შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-75 - 1933 წელი


*
ერთი ხატულა ჩონგური
აბრეშუმსიმებიანი.

პოეტს გ. ტ.

ვფიცავ გელათს,
ვფიცავ სიონს,
უმღერ მტკვარსა,
უწერ რიონს,
მიყვარს ჩემი საქართველო,
ვეტყვი მართლა გალაქტიონს.

იეთიმ-გურჯი, 1933

გალაქტიონ ტაბიძეს
მე მუშათა მგოსანი ვარ,
მუშებს ვემსახურები.
ეს გული მუშათ სასახლე,
მუშები შიგვე მდგმურები.
ცოცხალ ვარ, მუშებს ვდარაჯობ,
მუშათკენ გავიყურები,
მკვდარსაც მუშები წამიღებს,
მით ხელით დავიხურები.

იეთიმ-გურჯი

სიმღერა
მეც დრო მქონდა,
სილამაზე მშვენოდა.
რა ვიცოდი თუ -
სიბერე მელოდა.

მწარე ტკბილი
ამხანაგათ სწერია.
დაბერდები შენც -
მოგივა ჯერია.

როს გიმზერი,
ჩემთვის ნეტარებაა.
ჩემი ნახვა, გატყობ,
რო გეზარება.

არ მიყურებ
სევდიანი თვალებში,
ორნივ წავალთ
სამარისა კარებში.

დრონი წავლენ, ერხელ
სარკეს ჩახედავ,
დამჭკნარ სახეს
დარდიანათ შახედავ.

არასა გთხოვ,
ამნისტია გაეცი,
გამიცინე ან -
სალამი მომეცი.

ჩვენ ორივეს
მიწა დაგვეყარება,
იეთიმ-გურჯის ნახვა -
ნუ გეზარება.

ძვირფას მგოსანს გ. ტაბიძეს
ამ სოფელში
რაც მოვედი,
ავი, კარგი
ბევრი ვნახე.
ვინც გავიცან,
კარგათ ვიცი,
მაწერია მისი სახე.
არ მივიწყო, გალაქტიონ,
მომიგონე, კიდევ მნახე,
როგორც ჩვენსა
კაი მგოსანს
ეს სახსოვრათ
შამინახე.

*
ამხანაგებო, მე დღეს ისე აღელვებული ვარ, რომ სიტყვაც ვერ მიპოვია მადლობისათვის... [მადლობელი ვარ როგორც უბრალოდ, ამხანაგურად] მადლობა, ამხანაგებო, ყველას, ყველას, ვისაც დღევანდელი დღე მიაჩნია არა მარტო ჩემს დღედ, არამედ ყველა ჩემი ამხანაგების, თანამებრძოლების დღედ, [დღევანდელი დღე] [დღეს] საბჭოთა მწერლობის ზეიმად. მეცა და ჩემს ამხანაგებს შეურყევლად გვჯერა, [რომ მხოლოდ] ჩვენ ვიცით და მთელმა საქართველომ იცის, რომ მხოლოდ ჩვენში, საბჭოთა ქვეყანაში არის შესაძლებელი ნამდვილად იქნეს დაფასებული მწერალი, მხოლოდ ჩვენში, საბჭოთა ქვეყანაში არის ყოველგვარი შესაძლებლობა მწერლობის აყვავებისათვის, მისი პროლეტარიატისადმი მომსახურების გზით გაწევისათვის. მხოლოდ...

ასფალტი
ნეტავი ეხლა დამაძინა და
გამომაღვიძა ასი წლის [მერე] გარე,
მანახვა: [შუქმა] რა მხრით, როგორ ინათა?
და როგორ ნათობს ივერის მთვარე.

*
[როგორც ნაოსანს უყვარს სანავე]
[ვით ნაოსანი იცნობს სანავეს,
ისე პირველი [ნახვისთანავე] ნახვიდანავე
        [ვახსოვარ] გიცანი, მტკვარო].

ეს [ძველი ნავი] ძველისძველი, [ძველი] ჩვენი სანავე,
[სავსე სადაც] [მაღელვებს] სად კალმახებთან გორავს [და] კობრები,
მიყვარს პირველი ნახვიდანავე,
რადგან ჩვენ ძველი ვართ მეგობრები.

*
როგორც [მენავეს იცნობს] მენავემ ძველი სანავე,
[როგორც გულს] ვით გულმა გული და [ღონეს ღონე] მკლავმა მკლავი,
ისე პირველი [ნახვისთანავე] ხედვისთანავე
ვიცანი ჩვენი [რიონის] მდინარის ნავი.
ოცდაათი წლის, მძაფრი წლის წინედ,
ამ ნაპირებმა, [შლილმა] სავსემ მწვანეთი,
იცოდა, საჭევ, რა გულმოდგინეთ
დავიმეგობრეთ ჩვენ ერთმანეთი.
მე მეოცნებე ვიყავი ბავში.

რა [ქარიშხალი არ ჰქროდა] იდეები ღელავდა თავში,
რა კორიანტელს იტევდა გული.

*
თეატრი. ხათრი. ბადრი. ადრე. მეტადრე. უსუპ-ბადრი. ვკადრე. კადრი. ვნატრი. ჩადრი. მღადრი. ვ-ადრი. პატრი. ყადრი. იკადრე.

* * *
ბრწყინავს თეატრი, სინათლე ბადრი,
როგორც ნანატრი რამ ფეერია,
იატაკიდან ჭერს შეერია
და ელვარების [დაარხია ელვარე] მიასხა ჩადრი,
როგორც სიზმარი რამე ნანატრი.
[როცა] გაეხვევა ათასფერ მინას,
ასე [ოპერის] დიადი თეატრი ბრწყინავს,
გამარჯვებული ბრწყინავს თეატრი.

რა მორიდება, რა დიდი ხათრი,
რა სიყვარული ხალხის სწერია,
გამოძახილზე: მშვენიერია,
მშვენიერია, [ეს კინო-კადრი] ლექსი მეტადრე!
ამ გამოძახილს იმ მომენტს ვადრი,
როდესაც ცეცხლი ადუღებს რკინას.
ასე [ოპერის] დიადი თეატრი ბრწყინავს,
გამარჯვებული ბრწყინავს თეატრი.