შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-86 - 1934 წელი


[1934 წ.] 1936 წ.

უბასრესი. სადამდე. მზვერავი.
მას შემდეგ, რაც შენ ხელი ამაღე. სიამაყე.

2 ლექსად:
[თეთრი ღამეები]
ლენინგრადში
ეს რამდენიმე დღეა
და რამდენიმე ღამე,
რაც გაოცებულ თვალებს
არ ეკარება რული.
ნევა - [ლანდების] შუქების ტყეა,
სფინქსი - ცოცხალი რამე,
[ხიდი - დაჰყურებს] თეთრთა ღამეთა რკალებს
[და თითქო დღეა] დღე ედარება სრული.

ყოველ ნაბიჯზე ვხვდები
აფრთოვანებულ პუშკინს,
ის ნაპირებზე მიდის
[უცნობ] ახალ სახეებს ხედავს.
სუნთქვა მოიკის ტბების,
სუნთქვა ყოველი ბუჩქის,
ატორტმანება ხიდის
სცდება ბრინჯაოს მხედარს.

გ. ტაბიძე

იქ, იმ ბრინჯაოს გვერდით
იქ, იმ ბრინჯაოს გვერდით,
აკადემიის [ბჭეში] გულში,
ჩემი საღამო ჰქუხდა,
როგორც მღელვარე ჩანგი.
[ახალგაზრდობა] აკადემია მკერდით -
ჩემს ჩანგს იცავდა გუშინ,
აღფრთოვანების დუღდა
დაუვიწყარი ჰანგი.

[გულს] მე დარდი მქონდა ერთის:
ჩვენთან არ იყო [მარი] ერთი.
[რა] ის სნეულებათ ტყვეა,
[სნება] რა არ უშხამავს წამებს!
შავს მოლანდებას ებრძვის
[მისი] მუხის მფარავი [ფარი] მკერდი
ეს რამდენიმე დღეა -
და რამდენიმე ღამე!

გ. ტაბიძე
ლენინგრადი, 1934

[იბარური]
დაავიწყდა [ჩვენს] თუ დროებას,
[ქალის] რაა ბავშის სიბრალული?
მთელ ქვეყანას მის საშველად
მოუწოდებს იბარური.

ქალებზე და მოხუცებზე
სურ[თ]ს იძიო[ნ]ს [მტრებმა] მხეცმა შური,
თავდადებით დაიცავს მათ
უმძაფრესი იბარური.

არ დაცხრება ესპანეთის
და მსოფლიო გულისყური,
გაიმარჯვებს ხალხი, [ვისაც] ვინაც
[წინ მიუძღვის] შვა ასეთი იბარური!

გ. ტაბიძე

*
პირველთქმულია ძველთაგან
სიდარბაისლე მესხისა.

გულგამყინველი.

(საშა) Александр Арчилович Квалиашвили (ექიმი).

*
1. Где находится журнально-газетное объединение? Нужно подписаться на газеты.
2. სახელგამში: წიგნი და ჰონორარი.
3. კომუნისტი: „მთები“. Заря Востока (Аргонавты, Об уверенности, О человеке Ст. эпохи). Вечерний Тифлис: „Идут легионы“ (за 5 стихотвор.).
4. Закупки.
5. Подписка на газеты.
6. „მნათობი“.
7. Аптека.
საშინაო აფთ., ოთახის ბარომეტ.

2 одеяла, 1 простыня, 2 подушки. Как завязать?
Сейчас: папиросы, коняк.
Зеркало.
„На Рубеже“ - июль, 1936. მნათობი - თებერვ. 1936.

* * *
ფანჯრებს იქით თანდათან სცხრება დედაქალაქის ხმაურობით სავსე ცხოვრება; მე კი ისევე წიგნებს ვუზივარ. ვებრძვი და ვიბყრობ მასალათა ჯიუტ წინააღმდეგობას. ღრმად ვუფიქრდები უმაღლესი მათემატიკის რთულ გამოანგარიშებას.
როდესაც უბრალო სიდიდეთა და გამოანგარიშებათაგან გადავდივარ ინტეგრალებზე, უმაღლესი მათემატიკის ყველაზე რთულ სიმაღლეებზე, უნებურად ვატარებ პარალელს ჩემს ცხოვრებასა და ამ ინტეგრალებს შორის. მე ხომ, ჯერ ისევ რამდენიმე წლის წინად, აგურებს ვეზიდებოდი დიდი ქარხნის ამშენებლობაზე, ვიყავი მოჯამაგირე ქალი...

ელეგია ხელების
[ცეკვის დროს] ცეკვაში თითქო ფრთებია
შენი ხელების მტევნები..
მე [შენ] არ მიყვარხარ. [მე] და მხოლოდ
ოცნებით დაგედევნები.

[სული მიგიდის] ახალგაზრდობა შენს ირგვლივ
[ცხარე] ფერად ფერხულში ჩაება.
[მისთვის] შენთვის უცხოა [ეს ჩემი] დარდი და
გულ გამყინველი ვაება.

