შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-61 - 1931 წელი


*
წონაში მომტყუებელი.
3-16 - Грузводхоз. ზინო სილიკაშვილი.

*
არსენა ოძელაშვილი, ვაჰ, რა ბიჭია, დელია!
წელში წვრილი, ბეჭში ფართო, თეძოს თავი კი თხელია.
ბარათაშვილის გოგოსა აღარ შეაშვა ხელია.
ბარათამ კაცი გაგზავნა, ორი და სამი ღვდელია.
ჩემომეხსენი, არსენა, თუ გრწამდეს გამჩენელია.
თორემ ისეთ დღეს დაგაყრი, გიტირო მამის წვერია.

*
არსენა ოძელაშვილი, ვაჰ, რა ბიჭია დელია,
[ქეიფი იმას უყვარდა,]
[პურმარილისთვის, [კაი კაცობისა,] ძმობისთვის, სადღეგრძელოთა მთქმელია.]
[პურმარილისთვის, ძმობისთვის, ნამდვილი მარაბდელია.]
[გზებზე რომ სუფრას გაშლიდა,]
[პურმარილისა და ძმობის გამტანი მარაბდელია]
[ზეგნელი] [სხვა] ბარელი არვის ეგონოს, ნამდვილი მარაბდელია.
[პურმარილს არ უღალატებს, გზებზე სუფრების მშლელია.]
ქეიფი მისი საქმეა. რად [უნახული] უნდა გარდანახული
წითელი ნაფარეული და თეთრი კარდანახული.
გზებზე რომ სუფრას გაშლიდა: ხელადებს ცვლიდა ფიალი:
არსენა გაიძახოდა: დაასხი, ოხერ-ტიალი,
ეგების წაღმა ვიფიქრო ქვეყნის უკუღმა ტრიალი.
[დალიე, დამალევინე!]

*
არსენა ოძელაშვილი, ვაჰ, რა ბიჭია, დელია!
რა კი ყაჩაღად გავარდა, ნამდვილი მარაბდელია.
მისი ქეიფიც - ძველია: არ უნდა გადანახული,
მოვიდეს ნაფარეული, მოვიდეს კარდანახული.
გზებზე რომ სუფრას გაშლიდა, ხელადებს სცვლიდა ფიალი,
როგორმე წაღმა ეფიქრათ ქვეყნის უკუღმა ტრიალი.

არსენა ოძელაშვილი, ვაჰ, რა ბიჭია დელია.

*
За это мне могут прикрутить хвост.
 კინწურაშვილი ს., ინასარიძე გიორგი - ასოთამწყ.
1. ტელეფონი 31-56. კრილოვის ქ. №10. [გ. ტაბიძე].
2. როგორაა ოლია???
3. ლიტ. გაზეთი!!!
4. პროლეტ. მწერლობა!
5. გაიოზ დევდარიანი.
6. კლუბი თუ რა?
7. დავიწყოთ საღამო?

*
რატიშვილი კოტე, სალარიძე, სირაძე აკაკი, ჭირაქაძე ვერა, ჭილაშვილი ნიკო.
გიორგი ტაბიძე. მიხაილოვის პრ. ერთერთ ორ მაღაზიათ.
ცირკი. ტელ. 8-64. 31-56.
გასაბჭოების 10 წლის თავი.
 შტერაძე დარეკავს 9-12 საათზე.

*
25. ორშაბათს 21 იანვარს აპ. წულაძეს 20 პოეტი სტუმრადა ჰყავს. მიზეზი: სულგ., გოჭი, კაი ღვინო, ქეიფი. VIII.
 
ჭარელიშვილი იოსებ, ნუგეშიძე პეტრე, აბაიშვილი გიორგი, ჯაფარიძე კოწია.

*
შტერაძე. წამო, ვნახოთ ზოოპარკი.
 
დილაც კარგი, ზეცაც კარგი,
წამო, ვნახოთ ზოოპარკი.

იქ ლაპარაკობს, იქ ლაპარაკობს.
ბენიტო ბუაჩიძე. ბუაჩიძე.
 
*
დღეს უნდა გადავვარდე,
თორემ ცუდ ხასიათზე ვარ.
დღეს. დღეს.
უსათუოდ.
შეგიძლიათ??

*
ბერიკაციშვილი.
 Вознесенская 7. ჭიჭია ნამიჭეიშვილი.
უცხოელთა განყოფილება ტფ. აღმასკომში.
შარაშიძე ჩიტო. ხელაძე ლუარსაბ.
ტატიშვილი იოსებ. „ენი კენდ“.

თავდგირიძე ნიკო.
სუტჩიანი პეტაშ. მაწუხებს. კავშირის წევრი.
„ჟურნალის გამოსვლამდე“.

[მენშევიკი ჟორდანია. აბაშელი.]
სონღულაშვილი იროდიონ (მუზეუმი).

*
სალიტერატურო თეატრი.
პრინციპი: ახალი გზების მონახვა, [დაბრუნება] უკეთესი გზების მონახვა. დაბრუნება უბრალოებასთ.

ჩვენ დავაფუძნეთ კოლეკტივი.
გარედ და შიგნით.

*
ამხ. გაიოზ!
უღრმეს მადლობას გიცხადებთ იმ [დახმარებისათვის] [დაფასებისათვის,] რომელიც თქვენ ჩემდამი გამოიჩინეთ. მთელი [10] ათი წლის განმავლობაში არავის ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია.

ამხ. გაიოზ. უღრმეს მადლობას გიცხადებთ იმ დაფასებისათვის, რომელიც თქვენ ჩემდამი გამოიჩინეთ. ათი წლის უმუშევრობა, სისტემატიური დევნა, რომელიც არაფრით არ დამიმსახურებია, უბინობა, შიმშილი, აღმაშფოთებელი ცინიზმი (რომელიც აკვირვებდა ყველას), წააქცევდა მე კი არა, დევსაც კი, აპა.

*
1. შემოვიდა მუშა და მოიტანა კიტრი სასადილოში, სთხოვა გაერეცხათ.
2. დააკლდა ფული.
3. მოუტანეს <ჟა...> კ.

ქუთაისი: ასსოციაცია მწ.; ფილიპე.

*
გულში იმავე გრძნობით ბრუნდება და მოლოდინი,
რომ არა ერთხელ აგუგუნდება დედამიწაზე.
აჰქი...

*
ქუმსიაშვილი. ვაშა.
1. ფინანს.; 2. მატება. 3. კადრი.
არასდროს არ გამოცხადებ.
ჯორბენაძე და შიუკაშვილი და ექ. ჩიქოვანი ერთად ცხოვრობენ.
მაყაშვილის ქალიშვილი.
ჟამიერაშვილი. გუდიაშვ.
Вознесенский.

*
შესავალი პოემისა „რევოლიუციონური საქართველო“.

რევოლიუციონურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს,
უდიდეს თავის ნებისყოფით, გმირულს, უაღ...

*
1. უფ. ქოჩაშვილი.
ანასტასიევის ქ. №6. შალვა ნუცუბიძე.
კარანდაში.
ვალიკო კანდელაკი. I ბარნოვის ჩიხი №8.