შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-520-8 - 1933 წელი


დილით - ლექსის გადაწერა.
1. 10 სათზე - ბრიკი.
2. 10 საათზე - ნემჩინოვი.
3. 10 საათზე - ტერელაძე.
4. 11 საათზე გლავისკუსტვოში (თეატრი).
5. როდის არის პრეზიდიუმის სხდომა.
6. რამდენ ხანში მოესწრება აფიშა?
7. სტამბაში როდის იქნება ც. კ. წიგნაკები?
8. ბილეთების დროზე დამზადება და ღია ბარათების დაგზავნა დაწესებულებებში.
კომუნისტში ყოველდღე „განცხადება - ც. კ. [დადგენილებით]“.
9. ჩაჩავასთან - კლუბებში.
სახელგამის მაღაზიაში ჩემი წიგნიდან ამონაწერი.
ინფორმაცია. აფიშის ტექსტი „კომუნისტში“.
ახ. კომუნისტი. ღია ბარათები.
ღამბაშიძე.
რამდენი კლუბია.
პროგრამა. 1. მოხსენება შემოქმედებაზე. 2. ლექსები.
მაჩაბელი. ნემჩინოვი. ცაკი.