შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-91 - 1935 წელი


1935 წ. მარტი.
ვარდები (1 ლექსი). IV .

* * *
ვინც მე მიყვარს,
    მაღლა მიყვანს,
მას ვერავინ
    გამაცლიან,
იქნებ მაშინა წამართვან,
როცა თავს გამომაცლიან.

*
სოფელი მუქთი სარკეა,
სუყველას შეეყურება.
რათა გაქვს თელად ყურები,
თუ რამე არ გეყურება.
ქუდია კაცის გვირგვინი,
განა სულ ყველას ეხურება -
კაცი ის არის - ვინც სიტყვა
სთქვა და მას ემსახურება!

*
ჟორესის ქ. №4:
1. გალაკტიონ ტაბიძე, 2. დემნა შენგელაია, 3. გიორგი ქუჩიშვილი, 4. ელიზბარ პოლუმორდვინოვი, 5. პანტელეიმონ ჩხიკვაძე, 6. მარიამ გარიყული, 7. კალე ბობოხიძე, 8. ბენიტო ბუაჩიძე, 9. კ. ლორთქიფანიძე, 10. სიმონ ჩიქოვანი.
 
1. ტელეფონი.
2. წინა ზარი.
3. გაზეთებისათვის და წერილებისათვის.
4. კარგია, რომ <ა...თვისათვისა> უკვე ზომებია მიღებული!

*
1935.
საშინელი ავადმყოფობის და სიკვდილიანობის წელია.
საჭიროა ხალხის ფეხზე ადგომა.
საჭიროა - მთავრობავ - კომიტეტები.
სად არის საზოგადოებრივი ორგანიზაციები?
სად არის ან სხვა საზოგადოება.

*
ერთხელო, ამბობდა ექიმი, გიჟებმა სეირნობის დროს თავი მოსჭრეს ზედამხედველს და ზედამხედველის თავი ცოტა მოშორებით დამარხეს:
- ჰი ხი ხი ხი! ვნახოთო, მონახავს თავის თავს ზედამხედველი თუ ვერაო, და იცინოდენ.

*
აგერ თათრის ამბავი: არა ბერძნისა.
- რა ზერია, გაზეთში?
- ზერია კონსტანტინეპოლი <...> უნდა <გ..>!
- ზერია?
- ზერია!
- მოართვით ყავა ჩემს (რა გქვია თქვენ სახელად? - ეპიფანე!), ჩემს ეპიფანეს.

*
ღდინი!!! არსებობს ასეთი სიტყვა.
სვანეთი.
1. სად? როგორ? რანაირად? 2. ფოლკლორი. 3. ზნეჩვეულებანი. 4. სვანეთის გზა. 5. ურანგულა? 6. ჩიყვი. 7. ლილე. 8. მახარობლიძე და მარგიანი.
 
*
გედები:
1. პირველად გედები.
2. მერე თეთრი ხომალდები.
3. მძიმე გემები.

გრ. მესხს - დამკვრელი ბიჭია.
ოპერის თეატრის მხატვრობას.

დედის მოტივებიდან:
ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა.

*
- საზიზღარი რესტორანებია ტფილისში, ყოვლად უკულტურო, ყოვლად უსინიდისო, სავსე მთხლე წინანდელი მიკიტნებით. ავადმყოფი ხალხით ბინძური სახის გამომეტყველებით. უწმაწური სიტყვებით, გამომწვევი, ვულგარული ყოფაქცევით და რაც უმთავრესია: ხმით, რომელიც არასგზით არ არის ქართული, ძირითადად ზრდილობიანი. მაგრამ სად უნდა ეძებდე ზრდილობას? იგი არ არის უნივერსიტეტშიაც კი. იგი არ არის მწერალთა სასახლეში. იგი არ არის ეხლა საქართველოში არსად.
თუ კიდევ არსებობენ ასეთი ოჯახები, იგინი უთუოდ ტრაგედიით არიან აღსავსენი. მაგრამ? რას ვუმღეროდი მე? ამათ? ამ საზიზღარ ხალხს? არასდროს!! არასდროს! ჩემი იდეა სულ სხვა ხალხის გარშემო ტრიალებდა და ტრიალებს: [...].

* * *
არის ერთი ტიპი: ყოველ ადგილასაა: ტერორისტული განწყობილებით ზვერავს მაგიდებს: მაგრამ ვის დააშინებს იგი? მე? მე?

*
Ширина окна - 140 ст., длина - 184 + 70 = 254 стм.
3 окна, 3 двери.
Стола писменные. Клеонка - Ширина - 69 ст., длина - 140 ст.
Серванд - стекол. Длина - 108 сант., ширина - 29-30 сант.
Люстры.

*
[მაისის.]
მტერს კი სწყუროდა განავარდებით
ჩვენი ძვირფასი, ჩვენი ნათელი
გადაეთელა [ჩვენი] ყველა ვარდები -
[ის] და თვით შეიქმნა გადანათელი.

