შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-67 - 1932 წელი


პარიზი.
გალაკტიონ ტაბიძე.
პირველი მაისის სიმფონია (დღე ინტერნაციონალის).
1932.

*
მე მიყვარს ძველი სიტყვა: „არული“,
ვარ მოხარული, ვარ მოხარული.

უცვლელი ნაწილები (Неизменяемые частицы)
§1. და. „И“ - „მე და ღამე“, „წვიმა და ქარი“ და სხვ., მაგრამ ნაწილაკი და ხშირია ცოცხალ ქართულ ენაში - სხვა მნიშვნელობითაც..
- ჰო და, იმას მოგახსენებდი...
- მე კი ჩემი დამემართა და!!
- ვა, მომშორდი და!?!
- მაშ, რა უნდოდა? - რა და მისი არგადარჩენა.
უკანასკნელ ოთხ შემთხვევაშიც ნაწილი და  - უცვლელია, მაგრამ ფრაზა შეიძლება შესდგეს უმისოდაც: „ჰო, იმას მოგახსენებდით..“, „მე კი ჩემი დამემართა!“, „ვა, მომშორდი!“, „მაშ, რა უნდოდა? - მისი არგადარჩენა“ და სხვ. პირველ შემთხვევაში კი ის აუცილებელია (მე და ღამე).
ლექსშიაც იშვიათად შედის რითმად ეს ნაწილი. საზოგადოთ, მხოლოდ უკანასკნელ ხანში მტკიცდება ერთმარცვლოვანი რითმა. მას არ აქვს დიდი ხნის ისტორია;
ნაწილი და კი უსათუოდ მომავლის მქონე რითმა გახდება, როგორც უაღრესად ცოცხალი ნაწილი ცოცხალი სასაუბრო ენის.
1. „კარგია ტბაზე ტყის ფოთოლი და
ხავერდისფერი ნაპირების ყდა“ -
2. ნეტავი ისევ ბავში ვიყო და -
ნეტავი მყავდეს შენნაირი და!
3. ბავშმა ცრემლები მოიწმინდა და
ამოიოხრა: [დამეხსენი] ვაჰ, მომშორდი-და!?!
ამნაირად: უცვლელი ნაწილი „და“, რომელიც წინად მხოლოდ სტრიქონში [იხმარებოდა] გვხვდებოდა (1. „ქვეყანაზედა და ზეცაზედ იყო დუმილი“. 2. „და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი“. 3. „ერთ ბედს ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ“. 4. „ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ღამე, მე და ღამე“!), გადავიდა სტრიქონის [ბოლოს] რითმად, ლექსის ტეხნიკის, სტრიქონის ტეხნიკის უაღრესად მნიშვნელოვან ადგილას.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ „ვეფხის ტყაოსანის“, „სარკე თქმულთა“-ს და თითქმის ყველა წინანდელი პოემის ყოველი ტაეპის მეოთხე სტრიქონი იწყებოდა ნაწილით „და“. ამ შემთხვევაში იგი თამაშობდა მხოლოდ აბზაცის როლს. ლექსის საერთო წყობას იგი არღვევდა ყოველთვის. ირღვეოდა ლექსის მუსიკალობაც (ყოველი მეოთხე სტრიქონი ერთი მარცვალით მეტი იყო წინა სამ სტრიქონზე).
„მიბრძანეს მათდა საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
ბროლ-ბალახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა,
და გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა“.
ასეა მთელი პოემის ყველა ტაეპებში (არ დაგავიწყდეთ, რომ „ვეფხის ტყაოსანში“, მგონია, 4.000-ზე მეტი ტაეპია).
უცვლელი ნაწილის „და“-ს, ტეხნიკური გამოყენების მიზნით, პირველად მე მივეცი ორგანიზაციული ალიტერაციის სახე („თემი“, 1912 წ., ახალი წლის ღამე). ჩემს ცდას მოჰყვა მიბაძვები, რომელთაც აბსურდამდე დაიყვანეს კეთილი სურვილით გამოწვეული ჩემი წამოწყება... (ცუდ მიმბაძველობაზე საზიზღარი არრა არის რა!).
[„დაბადებაში“] უუძველეს ქართველთა სამწერლო [ქართულ] ენაში კი ნაწილი „და“ განუზომელად დიდ როლს ასრულებდა (იხ. „დაბადება“). ცნობილი ლირიული „ქებათა-ქება“ სოლომონისა - სავსეა ნაწილებით: და, და, და.
სოლომონი მეფე იყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. თანამედროვე [ცოცხალი] ქართული ენა უკვე აღარ საუბრობს იმგვარად. მის კულტურულ-ისტორიულ ასპეკტში წითელი ხაზივითაა გავლებული: იძლევი ცოცხალ ენას!!
§2.-ც (-ცა) - „И“, „также“. ეს არის კავშირი. დედა-ც, დედა-ცა.
ყველა დადუმდა, დღით ფეთქავს რაცა,
დამშვიდებულა მიწაც და ცაცა.
(ი. ჭავჭავაძე)

