შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-27 - 1928 წელი


გალაკტიონს

პოეტი ხარ? რას უმღერი?
რა არს შენი ამოცანა?
განა გესმის შენ ამ ქვეყნის
დევიზი და გამოცანა?
თუ რომ გესმის, გენაცვალე!
იქ სწერია ამოცანა.
დროშაზე თვითონ სწერია,
ან სიკვდილი ან გატანა.

*
თავს გაუვიდა! ყოველ სიტყვაზე ებერება ის წითელი ნესტოები!!!
ბერავს ნესტოებს.

Шамше Лежава.

ცისფ. ყანწები
წინად არ იყო რევოლიუცია,
ისინი იყვენ სულ მყრალი ლეში.
რევოლიუციის შემდეგ გაცოცხლდენ,
რომ მათ დაერქვათ ცოცხალი ლეში.

*
წინად არ იყო რევოლიუცია.
ინტერნაციონალური ორგანიზაცია. ლიტერატურული.
სადაა ვაშალომიძე?

*
„თუ ჩვენს დროშას აწერია:
ან სიკვდილი ან გატანა!“

სპარტაკიადა.
ძვირფასია ყველა.
შამშე ლეჟავა.
ნეგრი, დავაი, დავაი ვსიო, ვსიო მნე დავაი. და-და-და.

*
Большая Садовая, д. №8, кв. 3. ტელ. 5-01-88.
გალ. ბეჟანიშვილი. <ტატიშვილის> ლამაზი ქალით.

*
თქვენ გახსოვთ, როდესაც მე წავედი აქედან - თქვენზე ხმები იყო გავრცელებული, რაღაც საშინელი - დაიღუპაო და სხვ. როგორც სჩანს, არ დაღუპ.

*
წერილები: 1. ფ. მახარაძის, 2. მ. ცხაკაიასი, 3. შალვა ელიავასი, 4. თენგიზ ჟღენტის, 5. გრ. რობაქიძის, 6. პაოლო იაშვილის, 7. ვალერიან გაფრინდაშვილის, 8. კოლაუ ნადირაძის, მ. კახიანის, ვ. ბახტაძის, მ. გოგიბერიძის, ი. გრიშაშვილის, ტ. ტაბიძის, გ. ქუჩიშვილის, იასამანის, სანდრო შანშიაშვილის, ალ. ქუთათელის.

ტეზისები სალიტერატურო გამოსვლებისათვის.

მოსკოველი.
მოსკოვი. მოსკოველი. მოსკოვური. მოსკოვისფერი. მოსკოვისდარი. მოსკოვისებრი. მოსკვარეკა.
დარეკავ. 3-66-89.

*
მშვიდობით <მიხაკო!>
როგორც შენი წერილები, მზე გამინათებს, მე მიხარია, გამარჯვებულო, მსოფლიოში გამრჯვებულო <შორ.>.
<მშვიდობით.>

*
დელეგატები: ნეგრი, ამერიკანელი, ინგლისელი ქალი.
საუცხოვო რამე.

ინჟენერი კაციტაძე.
3-66-89. ფ. ქავჟარაძე.