შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური -471-6 - 1932 წელი


1. არმიის რიგებში წარმოებული სალიტერატურო მუშაობა ვერ დგას სათანადო სიმაღლეზე. „წით.“ არმიის უკანასკნელი თვის კომპლექტების მიხედვით.
2. არაა გაშლილი „გადამჭრელი ბრძოლა სამხედრო-მხატვრულ ლიტერატურულ ძალების მხატვრული კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ (22 ოკტ., სალიტ. ფ.).
3. უდიდეს ნაწილს ლიტ. პროდუქციისას ლექსები შეადგენს.
4. ლექსებში არის იმ „ეტაპის რეციდივები“, რომელიც დიდი ხანია განვლო საერთოდ პროლეტარულმა ლიტერატურამ:
ა) თავისებური სამხედრო რევოლჲუციონური კოსმიზმი.
ბ) უსაზღვრო გრიგალების, ქარიშხალების, აღზნებების, და აფეთქების პოეზია.
გ) თემატიური სიღარიბე. რკალი.
დ) უგულებელყოფა სოციალისტური ქვეყნის მრავალფეროვანი ცხოვრების, და ბრძოლის კონკრეტობის ასახვისა.
ე) ზოგადი ჰიმნი შაშხანებსა და ქვემეხებს.
ვ) ზოგადი კრულვა „მტარვალებს“ და განყენებული „მტრისა“ - ვერ მისცემს მეომარს ვერავითარ წარმოდგენას მხატვრ. შემოქმედების საშუალებით მოცემულ საბჭოთა კავშირის და კაპიტალისტური უცხოეთის სინამდვილის სურათის შესახებ.
5. ლაპარაკია განვლილ ეტაპებზე (აქ ვისზეა ლაპარაკი? სტოპ!).

*
როგორ შეიძლება.
[როგორ შეიძლება მწერალთა კვალი...]
რა არის საჭირო, რომ შეიქმნას მაღალი მხატვრული კვალიფიკაციის ნაწარმოები?
1. უპირველეს ყოვლისა ნიჭი. იგი თანდაყოლილია, როგორც ხმა, სილამაზე, სიმაღლე ან სიდაბლე.

[ნიცშე]. ნიცშე და ვაგნერი.