შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-487-9 - 1933 წელი


გაიარა თექვსმეტმა წელმა და ცხრამეტმა საუკუნემ დამონებულთა და გაბატონებულთა ეპოქიდან.
გაიარა მძიმე ქუსლებით, გადატკეპნა რა, მოსპო სიცოცხლე, წაართვა კაცთა საუკეთესო აზრები და გრძნობა, აზროვნება.
გასისხლიანებული ბორბალი ეპოქისა მიგორავდა საშინელი სიძლიერით, ედებოდა რა ყოველივეს, რაც ცოცხალი იყო.
აწიოკებდა და შეუბრალებლად ანადგურებდა, სპობდა.
დასერა, გადაიარა მთელი ქვეყანა და ყოველგან ცდილობდა შავი ფოლადის ფარდების ჩამოფარებას.
ეპოქა კვნესოდა.
ეპოქა დადგა ყალხზე.
იღუპებოდა და სტოვებდა უკვდავ კვალს.
ეს იყო ხანა კაპიტალიზმისა.

*

ოცი. ლომის. Эпоха.
ჯავშანი.
გაფიცვა ლომის.
ჯავშნიანი გემის წინააღმდეგ.
ჩინეთში რეაქცია.
მეტეორიტი, რომელიც ჩამოვარდა (ოცი წლის წინად). ტუნდრა.
კიევი.
ნაბათი. ნაბადი.
[ეპოქა].