„............................ დამაცა,
მაგისი დედაც, მამაცა!“
(ა. წერეთელი)

რითმისთვის ეს კავშირი იძლევა დიდს ახალ საშუალებებს (მაგალითები).
სხვაა ზმნა, ცა: მოიცა, დაიცა, მისცა, გასცა, სცა, ხატს გადასცა.

რეკლამა
რეკლამის პრაქტიკული მნიშვნელობა ყველასათვის ცხადია. ამერიკაში იგი უმაღლეს წერტილამდეა მისული, მილიონები იხარჯება რეკლამისათვის. საბჭოთა კავშირში რეკლამას დიდს პატივსა სცემენ: მას აქ სახელად ჰქვია პროპაგანდა-აგიტაცია პრესის თუ სხვა საშუალებებით. მხოლოდ პოეტებს არ აქვთ საშუალება, ისე გამოიყენონ რეკლამა, როგორც თვითონა სურთ. ეს ასეც უნდა იყოს.. მიუხედავად ამისა, რეკლამის ხერხები ღირსია უაღრესი შესწავლის, კლასიფიკაციის; კარგად გამოყენებულ რეკლამას სრულ გამარჯვებამდე მიჰყავს პოეტი. რეკლამის პრაკტიკული მნიშვნელობა უფრო ძვირფასია, თუ იგი იყენებს სულ ახალსა და ახალ მიღწევებს, ჯერ კიდევ უცნობს ფართო მასისათვის, ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ უარყოფილ იქნას ძველი ხერხები, პირიქით, ეს ძველი ხერხები უფრო უნდა დამუშავდეს, რა სწორედ მათზეა შესაძლებელი ახალ ხერხთა გამოგონება.
1. ბარელიეფს და ქანდაკებას აქვს ეს მნიშვნელობა (სესიაშვილი გიორგი).

*
უზარმაზარი, ასწლოვანი კაკლის ხის ფოთლებიდან ძირს [დაეცა] დავარდა დიდი და მსხვილი, მწვანე მუხლუხი, ბუნების მიერ მთლად ძვირფას ფირუზის [ფერ] თვლებში, თითქო განგებ, ჩასმული. იგი [ჯერ] რამდენჯერმე გადატრიალდა, და შემდეგ [თავისებური], ჩვეულებრივი ზლაზვნით, [მიიმალა ბალახებში. ასეთი მუხლუხო ხშირია კომშის ხეებზე, ალუბლებზე,] თითქო [ენერგიულად ზომავდა] გასავლელ სივრცეს ზომავსო, გასწია თავისი გზით. „აუცილებლად დღეს წვიმა მოვა“ - მძიმედ ჩაილაპარაკა უშგულამ. მერე რა თავდაუზოგავად ჭრიჭინებდენ ჭრიჭინები, მწარედ იკბინებოდენ ბუზები, გუნდ-გუნდად ირეოდენ ჭაობებზე კოღოები. უშგულმა მადიანად აიღო ცხელი მჭადი, რომელსაც გეოლოგიური [ხაზივით] დაღივით აჩნდა კაკლის ხის ფოთლის [დაღები] ხაზები, გასტეხა და მანანას ირონიით სავსე ღიმილით შეხედა. მანანა გაწითლდა, გაწითლდა.. მან დაინახა გატეხილ მჭადში, უნებურად ჩაყოლებული ქალის თმა. ეს პირველადაა, ეს არასდროს მას არ დამართნია.

