შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-630-4 - 1922 წელი


ბარიკადი №4.

[სამწუხაროდ] თუმცა ამ ქუჩურ გაზეთს აწერია, რომ იგი ცისფერი ყანწე­ბის კვი­რეული (?) [„ბარიკადის“], მაგრამ იქიდან [მხოლოდ] მარტო [ტიციან] ბ-ნი ტიტე ტა­ბიძის [სულელური] ბრიყვი ფიზიონომია გვაბეზრებს თავს.
გაზეთს ხსნის [მეტად გამასხარავებული წერილით (ალბად, რედაკტორის). ედე­ბა რა ღობე-ყორეს პატივცემული ავტორი უთუოდ თვითონ გრძნობს წერი­ლის უსუ­სუ­რობას], რომ [ასე ათავებს ვითომდა ეხლა ასეთ სისუსტეს]. [იგი] ეს შარლატანი აყვლიპინებს თვალებს თავის გაზეთიდან [ვითომდა მეთაური­დან] რაღაცას ენადაბმით ლუღლუღებს, ვიღაცას ემუქრება, მეტად [გაგული­სე­ბულია] გულ­მო­სუ­ლია. ნეტავი, ვინ უნდა დააშინოს?
ტიციან ტაბიძის ფიგურა საუკეთესო [ეგზემპლიარია უნიჭო] მასალაა იმის და­სამტკიცებლად, თუ რანაირი შურით და ბრაზით არიან სავსენი საზო­გა­­დოდ უნი­ჭო და ყველაფერში დამარცხებული ადამიანები. [ამ შემთხვევაში] [ინ­სი­ნუა­ციე­ბი] პროვოკატორმა, სპეკულიანტმა, ეს ყვე­ლა­ფერი მისი ხელო­ბაა, მოინდომა პოეტად გახდომა, მაგრამ აქ მი­სი დემონია - გალაკტიონი [სას­ტიკი დემონი. დაუნდობელი დემონი].
ტიციან ტაბიძე - ვერ მოისვენებს, სანამ გალაკტიონ ტაბიძე არსებობს.
ეს წვრილი პროვოკატორი და წვრილი სპეკულჲანტი „ხმას უწვრილებს“ იქაც, სა­დაც გაიძვერობა და ლაქიობაა საჭირო, სწორედ ამიტომ იგი პანღუ­რის­ცემით გა­აგდეს მწერალთა კავშირიდან; და [არც აწი დააკლებენ ხელს, დამ­­შვიდებით იყოს] [ჩვენ ვიცით თვითონ მისი ამხანაგების აზრიც ამ სუბიექ­ტზე, რო­დე­საც შეიგნებენ, გაიგებენ].

ქართველმა მწერლებმა ამ ვაჟბატონზე უკვე [სთქვეს თავისი] გამოი­ტა­ნეს გა­ნა­ჩენი: ქართველი მწერლები [იგი მადლობას უნდა ეუბნებოდეს] მარ­თლაც დამ­ნა­შა­ვენი [არიან, რომ ეს საეჭვო სუბიექტი] შეიცოდეს და არ გაგ­ზავ­ნეს...