1941. სოხუმი

ვარდების გამარჯვება
[ჩემთან ყოველდღე მოაქვთ ვარდები,
რომლის სამშობლო არის ირანი.]
ჩემს ბაღში მუდამ ყვავის ვარდები,
ფერად უცხონი, ყნოსვად კეთილნი,
[მისგან თანაბრად მთვრალია]
[მათკენ ვერასდროს წარვემართები]
მათკენ ხალისით მივემართები
[მე - მიჯაჭვული კლდეს ამირანი.]
ჯაჭვის ამწყვეტი მე - ამირანი.

დეე, ჰომერის და ჰეზიოდის
ფეთქდენ ვარდების - [შვენება სრული] მაღლა ახრილი
[მათთან არ მიშვებს] მათ ვერ დამარხეს სასტიკი ლოდი,
[ოჰ,] [რომ] სამუდამოდ ვარ [მიჯაჭვული] ბორკილ-აყრილი.
 
დაე, მაისის ხატავდეს ხელი -
ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს.
[არ არის ქვეყნად] რომელი იყო პოეტი [ძველი] წრფელი,
რომ სიყვარულზე არ დაემღეროს?
 
ვარდები იგი [ოცნებამ ჩემმა] ელლადის გემმა
დაფანტა, როგორც ზმანება დილის,
როგორც სახება, როგორც ემბლემა
[ამაოების და] სილამაზისა და სინამდვილის.
 
რომელი ლხინი იყო უვარდო,
და ან რომელი [დღესასწაული] [ფეთქისაული] დღე საცნაური,
ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს,
რაა უვარდოთ დღესასწაული.
 
სახეთა ფერი და ნეტარება,
ბაგე, თითები თუ ყოფნა [მარდი] მზარდი,
პოეტს ყოველთვის აქვს შედარება:
[ჰაფიზის] მაისის ვარდი, შახმურის ვარდი!
 
მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი -
ასე ოდესმე უთქვამს ოვიდის -
დაე, მფარავდეს სეტყვათა ღვარი -
და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს.

ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს,
აივნიდან რომ მესროდენ ვარდებს,
[ქორწილში ვარდებს მიმოაფენდენ,
უეკლო ვარდებს, მშვენიერ ვარდებს -]
ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს -
[მე] ო, იმ დღეების სიმღერა მმართებს.
 
ო, სიწმინდეო და სიფაქიზე!
შენ ვერ გაგიგეს, ისე დაწყნარდი.
[როს გათელილი] როცა შემკრთალი იყავი ისე -
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი. (მაინც სიწმინდე დარ.).
 
და აშინებდა ოდესმე დემონს,
იმ მშვენიერი წიგნების ძალა,
წიგნთა ყოველთა [დღევანდელთ] მაშინდელთ ზემო,
ვარდით მორთული [სჩანს] ჩნდა თავის ქალა.
 
ბოტტიჩელს ვარდთა სწვავდა ტყე იგი,
რაფაელს - იგი ფარავდა ლხინში,
[მათი] სადაც ჯიოტო და ვან-დეიკი
და ლეონარდო იყო დე-ვინჩი.
 
იხიბლებოდა სული წარმართი,
როცა ხალიჩებს [ქსოვდა სპარსელი] ხატავდა სპარსი.
რუსთაველს, ბესიკს - შვენოდათ ვარდი,
ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.
 
*
ვიგონებთ თაღებს -     მაისს სოხუმში,
ვიგონებ სვეტებს - ძვირფას პოეტებს,
და ყვავილებით და კათედრასთან
მოქარგულ ფარდებს, მოტანილ ვარდებს.

*
დამარცხებანი:
ოპერის თეატრის საქმეში.
პრემიების სხვებისთვის მიცემა.
კომუნისტმა არ დაბეჭდა „პარიზის კომუნა“.
ალფაბეტის ნაწილობრივი გამარ.
მწერალთა კავშირში სხვისი საღამოები ტარდებოდა.
სელვინსკი, და [სხვ.] კეშელავას აკტ.; ს. ჩიქოვანი. „Правда“.
გვახსოვდეს: ლერმონტოვი და ვაჟა ფშაველა.
გრწელდება საქმე აბაშელთან, გვეტ., ჭანტურიშვილთან.
 
თებერვალი:
1. შეხვედრა ილია ჭავჭავაძის სახელობის შკოლის მოწაფეებთან.
2. გადავეცი ლექსი „გაზაფხული“ პიონერს.

ჩემთვის მარტის თვე მიდიოდა უმთავრესად თებერვლის გამოხმაურების გზით - აქედან გამომდინარეობდა „Правда“, ცაგარეიშვილის საგუნდო ნომერი, ვეფხვაძის სურათი, მარადაშვილის საჩუქარი, ლომინაძის მუშაობა პოდსტროჩნიკებზე, უნივერსიტეტის გაზეთი, უკრაინელებთან შეხვედრა, სტეპანეს თარგმანი, წიგნების მიღება ირ. აბაშიძის, სანდრო ეულის, ფოტო აკაკის საფლავზე, სერებრიაკოვის წიგნი „Поэты Советской Грузии“, ქრონიკა ლ. ს.-ში - საარტილერიო შკოლის საღამოზე, „Красная Новь“-ის ბიბლიოგრაფია, მნათობის №1, „Украинскi Комсомолец“.

*
- ეგ რა არი, შეშაა თუ არამწარა?