შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-556-3 - 1933 წელი


1. მწერალთა ორგანიზაციის გაზეთი „სალიტ. გაზეთი“ უკანასკნელ ხანებში აწარმოებს დევნის პოლიტიკას (მაშაშვილის ლექსი).
2. მუშაში დაბეჭდილი იყო ადამიას ლექსი, სადაც ის მოითხოვს ჩემს დახვრეტას (სალიტ. გაზეთს ყურადღება არ მიუ.).
3. განათლების კომისარიატი უარს ამბობს იმ მცირე სუბსიდიის გაღებაზე, რომელსაც დღემდე ვიღებდი ხელ. სასახლიდან (150 მან.) და შეადგენდა ჩემთვის უმთავრეს სახსარს ფიზიკურად არსებობისათვის.
4. მწერალთა კავშირი არავითარ ღონისძიებებს არ მიმართავს ჩემი 25 წლის იუბილეისათვის. პირიქით - ფედერაციის თავმჯდომარე აშკარა აგრესიულ გზას ადგია.
5. დისკუსიაში ჩემს წინააღმდეგ გამოჰყავთ ახალგაზრდები, რომელთაც არაფერი ესმით ხელოვნების, მაგრამ ძალიან ცდილობენ საქმის წახდენას.
6. რევოლიუციონური საქართველო იბეჭდებოდა, რაღაც მიზეზების გამო მთელი 8 თვის განმავლობაში, როდესაც იგი შესაძლებელი იყო გამოსულიყო ორ კვირაში.