[მე მცივა, რადგან ცხოვრებამ
ჩემთვის ღიმი არ ინება.]
ცხოვრებამ ჩემთვის არც ბედი,
არც გაღიმება ინება.
თუ გამეცინა, როდისმე -
ჩემს თავზე გამეცინება.

[ნეტა თქვენ, ახალგაზრდებო,
რომ ნეტარი გაქვთ მსვლელობა,]
ახალგაზრდობას შენს ირგვლივ
საამური აქვს მსვლელობა,
[არც ერთს არ ჩაგიდენიათ]
მას ხომ არ ჩაუდენია
გულ-გამყინველი მკვლელობა!

ახალგაზრდობამ, რომელმაც
შენ აღტაცება დაგარქვა,
არ განუცდია, რა არის
გულგამყინველი დაკარგვა.

და ფრთები, მხოლოდ ფრთებია
[თქვენი] შენი ხელების მტევნები,
ეგ სიხარული, ეგ ღიმი,
ეგ ბაღი, ეგ შადრევნები.

[ჩემთვის] ჩვენთვის კი ბედმა არც ვარდი,
არც გაღიმება ინება.
გიცქერ და გულნაღვლიანად
[ჩემს თავზე] წარსულზე გამეცინება.

რად ვერ ვისწავლე ღიმილი
და თავის თავის დანდობა,
საკუთარ ხელით რად მოვკალ
მე ჩემი ახალგაზრდობა?

[იქნებ მეც [შევყვარებოდი] წილად მრგებოდა]
ან მაშინ რისთვის ვიცოდი,
ან ეხლა რისთვის ვევნები,
[რომ [ჩონჩხი] ფრთები მხოლოდ ჩონჩხია]
რომ მომავალის ფრთებია
[ჩემი] შენი ხელების მტევნები.

რისთვის უყვარდათ მხოლოდ ის,
რაც ყოფნის არეს შორდება,
განა ცხოვრება როდისმე
ხელახლა განმეორდება?

*
რადიოში? საღ. 3-10 საათი.
ნინა. მაჩაბლის და სოლოლაკის კუთხ.

[- ჩემი ცოლი სად წავიდა?]

რთველი
- ჩემი ქმარი სად წავიდა?
- დაუძახეთ, სად წავიდა,
- დაუძახეთ, სად წავიდა.
მოვიდა, რთველი მოვიდა...

*
ეხლაც ჩემს თვალწინ არის.
როგორც ნისლის ნამქერი.
1. ნურავინ მცვლის სხვაზედა. 2. ნეტავ ეხლა სადა ხარ. 3. მოსულა, მოსულა, მოსულა. 4. "ღვინოს დავლევ, წყალს არა". 5. დედაჩემის მოტივი.

[ელეგია]
მელოდია
მშვენიერი [მქონდა] მახსოვს ბაღი,
[მზე ეხლა] მებაღე მას არ თარგავს.
დავკარგე და ვიგრძენი, რომ
[ბევრი] კარგი რამ დამიკარგავს!

[ქალო, შენი] უნაზესი სიყვარულიც
გულს ვარდებით არ ქარგავს.
დავკარგე და გული მტკივა,
კარგი რამ დამიკარგავს.

[ტანის] ჯანის სიმრთელე [რომ მქ] განძია,
[იგი სხვა განძია] სხვა განძებს რომ არა გავს,
დავკარგე და ვიგრძენი, რომ
ბევრი რამ დამიკარგავს.

მაგრამ ჩემი ნებისყოფა
მუხასა ჰგავს [დანარგავს], კლდესა ჰგავს -
თუ დავკარგე - [ყველაფერი] იმავე დღეს
სიცოცხლეც დამიკარგავს.

[ასეთია] თუ მომბეზრდა, მეგობრებო,
ცხოვრების სიავკარგე,
მაშინ ვიტყვი - ყველაფერი -
ყველაფერი დავკარგე!

[ეხლა კიდევ გულს არ ვიტეხ,]
გალაკტიონ! გულს [არ იტეხს] ნუ იტეხ,
ის სხვა მგოსნებს არა გავს.
არაფერი ან სულ ცოტა, [რამ]
ცოტა რამ დაგიკარგავს.

