შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-556-1 - 1930-იანი წლები


ჩემი ბავშვობის დროის [შთაბეჭდილებანი სოფლის შკოლაში, სოფლის სასწავლებელში] მოგონებანი სასწავლებლებშიც და სემინარიაშიც საშინელზე უსაშინლესია. ისე ბევრი გამოვცადე იქ დამცირება.

*
მისი სიტყვა ყოველთვის მხურვალე სიტყვაა. იგი მიდის ჩვენი ლიტერატურის სიბნელეში ფაკელით ხელში. მას უნდა დავუგდოთ ყური გაფაციცებით. მასში არის აღტაცება ბრძოლის, სიხარული მომავალი განათავისუფლების და რევოლიუციონური ზეშთაგონება. იგი მქადაგებელია ახალი, უმაღლესი ლიტერატურული ცხოვრების. ყველა მისი გრძნობები დაჭიმულია, სიმებივით... საქართველოში რევოლიუციის გამარჯვების შემდეგ, რომელიც სიამაყით უნდა ავსებდესს მას, კიდევ დარჩენილია ლიტერატურული, დაწყევლილი ბორკილები, რომლის ჩამოშორებასაც სცდილობს მისი მოწინავე ნაწილი.

*
სოციალიზმი შემდეგ შეცვლის კაცის [ხასიათს] ბუნებას.
სულ სხვა იქნება მომავალი ადამიანი.
უზრუნველობა, დამშვიდება, უდარდელობა შესცვლის...

Физика и География.

*
1. უზრ. კ.: ვ. ვაშაკიძე, ი. ბახტაძე, ტ. მახარაძე.
ლექსი გაზეთის: „პაციფიზმი“. თუ საჭირო იქნა განმეორებით შუამდგომლობა.
სია პროლეტარულ მწერლების ასსოციაციის წევრებისა.
ბეჭდვ. განყოფ. და საქმ.
სახელგამის გამგეობის წევრები: ბ. ბიბ., ნ. მიწ.
კომუნ., მუშა, ჟურნ. და რედ.
მოსე გოგიბერიძე, მნათობი.
მემარჯვენეობის შესახებ.
ქართული წიგნი.
სია ამერიკ. კომ.
კარგი სიტყვაა ტემპი.