შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-72 - 1932 წელი


გადაღმა. საისლე. იქითა გადაღმა. გაღმა. ტყე. ჩაკავებული. მეფისჭალა. კაპეტი. შარაშენიძისეული.
ხეები ბაღში: კახამბალი, ბალი, ქვიშნა, თხილები, ცაცხვი, კოპიტები, თელა, ალუჩები, მსხალი, კაკლის ხე, თუთები, ვარდის ხეები, სამი ქლიავი, სამი უზარმაზარი ვაშლი, ხურმა, ბროწეული, კომშის ხეები, ტირიფები.

*
მაგრამ აჭარას მოსწყინდა ყოლა,
მაგრად დაარტყა და გადაქანდა -
ყოველი ხოჯა, ყოველი მოლა,
ყოველი ბანდა და კონტრაბანდა.

*
მოშაირე არა ჰქვია, ვის დაუწყოს ლექსმან ლევა.
შ. რუსთაველი

აფოფინება. შენდა ნახელავად. ნახელავი.

*
[ახალი წელიც მოვიდა. ყველაფერი ჩა...]
ახალი წელი...
მოახლოვდა შვიდი იანვარიც. იყო კვირა დღე. ვემზადებოდი სასწავლებელში წასასვლელად და [რვა იანვარს ქუთაისში ვარ. გათენდა თუ არა] გულიც [აჩქარებით სცემს. მეუბნ.] გამალებული არ მასვენებს: მეჩქარება, საშინლად მეჩქარება ამხანაგებთანო. იმ დღეს საშინელი ქარი ამოვარდა, ეს იყო ზენა ქარი.

*
შესასვლელია.
ყოველი ბეგი, ყოველი...
საკავშირო მნიშვნელობის, ადგილობრივი მნიშვნელობის.
აჭარისტანის ზაფხული..
გადიტრუსება. ციტრუსი.

ჩემი შუადღე
[ისე მოეწყო ჩემი ცხოვრება - ]
ჩემი დღეების [ქალაქი და] [მიქანაობს] მიმოძრაობს ტყე,
[როგორც ყოველი] დღის მოძრაობის [აგავს] მსგავსი რაღამე...
[იყო] მქონდა ცისკარი, არის შუადღე, -
მოვა საღამო [და შემდეგ ღამე] და შუაღამე;
[მე ვესალმები] ჩემი სალამი დიდი დღის ალმურს,
ჰაეროვანი რომ [მოსავს] რთავს ღრუბლები...

*
[ვის არ ჰქონია] [გულსაც ჰქონია] [არა] ჩემს გულს მრავალი ახსოვს წამება,
დილა, შუადღე, [მერე საღამო] შემოღამება, და შუაღამე.

*
1. ([მე - პოეტი ვარ] ეს სახლი არის [ჩემი] ჩვენი თაობის,
ჩემი ცხოვრებაც დღის მოძრაობის გზაა - რაღამე -
დღესავით კაცსაც [ჰქონია, როგორც] მისდევს წამება:
დილა, შუადღე, შემოღამება და შუაღამე).

ვხედავ გზას, სადღაც [ჩიხში] ცაში შეთრეულს,
[ბაწრებზე ქარში მქროლავ თეთრეულს,]
ხევით გამოშლილ ღრუბლებს - თეთრეულს მზე არ იკარებს...

*
სმოლნი, აი უდიადესი სახლი დედამიწაზე.

*
გრიგალმა, რაიც ასე კარგია,
გადაარღვია ის ლეტარგია, და იგუგუნა.

2. მის წარსულს [მხოლოდ]
მძიმე ბორკილი ადევს
ბორკილი მხოლოდ.

თითქო პოეტს.
გუნა. ფუნა.

*
[არა ჩაის და ბამბის საკრეფად,
ერთი ადგილი გვაქვს შესაკრებად, ერთი ტრიბუნა.]
[გვეძახის [ველზე] ღამით თავშესაკრებად ერთი ტრიბუნა.
აი, ადგილი, ტრიბუნის წინა,
ადგილი [ვრცელი, ად.] ერთი.]

ჰაეროპლანით
არა ვარდის და იის საკრეფად,
გეძახისთ ერთად თავშესაკრებად,
        ჩვენი ტრიბუნა...