*
29/XI-36.
ლევანა პარიკმახერი წვერსა მპარსავს და თან მიყვება:
- 30 წელიწადი სადალაქო მქონდა სარაჯიშვილის ქარხნის გვერდით (წყნეთი). ბუდე იყო რაღა: სუ ჩემთან იყვენ ვაჟა ფშაველა, შიო მღვიმელი, იროდიონ ევდოშვილი, კასრაძე და სხვ. ერთხელ ყველანი მუშტაიდში წავედით: [შეზარ] მე, ვაჟა, ევდოშვილი, მღვიმელი. შევხედეთ: ლატარია გამართულა:
- აბა, ამოვიღოთ! - სთქვა ვაჟამ.
პირველად მე ამოვიღე ლოტარიის ბილეთი: ამომივიდა ორი ბოთლი „კახეთია“. ერთი ბოთლი ვაჟამ აიღო, მეორე იროდიონმა და სუ ერთიანად სულმოუთქმელად დასცალეს. მე ძლიერ მიხაროდა.
აბა, ეხლა იროდიონმა ჩაჰყო ხელი ლოტარეის კალათაში. ამოუვიდა ქალის „შლიაპკა“. ვაჟამ გულიანად გადიხარხარა:
- ბოზი ხარ და ბოზების მოკაზმულობაც შენ ამოგივიდა.
იროდიონი სდუმდა.
ეხლა ვაჟამ გადიკაპიწა ჩოხის სახელოები და დიდი სიდინჯით ჩაჰყო ხელი. ყველა დაინტერესდა, აბა, რა ამოუაო.
ამოუვიდა ქალის ნიფხავი. ვაჟა გაფითრდა.
იროდიონმა გესლიანად უთხრა:
- ბოზიც შენა ყოფილხარ და უარესიცო.
მე ხელიდან გამოვგლიჯე ვაჟას არა სასიამოვნო ლოტარეის საჩუქარი.
- წავიდეთ, - ვთქვი, - ცოტა რამ - ისე, ჩვენებურად, ძველებურად.
გავშალეთ სუფრა. დილამდე ვაჟა და ჩვენ ერთად ვიყავით, ვსომდით ღვინოს.
დიდებული კაცი იყო. თვალი მაშინ გაფუჭებული არ ჰქონდა. თვითონ ხელები ისეთი ჰქონდა, როგორიც ერთი მისი თითი ათს სჯობდა, ძვალმსხვილი კაცი იყო, მაგრამ ხმელი.

*
Он очутился и попал,
Как Чацкий с корабля на бал.

ქართული მუსიკა
1. „რა ესმოდის მღერა ყმისა“. შ. რუსთაველი.
2. აკაკი წერეთელი. ნათელა. ჩანგო (ლირიკა).
3. ვაჟა ფშაველას ლექსების უმეტეს ნაწილს ჰქვია - „სიმღერა“.
4. ილია ჭავჭავაძის - მეფანდურე მოდის, შემოუსხით (დიმიტრი თავდადებული).
5. ბესიკი - მთლად სიმღერაა თვითონ.
6. ნიკ. ბარათაშვილი.
7. გრ. ორბელიანი.
8. ივანე კერესელიძე.
10. მამია გურიელი.

[ხევსურული] მოტივები
I
ოდეს იყრების ომად ლაშქარი,
               არ რგებან გზანი,
ჩემო სიმღერავ, [შენი] მაშინ ჩქარ-ჩქარი
               [დაჰკარ] სწრაფვე! მიზანი!

II
ოდეს სასმელად ლაშქარს არ ყოფნის
                ზღვა ბაზალეთის
[ჩემო სიმღერავ,] იწყე მოტივი [ყოფნა] არა არ-ყოფნის -
               [საკითხი გკვეთდის]
               [ბრძოლის, იმედის!]
               არამედ ჰკვეთის!

III
[ოდეს] თურემ სადგომლად არ ეყოფიან
               მთა თრიალეთის -
ჩემო სიმღერავ, [ასე] მაშინ სჯობიან
               სიმღერა [ბ]გედის:
[იმღერე ასე:] გადაერიე! ლაშქარო, გასწი,
               გაფანტე მტერი,
[იხსენი] წუნკლებს [ათას] მიუზღავს თვისას ათასწილ
               [უკვდავი] საბჭოთა ერი!

გ. ტაბიძე

[მოტივები]
ორი მოკლული პოეტი
ილია ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ძეგლები
ტფილისის თავნი კლდიანნი
[დაბერებულან] [დაყუდებულან] გადასახულან მტკვარზედა,
მთაწმინდის ქალნი თმიანნი
მწუხარედ [მდგარნი] დგანან მთაზედა -
ერთი [ილიას საფლავზე] ერთ პოეტს დასცქერის,
მტირალი ბუმბერაზზედა,
მეორე [პოეტს] რუსსა დასტირის:
რაზედ მომიკვდი, რაზედა!
[წყნარად [ვადიდოთ] იყავით, ქალებო]
[ისმის] ვიცნოთ ხმა ამ დაკივლების,
საქართველოა გზაზედა -
[უსისხლოდ] უხიდოდ არ გაივლების
ამ სისხლის ალაზანზედა.

გ. ტაბიძე

[შავი] ყორანი
I. ყორანს მეტის მეტათ აქვს ყნოსვის გრძნობა, განსაკუთრებით: ლეშს იგრძნობს ძალიან შორიდან.
II. მაშინ იგი მიეშურება პირდაპირ გზით, საიდანაც სუნი მოდის.
III. ადამიანი სიკვდილის პირსაა, ჯერ ცოცხალია, მაგრამ ისეთი სუნი აქვს სხეულს ლეშისა.
IV. ყორანი თავს დასტრიალებს და უცდის...
V. უკან მომჩხავის...
VI. შავი ყორანი გამითხრის საფლავს.
VII. შავს კლდესა შავი ყორანი.
VIII. დღე დაიწურვის...
IX. ყორანი ედგარ პოესი.
პოემა.