შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-636-6 – 1-2 აპრილი, 1932 წელი


1 აპრილი.

     მე [ვიდექი] მივდიოდი ოპერის თეატრის წინ, რუსთაველის პროსპეკტზე.
     აი, აფიშებიც ჩემი იუბილეის შესახებ. კარგია, რომ არავინ, არავინ მამ­ჩნევს. მე შემიძლია დავუგდო ყური, რაზედ საუბრობს ეს ზღვა ხალხი. გამო­იარა, მა­გა­ლი­თად, მანდილოსანმა. მან შეხედა აფიშას, მერე ამ საზოგადოებას - და ცნობის მოყ­ვარეობამ ერთ ადგილას გააქვავა, [კალათით ხელში საქ­მი­სა­კენ მიმავალი მშრო­მე­ლი ქალი. მის სახეზე აშკარადა სჩანს, რომ მას ძა­ლი­ა­ნა] რა კი აუცილებლად სურს შეიტყოს, თუ რაშია საქმე, და მიუბრუნდა იქ მდგომ ახალგაზრდას, ერთ ისეთ­თაგანს, [რომლებიც] ყოველ საღამო ხანს რომ ფშტვენით აყრუებენ [ტფი­ლი­სის] ჩვენი ქალაქის ქუჩებს:
     - შვილო, ვისა მარხავენ ნეტავი?
     - [დედი, აბა, როგორ ჩამორჩით ეს ძველი] ეეჰ, სულ დასახვრეტი ხართ ძვე­ლი ხალ­ხი, - [მკვირცხლად მიუგო] [გადიხარხარა] წარბ-მოხრით მიუგო ახალ­გაზრდამ, - [აბა, რომელ დამარხვაზე მეუბნები] რა უნდა აქ დამარხვას? [ოპე­რის თეატრთან] იუბი­ლეა!
     - რა ვიცი, შვილო, - დაშინებით თქვა მანდილოსანმა და სანამ თავის გზას გა­უდგებოდა, მე [მომმართა] ჩამილაპარაკა: - გადირია ხალხი, სწორედ გა­დირია. "ჯან" ღვთის წყრომად რომ ეყურება [და... ეეჰ, გაიქნია მან თავი და დარ­­ბაისლად წა­ვიდა. რანაირი] ასეთი ახალგაზრდობა გვეზრდება. თავს გაუ­ვი­დათ, ყოველ სიტყ­ვა­ზე ებერებათ ის წითელი ნესტოები. არა, მართლა. ნეტა­ვი ვის ასვენებენ ასე დიდის ამ­ბითა, ა? ამ გაზეთში კი (გაშალა რომელი­ღაც გა­ზეთი) არც ერთი სამგლოვიარო განც­ხადება არაა!
     ერთი გადახარხარება სიცოცხლეს მერჩია, მაგრამ თავი შევიკავე.
     - აი, დღეც ასეთი უნდა! მაშ, არავინ მომკვდარა, რაღა, - ვუთხარი მანდი­ლო­სანს.
     - იი, არავინ მომკვდარაო! როგორ გეკადრებათ, ყმაწვილო! - ჩაერია სა­უ­ბარში მეორე ქალი. დღეს რაღაც სასწაულია და იმის გამოა. ხვა­­ლინ­დელი გა­ზეთი ნახე შენა, რომ სულ ერთად გამოცხადდებიან  გუშინდე­ლი, დღე­ვან­დე­ლი და ხვალინდელი მკვდრები. (რუს მათხოვარს, რომელიც ბავ­შით ხელში მოგ­­ვიახლოვდა) რამ გაგამწარათ, ასე შემოდგომის ბუზებივით რომ მოედეთ სა­­ქართ­ველოს.  დაგიჭერიათ ბავშები და დადიხართ. კარგი, დაი­კო, გაიარ-გა­მოიარე და მერე მოდი.
     მეორე მანდილოსანმა წყენით მიმართა პირველს:
- დაჩვეულნი არიან მათხოვრობას. გაიარე, მაგალითად, ლაღიძის წინ, სა­­დაც ოდეს­მე ლიმონათი დაგილევია. შენ უსათუოდ შეჩერდები და მოისურ­ვებ, კიდევ და­ლიო. მიჩვევაა, შვილო, ყველაფერი.
     გამოჩნდა მეორე მათხოვარიც.
     - იჰ, გამეცა იქითა! - დაიძახა აბეზარს მოსულმა მანდილოსანმა, - არა მაქვს. უმუ­შევარი ვარ. გაიარ-გამოიარე და მერე მოდი. თქვენი პარტია არ არის, რომ იძა­ხის ღარიბ მუშასა და გლეხს გაუმარჯოსო. წადი და შენც იმათ მიმარ­თე, რაღა მე ჩამაცივდი!
     ასეთია, ხანდახან, მდგომარეობა ოპერის თეატრის წინ.
     [მეშჩანები, ობივატელები!] ასეთია დემოკრატია!

[2 აპრილი].
   
