შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-630-6 - 1922 წელი


- საითკენ მიდის საქართველო? - ამ კითხვაზე მათ...

მკითხველის წინაშე ბოდიშს ვიხდით: ჩვენ ვსდუმდით! აზრადაც არ გვქონია [რო­­დისმე პასუხი გაგვეცა უპასუხისმგებლო პირებისთვის] ხმა გაგვეცა იმ ავან­­ტიუ­რისტებისთვის, რომელთაც საუკეთესო პასუხი [სრულიად საქარ­თვე­ლოს მწე­რალთა კონფერენციამ] რევოლიუციამ გასცა: ისინი გარეკეს „სხვა­დასხვა  მი­ზე­ზების გამო“ [მწერალთა კავშირიდან ისე] საქართველოდან ისე, რომ ვერასდროს ვე­ღარ დაბრუნდებიან. [ისინი ჩაკეტილნი არიან თავიანთ „ქი­მერიონში“ და სცემენ მა­თი კლიენტების და სპეკულიანტების გასართობ გა­ზეთებს. [„ქიმერიონის“ „პოვ­რე­ბი“, ალბად, სიამოვნებით კითხულობენ] და ქი­მერიონის პოვრებისთვის. ამ გა­რე­მოე­ბით გაბრაზებულნი მათ შესაფერი [სას­ჯელი მიუსაჯა] სახელი დაარქვა სა­ზო­გა­დოებრივმა აზრმაც: ავანტიუ­რის­ტები და ამ იარლიკით შუბლზე [გაისტუმრა] გა­რეკა ისინი "ქიმერიონში" - ჩა­კეტა იქ ძლიერ მაგრად კარები. [ამაოდ ფორთხავენ სა­ცოდავები.] მათ შეუძ­ლი­ათ, იყვენ ფუტურისტები ან სიმვოლისტები და რა არ გინ­და, მაგრამ მხო­ლოდ რესტორან "ქიმერიონის" წუმპეში იფორთხებენ, [ამიერიდან საშ­ვე­ლი არ არის მისთვის, რა დღიდანაც გამასხარავებული სიტყვებით იხსენი­ებენ], სა­­დაც უცხოელ სპეკულიანტების წინაშე ამასხარავებენ საქართვე­ლოს, ქარ­თველ ერს, მისი კულტურისა და პოეზიის საუკეთესო წარმომადგენლებს. ვინ არიან ეს ვაჟ­ბატონები? - ენაბლუ ორატორი და ლიტერატურული საჭუ­რი­სი გრ. რობაქიძე, „ქი­მერიონის“ ჩასუქებული პოვარი და უნიჭო სკანდა­ლის­ტი პავლე იაშვილი (კონ­ფე­რან­სიე).