შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-532- 3 - 1932 წელი


1932. 3 დეკემბერი.
საუბარი [რაჟდენ გვეტაძესთან] (მასსექტორი).
1. საღამოს მოაწყობს მასსექტორი. დაახლოებით 13-14 დეკემბერს. მომხსენებლად არჩეულია დ. ნატროშვილი. მან უნდა წარმოადგინოს ტეზისები. ეს ტეზისები დაიბეჭდება და დაურიგდება კამათისათვის. ამ ჟამად ნატროშვილი აქ არ არის. უნდა მოემზადოს. ნატროშვილი უფრო ობიექტური იქნება, ვინემ არსენიშვილიო. არსენიშვილი ოპოზიციაში იქნებაო, ამიტომ მას არ მივანდეთ ეს საქმეო (მისი სისტემაა უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა).
2. იქნება სპეციალური ნომერი ლიტ. გაზეთისა 16 დეკემბერს (სურათი, ლექსები, წერილები).
3. პლენუმი მოეწყობა 20 დეკ., ჩემი საღამო პლენუმამდე. პლენუმს შემდეგ ნ. ლორთქიფანიძის საღამოები.
4. თითონ გვეტაძე არ არის მემარჯვენეებისაკენ (შ. დადიანი, ნ. ლორთქიფანიძე), არც უკიდურესობისკენ (ალი არსენიშვილი).
5. დამპირდა, რომ რაც შეიძლება, კარგად მოაწყობს საღამოს (მე იმედი მაქვს გრ. ცეცხლაძისა).

[თანახმა ვარ დასაშენებელ თუ ცალკე ბინაზე (3 ოთახი). (ივ. ყიფიანი, დ. თურდოსპირელი, ნინა კლდიაშვილი)].
დინარა. ქეთო და კოტე.