შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-636-12 - 1932 წელი


     საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმის დადგე­ნი­ლება სამ­ხედრო კომისიის ჩამოყალიბების შესახებ.

     სამხედრო და თავდაცვითი მხატვრული ლიტერატურის გაძლიერების და წი­თე­ლი არმიის რიგებიდან მწერალთა დაწინაურების მიზნით საქ. საბჭოთა მწერ­ლე­ბის კავშირთან ჩამოყალიბებულ იქნას სამხედრო კომისია არმიის პო­ლიტ­სამ­მართ­ველოს უფროსის თანაშემწის ამხ. ნიკოლოზ ბლუაშვილის, დივი­ზი­ის მე­თაუ­რის  ამხ. სოსო ბუაჩიძის, პოლიტ. გან-ის უფროსის ამხ. მიროტაძის, გაზ. "წითელ-არ­მიელი"-ს რედაკტორის ამხ. დიდიძის, ამხ. გალაკტიონ  ტაბი­ძის, ამხ. სიმონ ჩი­ქოვანის და ამხ. კალე ბობოხიძის შემადგენლობით.
     1. სამხედრო კომისიამ აღრიცხოს სამხედრო და თავდაცვით თემებზე მო­მუ­შა­ვე მწერლები, როგორც საქ. საბ. მწერ. კავშირის შემადგენლობიდან, აგ­რეთვე წი­თელი არმიის რიგებიდან. ამ კონტინგენტს(?) უნდა დაემყაროს კო­მისიის მუშაობა.
     2. გაზეთ „წითელ-არმიელი“-ს რედაქციასთან ჩამოყალიბებულ იქნას სამ­ხედ­რო ლიტ. წრე, რომელიც აწარმოებს სისტემატიურ ლიტერატურულ სწავ­ლე­ბას. წრის ხელმძღვანელობა დაეკისროს კომისიის პ/მგ მდივანს ამხ. ბო­ბო­ხიძეს.
     3. სამხედრო კომისიის ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენს გაზ. „წითელარ­მი­ელ“-თან არსებული „სალიტერატურო ფურცელი“, რომელიც გამოდის დეკადაში ერ­თ­ხელ და აგრეთვე იმავე გაზეთის დამატება, „სამხედრო მწერა­ლი“, გამოვა თვე­ში ერთ­ხელ. აგრეთვე „სალიტერატურო გაზეთ“-ის ერთი გვერდი.
     4. კომისია ამზადებს და სცემს წელიწადში ორ კრებულს სამხედრო და თავ­­დაც­ვითი ლიტერატურული  შინაარსისას. პირველი ნომერი უნდა გამო­ვი­დეს [15] 23 თებერვალს, წითელი არმიის 15 წლისთავთან [აღსანიშნავად] და­კავ­შირებით. კრე­ბულის შედგენა და რედაქცია ევალება კომისიას პ/მგ მდი­ვა­ნის ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბით.
     5. საქ. საბჭოთა მწერლების კავშირის ქუთაისისა და ავტონომიურ რეს­პუბ­­ლი­კე­ბის განყოფილებებთან ჩამოყალიბდეს ასეთივე კომისიები, რომელ­საც ხელმძღ­ვა­ნელობა გაუწიოს საქ. საბჭოთა მწერლების კავშირთან არსე­ბულ­მა სამხედრო კო­მისიამ.
     6. წითელი არმიის ნაწილებში ჩამოყალიბდეს სამხედრო ლიტ. წრეები, რომ­ლის ხელმძღ­ვანელობისათვის საჭირო თანხები გამონახულ იქნას სათა­ნა­დო ორ­გა­ნი­ზა­ციებიდან (განსახკომი).
     7. ასეთივე მუშაობის ჩატარება დაევალოს საქ. საბჭოთა მწერლების კავ­შირ­თან არ­სებულ ნაც. სექციებსაც.
     8. მოეწყოს მწერალთა რადიოგამოსვლები, სადაც მონაწილეობას მიიღე­ბენ აგ­რეთვე ახალგაზრდა მწერლები წითელი არმიის რიგებიდან.
     9. საქ. საბჭოთა მწერლების კავშირმა მოაწყოს სისტემატიური საღამოები წი­თე­ლი არმიის ნაწილების კლუბებში.
     10. მოეწყოს მწერალთა სასახლეში სამხედრო კუთხე და დაარსებულ იქ­ნეს გა­სამხედროების წრე.
     11. სამხედრო კომისიას ევალება აღძრას საკითხი სამხედრო ლიტერატუ­რის გა­მოცემის შესახებ და უხელმძღვანელოს ამ საქმეს.
     12. სამხედრო კომისიის საჭირო თანხები გათვალისწინებულ იქნეს საქ. საბ­­ჭო­თა მწერლების კავშირის მომავალი  წლის ბიუჯეტში (?).