, переименовав его в „Марш версальцев“, революционные марсельские батальоны вступили в июне 1792 г. в Париж. Лишь после решения конвента объявившего „Марсельезу“ национальным гимном, она получила свое нынешнее название.
Все оркестры Франции в заранее установленный час будут 26-го июля одновременно исполнять „Марсельезу“.

„Правда“, 1936 г., 30 март

წიგნი ხალხურ შემოქმედებაში:
1
მე ვინ მომასწრებს იმ დღესა,
გლეხმა ვისწავლო ანბანი.
დავჯდე და წიგნი ვიკითხო,
გავიგო ქვეყნის ამბავი.
 
სასწყალსა კაცსა ვინ მისცემს
ალების ღამეს ღვინოსა,
ჭადი ჭამოს და წყალი სვას,
დაწვეს და დაიძინოსა.
 
2
დაჯდა და წიგნი დასწერა,
მტრედს გამოაბა მხარადა.

3
წიგნი არ მიმიწერია
ჯერ ამის მეტად რძლისთვისა.

4
ამირანი რომ კლდეში შევა - ნახავს საწყალ მკვდარს:
თითებსა და თითებს შუა
წიგნი ედო ქაღალდისა.

5
ამირანი კლდეში შევა -
მნახველია საწყალ მკვდრისა,
თითებსა და თითებს შუა
წიგნი ედო ქაღალდისა.
 
*
- ტფილისი ასეთი ქალაქია: მაისი რომ გათავდება, გადიწვება ყველაფერი; რაც არ უნდა გაამწვანო, ასეა.

ელშუა მენახშირე
[ვარ მენახშირე მე უძლ.]
ოქროყანელი ვარ მენახშირე -
ვირით ტფილისში სვლა დავახშირე,
ჩემს შეძახებას ისმენს გზა ხშირი:
აბა, ნახშირი, კარგი ნახშირი.
 
მეც ავიკიდე, ვირსაც ავკიდე,
[მთაწმინდის გზამდე კიდეც გავყიდე]
[იმ დღეს კი ბევრი ვერსა გავყიდე]
ცოტაღა დამრჩა, თითქმის გავყიდე;
[სდგას] როს აივანზე ქალი თმა-ხშირი -
(როს ქალი თეთრი, ვით თაბაშირი,)
[და გადმომძახის:] ნაზად მეძახის: რა ღირს ნახშირი?

[ვებნები: ნახე, რომელი გინდა -
მეცა მკიდია, ვირსაც ჰკიდია.
მე რომ მკიდია, ის]

ვუთხარ: აიღე, [რაც კი] რაიც დიდია,
[მეცა მკიდია, ვირსაც კიდია.]
რომელი გინდა, [ის გიყიდია] მომიყიდია:
გინდა აიღე, ვირს რომ ჰკიდია,
გინდ - ეს აიღე, მე რომ მკიდია.

ქალმა [დამწყევლა] ასე სთქვა ლამაზი პირით,
მეხი დაგეცეს, მიწამ გყოს პირი,
მომკვდარხარ შენცა და შენი ვირიც,
ოხრად დაგფშვნია შენი ნახშირიც.
 
[წყევლამ] მაგრამ არ გასჭრა, მივალთ ტაატით
მე და ეს ჩემი დიდყურაანთი.
და შეძახებას ისმენს გზა ხშირი:
აბა, ნახშირი, კარგი ნახშირი.

წყევლა ამიხდა:

ელეკტრონი სდგას ჯიბრში, ვით გზირი,
ვიღას სჭირია ჩემი ნახშირი.

*
სანჟერმენი, სანჟერმენი, სანჟერმენი.
მონმარტრი. თეატრი. პარტრ.
[როგორც] შვენება რამე ნანატრი.
ჟორესი - პანთეონი.
პიკადილი, პარნასი, მონპარნასი.
„ლიპი“. პარიჟი.

*
2/IV-36.
9-11 საათზე აბაზანები.
დალექვა 6 მილიმეტრი.
გული მიაკორმიტი (?) (ორივე მხარე).
წაიღეს სისხლი გასასინჯად.
 
*
3/IV-36 წ.
ექიმის - ტურიაშვილის ამბავი, წმ. ნინოს მონასტერი სიღნაღის ახლო, ყრუ-მუნჯი, მაგრამ არაჩვეულებრივად ლამაზი მონაზონი ქალის ავად გახდომა. ექ. ტურიაშვილის მოწვევა. ქალის გაუპატიურება - საზოგადოებრივი აღშფოთება. სამღვდელოება, გუბერნატორი, ყველა მოითხოვს სასამართლოს. დახურული გასამართლება. მოწმეების დაკითხვა. ჩვენებათა კომიკური მომენტები. ექიმს მიუსაჯეს 41/2 წლის კატორღა. კასაციამ შეუმოკლა 2 1/2   წლით. ტურიაშვილი ეხლაც ცოცხალია და ცხოვრობს ტფილისში (ეს ამბავი მოჰყვა გაზეთის ცნობას, რომ ეკატირენეფელში კომკავშირელმა ექიმმა გააუპატიურა ავადმყოფი გერმანელი ქალი).

*
- წინად პატიოსანი ოჯახის კაცი, რაც არ უნდა ეთხოვნათ, არ დადგებოდა: მამასახლისად, ნაცვალად, სუდიათ, მეველეთ და სხვ. (ირჩევდენ, ეშინოდათ), ეხლა კი...
ვინა გკითხავსო არჩევას, გამოგზავნიან აღმასკომის თავმჯდომარესო, თორმეტი კაცით, ეს საბჭოაო... გინდა, არ გინდა - არავინა გკითხავს; ამას წინად მთელი სოფელი ითხოვდა, ეს კაცი თავმჯდომარედ არ გვინდაო... მაინც ჯინზე ძალით ის დააყენეს თავმჯდომარედა...
ეხლა ესეცაო... ძალიან გაქნილი კაცია, ეს ქრელი.

*
1. მაქსიმ გორკი („ფორმალიზმი“) აღიარებს, რომ მწერალთა „ისტორიული“ ყრილობის შემდეგ, ცხრამეტი თვის განმავლობაში სრულებით არაფერი არ გაკეთებულა, ასე რომ, სრულებით ზედმეტია ამ ყრილობის დადებით შედეგებზე ლაპარაკიო (საუკეთესო პასუხი ჟღენტს და КO -ს).

„Marianhe“.
„სტალინი“.

წყალი ზევიდან მოდის სულ ქან-ქანით.
3/IV-36. წონა - 83 კ. 50 გრამი.
21/IV - 85, 500 (ხალათში), 84, 800 (უხ.).
85 კ. 200 გრ. - 9/IV-36.
10/VI - 84 к. 400.
18/IV - 700 гр.
27/IV - 83 к. 800.
კილო. 21/2  გირვ. 16 კ. - 1 ფუთი. 851/2. კილო - 1000 გრ. 5 ფ. 14 გირვ.

1935