შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-424 - 1934 წლის შემდეგ


*
В недобрый час
Явился ты,
Быть может вестию недоброй.

*
გახსოვდეს მარად, ყოველგზის,
ყოველგვარ სადღეგრძელოში -
მზის, მშობლიურ მზის, ნათელ მზის
ამოსვლა საქართველოში.

[გახსნილ] გაშლილ ზეცაში ღრუბელი
ეხლა ვარდისფრად [ინათებს] ინათა
და სხივი თავისუფალი
[არეებს აათინათებს] მოჰფინა იმ ნანინათა.

ვერ მოსპონ და ვერ სძლიონ ის
ურყევი სიმაგრეები -
გახსოვდეს კავკასიონის
გამძაფრებული დღეები.

ეგონა - მთებს მოდაისე
აიღებს - ჯიბეს ჩაიდებს,
ძლიერ უბრალოდ - და ისე -
რომ არც კი იმუყაითებს.

გახსოვდეს, მეომარი ხარ,
გმირები მხარემ დაბადა,
რომ მათთან ვლიდნენ მხარდამხარ
აჩრდილნი მამა-პაპათა.

[სცნე: ირაკლის და თამარის
უდიადესი რამ არის
მკლავის და გულის შედნობა
ფოლადზე <მ...რად> არის.

და ვინმე მესხი მელექსე
სწერდა უბრძნესად ხმოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი].]

იქიდან, სადაც ოკტომბრის
ერა აინთო [დიადი] [მაღალი] მახვილი,
მტერს მოესმოდა [ახალ] ძლიერ ძვრის
რკინების ჟღერა [ახალი] ძახილი.

[და ჩვენი ჯარი ამღები
ყოველნაირი სიმაღლის,]
და ჩვენი ჯარი [მდიდარი,] ვით არი
ამღები ყოველ სიმაღლის,
არმგრძნობი არავითარი
დაბრკოლებისა და დაღლის

წინ იწევს: [ან] გამარჯვება - ან
სიკვდილი სახელოვანი!
ვითარ ზვიადობს, აწცა სცან,
კავკასიონი მხცოვანი.

მოტყდა ის, ჩვენს ნაპირებთა
ვინც სცდიდა ცვლას, შეფერებას,
[ორ თვეში] სამოც დღეს რომ გვიპირებდა
წალეკვას, გაცამტვერებას.

მოტყდა ის, [ჩვენს] ვინც ასაკლებად
[ვინაც მოაწყდა] მოგვაწყდა. მოდის და ვერ სძლებს.
ავუკლებივართ ნაკლებად:
ჰკითხონ [მათ] დამსხვრეულ გენერლებს.

[დარტყმა] რტყმა - საზღვრის იქით მიმწდომი,
კარგად იგემა ყაჩაღმა -
ცხადია, წააგო ომი, [ვინც ომი]
ვინც ომი აქ გააჩაღა.
[სადაა მათთა ვაჭართა]
მათი გზა როს იცხედრება,
მათთა ვაჭართა ფარული,
სადაა ხვეწნა-ვედრება,
ან შვება, ან სიხარული?

ბრმა გენერლები! სადაა
მათი ქება და დიდება,
რომ ვერ გაიგეს ამ დროის
მიმართვა და მითითება.

უგნებნი შეუგნებელზე,
მიჰქრიან, ხელს იქ უწვდიან,
სადაც ჰიტლერი, ჰებელსი,
და რიბენტროპი უცდიან.

სადაც ჰკერავდნენ, აწ რისად -
მათთა მერანთა სადავეს,
[სადაც] სად ჰქმნიდნენ [ომისა] აზრისა
და მოქმედების სათავეს.

რომელ იმათგანს შესწევდა
ან ძალა, ანუ გენია,
დიდი სტალინის მთელ ერს და
მსოფლიოს რომ მოჰფენია.

სტალინის, რომელმაც ერთმა
შეიძლო, როგორც არავინ
ასეთ დროს რომ წარემართა
დიდი და გაუბზარავი

ცხოვრების გემი წარსული
გზით დიდი მომავლისაკენ,
სინათლისაკენ, გზა - სრული
გამარჯვებისკენ, მზისაკენ.

ნეტავი, რა ბრწყინვალებას
და რა სიმდიდრეს ელოდნენ
ჰიტლერის ყმები, ცვალებად
და ცბიერ სამფლობელოდან.

ის ბრწყინვალება [რად] ვის უნდა
ან და ღირს კი ბრწყინვალებად -
თუნდაც [საათიც] წუთითა და თუნდა
საათით იქცეს ხალიფათ?

ოსტატი დაჯახებისა -
ნაცვლად წუთიერ დიდების,
მსხვერპლია [გლეხთ] ნაჯახებისა,
[ბარების] თოხების და ორთითების.

*
Мне кажется: эта надежда предвещает,
Что, может быть, случайно, схороненные
Мы раскопаем, древних времен книгохранилища,
Во время военных действий где либо утаенные.

*
1934 г. август.
Есть ли социалистический реализм метод только советской литературы, связанный с социалистическими отношениями в ССР, или также и метод всей мировой революционной литературы?

Советская литература выдвигает героический образ стоителя, революционная литература создает героичский образ политического борца - два этапа в создании „нового человека“.

Мировая революционная литература в основном работает методом социалистического реализма, так как ее революционный реализм социалистичен по своей тенденции. В ней социалистический реализм только формируется, он не развернут.

Горький говор.: основное назначение искусства - возвысится над действительностью, взглянуть на дело текущего дня с высоты тех прекрасных целей, которые поставил перед собой рабочий класс, родоначальник нового человека.
Горький останавливается на важнейшей черте революционного романтизма: активном отношении к действительности, резко противоположном методу регистрации, описательства, фотографирования. Требует от революционного романтизма, чтобы он в изображении действительности видел все противоречия, все то, что мешает нарождению новой жизни.
Революционный романтизм не только не смазывает классовые противоречия, а наоборот со всей страстью обрушивается на представителей старого мира и со всей силой яркого художественного слова обрисовывает представителей нового мира. Следовательно, Горький подчеркивает еще одну черту рев. романтизма - резкость, определенность, чеканность образов.

Социалистическая романтика является существенной стороной социалистического реализма.

Горький.
Революционная романтика означает мечту, проникновение в прекрасное будущее человечества, забегание вперёд.