*
ა ესე წიგ დ (ღ?) ეკუთნის უ თ დავითს ით - გიგიხია... (ვულგარული ხელია).
შემდეგ ხუცური ანბანი. მთავრული და ნუსხა (არის რამდენიმე ანბანი, რომელიც მე არ ვიცი). კარგი ხელია.
შემდეგ ნომერი (ალბად მონასტერის წიგნთსაცავის) №79. ეს წარწერაც კულტურულია.
ანბანს მისდევს წარწერა: „ანბანი სასწავლებენი ყრმათანი ვისაც სწავლა გინდათ“.
„გიორგის მ. ტაბიძე“ (ვულგარული ხელია).
„ესე ხელთ ნოსხას [ფილიმონ]... და სხვ. ივლიანე...“
„ცოდვილი მწერალი იესე“.
ყდის სიგრძე 14 სანტიმეტრი, სიგანე 10 სანტ.
ტექსტის სიგრძე 10 სანტ., სიგანე 7 1/2.
10 სიტყვა (საშუალოდ) სტრიქონში.
29 სტრიქონი გვერდზე (ზოგან 30).
106 გვერდია სულ (53 ფურცელი).
2.000 სტრიქონი (დაახლოებით) მთელ წიგნში.
20000 სიტყვა (დაახლოებით) მთელ წიგნში.
სწავლანი სულიერნი ღვთისა დარ... მარადისა ქრისტეს მიერ საყვარელისა სტოდიელთა.
 
ხელნაწერი სტოდიელთა
[გადამწერი] კალიგრაფი ეკუთვნის გადამწერთა უმაღლეს ტიპს, თუ ეს წიგნი გადაწერილია. ხელნაწერს ახასიათებს უმაღლესი და ულამაზესი ფორმა წერის. აქედან კალიგრაფიც უსათუოდ მაღალი ინდივიდუალობისა უნდა ყოფილიყო: [თუმცა] მაინც ჯერ ჩემთვის ცხადი არ არის, ორიგინალურია ეს ნაწერი თუ ნათარგმნი (გადაწერილია ის თუ პირველი ტექსტია, ე. ი. დედანი?).
1. ზომა ნაწერის - ძალიან წვრილია (очень мелкий).
2. სისხო შტრიხის - (очень тонкий).
3. Разгон почерка - (очень узкие буквы).
4. Наклон почерка: Косой с наклоном вправо 45°.
5. Степень связности букв (напряжение почерка): не связанные.
6. Нет никакой вычурности (украшение на буквах, на нижних окончаниях букв).
7. ნაბეჭდი გეგონება ან საწერ მანქანაზე გადაწერილი - შრიფტი.
8. არ არის არავითარი ნახატი.
9. არ აქვს ნუმერაცია.