[ამ ტიტანს განა იფიქრებ სახლად]
[გვეძახის] სახლი ტიტანი - ვინა სთქვა სახლად,
იგი თამამად მიფრინავს მაღლა...
        [ძლიერი ფრთებით] ძალიან მაღლა.
მიუხედავად, რომ ღამე ნათევს,
[ფეხებზე მძიმე ბორკილად ადევს,]
        [ახლო წარსული]
        [წარსული დაღლა]
        [აჰა, მშობელი]
        [მიწა მშობელი.]
[თითქო [მე ვიყო] ის იყოს მხატვარი, შავი,]
[რომელმაც თვითონ თავისი თავი
        სიცოცხლის ძალით
გამოიძახა] როგორც...

[თითქო ის იყოს]
[თითქო [მხატვარმა] პოეტმა [მარად] უკვდავი
გამოიძახა თავისი თავი -
        მომავლის [იქით] [აქეთ] [მხრიდან] რკალით
[და მოიტანა] [მასთან დამარხულ] გამოიძახა
        სიტყვა ნაგრძნობი
[მასთან] მასში დამარხულ, მასში განგრძობილ
        სიცოცხლის ძალით.]

1. თითქო პოეტმა - მარად უკვდავი
გამოიძახა თავისი თავი
        მომავლის რკალით.
გამოიძახა სიტყვა ნაგრძნობი
მასთან დამარხულ მასში განგრძობილ
        სიცოცხლის ძალით.

[მაღლა. სულ მაღლა.]
[წავიდა მაღლა, ასცილდა კიდეც (კიდეს)
        გაწყობილს ზოლად]
[მხოლოდ აჩრდილებს]
იმ სახლებს, [სადაც] რომელთ [სიბნელე] საღამო მოდებს -
მხოლოდ ცოდვებსა და მხოლოდ ჭოტებს,
        აჩრდილებს მხოლოდ.]

წავიდა მაღლა, გასცილდა კიდეც
შეღამებული ქალაქის კიდეს
გაწყობილს ზოლად,
იმ სახლებს, რომელთ სიბნელე მოდებს
მხოლოდ ცოდვებსა და მხოლოდ ჭოტებს,
აჩრდილებს მხოლოდ.

ნეტავ ვინ აძლევს ნებას ამ ციგნებს,
სხვისი რითმებით რომ რთავენ წიგნებს.

მე გავჩუმდები, არ ვიტყვი რამეს,
თუ ხელოვნების ბრწყინვალე ღამეს.

*
[აქ მხოლოდ] ხშირად სიტყვაც კი ვერაფერს აგნებს,
[სხვა თვალთახედვით [თუ] როს უცქერ საგნებს,
        იგი საგანი]
როს სხვადასხვა მხრით ვუცქერი საგნებს,
        [მაშინ საგნების] [ამისდაგვარად]
საგანსაც რადგან, გახსოვდეს მარად,
[იცვლება სახე, აზრი და ფერი]
[ამ მინდვრებს ეხლა მა] [ამის მიხედვით]
[იმის მიხედვით] საგანს იქიდან ეცვლება ფერი,
[საიდან, რომელ მხრიდან] საიდან ხედავ, როგორ  უცქერი -
        იმისდაგვარად.

ხშირად სიტყვაც კი ვერაფერს აგნებს,
როს სხვადასხვა მხრით [ვუცქერით] შეხედავ საგნებს...
        გახსოვდეს მარად -
[რომ საიდან [ხატავ] და როგორ უცქერი -
ყოველი საგნის იცვლება [სახე და] ფერი
        იმისდაგვარად].
რომ ყოველ საგნის იცვლება ფერი -
თუ საიდან და როგორ უცქერი,
        იმისდაგვარად...

წარმოვიდგინოთ: ხარ სატანისტი,
არავინ გიყვარს, [არვის] არას განიცდი,
        გარს - ჯაგებია...
[შენი უდაბნო, გული ნამდვილი
[სხვისთვის უსახო, მაგრამ ნამდვილი]
სხვისათვის ძნელი, ჩემთვის ადვილი
        გასაგებია.]
[გზა ნამდვილი და არა ნამდვილი
სხვებისთვის ძნელი, შენთვის ადვილი
        გასაგებია.]
შენგვარი სული, ცივი და ბნელი,
შენთვის ადვილი, ჩემთვის კი ძნელი
        გასაგებია.