      აი, მაგალითად:
     - რაო, იუბილეო? - ეუბნება ცოლს ზარხოში ქოსა კაცი, - იუბილეში არ ვი­ცი, მა­რა კაი კამპანიაში ათ ლიტრასა დავლევ. ღმერთმანი.
     - დაიცა ერთი, დაიცა პატარა ხანს, - ეუბნებოდა ცოლი.
     - რაო? პატარაო? რა ვუყოთ მერე, რომ ტანით პატარა ვარ. ნაპოლეონი და კუ­ტუზოვი თუ დაბალი კაცები იყვენ, ვერ იყვნენ, აი!
     - სად გაილეშე ასე უღმერთოდ?
     - ღმერთი, აააა! ღმერთი მე მრწამს. მრწამს ერთი ღმერთი. ეხლა სხვაზე ვი­ლა­პარაკოთ.  გაუმარჯოს, გაუმარჯოს. იცოცხლე, შენც გაგიმარჯოს, მეც გა­­მი­­მარ­ჯოს. იცოცხლე, გაცოცხლოს... დალიე, მხეცი კი არავინ არის აქ. (ახალ­გაზ­რდა კაცს, რომელიც მის ახლო შეჩერდება) არა, რას მიყურებ, ბიძია?!
     - მე როდის გიყურებთ...
     - არა, რას მიყურებ, ბიძია, თუ ჩემს წვერებს ითვლი, მე გეტყვი: სულ არის თორ­მეტი ღერი. დათვლილი მაქვს შენმა მზემ.
     - ვაჰ! მე როდის გიყურებთ?
     - ...და თუ ბოლშევიკი  ხარ, ბიძია, ამასაც გეტყვი: პარტია, რომელმაც გა­ნი­­ცა­და დამარცხება და არ შესწევდა გამბედაობა, აღიაროს ეს, იდიოტების პარ­ტია იქ­ნებოდაო, ამბობდა ოდესმე კარლ მარქსი.
ახალგაზრდა კაცი დაშინებული მიდის და თან უკან იყურება.
     - სუს! ხმა ჩაიკმინდე, არავინ გაგიგონოს, - ემუდარება ცოლი.
     - განა გულით ვამბობ? - დამშვიდდა ქოსა, - მთელმა ქვეყანამ იცის ჩემი მე­ზობ­ლური, ძმური, ამხანაგური, ნამდვილად ბოლშევიკური მიდგომა მიმდი­ნა­რე [ეტა­პისადმი] ეტაპზე.
     და ბარბაცით წავიდა.
     [მეშჩანები, ობივატელები!] ასეთია დემოკრატია.
   
      აი, მაგალითად:
     - რა დიდებული [სახლია] შენობაა ეს ოპერის თეატრი. სწორედ მეფურ გე­­­­მოვ­­ნე­ბაზეა აგებული.  გვერდებზე ბაღი, წინ აივანი. შელესილი კედლები... რა სიმ­დიდ­რეა... გეგონება ცხრა მთას იქით გადამაფრინა რაღაც უცნაურმა ძალ­მაო. მერე რა­ნაირად უყვარს იარაღი...
     - ვის? გალაკტიონ ტაბიძეს?
     - ჰო, ჩვენს იუბილიარს (თითქო ყოველი დღე იუბილიარი არ იყოს), თოფი, ხმა­ლი, ხანჯალი, შუბი, ფარი, დამბაჩა, [მაუზერი].
     - თქვენი მტერი! მე ეხლავე მეშინია.
     - საშიში არრა არის რა. იარაღი უყვარს, რადგან ნადირობაც უყვარს...
     - ოოოო.
     - ნადირობა უყვარს ბაზიერით, ნადირობა მეძებრებით...
     - ნეტავი, როგორი გარეგნობისაა.
     - გალაქტიონი? წარმოსადეგი კაცია. ორმოცის ან ორმოცდა ხუთი წლისა. პირ­წითელი. მოკლე, მაგრამ სქელი წვერი აქვს, თვალები მუდამ ანთებული აქვს. პირ­ში ხუთი ადლის სიგრძე ჩიბუხი უჭირავს.
     - აბა, კაციც იმასა რქმევია, აი! ალბად, ამიტომაცაა, იუბილეის რომ უმარ­თა­ვენ, არა?
     [- ერთი სიტყვით...]
     - რა ვიცი, მას უმართავენ თუ სხვას. მონადირე კი ძალიან კარგია. ძაღ­ლიც კარ­გი ჰყავს. მისი საქმეა, რომ ამ ტფილისის არემარეზე ნადირს  ვეღარ­სა­და ნახავ, გინ­და წამლად გინდოდეს.
     [ვუგდებ ყურს ამ ამბებს და გაოცებასა ვარ. საიდან სად დაიბადება ამ­ნა­ი­რი გაუ­გებრობა. რომელი მონადირე მე ვარ]. მაშ ასე: ყოფილა ქვეყნად [კა­ცი] ხალხი, რო­მელთაც ჰგონიათ, რომ მე ზედმიწევნით ვიცი ნადირობის საქ­მე და წესები, ძირის-ძი­რობამდე შესწავლილი მაქვს ყოველნაირი ნადირო­ბის წიგ­ნი. ოო, ეს კარგი საქმეა; ჭა­ობებში დაბუდებული ის გველვეშაპი ვყო­ფილვარ, ზღა­პარ-თქმულება რომ მოგ­ვითხ­რობს. თუ ასე გსურს, დემოკ­რატიავ, შენი აზ­რი მართალია, სწორია, ნამდ­ვი­ლია, ბრძნულია. ნიჭიერი [კაციაო, ამბობთ თქვენ, პოეტი] კაცი იყო - ეს ერთია,  და ამ ნიჭით, თუნდაც მონადირეობის ნი­ჭით, სამშობლოსთვის დახმარების გაწევა - მეო­რე. აკი, [ამბობთ, რომ] მე მა­წერთ იმ [ამბავს] დიდ სიკეთესა, რომ ამ ტფილისის არე­მარეზე ნადირს ვე­­ღარ­სადა ნახავ, გინდა წამლად გინდოდეს.
     [ამ მწარე ფიქრებში რომ ვიყავი გართული...] გარეგანი შეხედულებით ეს [ახ­ლა] ამბავი საკვირველს არას წარმოადგენს, სრუ­ლიად არაფერს, და მის აზრს რომ ჩაუკვირდებით...