დღიური-628-10 - 1929 წელი
სიტყვა სიტყვით ასეთი საუბარი იყო ხელოვნების სასახლეში:
ჯერ [გავიდნენ] გაიყვანეს დარბაზიდან ნ. ლორთქიფანიძე და სხვები.
მე: - თქვენ გითქვამთ, ბენიტო, რომ საქმე გაქვთ ჩემთან.
ის: - ჰო, გალაკტიონ, საქმე, აი, რაშია, ჩვენ პლენუმი გვაქვს შაბათს; ჩვენი მიზანი არის, იყოს ჩვენთან მთელი ქ. ლიტერატორების მემარცხენე მიმდინარეობა. ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის და მისი ლიტერატურის საერთო მდგომარეობა. თქვენ იცით ნ. მიწიშვილის მოხსენება?
- არა, არ ვიცი.
- აი, ეს მოხსენება. მან წაიკითხა ეს აქ - მწერლებში: იგი ამტკიცებს, რომ თანამედროვე მწერლობაში არავითარი თანამგზავრული ლიტერატურა არ არის. მთლიანად მთელი ქართული მწერლობა კონტრ-რევოლიუციონურია, ამითი მას სურს დაისაკუთროს პირველი თანამგზავრობა. [საშინელი] ის თანამგზავრი კი არა, პიროვნებაა, რომელმაც დაღუპა მთელი საქმე... არავის მაგის თანამგზავრობა არ სჯერა.
ბენიტომ მიჩვენა კარგა მოზრდილი რამდენიმე თაბახი რემინგტონზე ნაბეჭდი ქაღალდის. ეს იყო მიწიშვილის მოხსენება. მე ის არ გადამითვალიერებია. მე ვენდე ბ. სიტყვას.
- ეგ მართალი არ არის, ჩემს შესახებ მაინც, - ვთქვი მე, - საზოგადოთ მე ვიცი მაგათი პსიქოლოგია. მე მაგათთან არ ვმუშაობ 1922 წლიდან. მე ვმუშაობ მნათობში. წინა ხანებში ის იყო რევოლიუციონური ჟურნალი. ეხლა არ ვიცი, რა არის. ჩამოვშორდი რამდენიმე თვეა.
- რა თქმა უნდა, მართალი არ არის იგი შენს შესახებ. საქართველოში პირველი თანამგზავრი ხარ შენ. არიან კიდევ სხვა თანამგზავრებიც. აქ არ ჩაითვლება რობაქიძე, არც მიწიშვილი, არც ტიციანი, არც სხვა, მაგრამ ვინაა მაშინ თანამგზავრები?
- მე არ ვიცი.
- საქმე, აი, რაშია. უნდა მოინახოს რაიმე საერთო ნიადაგი საერთო მუშაობისთვის.
- მართალია.
- მოველაპარაკოთ ამხანაგებს, - აქ ჩამოთვლილ იქნა რამდენიმე, - ჩვენი დასაყრდნობი იქნება რაიმე განცხადების შემოტანა პლენუმზე.
მე დავთანხმდი, თუმცა განვაცხადე, რომ ერთი დღე ასეთი დიდი საქმისათვის საკმარისი არ არის. ვეცდები-მეთქი, ვუთხარი და გამოვედი.
კარებთან დამხვდა შ. რადიანი. - შეთანხმდით? - მკითხა მან. - დიაღ, - ვუთხარი. - წერილს ვინ დასწერსო. - ან ჩვენ, ან სანდრო... ეგ ვნახოთ-მეთქი, ვუთხარი.
სახელგამში შემხვდა სანდრო და დავუწყე ლაპარაკი, მაგრამ ამ დროს მოვიდა ტიციანი. ხვალ უსათუოდ ვკითხავ.
საინტერესოა, რითი დათავდება ეს ამბავი..
თუ ავანტიურაა? მაგრამ არა!
1. [ვასო გორგაძე]. 2. სან. შანშიაშვილი. 3. ლეო ქიაჩელი.
„ეპოქა“. Галактион Табидзе.
ანიკო, მარიკა.
პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის პლენუმს
ძვირფასო ამხანაგებო!
[მიიღეთ ჩვენგან მხურვალე სალამი] [ვუძღვნით ჩვენს ამხანაგს, პროლეტარულ მწერლებს. ასოციაციის პლენუმს].
პროლეტარული რევოლიუციის 12 წლის თავზე, ქვეყნის რეკონსტრუქციის პერიოდში, როდესაც ხელოვნების საერთოდ და განსაკუთრებით ქართულ ხელოვნების წინაშე სდგას არა ერთი და ორი საპასუხისმგებლო საკითხის გადაწყვეტის პრობლემა (მაშინ, როდესაც არავითარი მხარე ამ საკითხში პრობლემატიური არ [არის] უნდა იყოს). [ჩვენს მ].
ორგანიზაციულად, აკტიურად ჩაბმას სოციალისტურ მშენებლობაში.
ეპოქა სოციალისტური რევოლიუციის.
1. ვ. გორგაძე. 2. გ. ტაბიძე. 3. ს. შანშიაშვილი. 4. დ. ლიხელი. 5. ვ. გაბესკირია. 6. [გ. ქუჩიშვილი].
შალ.
Роте Фане.
Привет трудящимся Востока от чистого сердца товарищи.
ГалактионТабидзе
ყოველთვის სჯობია, რომ საქმე მარადის იყოს სვიანიო.
Г.Табидзе