შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-92 - 1935 წელი


11/III-35.
ნარიონალები.
აკ. გაწერელია დააბსავს ფორმალისტებს.
ლიზა ბებუტოვა.

* * *
რა მეშველება!
ჭირი და ლხინი -
გახდა წამება -
ვით აპოკრიფი -
წინად კვალდაკვალ
დამდევდა სპლინი,
ეხლა ფეხდაფეხ
თან დამდევს გრიპი.

11/III-35.
მოგონებები
[ჭალაზედა მოვდიოდი] <...> ქორი:
ამიფრინდა თვალწინ მწყერი,
სახრე ვტყორცნე, გავაგორე,
მოვაწყვიტე თავ-კისერი.
 [შენც...] გავაგორე კალეულად
[მეომარმა გარე] როგორც მწყერი, ისე მტერი:
მთელ მსოფლიოს (ნეტავ, ნეტავ)
ჰქონდეს ერთი თავკისერი.

[ნეტავ, ნეტავ, მთელ მსოფლიოს]
ჭალაზედა მივდიოდი
და ფიქრები მკლავდა შავი,
მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოს
ნეტავ ერთი ჰქონდეს თავი.
 მაგრამ ამ დროს შენ შემომხვდი
და გრძნობებიც გაჰქრა ძველი.
მზეს დაბნედდა სილამაზე
და მაღალი შენი ყელი.
შენ დამნებდი, მშვენიერო,
გკოცნიდი და [მწვავდა ძველი] <...> მთელი
მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოს
ნეტავ ერთი ჰქონდეს ყელი.
[ჭალაზედა მივდიოდი,
ამიფრინდა...]

ბავშობისა მახსოვს ლექსი.

* * *
მოიტა ჩანახი -
ნიორი ნანაყი -
შემწვარი კაკაბი
და ლულა ქაბაბი!

* * *
ამბობენ, რომ გრიშაშვილს
მოსკოვის ერთ კრიშაში
დაუჭერია შაშვი.
 
* * *
არასდროს არ დამავიწყდება: მე, პატარა ბავში ქუთაისის ბაღში [ვიყავი] მივყავდი ჩემზე უფრო დიდს ქალიშვილს, რომელზედაც არაჩვეულებრივათ კარგი შეხედულების ვიყავი. ბაღში ეგდო ახალთ ახალი მაისის ვარდი, მე ავიღე.
- გადააგდე, - მითხრა, - გადააგდე, ვინ იცის, რომელი სომეხი ჰყნოსავდა.
 და გადიკისკისა.

*
აკაკის დაცინვა -
სომეხმა ხმალი აიღო, ქართველმა სომხის დავთარი.

*
გურულებსა და მეგრელებს შორის რომ ომი იყო, მეგრელებმა ტყვედ ჩაიგდეს ერთი პატარა ბიჭი, გურული.
უფროსი გასწყრა.
- რად გინდოდათ ასე პატარა - და გაანთავისუფლა.
- წადი, ბიძია, სახლში.
გურული ბიჭი დადგა და ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა.
- წადი, ბიძია, - გაუმეორეს.
- სად წავიდე, სირცხვილია, როგორ გავამხილო, რომ მეგრელებმა დამიჭირესო.

* * *
შენ რუსი ხარ
რუსუსეთი,
რუსეთიდან
ჩამოსული.
ვერ ჰყოფილხარ
კაი კაცი,
შენ მოგიტ...
მამის სული.

* * *
რა ვქნა,
რა მეშველება,
<ქალი>
არ მეშინება.

* * *
ამასწინად კვირა დღეს
ბარიშნები დახარჯეს.

*
ობიექტები.
პეტრ ტალი. სშვენ <ტანით>.

- დაქოქა, დაქოქა!
- რა დანგრეული მიდის.

(იღებს ჭიქას).
- გაგიმარჯოს, ლებანიძე, შენს აშენებულ სოციალიზმს გაუმარჯოს.

(კაცმა ექვსჯერ დააცხინკვა).
- ვა, მაშა, სულ...

*
უფრო ხშირად და ხშირად და უფრო ძლიერად გაისმის ხმა ხალხური პოეზიის შესახებ. ამ მომენტს უნდა...


ბორჯომის ქ. №11. მარგარიტა გომართელი. ჰკერავს ტანთსაცმელს ქალისას და კაცისას.

