შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-637-5 - 1923 წელი


     წაიკითხავენ სამსაჯულოს წინაშე. სარას დედას სულ ცოტა წარმოდგენა ჰქონ­და კონსერვატორიის მოთხოვნილებებსა და ადათების შესახებ. მისმა ქა­ლიშ­ვილმა ზე­პირად იცოდა ლაфონტენის იგავ-არაკი „ორი მტრედი“ და დე­დამ გადასწყვიტა, რომ ეს სავსებით საკმარისია. ბავში ავიდა ესტრადაზე, მაგ­რამ როგორც კი დაიწყო:

                             „Deux pigeions s’aimaient d’amour tendre:
                             L’un d’eux s’nniyait au logis...“

     ბ-ნმა ობერმა [დაუძახა მას] შეაჩერა იგი და თავისთან მიიწვია: „კმარა, კმა­­რა, ჩე­მო პატარა! მოდი აქ". ბავში მივიდა გაბედული და გამბედავი სახით: იგი იყო გამხ­დარი და ფერმკრთალი ბავში, დიდი მომწვანო და ნათელი ღრმა თვა­ლებიანი; მი­სი პატარა სახე მეტად გონიერად იცქირებოდა.
     - შენ გეძახიან სარას? - დიაღ. - შენ ებრაელი ხარ? - დაბადებით, დიაღ,  მაგ­­რამ მე მონათლული ვარ. - ეს მონათლულია, - მიუბრუნდა ამხანაგებს ბ-ნი ობე­რი... ასეთი მშვენიერი ბავში რომ მონათლული არ იყოს, ეს მეტისტემად საწ­ყენი იქ­ნებოდა. მან მშვენიერად წაიკითხა თავისი იგავ-არაკი ორი მტრე­დი­სა. - ეს უნდა მი­ვიღოთ.
     ბავშმა დაიწყო მეცადინეობა კონსერვატორიაში ჯერ პროვასტისა და შემ­დეგ ბ. სანსონის ხელმძღვანელობით. საუცხოვო შკოლა დიქციისა და ფერ­ვა­ლების ამ მას­წავლებლის ხელში წაუშლელი სახით დარჩა მომავალში უდი­დე­სი მსახიობი ქა­ლის თამაშში.
     სარა ბერნარმა ჯილდოთი დაასრულა კონსერვატორია და შემდეგ შევიდა სცე­ნაზე Comedia Francaise-ში - იფიგენიის, ატალიის, ვალერიას, ჰენრიეტას და სხვა კლასიკური [პიესების] რეპერტუარის როლებში... პირველადვე იфიგე­ნი­ის როლ­ში იგრძნეს მსახიობი ქალის დიდი ნიჭი, თუმცა წარმოდგენილი არ ჰქონ­და მი­სი უბრწყინვალესი მომავალი,  მაგრამ ამ თეატრის სცენაზე სარა ბერ­ნარი დიდ­ხანს არ დარჩენილა. [გადმოგვცემენ ამბავს, სარა ბერნარმა] მან სილა გაარტყა ამ­ხანაგობის ერთერთ ინტრიგან წევრს: ქალები ხომ  არავის [არა­ფერს არ] აპა­ტი­ვე­ბენ შეურაცხყოფას. სარრა ბერნარი გადავიდა თეატრში Gim­nage, სადაც ბედი მას ნაკლებად მფარველობდა. ერთ მშვენიერ დღეს იგი თე­ატრში არ გამოცხადდა, თუმ­ცა აფიშებზე აღნიშნული იყო მისი სახელი და გვა­რი. გაგზავნეს მასთან კაცი, სარ­რა სახლში არ დახვდათ. მთელი პარიზი შეს­­ძრეს,  მაგრამ იგი ვერსად ვერ იპო­ვეს. გაზეთები ახმაურდენ: ერთნი ამ­ბობ­­დენ, რომ სარა ბერნარი ამერიკაში გა­ემგზავრა, ზოგი დანამდვილებით წერ­­და, რომ სარა ბერნარი ბრიუსელშია. ზოგი ირო­ნიით ამბობდა, რომ სარა ბერ­ნარი არც მოშორებია პარიჟს, რომ იგი მხოლოდ იმა­ლება „ყვავილოვან ბუ­­დეში“. სანამდე რეპორტიორები მის კვალს მიაგნებდენ, მშვი­დობიანად მი­ირთმევდა ფორთოხლებს მანსანარესის ნაპირებზე; ის ის იყო და­იწ­ყო მაშინ ფორ­თოხლის სეზონი.
     ეს და ამნაირი [სხვა] გამოსვლები ხელს უშლიდენ სარას მოწყობილიყო ცო­ტათ თუ ბევრად ხეირიან თეატრში. აი, სწორედ მაშინ გამოსცადა მან ნამ­დვი­ლი „ქავილი“ სცე­ნისა, რომელიც ყველა მსახიობებისათვის აუწერელი წა­მე­­ბაა. ბოლოს, მოთ­მი­ნე­ბიდან გამოსული სარა იძულებული გახდა სცენაზე ეთა­­მაშ­ნა ფსევდონიმს ქვეშ. ზო­გიერთმა თეატრის კრიტიკოსებმა, რომელ­თაც ვერ იცვნეს სარა ბერნარი, დიდი ქე­ბა-დიდებით მოიხსენიეს [იგი] მშვენი­ე­რი მსახიობი ქალი მონოლოგის სწორი და მე­ლოდიური წამოთქმისათვის. ამის შემ­დეგ სარა მღეროდა დუეტებს ქ-ნ იუგალდ­თან ერთად და მონაწილეობდა მომ­ღერალთა გუნდში.
     1867 წ. 14 იანვარს იგი გამოჩნდა ოდეონის სცენაზე, სადაც იგი შეიჭრა ცო­­­ტაო­დენი ძალადობით, [რადგან] ერთი დირეკტორთაგანი - ბ-ნი შელლი, წი­ნააღმ­დე­გი იყო, მაგრამ მეორე დირეკტორს მეტად მოსწონდა სარა. იქ მი­უ­ხედავად ძლიე­რი კონკურენტებისა, საზოგადოების მთელი ყურადღება მიქ­ცე­ული იყო სარა ბერ­ნა­რისაკენ. მომაჯადოებელმა ხმამ და შეუდარებელმა დიქ­ციამ აღტაცებაში მოიყ­ვა­ნა კლასიკური რეპერტუარის მოყვარულნი. სარა ბერ­ნარი ოდეონის სცენაზე დარ­ჩა 1867 წლიდან 1872 წლამდე, შექმნა დიდ­ძა­ლი როლები, როგორც, მაგალითად, კორ­დელია - მეფე ლირში, ზანეტ­ტოსი - კოპპეს პიესაში; როდესაც იგი გამოვიდა დიუ­ბუას „ფლორენციელი მომღე­რა­ლის“ როლში, როდესაც...