[შემდეგ დიდება...] [ან-და დიდება... რაა დიდება?]
[დიდებულ კაცის მე მერიდება,]
[მოჩვენებისაც კი მერიდება,
        ისე მახელებს,
და მემძიმება,]
[გიყვარს] შენ ხარ რეკლამა, გიყვარს დიდება;
მე მისი [აჩრდილის რომ] ლანდის არ მერიდება,
        მაგრამ [ისე] მახელებს;
[და მემძიმება უნებურადა]
[მის ტახტს არასდროს არ ჩავიბარებ,
პირიქით: მიმძიმს და მსწრაფლ ვიფარებ
        თვალებზე ხელებს.]
დიდებას ჩემთან მე არ ვიბარებ,
ის თვითონ მოვა, მე კი ვიფარებ
        თვალებზე ხელებს...

ვარ პიროვნება. მაქვს ჩემი ბედი
და [ჩემს] სიცოცხლეში არვის წინ ქედი
        არ მომიხრია.

მე [არავისი] ქედმოხრილი არა ვარ მონა,
[პირიქით] და აი, ჩემი ლექსების კონა
        სავსეა ამბით.
რომ მუდამ მქონდა [მოხუცთა] ეპოქის რიდი,
[რომ ვიყავ მშვიდი, თუმც ოქროს ვჭრიდი
        საკუთარ შტამპით.]
თუმც ოქროსა ვსჭრი და მუდამ ვსჭრიდი
        საკუთარ [შტამპით] ხელით.

[ლექსთა] [აქ ფორმის გზანი სახიფათონი,]
თუ თავის სტილის გახდი ბატონი,
და ფორმის გზანი სახიფათონი
        აღარ გაშინებს -
[იგი] შემდეგ ადგილებს უსწორმასწორებს,
დროთსვლასთან ერთად სცვლის და ასწორებს,
        აშალაშინებს.

[ტვინში მოძრაობს ერთი იდეა,
ის იკუმშება.]

უსაშინლეს გულშიც ხანდახან,
განცდის სიღრმეში უთუოდ ნახავ,
რომ გაიხსნება ვიწრო სარკმელი...
[რომ...]

ზამთარი
ზამთარი, ზამთარი!
არასოდეს არ ყოფილა
თოვლი ამდარი!

გასწიე
ფარდები:
[რას შევხედავ:]
ქარბუქია, თოვლის ბრუნავს
მილიარდები.

მივიარ,
მოვიარ,
ყველა მახლობელი გზები
დაუთოვია.

არც ღვინო
სასმელი,
არც სათბური გამაჩნია,
არც ფეხსაცმელი!

ზამთარი
ძნელია!
[სახარჯავი ფულიც]
ერთი კეცი მჭადიც ეხლა
შემომელია...

[არვინ მყავს] არც მოვა
კეთილი,
უნდა ვიჯდე ამ ოთახში
გამოკეტილი (კარჩაკეტილი).

არც ნავთი,
არც შეშა,
[ამ] სიცივემ ხომ მთლად მომკუნტა
და გამაშეშა.

[მიმსხვერპლებს
ავდარი...
ცხრაას ოცდათორმეტი წლის
მწარე ზამთარი].

[16. XII. 32]

[დაგიჟინია -
ეს ცხოვრებაო -
დაგიჟინია]
შენ დაგი-
ჟინია,
თანდათანობით [იცვლება] ათბება,
ნუ გეშინია!

[როგორც იცვლება]
რა როდის
იცვლება?
სთქვი ამდენი მოთმინება
თუ შეიძლება?

ნაჯახი
ხმოვანი
[მოიტა] აქ მომეცი: [მუხა დავსცეთ] ცეცხლი მოვსჭრათ
ათასწლოვანი.

[რა საჭიროა] კმარა ცდა,
[ცდა ათასჯერი] ასჯერი -
გამოზომე საბოლოოდ
და გადასჭერი!

[ეგებ გამოჩნდეს] ცეცხლი ჩნდეს
[მცნება მაღალი] [შუქ] მაღალი -
[და] რომ ცხოვრებაც წამოვიწყოთ
ახალთ ახალი.

ცისკარი №1. სალიტერატურო.

*
სად წავიდეს, [რომ] სად იშოვოს
[ათიოდ] სამიოდ სენი.

და კმაყოფილს წინ დაუდგამს
ხასი და ბრინჯი.

*
Сегодня 17-го ноября 1932 г. [един] первый раз Gall получил из голодного и хитрого союза писателей продукцию.

ციც. ციც.
Кукрениксы.