*
გურულმა ღლავი დაიჭირა და ყანა-ყანა სახლისკენ გაექანა. დაედევნენ გზაზე.
- მოგვიჭარი პაწაი მაი ღლავიო.
გურულმა დაიწყო ჭრა თევზის ბოლოდან.. ცოტა ეს, ცოტა ის და სახლში მარტო თევზის თავი მიიტანა.
- ყაზილარო ყაძახო! - უთხრა ცოლმა - მაგ როგორ არ იცოდი, რომ თევზის კუდი (ბოლო) უფრო გემრიელია და თავის მაგიერ ბოლო რომ მოგეტანა, უკეთესი იქნებოდაო.
მეორეჯერ რომ გურულმა კობრი დაიჭირა და ყანაყანა სახლისკენ წაიღო. გზაში რომ შეხვდენ, ეხლა პირველ მთხოვნელს თავი მოუჭრა, სხვას კიდევ შემდეგ და სახლში თევზის ბოლო მიიტანა.
- ყაძახოვო, - გაგულისდა ცოლი, - როგორ არ იცოდი, რომ კობრის თავია, რაც არის და ბოლო კი არაო.
- სწორებით არ მესმისო, - გაცხარდა გურული, - როგორც ჩვენი ქალების თავი და ბოლო ვერ გავიგე, ისე ამ თევზებისაო.

*
ვინც უნდა იყვეს, ქალი გინდ კაცი.

3-54-90 - საქმეთა მმ.; 3-55-25 - მწერლ. სას.

* * *
გუიტუს. - 200. გადასატ. - 100.
ფანერების. 2 დღე.

*
- შევიდეთ საწყალი კაცის აფთიაქში (სამიკიტნოში).

Красноярская №34. მესამე სართული. ჯავახიშვილი.
Иванов. Ракетный пер. 3-37-07.

მისულა ჟურული და უთქვამს.
3-21-41 - სტამბა.
ვეძინის №36. აკაკი მარგიანი.
3-56-23 - Наркомздрав. Т. Мамаладзе Георгий Петрович.
Георгий Петрович. Галактион Табидзе.

* * *
1. უნდა მოეწყოს როგორმე უფასოდ გაგზავნის საქმე.
მამალაძე. პისკუნოვი. ლეჩკომისია. კისლოვოდსკში - 1 ივნისიდან.
სასურველია სანატორიაში, თუ არა და „Курсовое“ (რა არის კურსოვოე?).
თუ არა საკუთარ ფულით. სილვია ამბობს, რომ ბინის შოვნა იქ ეხლა არც ისე ძნელია.
ღირსო, ამბობს სილვია, 120-200 მან. თვეში.
ასტმა.

*
11/II-35.
ტარანი - ქარი აქანავებდა დუქანში ჩამოკიდებულ ტარნებს. ვანო სარაჯიშვილმა ამ დროს თავისი ხმა იცნო გრამოფონიდან. „დაუგდეთ ყური, აბა, თუ იცნობთ“, - გვითხრა მან. ამ დროს ქარი აქანავებდა ტარნებს და იყო ისეთი შთაბეჭდილება, თითქო ისინი ცეკვავდენ.

* * *
სულ ერთია! მიწა შეჭამს.

*
17/IV-35.
ალექსანდროვის ბაღის ერთ კუთხეში მიმჯდარიყო ჩუმად, თავისთვის პავლე აკობია და ხმელი შავი პურის კანს ღორღნიდა. რომ დამინახა, შერცხვა, ღიმილით წამოდგა (მეგრელი ხომ ყოველთვის ზრდილობიანია), მაგრამ მე ვუთხარი, რომ საქმეზე მეჩქარება და ამ წამშივე გამოვივლი-თქო. ვიყავი შემდეგ ბანკში და ვნახე გეგეშიძე, ძლივს კარგად მიმიღო.
რომ გამოვბრუნდი, პავლე აკობია გზაში შემომხვდა. მე ვკითხე, გამოვკითხე:
- მოხუცებული კაცი ხარ მეთქი, - ვუთხარი, - პენსიას უნდა იღებდე მეთქი!
- ჰეუიიიო! - იკივლა, - პენსიას ხუთი წელიწადია, რაც მეხვეწებიან, აიღეო, მაგრამ არ ავიღებ არასგზითო. მე ხომ ძველი პოლიტკატორღელი ვარ. მაგრამ რად მინდა პენსია, ჯერ შრომის უნარი არ დამიკარგავსო. მიწური გავიკეთე ჩემთვის და იქ ვცხოვრობო.
საწყალი მეგრელი!

*
1. საფერფლეები 3.
2. სკამები აივნის.

14 აპრილი - კვირა. აპრილი წ. ოცდაათითაა.
1 მაისი - პროლეტარული ბრძოლისა და სოლიდარობის დღე.