შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-587-10 - 1929 წელი


საღამო
Нужен твердый план вечера. 5 и 6 октября.
სალიტერატურო საღამო:
1. დეკლამაცია ლექსების (პიესის მსგავსად): 1. კაპიტალისტური ომის წინააღმდეგ - 1914. 2. მშენებლობის წინააღმდეგ 12 ლექსი.
2. მუსიკა: 1. მ. ბალანჩივაძე, 2. ზ. ფალიაშვილი. 3. არაყიშვილი, 4. მეღვინეთუხუცესი.
3. ხორო - ვ. კალანდაძისა.
4. კინო - ალიოშა წუწუნავას ხელმძღვანელობით ან სხვა რომელიმესი.
5. ბალეტი - სერგეევის ხელმძღვანელობით.
6. რადიო – ტფილისის რადიო-სადგურის ხელმძღვანელობით (მ. ქორელი).
7. მხატვრობა - დ. კაკაბაძის‚ ვ. გახოკიძის‚ ლადო გუდიაშვილის‚ ირაკლი გამრეკელის ხელმძღვანელობით.
8. მოხსენება - რკალიდან „გალაკტიონი რადიოთი“ ან სხვათი.
9. საერთო ხელმძღ. - შალვა დადიანი.
10. ლექსების კოლეკტ. კითხვა - მასწავლებელთა ხელმძღვანელობით.
11. ფიზკულტურა - ფიზკულტურის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობით.
12. იუმორისტ. განყოფილება - რესპუბლიკის ს. მს. ნ. გოცირიძის‚ შალვა აფხაიძის და სხვათა ხელმძღვანელობით.
13. საკონფერანსიო განყოფილება - ვასო პატარაიას ხელმძღვანელობით.
14. განათება‚ ტანისამოსი - თეატრის ოფიც. წარმომადგენლის საშუალებით.
15. აფიშები‚ ფოტოსურათები და სხვ. კინოს‚ ფოტოგრაფიის - ჟვანია‚ ჩლაიძე და სხვ. საშუალებით.
16. სიმფონიური ორკესტრი - ივ. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით.
17. აღმოსავლური მუსიკა - სპეციალისტის ხელ.
18. თეატრი‚ მაყურებელთა დარბაზი - მასკარადი‚ კარნავალი და სხვ.‚ რაც გამოყენებულია დემონსტრაციებზე წინად! ლიტერატურული ფენები! ამას უნდა სპეციალური გამომგონებელი.
19. ქანდაკებანი? ცოცხალი სურათების განყოფილება.
20. წესრიგისა და სხვ. ადმინისტრაც. განყოფილება.

არნო აფიშაზე. სკრიპაჩი სოლისტი.
ოვ-ის ხელმძღვანელათ მთელი არიფებია საჭიროა.
ანონსი? პროგრამა საჭირო არაა‚ როდესაც იქნება კონფერანსიე.
ვინ გააკეთა აფიშები?
ნუ დაიკარგება კორეკტურები, მჭირდება.
5-6. ამ ხნისათვის შეიძლება იყოს „ეპოქა“.
პრ. მწერ. ასსოციაცია. „მნათობი“, „ქართ. მწერლობა“.
მგალობლიშვილი. ცელმსი?
მომხსენებლები: ფ. მახარაძე? თ. ჟღენტი?
ეპოქა დაურიგდებათ? ეპოქის შესახებ წერილი.
უნივერსიტეტი? სასწავლებელი? აღმასკომი?
პლანი. ორგანიზაცია სხვა დანცსიკვების საქმეა.
„ლიტოგრაფია“-ში.
„მორბენალაძენი“. სიგუა და სხვ. ბახტაძე. ტელეფონები.
ერთი ორასი მანეთი გამომიგზავნეო.
ტანისამოსია <...>. „კრისტალური პიროვნება“.
ამერიკან.
ვინ გააკეთა ეს აფიშები?
სოლოლაკის 7. [რადიო]. დარბაზი. არეშიძე.