*
1908. ათას ცხრაას რვა წელი - საგულისხმიერო თარიღია ქართული პოეზიის ისტორიაში. ამ წელს [სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა] საქართველომ იდღესასწაულა ღრმად მოხუცებული პოეტის აკაკი წერეთლის ორმოცდაათი წლის იუბილეი.
ათას ცხრაას რვა წელი, ვიმეორებთ, საგულისხმიერო თარიღია: ამ წელს სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა სრულიად ახალგაზრდა პოეტი - რომელმაც გამოსვლისთანავე [ბრწყინვალე ადგილი დაიკავა] ყურადღება მიიქცია არაჩვეულებრივი ტემპერამენტით, ლექსის ახალი ტეხნიკით. ეს პოეტი იყო...
[და მთელი მეოცე საუკუნის პოეზია, თავისი მიღწევებითა და ნაკლით, [უშუალოთ] მიმდინარეობს ამ პოეტის უშუალო ხელმძღვანელობით].
მოხუცი აკაკის იუბილეით და ახალგაზრდა პოეტის გამოსვლით...

ილია ერენბურგს
გზა-გზა -
   ტყე და ტყე,
      მთა-მთა -
         ტყე და ტყე,
მარად დღე
შენი [იყო] გვესმის წამება.
შენი ცისკარი,
შენი შუადღე,
შენი პარიზში შემოღამება.
 
ილია ერენბურგს
გზა-გზა, ტყე და ტყე, მთა-მთა, ტყე და ტყე,
მარად დღე [ შენი] ხალხის გვესმის წამება,
შენი ცისკარი, შენი შუადღე,
შენი პარიზში შემოღამება.
 
რა მწუხარება, რა ჩრდილის ღვარი
ახმაურებდა მაშინ სტრიქონებს?
(პარიზში მძლავრი ხმაურობს ქარი,
თითქო იმ მწარე დღეებს იგონებს).

შურისძიების [გკლავდა] მკლავდა წყურვილი
და ის წყურვილი ვერ მოვიკალი,
ცა შავად იყო შემობურვილი.
(ასწლოვან ხეებს არყევს გრიგალი).
 
ქვეყნად ბნელოდა. ცა მოიკუპრა,
წინათ გრძნობებით თრთოდა ხეხილი,
უფრო და უფრო, უფრო და უფრო,
უფრო და უფრო ჰქუხს ქარტეხილი.
 
ჩვენ პარიზში ვართ. ჩვენო ქართველო,
აქ სამუდამოდ ფრთა მოგვეკვეცა.
ნახავდე ნეტა, თუ საქართველომ
ვით შთაისუნთქა ხალისით ზეცა.
 
როგორ ეცვალა ხალისი მხარეს,
ჩვენი სურვილი როგორ ასრულდა,
როგორ დააცხრა ქვეყნიერებას
მეხის სისწრაფე იმ დასასრულთა!
 
გენახა, როგორ გაეხსნა ხელი
მაშავერს, ჭოროხს, არაგვს და რიონს,
[იგრძნობდი დროშას] განახვებ ბეჭედს, რომელიც მხარემ
მიანდო [სტალინს და] რჩეულს, [მეხს,] ერთს, გალაკტიონს.
 
ჩვენ პარიზში ვართ. მხარე სხვისია,
ჩვენ არაფერი არ [გვინდა] გვმართებს  სხვისი -
დავლიოთ ღვინო: თუ პარი[ჟ]ზია,
ერთხელ ჩვენთვისაც იყოს პარიზი!

ფეხს არ მოვიცვლი მე პარიზიდან.
სირცხვილით როგორ...
 
მალროს
მალრო, ახალგაზრდობა
ეშხით გიტარებია,
მალრო! უხმო ცხოვრება
ჩალას გიდარებია.
 
მალრო! მოღრუბლულხარ და
გამოგიდარებია.
გგზარებია დუმილი,
ომი არ გგზარებია.
 
მალლრო, დღენი პარიზში
ერთად გვიტარებია.
მალრო, გენაცვალე, რომ
პოეტი გყვარებია!
 
* * *
[მენატრება, [დღეებო,] წამებო,]
გამარჯვება, პარიზო,
უნაღარო, უბუკო,
მინდა, რომ ცოტაოდნად
[თავი შევიმსუბუქო] შეგიმსუბუქო. კარგია.

ეს გრძნობა სიბოროტედ,
გთხოვ, ნუ ჩამომერთმევა.
ირგვლივ გაზაფხულია,
ბაღს ვარდები ერთმევა.
პოვნა ახალ წყაროთა,
ნაბიჯის წინ გადადგმა.
არ იქნება, მგონია,
იმ ნათქვამის გადათქმა.
ვინც ღვინოს შეექცევა,
და ბოროტის მთქმელია,
მათთვის ზურგის შექცევა
აუცილებელია.
აპატიე, ევროპა,
პოეტს თავის გრძნობაში,
[ვინაც ასე] ვინ საშიშად შეტოპა,
ვაგნერიანობაში.

[შენ] ჩვენ, პარიზო, იცოდე,
არ ვართ მორალისტები,
შენ უმეტეს, ხმა გიყვარს
და ლამაზი სიტყვები.
[მე ქართლიდან მოველი,
იმ ქართლიდან, ვინც მიცავს,
და მცნობილობს, როგორც შვილს
თავის საუკუნისას.]
[მოდით,] დავჯდეთ, ვიმასლაათოთ,
სიტყვა ვთქვათ მოკვეთილი.
[თუ] გზა რომელი სჯობია,
ბოროტი თუ კეთილი?
ჰუმანიზმის საკითხი,
მორალით შებურვილი,
[დაღლილობა] მთლად დაღუპვა სჯობია,
თუ დაღუპვის სურვილი?

* * *
ჩამავალო მზის ფერადო კიდევ,
ჩემს ხსოვნაში არ წაშლილხარ კიდევ.
 
თითქო იქ, შორს, სამი დღეა, იწვის
მშვენიერი ფერდობები წიწვის.
 
ვეკითხები შენთა ხეთა ფოთოლს,
ასეთ რამემ უნდა შეგაშფოთოს?
 
ეს უბრალო საღამოა მთაში.
მართლა ცეცხლი რომ დაინთოს? მაშინ?
 
ჩამავალი მზის ფერადო კიდევ,
კიდევ ასე გეკითხები, კიდევ!

21. IV. 35

*
გულში მწუხარე ის მორევია,
რომელსაც გული ვერ მორევია..
 
მე იდეა მაქვს სხვა განაზრახი;
ვით სიყვარული, მძლე, ხელოვანი.
როგორც სიცოცხლე არა ნაძრახი,
როგორც სიკვდილი სახელოვანი.

სიტროენის გარდაცვალება
ყრმობისას მდიდარ ბაღში შეველი,
ვარდები დამხვდა დაულეველი.
[მე სიმღერებით ვიყავი იმ დროს
მილიონებში ხელის მრეველი.]
ვიყავ ამაყი და უძლეველი:
მილიონებში ხელის მრეველი.
 
* * *
რომ ქაოსიდან შექმნა წესრიგი,
აი, რა არის მართლა გმირობა.

*
1. Сначала пересмотреть Старую книгу и выбрать вещи - для кн. ЗакГиза.
2. Составить список ст.
3. Перебрать уже готовые переводы.
4. Перебрать для Москвы.
5. Для местных поэтов.
6. Общий список (оглавление!).

*
1. Отобрать 3-4 тысячи строк для ЗакГиза.
2. Отобрать 3-4 тысячи строк для ЛенГиза.
3. Закончить договор с ГрузГизом.
4. Дать Моск. издательству 3-4 тыс. стр.
5. Стихотв. о Сталине.
6. Подготовить к Больш. Вечеру.
 
*
П. Петренко - 200. В. Гаприндашвили - 500. Рюрик Ивнев - 500. В. Эльснер - 500. Г. Крейтан - 200. К. Богдановский - 200. С. Канчели - 100.
1.000 Московские (получили).
1.000 стр. в Москву. 2.000 здесь.
Из книги „Эпоха“. В. Гаприндашвили.
Условиться с Гаприн., насчет ст. Эльс.
С Агарели, насчет Груз. Гиза.
Бумага. Портрет.